ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თანამშრომლები

ევგენია

აღმასრულებელი დირექტორი

ფონდში 6 წლის წინ  მოხალისედ მოვედი. ანაზღაურების გარეშე ვმუშაობდი, ხალხის დახმარების დიდი სურვილით. მაგრამ... ფონდის ინვესტორმა ჩემი პოტენციალი შემამჩნია და შემომთავაზა ესწავლებინა ჩემთვის როგორ ვყოფილიყავი მენეჯერი. ჩვენი ამოცანაა - ქველმოქმედებაში მთელი საქართველო ჩავრთოთ, ლეონიდ ჩერნოვეცკის შრომისუნარიანობა და ენერგია კი ჩვენთვის ყოველდღე სამაგალითოა. მივხვდი, რომ საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელს უარის თქმა უნდა შეეძლოს მათთვის, ვინც ჩვენს და კეთილშობილი ქველმოქმედების მოტყუებას ცდილობს; მათ მოტყუებას, ვინც ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს მათ, ვინც უბედურია.

დავითი

უფროსი სოციალური მუშაკი

ჩერნოვეცკის ფონდში 2015 წლიდან ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში 1000-მდე ქართულ ოჯახს ვესტუმრე. ყველა ჩვენს ბენეფიციარს სახეზე ვიცნობ, ძალიან ბევრს

დავუმეგობრდი კიდეც. ლეონიდ ჩერნოვეცკის წყალობით, საკუთარი თვალით ვნახე, რამდენი მწუხარება და ცრემლია ჩემს სამშობლოში - საქართველოში...

გოჩა

ვიდეო ოპერატორი

ქველმოქმედება რთული და ამავე დროს საინტერესო ყოველდღიური საქმიანობაა. ვცდილობ, რომ ისტორიები ადამიანების გასაჭირის შესახებ აქტუალურად წარმოვაჩინო  და ჩვენს თანამემამულეებში დახმარების სურვილი გავაღვივო. მიზნის მიღწევა ადვილი არ არის, მაგრამ როცა გამომდის, მიხარია და ბედნიერი ვარ.


ნინო

ჟურნალისტი

ჩერნოვეცკის ფონდი ეს ჩემი სამსახური არაა - ეს ჩემი ცხოვრებაა.

იცით რას ვაკეთებთ ფონდში? ხიდებს ვაშენებთ. ხიდებს, ადამიანებს შორის. ქველმოქმედ ადამიანებს ვაკავშირებთ მათთან, ვინც სიკეთის რწმენა დაკარგა და დახმარება სჭირდება. ფონდის მთავარი მისიაა „ადამიანებს გულები უფლისთვის გავაღოთ“. გთხოვთ, სხვის ტკივილზე თვალს ნუ დახუჭავთ - გული გაუხსენით ღმერთს!

ელინა

ბუღალტერი

8 წლის განმავლობაში ჩერნოვეცკის ფონდმა საქართველოში საკმაოდ სოლიდური რეპუტაცია დაიმსახურა და პირადად მე, როგორც ბუღალტერს, - რომელიც მუშაობს ძალიან გამოცდილი ხელმძღვანელის, ევგენია მელგუნოვას ზედამხედველობის ქვეშ, - უდიდესი წვლილი მიმიძღვის ფონდის რეპუტაციის შექმნაში, რადგან პირადად ვარ პასუხისმგებელი ყოველ გახარჯულ ციფრზე... და ჩვენ ეს გამოგვდის, რადგან მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აუდიტორული კომპანია, Ernst & Young, ყოველწლიურად ადასტურებს ჩვენს პატიოსნებას და გამჭვირვალობას ინვესტორებთან მუშაობისას. ამით ძალიან ვამაყობ... მართლა!

ფონდში მუშაობა, თავისი საქმის პროფესიონალ ადამიანებთან ერთად, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია!


ანნა

მდივანი

ჩერნოვეცკის ფონდში მუშაობა ჩემი ოცნება და მიზანი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გულის პატარა ნაწილი ყველა იმ გაჭირვებულ ოჯახში ხვდება, რომელსაც ჩერნოვეცკის ფონდი ეხმარება. მართლა ძალიან გამიმართლა!

დიდი მადლობა თქვენ ამისთვის!


ნანა

ოპერატორი – სოციალური მუშაკი

როდესაც ფეისბუქზე შემთხვევით ჩერნოვეცკის ფონდის პოსტი წავიკითხე, სურვილი გამიჩნდა, სხვა პოსტებსაც გავცნობოდი. ყოველ მორიგ პოსტს ტირილით ვკითხულობდი და მერე ტელეფონს ვიღებდი, რომ ამ საბრალო და გაჭირვებული ხალხისთვის ფული გადამერიცხა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ რომელიღაც საქველმოქმედო ფონდში კი არა, სწორედ ჩერნოვეცკის ფონდში მინდოდა მუშაობა.

აღფრთოვანებული ვიყავი პროექტების რაოდენობით და იმ ფასდაუდებელი დახმარებით, რომელიც ფონდმა უამრავ ოჯახს გაუწია, განსაკუთრებით კი იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც სახლში უვლიან. მინდოდა ამ გუნდის წევრი გავმხდარიყავი, ხალხს დავხმარებოდი და საზოგადოებისთვის სასარგებლო ვყოფილიყავი.

და აი, ნანატრი დღეც დადგა! როდესაც ევგენიამ ჩემი რეზიუმეს პასუხად დამირეკა, სიხარულისგან მაკანკალებდა. ერთ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ დღემდე ემოციები მიპყრობს. ვამაყობ, რომ საუკეთესო საქველმოქმედო ფონდში ვმუშაობ საქართველოში! არა, საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში!


მალხაზი

დაცვის თანამშრომელი/ადმინისტრატორი

ძალიან სასიამოვნოა ერთსულოვან პროფესიონალთა გუნდში მუშაობა, რომელიც იმ ხალხის დახმარებაზეა ორიენტირებულები, ვისაც ეს ასე ძალიან სჭირდება.

რა თქმა უნდა, გაჭირვებული და ტანჯული ხალხის ყურება ძალიან რთულია, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ მათ გასაჭირში მარტო არ ტოვებენ და ეხმარებიან, ადამიანს ძალას და სიკეთის რწმენას გაძლევს.

თათა

ოპერატორი

ფონდში მუშაობის დაწყებამდე, უამრავი სამუშაო ადგილი გამოვიცვალე: სესხის ოფიცერი, ოპერატორი. მაგრამ პიროვნული განვითარებისა და სულიერი ზრდის ამხელა შესაძლებლობა არსად არ მქონია. სწორედ ფონდში ვიგრძენი, რომ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ, არა მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. მადლობელი ვარ, რომ ბედმა ასეთი შესაძლებლობა მომცა.