ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოცნების მრცხვენოდა. მაგრამ თქვენ აასრულეთ ჩემი ოცნებები და გეფიცებითб რამდენიმე წლით გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე!

ოცნების მრცხვენოდა. მაგრამ თქვენ აასრულეთ ჩემი ოცნებები და გეფიცებითб რამდენიმე წლით გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე!

შეგროვებულია:
1,305.75 ₾
(დონორი: 97)
მეუღლის სახით, მალხაზს მფარველი ანგელოზი ჰყავს, მაგრამ, თურმე, დახმარება ანგელოზებსაც სჭირდებათ, მეგობრებო!

ნინო: მთელი ჩემი ცხოვრება მეუღლეს მივუძღვენი. ის ავადმყოფია, 40 ოპერაცია აქვს გადატანილი. ასე ნაწილ-ნაწილ მას მთელი ფეხი მოაჭრეს და ახლა სრულიად უმოქმედოა. ჩემს გარეშე ის ერთ დღესაც ვერ გაძლებს.

- თქვენ როგორ გრძნობთ თავს?

ნინო: მე 2 ინსულტი მაქვს გადატანილი, ინფარქტი. გულზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. კიდევ უამრავი დაავადება მჭირს, რომელთა დასახელება არც კი მახსოვს. მაგრამ მივეჩვიე ჩემს თავზე არ ვიფიქრო და მალხაზის ცხოვრებით ვიცხოვრო.

- ალბათ ახალგაზრდობაში რამდენი გეგმები გქონდათ.

ნინო: უჰ, ბევრი გეგმები მქონდა, ბევრს ვოცნებობდი. კარგი განათლება მივიღე, მაგრამ მუშაობა ვერ შევძელი. მართალი გითხრათ ახლა არც კი მახსოვს რაზე ვოცნებობდი.

- ახლა რამეზე ოცნებობთ?

ნინო: საერთოდ არაფერზე. ახლა დილიდან ღამემდე ერთი საფიქრელი მაქვს - ქმარს ცხოვრება გავუხანგრძლივო. შვილი რომ ჯანმრთელი მყავდეს, შვილიშვილებმა რომ კარგად იცხოვრონ.

- რამ შეიძლება ცხოვრება გაგიადვილოთ?

ნინო: პროდუქტები, პამპერსი და წამლები... ასევე ძალიან მჭირდება წყლის გამაცხელებელი. იცით თბილი წყლის გარეშე როგორ ვწვალობ?