თუ საქართველოში ასეთი ანგელოზივით ბავშვები აღარ იკისკისებენ და ჩვენი სიყვარულის ფრთებზე ვეღარ შეძლებენ ფრენას, თუ საკუთარ ქვეყანაში ისინი გარიყულებად იგრძნობენ თავს, გადაშენდება ჩვენი ერიც! მეგობრებო, ისედაც უკვე ძალიან, ძალიან ცოტანი დავრჩით! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თუ საქართველოში ასეთი ანგელოზივით ბავშვები აღარ იკისკისებენ და ჩვენი სიყვარულის ფრთებზე ვეღარ შეძლებენ ფრენას, თუ საკუთარ ქვეყანაში ისინი გარიყულებად იგრძნობენ თავს, გადაშენდება ჩვენი ერიც! მეგობრებო, ისედაც უკვე ძალიან, ძალიან ცოტანი დავრჩით!

page info icon
2024 აპრილი 16
ხშირ შემთხვევაში შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები ისეთივე საშინელ პირობებში ცხოვრობენ, როგორშიც აფრიკის გეტოების უკანონო მაცხოვრებლები! მაგრამ ისინი ხომ აქ უკანონოდ არ ცხოვრობენ?! ამაყი საქართველოს მოქალაქეები არიან! ისინი მალე გაიზრდებიან, ჩვენ კი ერთად ვაგებთ პასუხს მათ მომავალზე. ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირები არიან ნარი და გიორგი ჩახაიები. მათ შვიდი შვილი ჰყავთ და საშინელ გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება! ეშინიათ შვილების მომავლის გამო! ნარი (დედა): იცით, რა გაჭირვებაში ვცხოვრობთ?! მოწყალებასავით ვიღებთ შემწეობის თანხას, რომელიც არაფერში გვყოფნის, ზოგიერთი ადამიანი კი ბოროტად გვიყურებს! ფიქრობენ, რას გაუჩენიათ ამდენი შვილი... აი, მითხარი (მიმართავს კორესპონდენტს), ჩემს საქართველოს ჩემი ჯანმრთელი და ლამაზი შვილები სულ არ სჭირდება?! სიმართლე მითხარი! რატომ უნდა მრცხვენოდეს იმის, რომ ბევრი შვილი მყავს? ამაყად თავაწეული რატომ არ უნდა დავდიოდე?!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,721 ₾
( 222 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
თუ საქართველოში ასეთი ანგელოზივით ბავშვები აღარ იკისკისებენ და ჩვენი სიყვარულის ფრთებზე ვეღარ შეძლებენ ფრენას, თუ საკუთარ ქვეყანაში ისინი გარიყულებად იგრძნობენ თავს, გადაშენდება ჩვენი ერიც! მეგობრებო, ისედაც უკვე ძალიან, ძალიან ცოტანი დავრჩით!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ხშირ შემთხვევაში შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები ისეთივე საშინელ პირობებში ცხოვრობენ, როგორშიც აფრიკის გეტოების უკანონო მაცხოვრებლები! მაგრამ ისინი ხომ აქ უკანონოდ არ ცხოვრობენ?! ამაყი საქართველოს მოქალაქეები არიან! ისინი მალე გაიზრდებიან, ჩვენ კი ერთად ვაგებთ პასუხს მათ მომავალზე.

ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირები არიან ნარი და გიორგი ჩახაიები. მათ შვიდი შვილი ჰყავთ და საშინელ გაჭირვებაში უწევთ  ცხოვრება! ეშინიათ შვილების მომავლის გამო!

 „ნუთუ, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მდიდრებს შეუძლიათ შვილების ყოლა?!“

ნარი (დედა): იცით, რა გაჭირვებაში ვცხოვრობთ?! მოწყალებასავით ვიღებთ შემწეობის თანხას, რომელიც არაფერში გვყოფნის, ზოგიერთი ადამიანი კი ბოროტად გვიყურებს! ფიქრობენ, რას გაუჩენიათ ამდენი შვილი... აი, მითხარი (მიმართავს კორესპონდენტს), ჩემს საქართველოს ჩემი ჯანმრთელი და ლამაზი შვილები სულ არ სჭირდება?! სიმართლე მითხარი! რატომ უნდა მრცხვენოდეს იმის, რომ ბევრი შვილი მყავს? ამაყად თავაწეული რატომ არ უნდა დავდიოდე?!

მეგობრებო, ნუთუ ასეთი საყვარელი და ჯანმრთელი პატარა გოგონა საჩუქარი არ არის ჩვენთვის, ყველასთვის და ჩვენი საერთო საქართველოსთვის?! ნუთუ მისი მშობლები ჩვენგან ყურადღებას და მზრუნველობას არ იმსახურებენ?!

ანა (3 წლის): „დედიკოზე უფრო მეტად მიყვარს კანფეტები... დედიკოს გემო გავუსინჯე. სულ მკოცნის ხოლმე, მაგრამ არ არის იმდენად გემრიელი...“

ნინი (8 წლის): „ძალიან მინდა, ლამაზი გოგო რომ ვიყო. ლამაზი სათამაშო მჭირდება ამისთვის“

— ღმერთო ჩემო, ეს სიტყვები რა მტკივნეული მოსასმენია, ძვირფასო!

ნარი: ძალიან მეშინია, დასაცინი არ გახდნენ ბავშვები ჩვენი მდგომარეობის გამო. ძალიან გვეშინია იმის, რომ ცუდი კვების გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ. შემწეობას ვიღებთ, მაგრამ ბავშვების გამოსაკვებად ძლივს გვყოფნის ეს თანხა. სულაც არ გვინდა, ამ თანხით რომ ვიარსებოთ და ვინმეს დახმარება რომ ვთხოვოთ, მაგრამ არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს. მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს: გული აწუხებს, სიმძიმეების აწევა არ შეუძლია. მე ბავშვებს ვზრდი. დედამთილ-მამამთილიც ავად არიან, ვერ მუშაობენ. შემწეობის თანხით ბავშვები როგორ გამოვკვებო? განა საშინელება არ არის, დღეში ერთხელ წყალწყალა წვნიანს რომ შეჭამ?!

„ჩვენი შვილები საქართველოს ნამდვილი სიმდიდრე არიან, ისევე როგორც ყველა სხვა ბავშვი!“

— ბავშვები როგორ რეაგირებენ, ოჯახის ასეთ მდგომარეობას რომ ხედავენ?

ნარი: გრძნობენ, რომ ვდარდობთ. ვიცი, თითოეულ მათგანს სურვილები აქვს გულში, მაგრამ იმდენად სათნოები არიან, რომ არ გვიმხელენ. ყველაფერს ხედავენ, ყველაფერი ესმით! არც ტელეფონები აქვთ, არც პლანშეტები და ამის გამო სწავლაში ეშლებათ ხელი. ბიჭები შურითა და დარდით უყურებენ მეზობლის ბავშვებს, ველოსიპედებით რომ სეირნობენ... მადლობა ღმერთს, ჯერ ვერ აცნობიერებენ, მომავალში რა ელით! მათ ნაცვლად, მე გთხოვთ... ფონდის მეგობრებო, ნუ მიატოვებთ ჩვენს ოჯახს!

 ნინი (8 წლის): შემიძლია, ჩემი სურვილებიც რომ გითხრათ?! ჯადოქარი ხართ?! 

 — რა თქმა უნდა! ახლა ყველას გამოგკითხავთ და თქვენს სურვილებს ჩავიწერ.

 ნინი: მაშინ, ჩემი სურვილი ჩაიწერე! ველოსიპედი მინდა და ბევრი სათამაშო, ბევრი თოჯინა და გოგოშკური ლამაზი ტანსაცმელი.

 ანა (3 წლის): მეც! მეც! მეც მინდა ველოსიპედი! მაგრამ პატარა და ვარდისფერი!

დათუნა (12 წლის): „ჩემი ოცნებაა, რაგბის მოთამაშე გამოვიდე, მაგრამ არ ვიცი, ჩემთვის თამაში შეიძლება თუ არა. ექიმმა უნდა გვითხრას, მაგრამ ჩვენ ვერ მივდივართ მასთან. დედას ფული არ აქვს, ავტობუსით ექიმთან რომ წამიყვანოს!“

— ნარი, რა აწუხებს დათუნას? რომელი ექიმი სჭირდება?

ნარი: დათუნა გულის პრობლემებით დაიბადა. 2016 წელს, 4 წლის ასაკში, ჩემმა შვილმა გულის რთული ოპერაცია გადაიტანა, სახელი არ ვიცი, რაღაც სარქველები შეუსწორეს... 12 საათს გაგრძელდა ოპერაცია! ძალიან ბევრი რამის გადატანა მოგვიხდა მასთან ერთად! სიკვდილის პირას იყო! ახლა ექიმთან არის წასაყვანი! თვითონ ვერ ხვდება, მაგრამ სჭირდება! ჩვენ კი სამგზავრო ფულიც არ გვაქვს!

„ბავშვები ყველაფერია ჩემთვის... ყოველდღე უფალს მადლობას ვწირავ, ასეთი არაჩვეულებრივი შვილები რომ მაჩუქა!“

 „ეს სახლი სახელმწიფოსგან მივიღეთ. სახლი კი გვაქვს, მაგრამ ცარიელია თითქმის. თავადაც ნახავთ!“

 „ამ საწოლზე იმდენ ბავშვს სძინავს, რამდენიც თავსდება! დანარჩენებს კი — ზოგს იატაკზე, ზოგს ჩვენთან ერთად!“

— ნარი, 37 წლის ხართ და შვიდი უმშვენიერესი ბავშვის დედა ხართ უკვე. ალბათ, ადრე შექმენით ოჯახი?

ნარი: დიახ, 19 წლის ვიყავი, გიორგი რომ გავიცანი. იმ პერიოდში კომპიუტერულ უნარებს ვასწავლიდი. ცხოვრებაში სულ სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ ქორწინებამ შეცვალა ყველაფერი. და, რა თქმა უნდა, ვერასდროს ვიფიქრებდი, მრავალშვილიანი დედა თუ გავხდებოდი. მაგრამ ასე მოხდა. დღეს კი ყველა ჩემი შვილისთვის მადლობელი ვარ უფლის. ყველაზე უფროსი მარიამია, 15 წლის. ერთი წლის შემდეგ ლიზი დაიბადა, დათუნა 12 წლისაა, გიო — 10-ის. მერე ნინი, 8 წლის. უმცროსები კი — სამი წლის ანი და წელიწად-ნახევრის ბარბარე არიან.

— კიდევ რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ, ნარი?

ნარი: ეჰ, საწოლები მტკივნეული თემაა ჩვენთვის. არ გვაქვს ავეჯი და საწოლებიც არ გვყოფნის ყველას. თავად შეხედეთ, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება. ყველგან გვიყრია ტანსაცმელი. რიგრიგობით ვჭამთ. საკმარისი სკამებიც არ გვაქვს.

— ნარი, დახმარებისთვის არავის მიმართეთ?

ნარი: არაერთხელ მივმართეთ და ერთ დღესაც სახელმწიფომ ეს სახლი გვაჩუქა... მადლობელი ვართ ამისთვის! მაგრამ ის ცარიელია!

— საწოლებისა და ავეჯის გარდა, კიდევ რამ შეიძლება გაგიმარტივოთ ცხოვრება?

გიო (10 წლის): დედა, სკუტერი უთხარი! (დედას ჩურჩულით ეუბნება ყურში.)

ანი (მეორე ყურში ეჩურჩულება დედას): ველოსიპედი უთხარი, დედა!

ნარი: ვაიმე, რა სასაცილოები არიან! საჭმელი არ აქვთ, მაგრამ კარგი ცხოვრება უნდათ... ძალიან გვჭირდება მაცივარი, წყლის ელექტროგამაცხელებელი, ხელსაბანი...

ნინი: მინდა, რომ ყოველდღე გემრიელად ვისადილოთ. რამე ცხელი და გემრიელი საჭმელი გვქონდეს, ეს მაკარონი კი არა. წვენი მინდა! კიდევ, ნამცხვარი  მინდა და კანფეტები!

კეთილო მეგობრებო, ისინი გელოდებიან! ისინი ელიან, თქვენი დახმარებით, მეგობრებო, როდის დააყენებს უფალი ფეხზე! თუ გადარჩებიან, საქართველოც გადარჩება და მის მოსახლეობას შეემატება ჯანმრთელი და კარგი ადამიანები! სწორედ ასეთი ბავშვები, ვინც იცის, რას ნიშნავს გაჭირვება, ერის საამაყო წარმომადგენლებად იზრდებიან ყველაზე ხშირად! მსოფლიოს თითქმის ყველა უმდიდრესი ადამიანი ღარიბ ოჯახში გაიზარდა...

ძვირფასო მეგობრებო, ამ არაჩვეულებრივი ადამიანების მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. უფრო სწორად, ისინი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. მათ ჩვენი თანადგომა ნამდვილად სჭირდებათ!

ამჟამად, შესაძენია საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, საწოლები, ტანსაცმლის კარადა, მაცივარი, ხელსაბანი და წყლის გამაცხელებელი. ბავშვებს კი ყველაზე აუცილებელი ნივთები სჭირდებათ: კომპიუტერი, ტელეფონები და პლანშეტები, ველოსიპედები, სკუტერები და სათამაშოები... და კიდევ, ბევრი კანფეტები! დათუნას აუცილებლად სჭირდება ექიმთან წაყვანა და გამოკვლევა. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არის. თუკი ვინმე ამ ოჯახის მონახულებას და ამ უსაყვარლესი ბავშვების პირადად გაცნობას მოახერხებს, არ ინანებთ! მათთან შეხვედრა მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ!

მათი მისამართია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი განმუხური.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ჩახაიების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო  

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: