სამი ხანდაზმული ქალბატონი ითხოვს დახმარებას! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სამი ხანდაზმული ქალბატონი ითხოვს დახმარებას!

page info icon
2019 ივლის 10
სამი ხანდაზმული, კეთილშობილი, ტრაგიკული ბედის ქალბატონი ებრძვის გაჭირვებასა და უბედურებას! არ შეიძლება მათი მდგომარეობის უგულვებელყოფა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
755 ₾
( 53 დონორი )
დასრულებულია

სამი ხანდაზმული, კეთილშობილი, ტრაგიკული ბედის ქალბატონი მარტო ებრძვის გაჭირვებასა და უბედურებას! არ შეიძლება მათი მდგომარეობის უგულვებელყოფა! 
არავინ ვიცით რა გველის, რა ელით ჩვენს მშობლებსა და ბებიებს, ნუ იქნებით გულქვები, შედით მათ მდგომარეობაში!
„როდესაც ოჯახში მძიმე ავადმყოფი გყავს, ძალიან რთულია, თუმცა როდესაც ჩნდება მეორე ავადმყოფი - ეს უკვე ნამდვილი უბედურებაა, ხოლო როდესაც ორ ავადმყოფ მოხუცს უვლის თავად ავადმყოფი ქალი - ეს უკვე ნამდვილი კატასტროფაა!“ - ამბობს 58 წლის ია ნათენაძე. 
აგერ უკვე რამდენიმე წელია ქალბატონი ია უვლის 92 წლის დედას, რომელიც საწოლსა და ეტლს არის მიჯაჭვული, იტანჯება ართროზით, ჰიპერტონიით, ვენების ვარიკოზული გაფართოებით. ასევე წაქცევის შედეგად მან მოიტეხა მენჯ-ბარძაყის სახსარი.
„მე მყავს მარტოხელა დეიდა, რომელიც აქამდე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ის ფსიქოლოგიური აშლილობით იტანჯება, ძალიან შემეცოდა და წამოვიყვანე ჩვენთან“ - გვიამბო ია ნათენაძემ.
ნინო იაშვილი - დეიდა 90 წლის არის. მას ქრონიკული კოლიტი აქვთ, ფეხებს ძლივს ამოძრავებს, ძალიან მაღალი წნევები აქვს, შეტევების დროს აგრესიული ხდება, კარგავს კონტროლსა და შეიძლება დაგვარტყას კიდეც.
თავად იაც ავად არის. ის საშუალო სკოლაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად. 2007 წელს მას უბედური შემთხვევა დაემართა, სკოლის შენობაში, ერთ-ერთ ოთახში მას რკინის კონსტრუქცია დაეცა და ხერხემალი დაუზიანდა. მარჯვენა ხელი ფაქტობრივად პარალიზებული აქვს, უჭირს დგომა და სიარული, მხოლოდ ყავარჯნით დადის. „ვცდილობ არ მივაქციო ჩემს ტკივილებს ყურადღება და ღმერთს ვთხოვ ჯერ არ წამიყვანოს, რადგან ჩემს გარდა მოხუცებს ვერავინ მოუვლის, თუმცა გამოგიტყდებით - ძალიან მიჭირს მათი მოვლა“ - ამბობს ია ნათენაძე.
სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს საყოფაცხოვრებო პირობები, რომელშიც უწევთ ამ სამ ქალბატონს ცხოვრება. სველი წერტილები, მათ შორის ტუალეტი, სააბაზანო, სამზარეულო -  გამოსაყენებლად არ ვარგა.
„პენსია იხარჯება საკვებსა და წამლებზე. ფულის უქონლობის გამო სანტექნიკას ვერ ვცვლი. ძალიან ვწვალობთ, დამაქვს წყალი ბოთლებით, ან სათლით, რაც ძალიან, ძალიან რთულია ჩემთვის. ერთხელ ამის გამო წავიქეცი კიდეც, 15 წუთი ვერ ვდგებოდი... ვიჯექი და ვტიროდი...“ - გაგვიზიარა ია ნათენაძემ.
-რაზე ოცნებობთ?
ია ნათენაძე: გულწრფელად გეტყვით, მაცივარზე ვოცნებობ. ამის გარეშე ურთულესია, ძლივს რაღაცას რომ გავაკეთებ, ისიც კი გვიფუჭდება ხოლმე! ვოცნებობ სველი წერტილების მოწესრიგებაზე, ამის გარეშე აუტანელია ცხოვრება! მოხუცების მოვლა და დასუფთავება...
მეგობრებო, სანამ ახალგაზრდები და ჯანმრთელები ვართ, იშვიათად ვფიქრდებით სიბერეზე, არადა დარდებსა და საქმეებში ცხოვრება უმალ გარბის! სიბერე, უძლურება, ავადმყოფობა ადამიანს უეცრად ატყდება თავს. ჩვენი ბებიები და ბაბუები გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, ისევ ისე ოცნებობენ და მიისწრაფვიან  ბედნიერებისკენ. ხანდაზმულობაში, ისევე როგორც ბავშვობაში, ძალიან მცირედითაც უდიდეს სიხარულს განიცდიან. 
გულთან ახლოს მივიტანოთ ამ ადამიანების ტკივილი, გავაბედნიეროთ ისინი ჩვენი ყურადღებით. არ ვაგრძნობინოთ მათ, რომ ისინი მარტო არიან და ჩვენ ისინი არ გვადარდებს!
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათენაძეების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

მსგავსი პროექტები: