შვილის შემხედვარე, მამას გული აქვს ნაფლეთებად ქცეული - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შვილის შემხედვარე, მამას გული აქვს ნაფლეთებად ქცეული

page info icon
2019 აგვისტო 7
page info icon
8545
ემილია ასეთ მდგომარეობაში დაბადებიდან იმყოფება. 3 წელი მას ერთი წუთითაც არ შორდება საკუთარი მამა, რომელიც მისთვის ნამდვილად რომ მფარველი ანგელოზია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
11,590 ₾
( 837 დონორი )
დასრულებულია

საშინელებაა, როდესაც საავადმყოფო ადამიანის „სახლად“ იქცევა. ემილია - ეს არაჩვეულებრივი  გოგონა, უკვე 3 წელია, რაც კლინიკაში წევს. ხანდახან იგი გააღებს თვალებს, ღრმად ამოისუნთქავს, მაგრამ ეს  მხოლოდ წამები გრძელდება. ბავშვი უმალვე კარგავს გონებას და კომაში ვარდება.
ემილია ასეთ მდგომარეობაში დაბადებიდან იმყოფება. 3 წელი მას ერთი წუთითაც არ შორდება საკუთარი მამა, რომელიც მისთვის ნამდვილად რომ მფარველი ანგელოზია. იგი რეანიმაციის განყოფილების კარებთან „მორიგეობს“, ღამეებს უძილოდ ატარებს, ოცნებობს შვილის გამოჯანმრთელებაზე, თუმცა სიტუაცია არ იცლება უკეთესობისკენ. 
„,მე ჩემს გოგონას არასდროს მივატოვებ. სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები მასთან. მისი შემხედვარე, გული მაქვს ნაფლეთებად ქცეული. იცით, სიცოცხლე ისეთი რამ არის, რომ მისთვის უნდა იბრძოლო, არ უნდა დანებდე, არ უნდა შეუშინდე სირთულეებს და „გამარჯვებაც“ მოვა, - ამბობს ჩვენთან საუბარში იური ბუკია. 
 ემილია დაზიანებული ხერხემლით დაიბადა, ცოტა ხანში კი მას ჰიდროცეფალია განუვითარდა. თავის ტვინზე ბავშვს 24 ოპერაცია აქვს გადატანილი, თუმცა მდგომარეობა უკიდურესად რთული რჩება. 
6 წლის წინ, იურიმ და სალომემ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა.  შეეძინათ ტყუპები - მარიამი და მართა. მამა მუშაობდა სტომატოლოგად, დედა - უვლიდა ბავშვებს.  მოკლედ, ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ და მატერიალურად არ უჭირდათ.     
როდესაც დაიბადა ემილია,  ბუკიების ოჯახის ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. „მომაკვდავი შვილი თბილისის კლინიკაში იწვა და მე ხობში როგორ უნდა დამეძინა მშვიდად? - ამბობს იური ბუკია. ჩემი გული იქ  იყო, ჩემს შვილთან. მე მას ვერ მივატოვებდი. გადავწყვიტეთ გაგვეყიდა სახლი და თბილისში გადავსულიყავით საცხოვრებლად. შევსახლდით ერთ პატარა ბინაში თემქაზე. მეუღლე უვლის ტყუპებს, მე კი - ემილიას და, შესაბამისად,  კლინიკაში ვიმყოფები. 
-როგორია თქვენი ოჯახის შემოსავალი? 
იური: სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსია. თანხის დიდი ნაწილი მედიკამენტებსა და პამპერსში გვეხარჯება.  ძალიან ღარიბულად ვცხოვრობთ, ხანდახან მე და ჩემი მეუღლე ვშიმშილობთ, რომ ტყუპებს არ მოაკლდეს საჭმელი. 
-სახელმწიფო რით გეხმარებათ?
იური: ჯანდაცვის სამინისტრო იხდის მკურნალობის და კლინიკაში ყოფნის საფასურს, ხოლო მედიკამენტების ნაწილს და პამპერს მე ვყიდულობ.
-ანუ ტყუპებისთვის თანხა არ გრჩებათ?   
იური: თითქმის არ მრჩება. 
-რამდენი წლისანი არიან ტყუპები და ყავთ თუ არა ნანახი ემილია? 
იური : მარიამი და მართა 5 წლისანი არიან. დაიკო რამდენჯერმე ყავთ ნანახი. ორი წლის წინ, ემილია ცოტა უკეთ შეიქნა და ექიმებმა ნება დაგვრთეს იგი სახლში წაგვეყვანა. რომ იცოდეთ, როგორ გაუხარდათ გიგონებს?!  კოცნიდნენ, ეხვეოდნენ, სათამაშოებს ჩუქნიდნენ და მეუბნებოდნენ: „მამიკო, ემილია რატომ არ აღებს თვალებს? რატომ არ გველაპარაკება?“. ოჯახის ერთად ყოფნა 6 დღე გაგრძელდა. ბავშვი კვლავ ცუდად გახდა და ისევ კლინიკაში გავაქანეთ. მას არ შეუძლია სუნთქვა აპარატის გარეშე და ყოველდღიურ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს. 
მეგობრებო, მოდით ვილოცოთ ამ არაჩვეულებრივი გოგონას გამოჯანმრთელებისთვის.  ლოცვას, როგორც იცით, უდიდესი ძალა აქვს. 
თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ემილია ბუკიას მამას, გაესაუბროთ და შეძლებისდაგვარად აღმოუჩინოთ დახმარება. მისამართი: თბილისი, თემქა, 11 მკრ, 2 კვარტალი, ტელ.:  568 16 15 15. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ ემილია ბუკიას  უყურადღებოდ. გფარავდეთ  უფალი!
ჩვენი ანგარიშია:  GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000,  GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ემილია ბუკია). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.   
მადლობელი ვიქნებით, თუ გააზიარებთ ამ პუბლიკაციას, რათა უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხოს იგი შესაძლო დახმარების აღმოჩენის მიზნით.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
 სურვილი და მზაობა დაეხმარო სხვა ადამიანებს, ყოველთვის ბრუნდება საპასუხო მადლიერებით!

მსგავსი პროექტები: