ისტორია - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ისტორია

ფონდის განვითარების ისტორია

12 აპრილს 2012
საქართველოში დაარსდა საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა".
Სექტემბერი 2012
ფუნფციონირება დაიწყო „შინმოვლის“ პროგრამამ, რომელიც 300 პაციენტზე ზრუნავს.
Ოქტომბერი 2012
ნორიოს ბავშვთა სახლს გადაეცა თბილი ტანსაცმელი და პერსონალური კომპიუტერები. წყნეთის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს, სადაც მზრუნველობა მოკლებული ბავშვები იზრდებიან, გადაეცა სურსათი, მედიკამენტები და საჭირო ტექნიკა. „კარიტასის“ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს გადაეცათ ტანსაცმელი და კომპიუტერული ტექნიკა. ბავშვთა სახლის „ბავშვი და გარემო“ აღსაზრდელებს გადაეცათ ტანსაცმელი. ბავშვთა სახლს ერისთავის ქუჩაზე გადაეცა საკვები პროდუქტები. სეზონური ტანსაცმელი გადაეცათ „კარიტასის“ ორი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.
2013
ფონდის დამფუძნებელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ 50 ათასი დოლარი შესწირა ქობულეთის მაღალმთიან რაიონში არსებული, ცხემოვანის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის აღდგენისთვის. ჩატარდა კედლების გამაგრებისა და სველი წერტილების კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, შიდა რემონტი, გათბობის, წყალგაყვანილობის გარე ქსელების და აუზის მონტაჟი
Მარტი 2013
ამოქმედდა პროექტი მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, სადაც 7 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვია. ყოველთვიურად 10 ასეთი ოჯახი მიიღებს 100$ თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე.
21 მაისს 2013
გაფორმდა მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოსა და „სოციალურ პარტნიორობას“ შორის, მრავალშვილიანი ოჯახების და „შინმოვლის“ პროექტების ხელშესაწყობად.
28 მაისს 2013
გაიხსნა „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის სახლი ჩუღურეთის რაიონში. ამ სახლში მზრუნველობამოკლებული 10 ბავშვი ცხოვრობს.
Აგვისტო 2013
მოეწყო 30 დღიანი დასვენება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისა და საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებისთვის.
Იანვარი 2014
შემოწირულობებისთვის ფონდმა გამოყო სპეციალური ნომერი 0901200270.
Იანვარი 2014
„სოციალური პარტნიორობა“ წარმოდგენილია მომენტალური გადახდების აპარატებში Nova Technology და TBCPay.
Თებერვალი 2014
ფონდის „შინმოვლის“ პროგრამის საწოლსმიჯაჭვული ბენეფიციარებისთვის, „შერატონ მეტეხი პალასმა“ თეთრეული გადმოგვცა.
Ივნისი 2014
უკრაინაში, მაიდანზე დაღუპულთა ოჯახებს ჩვენმა ფონდმა გადასცა 10 მილიონი გრივნა.
Ივლისი 2014
„სოციალური პარტნიორობის“ ორგანიზებით მრავალშვილიანი ოჯახები ქობულეთში ისვენებენ.
Სექტემბერი 2014
საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" ორგანიზებას უწევს, უკრაინაში, ომის დროს დაზარალებულ მრავალშვილიანი ოჯახების დასვენებას ქობულეთში. ქობულეთში დასასვენებლად 108 ადამიანი ჩავიდა. ბავშვები და მათი მშობლები.
Ოქტომბერი 2014
ქობულეთში 17-19 ოქტომბერს საქველმოქმედო ფონდის "სოციალური პარტნიორობის" ორგანიზებით მედია ტური ჩატარდა.
Ნოემბერი 2014
8 ნოემბერს ფონდი "სოციალური პარტნიორობის" მიერ, უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაჭრილ მეომართა მხარდასაჭერი საქველმოქმედო კულტურული და პატრიოტული აქცია "დაეხმარე დაჭრილს" გაიმართა. უკრაინის კულტურის სამინისტროს, უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გიორგის" ხელშეწყობით.
Ნოემბერი 2014
23 ნოემბერს, „სოციალური პარტნიორობამ" ქობულეთში გაიხსნა ბავშვთა პანსიონი, რომელიც განკუთვნილია 50 ბავშვისთვის.
Დეკემბერი 2014
20 დეკემბერს „შინმოვლის“ პროგრამის 80 ხანდაზმულ ბენეფიციარს, ფონდმა მოუწყო დაუვიწყარი საღამო და კონცერტი რესტორან „ქალაქურში“, სადაც ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფმა წყვილმა აისრულა დიდი ხნის ოცნება და ოფიციალურად გააფორმა თავიანთი ქორწინება.
Იანვარი 2015
2014 წლის განმავლობაში, „ბინაზე მოვლის პროგრამის“ მედდებმა 532 პაციენტს გაუწიეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება.
Თებერვალი 2015
„სოციალური პარტნიორობის“ ფონდის პრეზიდენტს გადაეცა სიგელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის - ილია II-ის ხელმოწერით. სიგელები ასევე გადაეცათ მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებსაც.
Მარტი 2015
თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა ქართული ენის ოლიმპიადაზე მოიპოვეს 4 დიპლომი.
Აპრილი 2015
ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელების საფეხბურთო გუნდმა მოიგო საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი.
Ივნისი 2015
ფონდის მფარველობით, შავი ზღვის სანაპიროზე დაისვენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული და დაჭრილი თანამშრომლების ოჯახებმა, ჯამში 70 კაცმა, უმეტესობა - მცირეწლოვანი ბავშვი.
Აგვისტო 2015
თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა საზაფხულო არდადეგების ერთი თვე დაისვენეს ქობულეთში.
Იანვარი 2016
გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ფონდმა გამოყო თანხები თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელების საჩუქრებისთვის.
Თებერვალი 2016
თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა "კინგსის" ოლიმპიადაში, ქართულ ენასა და მათემატიკაში, პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
Მარტი 2016
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, „თერაპიის ინსტიტუტში“, ფონდის ექიმებმა და მედდებმა პაციენტების ბინაზე მოვლის პრაქტიკული კურსი გაიარეს.
Მარტი 2016
საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობა“ ფეისბუქ-გვერდის გამომწერთა რაოდენობამ 100 000 ადამიანს გადააჭარბა!
Აგვისტო 2016
საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობა“ ფეისბუქ-გვერდის გამომწერთა რაოდენობამ 100 000 ადამიანს გადააჭარბა!
26 დეკემბერს 2016
საქველმოქმედო ფონდის საქართველოში ცნობადობის გაზრდის მიზნით, ფონდის სახელწოდება „სოციალური პარტნიორობა“ შეიცვალა „ჩერნოვეცკის ფონდით“. დამფუძნებელი და მთავარი ინვესტორი არის საქართველოს მოქალაქე ბატონი ლეონიდ ჩერნოვეცკი.
Მაისი 2017
დღის ცენტრმა და ჩერნოვეცკის ფონდის სასადილომ პირველი ვიზიტორები მიიღეს! ჩვენთან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეუძლიათ გემრიელად და ნოყიერად კვება, დასვენება და ტელევიზორის ყურება, ცხელი შხაპის მიღება, თმის შეჭრა და ექიმთან კონსულტაცია!
Ივნისი 2017
ბავშვთა დაცვის დღეს, ჩერნოვეცკის ფონდმა, გაჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის მოაწყო ზეიმი კვებით და კონცერტით!
Ივლისი 2017
თბილისში ამუშავდა პროექტი „სოციალური პატრული“, რომელიც ყოველდღიურად სამ მარშრუტზე დადის და ცხელ კერძებს და პურს აწვდის 3,5 ათას სოციალურად დაუცველ მოქალაქეს.
Იანვარი 2018
ფონდმა ბენეფიციარებისთვის მოაწყო საახალწლო სადილი კლასიკური საახალწლო წასახემსებლებითა და ცხელი კერძებით, ვიოლინოს მომხიბვლელი ხმის თანხლებით.
Იანვარი 2018
თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები მიიწვიეს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტში.
Იანვარი 2018
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ჩერნოვეცკის ფონდის საქველმოქმედო საღამო.
Თებერვალი 2018
ქუთაისში გაიხსნა ჩერნოვეცკის ფონდის სასადილო, სადაც 200 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ყოველდღე შეუძლია უგემრიელესი საკვების მიღება.
Აგვისტო 2018
ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა საზაფხულო არდადეგები შავი ზღვის სანაპიროზე გაატარეს.
Მაისი 2019
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ფოლკლორული ანსამბლი „ჩანგი“ დაჯილდოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელებით. ამ კოლექტივის 30 ახალგაზრდა მომღერალთა შორის ექვსი ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელია!