„უკუნეთი სიბნელე“ ჩამოწვა კიდევ ერთ სათნო და კეთილ ქართულ ოჯახში! გაიცანით, მეგობრებო! ამჟამად ისინიც ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფებიან! ღმერთი დიდია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, სხვისი გასაჭირი გავიზიაროთ! დიდება უფალს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„უკუნეთი სიბნელე“ ჩამოწვა კიდევ ერთ სათნო და კეთილ ქართულ ოჯახში! გაიცანით, მეგობრებო! ამჟამად ისინიც ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფებიან! ღმერთი დიდია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, სხვისი გასაჭირი გავიზიაროთ! დიდება უფალს!

page info icon
2024 აპრილი 21
ამ ოჯახში ცხოვრობს ხუთი უსაყვარლესი პატარა და მათი დედიკო, რომელიც მეექვსე შვილს ელოდება. კიდევ, რა თქმა უნდა, მისი სადისტი მეუღლე, რომელიც წლების განმავლობაში ქალს სასტიკად სცემდა და ამცირებდა ბავშვების თვალწინ! ამჟამად ის ციხეშია, ცოლ-შვილს კი მაინც უყვარს, ხუთი შვილის დაშინებული დედა კი ერიდება ამის შესახებ საუბარს! პოლიციაში ბავშვებმა დარეკეს: ძალიან შეეშინდათ, მამას დედა არ მოეკლა ცემით!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
37,924 ₾
( 2,041 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
„უკუნეთი სიბნელე“ ჩამოწვა კიდევ ერთ სათნო და კეთილ ქართულ ოჯახში! გაიცანით, მეგობრებო! ამჟამად ისინიც ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფებიან! ღმერთი დიდია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, სხვისი გასაჭირი გავიზიაროთ! დიდება უფალს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 

ამ ოჯახში ცხოვრობს ხუთი უსაყვარლესი პატარა და მათი დედიკო, რომელიც მეექვსე შვილს ელოდება. კიდევ, რა თქმა უნდა, მისი სადისტი მეუღლე, რომელიც წლების განმავლობაში ქალს სასტიკად სცემდა და ამცირებდა ბავშვების თვალწინ! ამჟამად ის ციხეშია, ცოლ-შვილს კი მაინც უყვარს, ხუთი შვილის დაშინებული დედა კი ერიდება ამის შესახებ საუბარს! პოლიციაში ბავშვებმა დარეკეს: ძალიან შეეშინდათ, მამას დედა არ მოეკლა ცემით!

აი, ისიც — მომავალი ქართველი გმირი, რომელიც შეუპოვრად იცავდა დედას! მაგრამ, თუ ჩვენ არ გავუწვდით დახმარების ხელს, მას პატარებთან ერთად კვლავაც ნაგავსაყრელის ხშირი სტუმრობა და ჯართის ძებნა მოუწევს! ნუთუ საქართველო ასეთ მომავალ თაობას იმსახურებს?! რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ბრალია?! მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს, გვერდი გულგრილად ავუაროთ! წარმოგიდგენიათ, რომ ამხელა ოჯახის კვებაზე ზრუნვა ტვირთად აწევს ამ პატარა ბიჭს?!

ნანა კანთელაშვილი (დედა, 35 წლის): ჩემზე ფიზიკური ძალადობის გამო ამჟამად ციხეში იმყოფება ჩემი შვილების მამა. ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სამ თვეში კი დაიბადება ჩემი მეექვსე შვილი. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს აუცილებლად სჭირდება, მამა გვერდით რომ ჰყავდეს! მით უმეტეს, როდესაც შვილებს მამა ძალიან უყვართ! მამებო, ნუ გახდებით თქვენი შვილების სულიერი ტკივილის მიზეზი! ისინი ხომ თქვენი სისხლი და ხორცი არიან!

ამ ფოტოზე საბრალო ოთხი წლის გაბრიელს ხედავთ. ხოხვისგან დასისხლიანებულ მუხლებზე დგას და მუდარით მოგვმართავს, ის საჭმელს ითხოვს! საკუთარი ნებით არ არის ასე დამცირებული!  მძიმედ ავად არის ეს ბიჭუნა! ალექსის შეგროვებული ჯართი და რკინა კი საკვების საყიდლად არ ჰყოფნით, არათუ ძმის საავადმყოფოში წასაყვანად!

ალექსი (11 წლის): ამქვეყნად ყველაზე საშინელი რამ არის სიღატაკე... (ასე მსჯელობს ეს ნაადრევად დაბრძენებული ბიჭუნა. ამ დროს კი თანატოლებთან ფეხბურთის თამაშით, თავისი ბავშვობით უნდა ტკბებოდეს, სწავლობდეს!..) ადრე შეშის მოსატანად მე და დედა ერთად დავდიოდით ხოლმე. ახლა კი დედიკო ორსულად არის, მისთვის მძიმეების აწევა არ შეიძლება. ამიტომ მარტო დავდივარ შეშაზე, ჩემს და-ძმებს რომ არ შესცივდეთ და ავად არ გახდნენ.

მთელი დღეების განმავლობაში ალექსი აგროვებს ჯართს...

მერე კი ელის, როდის მოვა სოფელში მანქანა, რომელიც ჯართს იბარებს.

ალექსი: ხან 7 ლარს მაძლევენ, ხან 10-ს. მერე ამ ფულით ჩემი და-ძმისთვის და ორსული დედიკოსთვის საჭმელს ვყიდულობ. დედას ჩემი დაიკო ჰყავს მუცელში.

„დედიკოს თუ შია, ასე გამოდის, ჩემი დაიკოც, რომელიც მუცელში ჰყავს, მშიერი არის“.

ოჯახი ნახევრად დანგრეულ, უფანჯრო სახლში ცხოვრობს. რომ გაწვიმდება, ბავშვებს სველ ლოგინში უწევთ ძილი, იმიტომ რომ შიგნით ისევე წვიმს, როგორც გარეთ.

ამის გამო კი ბავშვები ხშირად ცივდებიან, მაღალი სიცხე აქვთ, დედას კი ფული არ აქვს, აფთიაქიდან წამლები რომ მოუტანოს.

ალექსი: სკოლის ექსკურსიაზე ერთხელაც არ ვყოფილვარ. ჩემს გარდა, ყველა ბავშვი დადის ექსკურსიებზე. რომ ვერ მივდივარ, გული მტკივა და ვტირი. მაგრამ ჩუმად ვტირი, მასწავლებელმა რომ ვერ დამინახოს. ხანდახან მგონია, რომ არავის ვუყვარვარ.

— ალექსი, შენთვის რას ნიშნავს სიღარიბე?

ალექსი: შიმშილს, სიცივეს და კიდევ იცით, რას? არაფრის იმედი რომ არ გვაქვს...

— ღმერთო, შენ ხომ ბავშვი ხარ... და ამდენი იცი? დაბრძენებული მოხუცივით ლაპარაკობ. ვინ უნდა გამოხვიდე, რომ გაიზრდები?

ალექსი: მე ვარ ბავშვი ღარიბი ოჯახიდან (ამაყად მპასუხობს ბიჭუნა). მეკითხები, ვინ უნდა გამოვიდე? მაშინ უნდა იცოდე: არაფერი გამოვა  ჩემგან...

 „ღარიბი ოჯახიდან ვარ... ვინ მინდა გამოვიდე? არაფერი გამოვა ჩემგან...“

— აი, პასუხი! ალექსის რომ ვესაუბრებოდი, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი! ისეთი ლამაზი, ისეთი ამაყი, ისეთი, ისეთი, ისეთი... ნამდვილი ქართველი! დარწმუნებული ვარ, დედამიწის ზურგზე ასეთი შვილის ყოლას ნებისმიერი ისურვებდა! საბოლოოდ, მას სიყვარულის გარდა, არაფერი უთხოვია! ისეთი სიყვარულის, რომლის გარეშეც ბავშვიც კი მოხუცად იქცევა! ეს დაუშვებელია! დაუშვებელია, მეგობრებო! მოდი დავანახოთ ალექსის, მის დაიკოებსა და ძამიკოებს, რომ საქართველოში ბავშვები უყვართ, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც ის არის! ვაჩუქოთ ის, რასაც ფულით ვერ იყიდი! ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ და ალექსიმ ეს უნდა იგრძნოს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ახალსოფელი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: კანთელაშვილების ოჯახი). 

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: