ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„27 წელია, ჩემი გოგონაგანსგან სიტყვა „დედა“ ერთხელაც არ გამიგია. ისე მოვკვდები, რომ საფლავში ჩავიტან ამ ოცნებას. ყველაზე უბედური დედა ვარ ამ ქვეყნად.“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ასე გამოიყურება დედა, რომელიც 27 წელია, ავადმყოფი შვილის სუნთქვას დარაჯობს.
47 წლის თინა და 54 წლის ოთარი თოჯინებით ხელში…
ძვირფასო მკითხველო, ალბათ, რომელიმე თქვენგანს გააცინებს ეს ფოტო, რომელიმე თქვენგანი გაიფიქრებს „გიჟები არიან“, ზოგი კი უბრალოდ, გვერდს უვლის ამ „კომიკურ“ ფოტოს. არადა, ამ ერთი შეხედვით, „კომიკურ“ კადრს მიღმა, 27-წლიანი ტრაგედია იმალება.
„ჯოჯოხეთის ოთახი“ – სწორედ ასე ჰქვია ამ პატარა სივრცეს, სადაც თინამ და ოთარმა, ცხოვრების ნახევარი გაატარეს სნეულ გოგონასთან ერთად. კედლებზე მომწამვლელი ობი ჩანს, რომელიც ადამიანს პირდაპირ სიკვდილს უქადის. „ვინ იცის, იქნებ, ჩვენი ოჯახისთვის შვება სწორედ სიკვდილი იყოს“ – ჩაიჩურჩულა საბრალო დედამ.
ხატიას, დაბადებიდანვე თავის ტვინის სერიოზული დაზიანება აქვს. გოგონა ფაქტობრივად, მუნჯია, რასაც ისიც ემატება, რომ ერთ ნაბიჯსაც კი ვერ დგამს. დამოუკიდებლად არც საკვების მიღება და არც ბანაობა შეუძლია. ხატიას დედამ გვიამბო, რომ მისი ასეთი მდგომარეობის გამო, ბავშვობაში, თანატოლები დასცინოდნენ, აფურთხებდნენ, ზოგი კი ქვებს ესროდა. ღმერთო, რა სისასტიკეა!!!
როდესაც საბრალო დედა, 27-წლიანი ჯოჯოხეთური ტანჯვის შესახებ მე, ფონდის ჟურნალისტს მიამბობდა, საბრალო ქალმა ვეღარ გაუძლო და ატირდა… თინა მხოლოდ ერთ ფრაზას ამბობდა: „დედა ღვთისმშობელო, ძალა მომეცი, გევედრები.“
ხატიას მამა 54 წლისაა, მაგრამ ცხოვრების უსამართლობამ, 90 წლის მოხუცად აქცია. ოთარი აფხაზეთის ომში იბრძოდა და „ტყვიების წვიმაც“ კი არ აშინებდა. დიახ, მტრის ნასროლმა ტყვიამ არ მოკლა ოთარი, ავადმყოფ შვილზე დარდმა, ტყვიაზე უარესად დაჭრა საბრალო კაცის გული. დიახ, ასეა… კაცები ძლიერები არიან. მაგრამ, მამები – სუსტები. სწორედ ამაშია მამა–შვილური სიყვარულის ამოუხსნელი ძალა…
ჯერ კიდევ 90-იან წლებშია ნაყიდი ეს თოჯინები, იმის მტკიცებულება გახლავთ, რომ საბრალო დედა, ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს, რომ მისი გოგონა, ოდესმე წართმეულ ბავშვობას დაიბრუნებს. დიახ, უკვე 27 წელია, ეს სათამაშოები ერთგულად ელოდებიან ერთადერთ პატრონს.
ხატიას კი, პირიქით, თოჯინის დანახვის ეშინია. სავარაუდოდ, მას ბავშვობის ტრამვა ახსენდება. ეს სასოწარკვეთილი მამა, თავისი 27 წლის შვილის თოჯინას ეფერება და გულში იმედი აქვს: „იქნებ, სასწაული მოხდეს და ამ თოჯინამ მაინც „მამა“ დამიძახოს.“ ღმერთო, ამაზე ფიქრიც კი ძარღვებში სისხლს გაგიყინავს.
ჯეირანაშვილების ოჯახის კარზე რომ დააკაკუნოთ, საბრალო დედა გაგიღებთ კარს, მაგრამ აუცილებლად თოჯინით ხელში. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ეს თოჯინა ერთადერთია, რაც საბრალო ქალს ნამდვილ „დედად“ აგრძნობინებს თავს. ღმერთო, რამხელა დრამაა ამ ერთ კადრშიც კი.
ზოგი დედა, ახალდაბადებულ შვილს ნაგავსაყრელზე ტოვებს, თინა კი მზადაა, მთელი ცხოვრება თავად იცხოვროს ნაგავსაყრელზე, ოღონდ, ერთხელ მაინც გაიგოს სიტყვა „დედა“.
საბრალო ქალი მეორე ჯგუფის შშმ პირია. ერთი წლის წინ კი, საშვილოსნოს სერიოზული პრობლემები დაეწყო. შედეგად, ჰორმონალური დარღვევა განუვითარდა, რამაც ჭარბი წონის ზრდა გამოიწვია. უნარშეზღუდული ქალისთვის, ჭარბი წონა, ორმაგ ჯოჯოხეთად იქცა. რადგან აქამდე, ჯოხით მაინც გადაადგილება თუ შეეძლო, ახლა, 40 წუთი სჭირდება, სახლიდან აფთიაქამდე რომ მივიდეს. არადა, სახლიდან სულ რამდენიმე მეტრშია აფთიაქი.
შეხედეთ, ეს სიკვდილია!
დენის წყარო, ფაქტობრივად, კედლის ზედაპირზეა. ღმერთმა ნუ ქნას, 27 წლის ხატია შეეხოს მას… ალბათ, ხვდებით, რა ტრაგედიაც დატრიალდება. ხელოსნების ფული ღატაკ ოჯახს არ აქვს. ამიტომ, მხოლოდ გამართლებაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანში გადაიკვეთება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი…
ეს პლასტმასის „ყუთი“ კი, მხოლოდ ბუტაფორიაა ტელევიზორის. უკვე მრავალი წელია, ტელევიზორი აუხდენელი ოცნებაა ჯეირანაშვილების ღატაკი ოჯახისთვის.
ღვთისნიერო ადამიანებო, სასოწარკვეთილი დედის ვედრებას გულგრილად ნუ აუვლით გვერდს. მისი შვილის გამოჯანმრთელების იმედი აღარ არსებობს, მაგრამ მოდით, ამ უბედურ ადამიანებს მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ტანჯვით სავსე ცხოვრება.
განა რა ეღირება, 18 კვადრატული მეტრი ფართობის, ოთახის კედლების გასუფთავება მომწამვლელი ობისგან? განა, რა თანხა არის საჭირო დეზინფექციის ჩასტარებლად, დამპალი კარის შესაცვლელად, პატარა ტელევიზორისა და პროდუქტების საყიდლად?
ფონდის მეგობრებო, თქვენ ხომ, ფონდის არსებობის 13 წლის განმავლობაში, შეუძლებელიც კი, შესაძლებელი გახადეთ. მოდით, ეს საბრალო ოჯახიც ნუ იქნება გამონაკლისი. დახმარების ხელი გავუწოდოთ ჯეირანაშვილების ოჯახს და ანგელოზთა დასი ჩვენთვის იგალობებს სხვა სამყაროდან. იმ სამყაროდან, სადაც ოდესმე, ყველა ჩვენგანი „გაემგზავრება“ უვადო დროით…
თქვენი დიდი სიკეთე კი, აუცილებლად ასმაგად დაგიბრუნდებათ თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში. ამ სამყაროში ხომ, უკვალოდ არაფერი ქრება.
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: გორი, შინდისის გმირების გამზირი, კორპუსი 15.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ჯეირანაშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
მეგობრებო, თქვენი დახმარების წყალობით, საქართველოში კიდევ ერთ ოჯახს ბედნიერება ეწვია! ახლა, ჯეირანაშვილების ოჯახი სამარხის მსგავს სახლში კი არა, მყუდრო ოთახში ცხოვრობს!!! დიდება უფალს, რადგან ნამუსი და თანაგრძნობის უნარი გვიბოძა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თქვენ დაეხმარეთ – მადლობას გიხდით!
წლების განმავლობაში, ჯეირანაშვილების ოჯახი ბნელ, აკლდამისებურ სახლში ცხოვრობდა, რომლის კედლები მომწამვლელი ობით იყო დაფარული. სამარხის მსგავს სახლს, თავისი სამი უბედური ბინადარი დატყვევებული ჰყავდა. მეტყველების უნარს მოკლებული შვილი, ხატია, რომელსაც თავის ტვინის მძიმე დაზიანება აქვს. დედა თინა, რომელიც დაბადებიდან უნარშეზღუდულია და ძლივს დადის. მამა ოთარი, რომელიც ღრმად მოხუცებულს დაამსგავსა მწუხარებამ.
თქვენ სინათლის დიდი ნაკადი შეუშვით მათ ცხოვრებაში! მათი მწუხარება სიხარულად და გაოცებად აქციეთ! ყველა მხრიდან, ახალი ფანჯრებიდან, კედლებიდან, ჭერიდან და იატაკიდან სინათლე შემოდის! ახალი ხის საწოლებიდან, ქათქათა თეთრი სარეცხი მანქანიდანაც კი! დღეს, თქვენ პირველად ნახავთ, როგორ იღიმიან და სინათლით ტკბებიან ეს მწუხარებით დატანჯული ადამიანები – თინა, ოთარი და მათი შვილი, ხატია!

ფონდის კეთილო მეგობრებო, მოდით, კვალიც კი აღარ დავტოვოთ მატი ძველი ცხოვრებისგან. ამჟამად, ოჯახი ცხელი წყლის გარეშე ცხოვრობს. სამზარეულოსა და საპირფარეშოში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებია.
თინას მადლობის წერილი:
თინასთვის ფეხზე დგომა გმირობის ტოლფასია, ყინულივით ცივი წყალი, დაჟანგული აბაზანა, გაუმართავი ქურა და მაცივარი კი – ნამდვილი სატანჯველი.
თინას და მის შვილს, ხატიას, გარეთ გასასვლელი ტანისამოსი არ აქვთ. უფრო მეტიც! მათ გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. სჭირდებათ ძალიან დიდი – 80 ზომის ქალის ტანისამოსი. ხატიას 39 ზომის ფეხსაცმელი სჭირდება, თინას კი – 43. ჩვენს მოსვლამდე, თინასთან ისევ სასწრაფო იყო! მას ძალიან უსივდება ფეხი. სასწრაფოდ ესაჭიროება გულის ექოსკოპია და გამოკვლევა.
ვიყოთ მოწყალენი და ღმერთი განგვამტკიცებს: როგორც ფიქრებში, ასევე სულიერად და ხორციელად.
მეგობრებო, სხვის გასაჭირი არ არსებობს, ამიტომ თუკი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესახებ რაიმე იცით – მოგვწერეთ! ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვართ!
მუდამ კავშირზე!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ჯეირანაშვილების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
2578.60₾დარჩა:
0.11₾