ერთი წლის პატარა ნიკოლოზის აუტანელი ტანჯვა: სისხლი აქვს მოწამლული, წყლულებიდან სისხლი ჟონავს და გამონაყარი ისე ექავება, რომ ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანსაც კი გააგიჟებდა! შევიბრალოთ ბავშვი! შეჭირვებული დედა და შვილი ამ ყველაფერს დიდხანს ვერ გაუძლებენ! სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ერთი წლის პატარა ნიკოლოზის აუტანელი ტანჯვა: სისხლი აქვს მოწამლული, წყლულებიდან სისხლი ჟონავს და გამონაყარი ისე ექავება, რომ ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანსაც კი გააგიჟებდა! შევიბრალოთ ბავშვი! შეჭირვებული დედა და შვილი ამ ყველაფერს დიდხანს ვერ გაუძლებენ! სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება!

page info icon
2024 მარტი 21
ქავილის გამო, ჩვილი დღედაღამ ტირის! „ნიკოლოზის სხეული მთლიანად დაფარულია წყლულებით. კანი დახეთქილი აქვს, ექავება და სისხლი ჟონავს. ლამისაა კანი აიგლიჯოს, ისე იტანჯება, ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ მოიქავოს და ისე ღრიალებს, რომ ჩემს მძიმედ დაავადებულ მეუღლესა და დედას გული უსკდებათ ხოლმე! - ამბობს მარიამი, ბიჭუნას დედა. - ასეთ დღეში ჩაგვაგდეს ექიმებმა, ვინც არასწორად დაუსვა დიაგნოზი. შეხედეთ, რა საყვარელია! საბრალო, ერთი კვირა გაატარა რეანიმაციაში და ძლივს გადაურჩა სიკვდილს!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
13,893 ₾
( 1,006 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ერთი წლის პატარა ნიკოლოზის აუტანელი ტანჯვა: სისხლი აქვს მოწამლული, წყლულებიდან სისხლი ჟონავს და გამონაყარი ისე ექავება, რომ ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანსაც კი გააგიჟებდა! შევიბრალოთ ბავშვი! შეჭირვებული დედა და შვილი ამ ყველაფერს დიდხანს ვერ გაუძლებენ! სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ქავილის გამო, ჩვილი დღედაღამ ტირის!

„ნიკოლოზის სხეული მთლიანად დაფარულია წყლულებით. კანი დახეთქილი აქვს, ექავება და სისხლი ჟონავს. ლამისაა კანი აიგლიჯოს, ისე იტანჯება, ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ მოიქავოს და ისე ღრიალებს, რომ ჩემს მძიმედ დაავადებულ მეუღლესა და დედას გული უსკდებათ ხოლმე! - ამბობს მარიამი, ბიჭუნას დედა. - ასეთ დღეში ჩაგვაგდეს ექიმებმა, ვინც არასწორად დაუსვა დიაგნოზი. შეხედეთ, რა საყვარელია! საბრალო, ერთი კვირა გაატარა რეანიმაციაში და ძლივს გადაურჩა სიკვდილს!“

არაადამიანური ტკივილი! საბრალო ბავშვი მთელი ერთი კვირა იწვა რეანიმაციაში მაღალი სიცხით

მარიამი (დედა): „წარმოიდგინეთ, ისეთი ტკივილები აქვს, რომ ძილშიც კი კვნესის და ტირის, ჩემი სიხარული!“

მარიამი: „ჩემი პატარა ასეთი იყო, სანამ სისხლის გადასხმას გაუკეთებდნენ! ჩემი გულია! შეხედეთ, რა ლამაზია და საყვარელი!

უკიდურესი გაჭირვების გამო, უფროსი შვილიც, 9 წლის ნუკრიც იტანჯება! წყალი ცივია, გაცხელების საშუალებაც არ გააჩნიათ და ამიტომ, ბავშვს სულ დახეთქილი აქვს ხელებზე კანი. მთელი გულით უნდა, მიეხმაროს თავის საბრალო დედიკოს, რომელსაც დამხამარე არავინ ჰყავს! მაგრამ, რა უნდა ქნას, როდესაც ასეთ მდგომარეობაში აქვს ხელები? ყველაზე იაფფასიანი ხელის კრემის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვთ! უფულოდ ხომ ვერ იყიდიან!

ნუკრი: „ქართველმა ბიჭებმა არ უნდა იტირონ! მაგრამ ხანდახან, ტკივილისგან ისე მეტირება! დედიკოსაც რომ ვუყურებ, მაშინ... ძალიან მეცოდება დედაჩემი! ყველანი ავად ვართ, მას კი უნდა, თითოეულ ჩვენგანს ნუგეშის სიტყვები უთხრას და დაეხმაროს“

მარიამი (დედა): გული ძალიან მტკივა, როდესაც ვხედავ, როგორ იტანჯებიან ბავშვები ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გამო! რა გავაკეთო?! მძიმე ფიზიკური შრომის გამო, ჩემს მეუღლეს თავზე სჭირს რაღაც. იმის საშუალება კი, მრტ კვლევა რომ ჩაიტაროს, ჩვენ არ გვაქვს. თან გონებასაც ხშირად კარგავს. ნეტავ, ეს კიბო არ იყოს! გამოკვლევები სჭირდება. მაგრამ, ამაზე ფიქრიც არ უნდა, სანამ ბავშვებს არ ვუმკურნალებთ. რომ მოკვდეს? მერე ჩვენ რა გვეშველება?! ამხელა ოჯახს?! დედაც ავად მყავს! შემწეობის თანხა კი მხოლოდ იაფფასიანი პროდუქტის საყიდლად გვყოფნის!

 ხუთ ბავშვს საჭმელი უნდა, ორი მათგანი იტანჯება, სჭირდებათ მკურნალობა, ასევე დედას და მეუღლეს, ამ ყველაფერს ვერანაირად ვერ გავწვდებით! თანაც, დედამ და მეუღლემ ყველანაირ წამლებზე უარი თქვეს, იციან, რომ პურის ნაცვლად უნდა ვიყიდო და ბავშვები მშივრები დარჩებიან!

 „დედაჩემი ავად არის და წამლებსაც კი ვერ ვყიდულობ. არ სვამს, უარს მეუბნება, რადგან იცის, რომ ბავშვების პურის ნაცვლად მაქვს ნაყიდი“

- როგორ ცხოვრობდით ადრე?

მარიამი: სულ ცოტა ხნის წინ, დედაჩემიც და ჩემი მეუღლეც მუშაობდნენ. მდიდრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ ბედნიერად ვცხოვრობდით ყოველთვის! ნახეთ, რამდენი შვილი გვყავს! ბავშვებისთვის წამლებისა და საჭმლის ყიდვის საშუალება მაინც ყოველთვის გვქონდა!

ნუკრი: „თუ არ გვაწყენინებთ, შეგვიძლია ვიმეგობროთ! სათამაშოებსაც მოგვიტანთ და ჩემს ძამიკოსაც უმკურნალებთ!“

მარიამი: მერწმუნეთ, ფონდს არასდროს მივმართავდი, მაგრამ იმდენი გასაჭირი ერთდროულად დამატყდა თავს! ახლა, ჩვენი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ! მხოლოდ თქვენს სიკეთეზეა დამოკიდებული: ვიცოცხლებთ თუ სული ტანჯვაში ამოგვხდება!!!

ალინა (11 წლის): როგორ მინდა, მალე გავიზარდო და დავიწყო მუშაობა. იქნებ შევძლო, რამე მაინც ვუყიდო პატარებს. რომ შიათ, ისე მწარედ ტირიან ხოლმე.

 „მინდა, რაც შეიძლება მალე გავიზარდო და დავიწყო მუშაობა. ახლა კი, ვიხოცებით შიმშილით“

ბარბარე (5 წლის): როდესაც მშია, აი აქ, (მუცელზე იდებს ხელს) მუცელი ხმაურობს შიმშილისგან. აღარც კი მახსოვს,  გემრიელი საჭმელი როდის ვჭამე.

 „სათამაშოები არ გვაქვს და ვერავის ვთხოვთ იმიტომ, რომ მეგობრებიც კი არ გვყავს“

ნუკრი (9 წლის): დედიკო ხშირად ტირის. ვხედავ, გული როგორ სტკივა, როდესაც საჭმელს ვთხოვთ და გვეუბნება: კიდევ ცოტა ხანს მოითმინეთო!

ბარბარე: ჩვენს მეზობლებს რძე აქვთ და მინდა, ჩვენც გვქონდეს. დედა კი ამბობს, რომ ფული არ გვაქვს. რატომ არ გვაქვს რძის საყიდელი ფული? ვერ ვიგებ.

 „ცოტა ხანს ვითამაშებ და შენც გათხოვებ. ერთი ბურთი გვაქვს ხუთ ბავშვს!“

- შენი აზრით, რამდენი ფულია საჭირო, სახლში რძე და რაიმე გემრიელი საჭმელი რომ გქონდეთ?

ბარბარე: ვაიმე, არ ვიცი! ალბათ ბევრი, ორასი ფული! 

ალინა: მე კი, სულ იმაზე ვფიქრობ, რამდენი ფულია საჭირო, შენთან რომ იმეგობრონ?

 „რამდენი ფულია საჭირო, შიმშილით რომ არ მოკვდე და შენთან იმეგობრონ?“

- შენი აზრით, მეგობრობისთვის ფულია საჭირო?

ალინა: ზუსტად ვიცი! ძალიან ცოტა მეგობარი მყავს. მხოლოდ ისინი, ვინც არ აქცევს ყურადღებას, რა მაცვია. სხვებისთვის ეს მნიშვნელოვანია. ცუდ სიტყვებს მეუბნებიან. ადრე ვტიროდი ხოლმე, ახლა კი მივეჩვიე.

 „დამცინიან ამ ფეხსაცმლის გამო...“

- შენი აზრით რატომ ხდება ასე?

ნუკრი: არ ვიცი! ღარიბებთან მეგობრობა არავის უნდა. მე არაფერი მაქვს. სულ სხვებს ვთხოვ ხოლმე, ველოსიპედი რომ მათხოვონ... მე რა უნდა ვათხოვო სხვებს, როდესაც საერთოდ არაფერი მაქვს! ამიტომაც, არ უნდათ ჩემთან მეგობრობა.

 

„როგორ, ფიქრობთ, ველოსიპედი რომ მქონდეს, სხვა ბავშვებს ჩემთან მეგობრობა ხომ მოუნდებათ?“

- როგორ ფიქრობ, ველოსიპედი რომ გქონდეს, მეგობრებიც გეყოლება?

ნუკრი: ღმერთო! ველოსიპედი თუ მექნება, ნუ მეყოლება მეგობრები! სამაგიეროდ, ველოსიპედი ხომ მექნება!

ალინა: მე კი პლანშეტზე ვოცნებობ. ან ტელეფონზე. ძალიან საწყენია, როდესაც რაღაც აქვს ყველას, შენს გარდა.

ბარბარე: მე კი თოჯინა მინდა! მეგობარი თოჯინა! ვიმეგობრებდით, თეას დავარქმევდი. ბარბარე და თეა იქნებოდნენ საუკეთესო მეგობრები!

გაბრიელი: ე-ე-ე-ე, და მე? მეც ბევრი კარგი რაღაცა მინდა! კარგი მანქანა, კარგი საჭმელი, ბე-ე-ე-ევრი კარგი საჭმელები! და მულტფილმები! და კიდევ, მანქანა!

 „ნეტავ, რაზე ოცნებობს პატარა ნიკოლოზი? ნეტავ თუ ხვდება, რა გაჭირვება ელის, რომ გაიზრდება?“

- მანქანა ხომ თქვი...

გაბრიელი: კიდევ ერთი მინდა. ის რომ გამიფუჭდეს?

- თქვენ რაზე ოცნებობთ, მარიამ?

მარიამი: ვუსმენ ჩემს შვილებს და გული მიკვდება. რა გავაკეთო, როგორ ვიცხოვრო? არასდროს მიზიარებენ თავიანთ გულის ტკივილს, ვეცოდები. ახლა კი ვხედავ, თურმე, როგორ იტანჯებიან და არა მხოლოდ შიმშილის გამო. რას ვიზამთ, ყველა ბავშვს არ უმართლებს და არ არის მდიდარი მშობლების შვილი (ტირის.)

 

„არ შემიძლია, მშვიდად ვუყურო ჩემი შვილების ტანჯვას“

- დამშვიდდით მარიამ. შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს. ამჟამად, პირველ რიგში რა გჭირდებათ?

მარიამი: ყველაფერი! მაგრამ, მთავარია საკვები პროდუქტი. კიდევ, სარეცხი მანქანა, მაცივარი, საწოლები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი... მაგრამ, როგორ უნდა ვიფიქრო რამეზე საჭმლის გარდა, როდესაც ჩემი შვილები შიმშილობენ?

უკვე ყოველდღიური ნორმაა გადარჩენისთვის ბრძოლა. მშობლებს უწევთ იმხელა სირთულეებთან გამკლავება, რომელიც მათ ანადგურებს სულიერად და ფიზიკურად. უწევთ იმასთან შეგუება, რომ მათი შვილები შიმშილობენ და ეს ჯანმრთელობას და სულიერ ძალებს ართმევს. უამრავი ბავშვი გვყავს ნანახი, ვინც დაავადებულია შიმშილის გამო და თანაც, ძალიან სერიოზულად. ახლა, მათი მკურნალობა დიდ თანხებს მოითხოვს.

ეს ისტორია დახმარების მუდარა არის. საზოგადოებაში, სადაც სიმდიდრე და ფუფუნება ხშირ შემთხვევაში ითვლება ნორმად, ძალიან მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ, რომ ჩვენს გვერდით ადამიანები შიმშილით იტანჯებიან. სულის შემძვრელია ის ფაქტი, რომ ბავშვები შიმშილობენ და თანაგრძნობას უნდა იწვევდეს ნებისმიერი ადამიანის გულში. ის, რომ ჩვენი საკუთარი შვილები არ შიმშილობენ, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ოჯახებშიც კეთილდღეობა სუფევს.

გარშემო მიმოიხედეთ! ნუ დავუშვებთ, შიმშილმა ეს მშვენიერი ბავშვები გაბოროტებულ მოქალაქეებად რომ აქციოს. თორემ, ასეთმა ცხოვრებამ შეიძლება დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგოს კიდეც!

 ბიბლიაში ნათქვამია: „ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და გულს იკეტავს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?“ (1 იოანე 3:17). ასეთ მძიმე ჟამს, როდესაც მშიერი ბავშვები შველას ითხოვენ, ჩვენი ადამიანური ვალია, გავუხსნათ გულის კარი და გავუწიოთ მათ დახმარება.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქალაქი წნორი, ქიზიყის ქ. ბინა 31.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მჭედლიშვილების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო 


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: