როდესაც გშია, ყველა ოცნება გარბის...
დაბადების დღე: 21.11.2015
შეგროვებულია:
297 ₾
(დონორი: 32)
როდესაც გშია, ყველა ოცნება გარბის...
ნუკრი: შიმშილისგან მუცელი რომ მიბუყბუყებს, ვერაფერზე ვერ ვიოცნებებ. მხოლოდ გემრიელ საჭმელზე ვფიქრობ. მაგრამ, ერთ ნაჭერ პურს როგორც კი შევჭამ, მაშინვე ველოსიპედზე, პლანშეტსა და გემრიელობებზე ოცნებას ვიწყებ! თუ მხოლოდ ერთი რამეა ასარჩევი, ველოსიპედს ავირჩევდი! ვფიქრობ, ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს ველოსიპედი, რომ არავინ დასცინოს. ჩვენს ყველა მეზობელს ყველაფერი აქვს - მე კი არაფერი. საერთოდ არაფერი. ჩემი ფეხსაცმელიც კი დახეულია! მაგრამ, ეგ არაფერი! ველოსიპედს კი, ყველა შეამჩნევს! იქნებ, მაშინ მაინც იმეგობრონ ჩემთან? იცით, ღარიბებთან მეგობრობა არავის უნდა.