მადლობა, მეგობრებო, რომ ეხმარებით ბავშვებს უფრო თავდაჯერებულები იყვნენ, თქვენი მხარდაჭერით ეუბნებით მათ – შენ საუკეთესო ხარ!  ღმერთო, როგორ უხარიათ შენს ანგელოზებს საჩუქრები! 

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
მადლობა, მეგობრებო, რომ ეხმარებით ბავშვებს უფრო თავდაჯერებულები იყვნენ, თქვენი მხარდაჭერით ეუბნებით მათ – შენ საუკეთესო ხარ!  ღმერთო, როგორ უხარიათ შენს ანგელოზებს საჩუქრები! 

მადლობა, მეგობრებო, რომ ეხმარებით ბავშვებს უფრო თავდაჯერებულები იყვნენ, თქვენი მხარდაჭერით ეუბნებით მათშენ საუკეთესო ხარ!  ღმერთო, როგორ უხარიათ შენს ანგელოზებს საჩუქრები

ახლავე გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! და დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა

თქვენ დაგვეხმარეთგმადლობთ!

როგორ შეიძლება გახდე პრინცესა, როცა სახლში ჭუჭყიანი, ჩამოხეული შპალერებია, ჟანგიან საწოლებზე ძველი ნივთების გროვებია და ისე ყინავს, რომ სიტყვებიც კი ტუჩებზე იყინება, ხოლო დედა ძალიან ავად არის?!.

პატარა მარიმ კახეთიდან არ იცოდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, სანამ თქვენი ამანათებიდან, თბილ ტანსაცმელთან ერთად, ლამაზი, სადღესასწაულო კაბა არ ამოვიღეთ.

ყინულივით ცივ სახლში პატარა გოგონამ ჯერ ლამაზ ოცნებას გაუწოდა ხელები, ჩაიცვა იგი, დატრიალდა, იასამნისფერვარდისფერ ყვავილად გადაიქცა და ძალიან თავდაჯერებულად თქვა: მეპრინცესა ვარ! 

შემდეგ მარი და მისი ძამიკო ჯეკო თბილ ქურთუკებში გათბნენ

საქართველოს მეორე ბოლოში, სამეგრელოში, მეგიმ სარკეში ჩაიხედა, თქვენ მიერ გამოგზავნილ თანამედროვე ტანსაცმელში, თავი დაუქნია საკუთარ თავსდიახ, მე პრინცესა ვარ

ჩვენს პრინცესას შარვლები, ტოპები და ბლუზები უნდოდა და ძალიან ბედნიერი იყო, როცა ისინი დიდი რაოდენობით აღმოაჩინა.

ძამიკო ზუკამ კი მაშინვე, ყოველგვარი მოზომვის გარეშე, კაცურად აირჩია მაგარი ქურთუკი და უცბად  გაიჩინა ძაღლიცპლუტო

ხოლო დებმა, დარინა და ანასტასია პირმისაშვილებმა, რომელთა ბავშვობაც ქვის დამამტვრეველ დანადგართან მდგარ ვაგონში გადის, ბედნიერებისგან უბრალოდ სიმღერა დაიწყეს!

მადლობა ფონდის მეგობრებო, რომ ბავშვებს ეხმარებით თავდაჯერებულები იყვნენ! თქვენი დახმარების წყალობით არც ერთი ბავშვი საქართველოში არ იგრძნობს თავს უმნიშვნელოდ სიღარიბის ან ცუდი ტანსაცმლის გამო. ეს  ყველაფერი ხომ დროებითია!

იანვარში გვინდა მადლობა ვუთხრათ

დალი გოგალაძეს

ნადეჟდა ემელიანენკოს

მერაბ ქირიას

ვლადიმერ კოზლოვს

გელა ლურსმანაშვილს და ხატიას

ნინო მაყაშვილს

ნინო ხეთაგურს

ელენა შატროვას

დანიელ შაჰს

ეკას

მადლობა, რომ ჩვენს გვერდით ხართ და რთულ დროს თქვენი დახმარებით ამბობთ: შენ საუკეთესო ხარ! შენ პრინცი ხარ, შენ პრინცესა ხარ!“ 

ვლადიმირ კოზლოვი, საოცრებების ჩვენი კეთილი თანამონაწილე

გელა ლურსმანაშვილი, ჩვენი კეთილი მეგობარი და ჯადოქარი

მეგობრებო, თქვენი კარადა სავსეა საოცრებებით. გაუზიარეთ ის სხვებს!

გთხოვთ, არ გაჩერდეთ! ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ტანსაცმელინებისმიერი ასაკისა და სეზონისთვის. სუფთა, კარგ სამოსს, რომელსაც თქვენ აღარ იცვამთ, შეუძლია ვინმეს გული გაახალისოს და აამღეროს.

მოიტანეთ ტანსაცმელი. გახდით სწორედ ის ჯადოქარი, რომელიც თავისი მონაწილეობითჩამოხეულ შპალერებსსამეფო ოთახებად აქცევს.

ჩვენ გელოდებით აქ: თბილისი, ბესარიონ ჟღენტის ქუჩა, სახლი 11. ტელ.: +995 322 19 33 21

მეგობრებო, სხვისი მწუხარება არ არსებობს, ამიტომ თუ იცით ვინმეს პრობლემების შესახებ საქართველოს ნებისმიერ კუთხეშიმოგვწერეთ! ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ

ჩვენ სულ კავშირზე ვართ!

ჩენი ფონდის ანფარიშებია:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: „დავეხმარები მოყვასს“).

თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).

თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).

თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ. მედეა

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის