ეპილეფსიის ერთი შეტევის გამო, შეიძლება ცოცხლად დაიწვას მთელი ოჯახი! ჩვენს სამ გოგონას თუ არ ვუმკურნალებთ და არ ვასწავლით ლაპარაკს, სასწრაფოს ან სახანძროს გამოძახებას ვერავინ შეძლებს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეპილეფსიის ერთი შეტევის გამო, შეიძლება ცოცხლად დაიწვას მთელი ოჯახი! ჩვენს სამ გოგონას თუ არ ვუმკურნალებთ და არ ვასწავლით ლაპარაკს, სასწრაფოს ან სახანძროს გამოძახებას ვერავინ შეძლებს!

page info icon
2023 დეკემბერი 16
მათ მშობლებს, საავადმყოფომდე მისვლაც კი არ შეუძლიათ - თავადაც მძიმედ ავად არიან! მაგრამ, ბავშვების გადარჩენა, ჯერ კიდევ შეიძლება! იმისთვის, რომ გავიგოთ, რა დაავადებები აწუხებთ, სჭირდებათ ექიმების დახმარება, გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი თანხები! და რაც მთავარია, თანაგრძნობა! ერთად, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ! „თოჯინა, საწოლი და „კუბიკა“... ლობიო, მაგიდა...“ - გაუთავებლად იმეორებს პატარა მარი და თითებს კეცავს, რომ არაფერი დაავიწყდეს. მან მხოლოდ თავისთვის კი არა, მისი დაიკოებისთვისაც უნდა გვთხოვოს - მათ ხომ, ლაპარაკი არ შეუძლიათ. გულსაკლავად შეჭირვებულები და უმწეოები არიან! მეგობრებო, მათზე ჩვენს გარდა ვერავინ იზრუნებს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,542 ₾
( 187 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ეპილეფსიის ერთი შეტევის გამო, შეიძლება ცოცხლად დაიწვას მთელი ოჯახი! ჩვენს სამ გოგონას თუ არ ვუმკურნალებთ და არ ვასწავლით ლაპარაკს, სასწრაფოს ან სახანძროს გამოძახებას ვერავინ შეძლებს!

„მარტო ჩემთვის კი არ გთხოვთ... ჩემი დაიკო ვერ ლაპარაკობს... და სიარულიც უჭირს“

მათ მშობლებს, საავადმყოფომდე მისვლაც კი არ შეუძლიათ - თავადაც მძიმედ ავად არიან! მაგრამ, ბავშვების გადარჩენა, ჯერ კიდევ შეიძლება! იმისთვის, რომ გავიგოთ, რა დაავადებები აწუხებთ, სჭირდებათ ექიმების დახმარება, გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი თანხები! და რაც მთავარია, თანაგრძნობა! ერთად, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ!

შორენა (დედა): „ძალიან მაშინებს ჩემი შვილების მდგომარეობა“

 „თოჯინა, საწოლი და „კუბიკა“... ლობიო, მაგიდა...“ - გაუთავებლად იმეორებს პატარა მარი და თითებს კეცავს, რომ არაფერი დაავიწყდეს. მან მხოლოდ თავისთვის კი არა, მისი დაიკოებისთვისაც უნდა გვთხოვოს - მათ ხომ, ლაპარაკი არ შეუძლიათ.

გულსაკლავად შეჭირვებულები და უმწეოები არიან! მეგობრებო, მათზე ჩვენს გარდა ვერავინ იზრუნებს!

კორ.: ექიმები რას ამბობენ, შორენა?!

შორენა: რომელი ექიმები? ხანდახან, ბავშვებს საჭმელსაც ვერ ვაჭმევთ, მათი ექიმთან წაყვანის საშუალება კი, საერთოდ არ გვაქვს. ჩემს მეუღლეს, მაგალითად, საშინელი თავის ტკივილები აწუხებს. ზოგჯერ, საწოლიდანაც ვერ დგება. გვითხრეს, რომ ტომოგრაფია უნდა გადაიღოს... ხუმრობაა? საქართველოში ადამიანმა რა ტომოგრაფია უნდა გადაიღოს? ჩვენისთანა ოჯახებისთვის, მთავარია, შიმშილით არ დავიხოცოთ.

კორ.: მართალს ამბობს ეს ქალბატონი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 კორ.: თქვენ რა გაწუხებთ?

 შორენა: ეპილეფსია, შეტევები ხშირად მემართება. როგორ უნდა წავიყვანო ბავშვები სადმე?  აუცილებლად წავიქცევი! ან ამ დროს, ეს პატარა ხელში რომ მყავდეს?

“ცხოვრების ბოლომდე ხეიბრად დარჩება...”

შორენა: ეს ჩემი უფროსი გოგოა, მადონა!

„მადონა 7 წლისაა, მაგრამ ლაპარაკი არ იცის“

დღეს უბრალოდ ვერ ლაპარაკობენ, ხვალ გადაადგილებას ვერ შეძლებენ, ზეგ კი? - დაღუპვა, სამუდამო უგუნურობა ან მძიმე უნარშეზღუდულობა ელით!

„ჩვენი საწოლები იშლება, დეიდა. შეიძლება ღამით ჩავარდეს და მოიტეხო რამე“

- თქვენი საარსებო წყარო რა არის?

შორენა: სოციალურ შემწეობას ვიღებთ და შშმ პირების პენსიას. მეუღლეც მუშაობს, ხანდახან, როდესაც შეუძლია. სოციალური პროგრამით საფლავებს ალაგებს. სანამ ეს იქნებოდა, ნაგავსაყრელებზე და ბუნკერებში უწევდა ქექვა, ჯართს აგროვებდა და თავს ამით ვირჩენდით. მეც ვალაგებ, ვინმეს დახმარება რომ სჭირდება. უსაქმურები არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ მეც ავად ვარ.

- თქვენ რა გაწუხებთ?

შორენა: ეპილეფსია მაქვს, შეტევები ხშირად მემართება. თვეში რამდენიმეჯერ. სულ მეშინია, ცეცხლზე არ დავეცე და ცოცხლად არ დავიწვა. ან ამ დროს, ბავშვი რომ მყავდეს ხელში?

- ღმერთო ჩემო! ასე გამოდის, ოჯახში ყველანი ავად ხართ?

შორენა: არ ვიცი, ბავშვები ვერ ლაპარაკობენ. მადონას სიარულიც უჭირს. ეთერსაც... მაგრამ თითქოს, არაფერი სტკივათ.

- შორენა, ჩემი აზრით, ბავშვები აუცილებლად უნდა გასინჯოს სპეციალისტმა, მკურნალობა რომ დაუნიშნოს.

შორენა: ბავშვები რომ ვერ ლაპარაკობენ, ამის წამალი არსებობს? მარი ლოგოპედს ვაჩვენე. მითხრა, რომ კარგი გოგოა და პროცედურებზე თუ ვატარებ, კარგადაც ილაპარაკებს. მაგრამ, სახელმწიფო ამას არ აფინანსებს, ჩვენ კი, საშუალება არ გვაქვს.

 - მაგრამ, ბავშვებს ხომ, აუცილებლად სჭირდებათ დახმარება! დროთა განმავლობაში, ეს შეიძლება დიდ პრობლემაში გადაიზარდოს! 

 შორენა: ალბათ, მართალი ხართ, მაგრამ, როდესაც, მხოლოდ ის აზრი მიტრიალებს თავში, ბავშვებს რა აჭამო, მომავალზე აღარ გამოდის ფიქრი.

- საკვები პროდუქტის გარდა, კიდევ რა გჭირდებათ?

შორენა: შეხედეთ, სად სძინავთ ბავშვებს... ამას საწოლი როგორ დავარქვა? ალბათ, უკეთეს პირობებში სძინავთ ციხეში პატიმრებს. სახლში არანაირი ტექნიკა არ გვაქვს. ერთი ტელევიზორი გვქონდა, გულს გვიხარებდა და ისიც გაფუჭდა. არ გვაქვს სარეცხი მანქანა, მაცივარი...

მარი: არც მაგიდა მაქვს, არც სკამი... არც საწოლი. არ მაქვს არც ფანქარი, არც ფურცელი „სახატავად“! კიდევ, „ოპა-ოპა“ მინდა...

- მოდი, გამოვიცნობ რა არის... ლახტი?

მარი: არა-ა-ა-ა-ა, ეს არის ოპა-ა-ა, ოპა-ა-ა-ა, უნდა დაჯდე!

შორენა: საქანელას ეძახის ასე...

მარი: კიდევ მჭირდება ბალიში, თოჯინა და ტორტი, კიდევ ლობიო... და კაბები... და მაგიდა, კიდევ „ოპა-ოპა“ და საწოლი, და ბალიში...

- ყველაფერი დავიმახსოვრე, მარი. არაფერი დამავიწყდება!

მარი: მე კი ყველაფერი მავიწყდება. ამიტომ, დედიკომ როდესაც მითხრა, ვიღაც რომ მოვა და დაგვეხმარება, ძალიან გამიხარდა და სულ ვიმეორებდი ყველაფერს, რაც უნდა გთხოვოთ. მთელი დღე ვიმეორებდი, რომ არ დამავიწყდეს...

- ყველაფერი დავიმახსოვრე, რაც ჩამომითვალე. შენ და შენს დაიკოებს გჭირდებათ საწოლი, ბალიშები და საბნები...

მარი: კი! ოღონდ თბილი... კიდევ, მაგიდა გვჭირდება, ფანქრები და სახატავი ალბომები. კიდევ... კაბები, ტორტი და სათამაშოები...

- დედიკოს კი სარეცხი მანქანა სჭირდება და კიდევ, თქვენთვის ტელევიზორი გვთხოვა. გარდა ამისა, ყველანი ექიმთან უნდა წახვიდეთ! ექიმების ხომ არ გეშინია?

მარი: ალბათ, არა. ისინი ხომ, არ შემაშინებენ?

- რა თქმა უნდა, არა. გიმკურნალებენ, შენს დაიკოს დაეხმარებიან, ლაპარაკი რომ ისწავლოს.

მარი: რა კეთილი გოგო ხარ! ალბათ, კიდევ ბევრ კეთილ გოგოს იცნობ. დაგელოდები!

გადავარჩინოთ ბავშვები! რამე რომ დაემართოთ, საკუთარ თავს ხომ, ვერ ვაპატიებთ!

 მარის და მის დაიკოებს - 7 წლის მადონას და 2 წლის ეთერს სასწრაფოდ სჭირდებათ ექიმის კონსულტაცია. გოგონებს გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეთ, საწოლები, განმავითარებელი სათამაშოები, თბილი ტანისამოსი და სახატავი ნაკრებები უნდა შევუძინოთ. ტელევიზორიც სჭირდებათ.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი კვალითი.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ბარამაძეების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: