გულში ასი ნემსი მაქვს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გულში ასი ნემსი მაქვს

page info icon
2021 დეკემბერი 16
page info icon
1338
მთელი დღის მანძილზე, მას გული ნემსებით ევსება. ჯერ ერთი იწყებს ჩხვლეტას, როცა არაფერი აქვს, სკოლაში წასასვლელად რომ ჩაიცვას. დედამ მისი ერთადერთი გასასვლელი ბლუზა გარეცხა, და ახლა მოუწევს, რომ სკოლაში, ჟაკეტზე ხელით დამალოს დაკემსილი ნახვრეტები. მეორე ნემსი იწყებს ჩხვლეტას, როდესაც სკოლისკენ გზას გაუდგება. სკოლა შორს არის, ფეხით სიარული კი ძალიან უჭირს. მას ხომ ბავშვობიდან გულის პრობლემა აქვს. შემდეგ, ნემსები ჩნდება მაშინ, როცა სკოლაში ფუნთუშას ვერ ყიდულობს. ყველა ჭამს მის გარდა. ამბობს, რომ არ შია. გულში კი ჩხვლეტის შეგრძნება მატულობს: ვინ იცის, იმის გამო, რომ ტყუილი თქვა, თუ შიმშილისგან? ასეა ყოველდღე... ყოველდღიურად, დღის მიწურულს, გულში უგროვდება ასი ნემსი, რომელიც ძალიან მწარედ ჩხვლეტს. ხანდახან, იმდენად მწარედ, რომ ცრემლი თვალებიდან დენას თავისით იწყებს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,193 ₾
( 203 დონორი )
დასრულებულია
გულში ასი ნემსი მაქვს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
მთელი დღის მანძილზე, მას გული ნემსებით ევსება. ჯერ ერთი იწყებს ჩხვლეტას, როცა არაფერი აქვს, სკოლაში წასასვლელად რომ ჩაიცვას. დედამ მისი ერთადერთი გასასვლელი ბლუზა გარეცხა, და ახლა მოუწევს, რომ სკოლაში, ჟაკეტზე ხელით დამალოს დაკემსილი ნახვრეტები.
 მეორე ნემსი იწყებს ჩხვლეტას, როდესაც სკოლისკენ გზას გაუდგება. სკოლა შორს არის, ფეხით სიარული კი ძალიან უჭირს. მას ხომ ბავშვობიდან გულის პრობლემა აქვს. შემდეგ, ნემსები ჩნდება მაშინ, როცა სკოლაში ფუნთუშას ვერ ყიდულობს. ყველა ჭამს მის გარდა. ამბობს, რომ არ შია. გულში კი ჩხვლეტის შეგრძნება მატულობს: ვინ იცის, იმის გამო, რომ ტყუილი თქვა, თუ შიმშილისგან? ასეა ყოველდღე... ყოველდღიურად, დღის მიწურულს, გულში უგროვდება ასი ნემსი, რომელიც ძალიან მწარედ ჩხვლეტს. ხანდახან, იმდენად მწარედ, რომ ცრემლი თვალებიდან დენას თავისით იწყებს...
 „ფისუნია ჩემი წამალია, გულში ჩავიკრავ და თავს მაშინვე უკეთესად ვგრძნობ“
ფიქრია კოტიას ამბის წაკითხვით შემდეგ, თქვენც  გაგიჩნდებათ გულში ნემსები. შესაძლოა, ასი კი არა, მილიონი.
ერთი წლის წინ, როდესაც ქირა ვეღარ გადაიხადეს, ღია ცისქვეშ ცხოვრება კი გაუსაძლისი გახდა, ქალაქის განაპირას ვაგონი იპოვა. ვიღაცამ კეთილშობილება გამოიჩინა და უთხრა: „იცხოვრეთ, სანამ არ დამჭირდება“. ვაგონში ცხოვრობენ 5 წლის ბარბარე, 11 წლის მარიამი, მათი დედა ფიქრია და მძიმედ ავადმყოფი ბებია ეთერი.
იმაზე აღარ დავიწყებთ საუბარს, რომ აქ არანაირი პირობა არ არის, ჭერიდან წყალი ჩამოდის, ზაფხულში აქ ღუმელია, ზამთარში კი საყინულე. ეს ყველაფერი, ისედაც გასაგებია. კონსერვის ქილაც კი უფრო „მაგარი“ და კომფორტულია. 
ვაგონში, ბებოსთვის ერთი გასაშლელი ტახტი და დანარჩენებისთვის, ერთი საწოლი ეტევა.
ეს კი ღუმელია, რომელიც ბოლავს და შეიძლება ნამწვით მთელი ოჯახი მოწამლოს, მათთვის ის გადარჩენის ხერხია. სწორედ აქ ამზადებენ საჭმელს, წყალს აცხელებენ, დასაბანად და სარეცხის გასარეცხად. ზამთარში კიდევ ასატანია. და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორია ზაფხულის სიცხეში.
ეს კი, ვაგონის ბინადრები არიან: ორი მშვენიერი გოგონა, მათი დედა და ბებია. საცხოვრებელს, მათი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობაც არაფრით ჩამოუვარდება. დავიწყოთ ფიზიკური ავადმყოფობით...
მარიამს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. ხელში აყვანილი უნდა ატარო, მისთვის აკრძალულია შფოთვა და გადაღლა. გარდა ამისა, აუცილებელია ნორმალური კვება და მშვიდი გარემო. თავადაც ხვდებით, რომ ამ გოგონას არაფერი გააჩნია, და ვერასდროს ექნება. წელიწადში ერთხელ სრული გამოკვლევა და მკურნალობა - ერთადერთია, რასაც მისთვის სახელმწიფო აკეთებს. ამისთვისაც დიდი მადლობა.
პატარა ბარბარეს დარღვეული აქვს საკვერცხის ფუნქცია. უკვე ორი ოპერაცია გადაიტანა, შესაძლოა, მომავალში კიდევ დასჭირდეს. მას ყოველდღიურად სჭირდება წამლები და მალამოები, მაგრამ არ აქვთ ამის საშუალება. ხან ყიდულობენ, ხან ვერა.
ბებიამ კი ინფარქტი გადაიტანა. გულმა ვერ გაუძლო. ქვა ხომ არა არის. დაეცა და ბარძაყის ყელი მოიტეხა. ახლა მხოლოდ ყავარჯნების დახმარებით, ან ხეიბრის ეტლით გადაადგილდება. ტირის, ეცოდება შვილი. ასეთი ტანჯვისთვის ხომ არ გაუჩენია, მისთვის სულ სხვანაირ ცხოვრებას ნატრობდა. ფიქრიას კი, ავად გახდომის უფლება არ აქვს. უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს ტკივილს. თავს იმშვიდებს იმით, რომ წუხილია ყველაფრის მიზეზი, ცდილობს საკუთარი თავი იმაში დაარწმუნოს, რომ არაფერია საშიში. მას წართმეული აქვს ავადმყოფობის უფლება.
 „მიდი, დედიკო, ერთი ნაბიჯიც, ერთიც. შენ მე მასწავლე სიარული, ახლა კი ჩვენ შენ გასწავლით“ 
ფიქრია: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო მოყოლა და ჩვენი ოჯახის პრობლემების აღწერა. ყველა ჯანმრთელი მაინც რომ იყოს, ალბათ, ამ ვაგონში ცხოვრებაც არ იქნებოდა ასეთი გაუსაძლისი და სოციალურ დახმარებასაც ვიმყოფინებდით... მაგრამ, როდესაც ყველას ყველაფერი სტკივა, მე კი ვერაფერს ვშველი, სიკვდილი მინდა. მაგრამ ამით, ვინმეს ყოფას როდი შევუმსუბუქებ? 
        - ფიქრია, მესმის, რომ მუშაობა არ შეგიძლიათ. რა არის თქვენი საარსებო წყარო?
         ფიქრია: 380 ლარის ოდენობის სოციალური დახმარება და დედას პენსია - 150. კიდევ კარგი, ბინის ქირა მაინც არ გვაქვს გადასხდელი. პროდუქტსა და წამლებშიც კი არ გვყოფნის. აღარ ვიცი, რა მოვახერხო, რისგან მოვამზადო საჭმელი. 
- სოციალური სასადილოს მომსახურებით სარგებლობთ?
ფიქრია: მიუხედავად იმისა, რომ ხალხის თქმით, შეუძლებელია იმ საჭმლის ჭამა, დიდი სიამოვნებით ვისარგებლებდი. მომლოდინეთა რიგში ვართ. ეს კი, რას ნიშნავს იცით? ძირითადი სიიდან ვინმე თუ ამოიშალა, შესაძლოა, მომლოდინეთა სიიდან გაუმართლოს ვინმეს. ანუ, გამოდის, რომ მე ვიღაცის სიკვდილს უნდა დაველოდო? ღმერთმა დამიფაროს! ვიცი, საშინლად ჟღერს, მაგრამ ასეა.
არ არსებობს ცარიელ მაცივარზე, უფრო სევდიანი სანახაობა 
- რაზე გყოფნით სოციალური დახმარების თანხა?
         ფიქრია: მხოლოდ იმაზე, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ. დანარჩენი კი მხოლოდ უფლის ნებაა. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქეს. ავეჯი, ტანსაცმელი, ტექნიკა... თუ შეგვეკითხებით, რა არის ჩვენი ოცნება, პასუხსაც ვერ გაგცემთ, გესმით? ბავშვებიც ვერ გიპასუხებენ!
 „ამ რკინის ვაგონთან ყველა ოცნება იმსხვრევა“
მარიამი (11 წლის): მე შევძლებ პასუხის გაცემას! მე ვოცნებობ და ვიცი, რაც მინდა! მინდა, ექიმი გამოვიდე. გულის ექიმი!
         - კარდიოლოგი?
         მარიამი: ხო, დამავიწყდა, რას ეძახიან. ეხლა ყველას სტკივა გული, მე კი ვუმკურნალებ. მეც მტკივა, და საკუთარ თავსაც ვუმკურნალებ.
- როგორ ფიქრობ, რატომ სტკივა გული ყველას?
          მარიამ: იმიტომ, რომ ყველა დარდობს. მე არ ვდარდობ, უბრალოდ, გულში ნემსები მაქვს და მჩხვლეტს. ექიმი გავხდები და ყველას ამოვიღებ.
          - და სანამ ექიმი გახდები, რა გსურს, რომ გქონდეს?
          მარიამი: სკოლისთვის ტანსაცმელი და ჩანთა. კიდევ ფანქრები, აკვარელის საღებავები და ფუნჯები. ხო, და კიდევ სახატავი ალბომი! თქვენც დაგხატავდით და გაჩუქებდით სურათს. მაგრამ ეხლა არაფერი არ მაქვს.
            ბარბარე (5 წლის): მე კი ბარბის თოჯინა მინდა და „პუი“. აი, ცხელი და გემრიელი როა.
 „პუი“ ყველაზე გემრიელია, როცა ცხელია“
             - აი, ხედავთ, გოგონებმა შეძლეს იმის თქმა, რაც უნდათ. ფიქრია, თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს მკითხველებს კეთილი საქმის კეთებაში. დარწმუნებული ვარ, გაუჩნდებათ თქვენი დახმარების სურვილი!
                ფიქრია: მკურნალობისთვის ფულს არ ვითხოვ, სახელმწიფო აფინანსებს. ძალიან, ძალიან მჭირდება პროდუქტი, ტანსაცმელი ბავშვებისთვის, პატარა კომოდი, ან კარადა. ბავშვებს სწავლისთვის აუცილებლად სჭირდებათ პლანშეტები. ასევე, ძალიან გვჭირდება ლოგინის თეთრეული. ხო, კიდევ, არც ვიცი, შეიძლება, თუ არა  ასეთი რამის თხოვნა, მაგრამ, ჭერიდან წყალი ჩამოდის, და ვინმე სამშენებლო მასალით თუ დაგვეხმარება, რომ შევაკეთოთ, ძალიან კარგი იქნება. დანარჩენი კი, კეთილი ადამიანების გადასაწყვეტია. ხომ გესმით, არც ვიცი, კიდევ რაზე შეიძლება ოცნება...
 „გახდი ჯადოქარი და აჩუქე მათ შენი გულის ნაწილი!“
***
მეგობრებო, ამ ოჯახს, სხვა არავინ ჰყავს, დახმარებისთვის რომ მიმართოს. სრულიად უცნობი ადამიანები, მათი უკანასკნელი იმედია. ფიქრია ძალიან განიცდის შვილებისა და ავადმყოფი დედის მდგომარეობას, ცუდ კვებასა და საჭირო მედიკამენტების არქონას, შეუძლია ჯანმრთელობის სხვა, ბევრად სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს.
ამ კეთილ, ქართულ ოჯახს ძალიან სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, სამშენებლო მასალა, ავეჯი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას, ისევე, როგორც ათასობით სხვა ქართული ოჯახის, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება.
შეგიძლიათ თავად ეწვიოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება,  მისამართზე: თბილისი, აკაკი ფაღავას 28 ნომრის უკან მდგომი ვაგონი.
                ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი,  თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ! ჩვენს პატარა თანამემამულეებს, იმედს ნუ გავუცრუებთ! დავანახოთ, რამდენად კეთილი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში! 
ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
არ დაგავიწყდეთ ჩვენი პოსტის გაზიარება, რათა ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ფიქრია კოტია).
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
 ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
         სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: