დღეს ანუკიმ ერთი წლის უნანს პურის ნატეხი წაართვა. უნანი კივის და ჩირქიან ცრემლებს ღვრის! მას სასწრაფოდ ესაჭიროება გამოკვლევა! მთელ ამ საბრალო ოჯახს კი - საჭმელი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დღეს ანუკიმ ერთი წლის უნანს პურის ნატეხი წაართვა. უნანი კივის და ჩირქიან ცრემლებს ღვრის! მას სასწრაფოდ ესაჭიროება გამოკვლევა! მთელ ამ საბრალო ოჯახს კი - საჭმელი!

page info icon
2023 ივლის 12
page info icon
3701
მეგობრებო, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე, მშრომელი და თბილი მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც კი ოდესმე გვინახავს ჩვენი რთული მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში! ღმერთო, მიეცი მათ სახსრები, ანას რომ უმკურნალონ და დააპურე ეს მშიერი ბავშვები! მათ ხომ, არაფერი დაუშავებიათ და არ იციან, როგორი იქნება მათი ხვალინდელი დღე, თუ ჩვენ მათ ოდესმე მივატოვებთ და აღარ ვიზრუნებთ მათზე!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,887 ₾
( 629 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

დღეს ანუკიმ ერთი წლის უნანს პურის ნატეხი წაართვა. უნანი კივის და ჩირქიან ცრემლებს ღვრის! მას სასწრაფოდ ესაჭიროება გამოკვლევა! მთელ ამ საბრალო ოჯახს კი - საჭმელი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!


პატარა თოჯინას ჰგავს, არა?! ულამაზესი გოგონა! მძიმედ ავად არის და ძალიან იტანჯება! ნეტავ, ოდესმე თუ იქნება ბედნიერი?

დღეს ანამ ერთი წლის უნანს პური წაართვა. მისი პატარა ძამიკო განწირულად კივის და ჩირქიანი ცრემლებით ტირის! საბრალო, საშინლად გართულებული კონიუნქტივიტით იტანჯება. ოჯახს კი, არც ექიმთან წასვლის, არც თვალის წვეთების ყიდვის საშუალება არ გააჩნია.


„ოჰ, რა გემრიელი პურის ნაჭერი შეხვედრია ჩემს ძამიკოს! არაფრით არ დავუბრუნებ!“

პატარა ანას ისე აქვს ჩაბღაუჭებული ბოლო ნაჭერი პური, რომ ვერავინ წაართმევს! გოგონა ერთი წლის ბავშვივით აზროვნებს და ის ვერაფრით გაიგებს სხვისი ცრემლების მიზეზს! „მეც პატარა ვარო...“

მეგობრებო, არ იფიქროთ, რომ ეს არის სიმართლის ამსახველი კადრები შორეული 1941 წლის ფრონტის ხაზიდან! ეს რეალობაა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად გეჩვენებათ! ეს რეალობაა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად გეჩვენებათ! ღმერთო, რა ვუშველოთ? წყეული შიმშილი! ამ მრავალშვილიან ოჯახში, 90 წლის ბებოც ცხოვრობს და მათთვის, ნამდვილი გემრიელობაა უბრალო პურიც კი!

ოთხ ბავშვს, 7 წლის მარიამს, 5 წლის სიმონს, 3 წლის ანას და ერთი წლის უნანს, რამდენიმე დღეა ნორმალური საჭმელი არ უჭამიათ. როგორმე უნდა გაიტანონ თავი სოციალური შემწეობის თანხის ჩარიცხვამდე.
პატარა უნანი რამდენიმე საათია ჩირქიანი ცრემლებით ტირის! არ ჩერდება. იღლება ტირილით, ჩუმდება, ისვენებს და ისევ თავიდან იწყებს. მას ძალიან შია, ბოლო ლუკმა პური კი, დაუკითხავად აიღო ანამ და ისე აქვს ჩაბღაუჭებული თავისი პატარა თითებით, რომ ვერავინ წაართმევს ხელიდან. შიმშილი ამ ოჯახის ერთადერთი პრობლემა არ არის. ოთხ ბავშვს, 7 წლის მარიამს, 5 წლის სიმონს, 3 წლის ანას და ერთი წლის უნანს, რამდენიმე დღეა ნორმალური საჭმელი არ უჭამიათ. სოციალური შემწეობის თანხის ჩარიცხვამდე უნდა გაიტანონ თავი როგორმე. 
პატარა ანას ისე მაგრად აქვს ჩაბღაუჭებული ბოლო ნაჭერი პური, რომ ვერავინ წაართმევს ხელიდან!

ნინო: აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ჭამეს ნორმალური საჭმელი ჩემმა შვილებმა. ყოველთვის ვცდილობთ, პური მაინც რომ გვქონდეს სახლში, მაგრამ თვის ბოლო დღეებში, სანამ სოციალური შემწეობა არ ჩაირიცხება, მაგასაც ვეღარ ვყიდულობთ, ხოლმე. არც კი ვიცი, რა გავაკეთო, როდესაც ბავშვები შიმშილობენ. ხომ ხედავთ, ანა რა გამწარებული ჭამს პურს და მწვანე ხახვს? აბა, სცადეთ, წაართვით, არაფერი გამოგივათ! ძალიან რთული დღეები გვაქვს გამოვლილი, მაგრამ ახლანდელ ჩვენს მდგომარეობას ვერც შევადრი. უნანი მხოლოდ ერთი წლის არის, ანას საშინელი გენეტიკური დაავადება აქვს, ჩემი მეუღლე კი, ყოველთვის ვერ შოულობს სამუშაოს. გვშველის ის, რომ დილაობით გასვლა და ქუჩების ხვეტა მაინც შემიძლია. ბავშვებს მეუღლესთან ვტოვებ. აი, ასე ვცხოვრობთ.

დაიკომ როგორღაც დაითანხმა ანა, უმცროს ძმასაც რომ გაუნაწილოს პური!

 - ნამდვილად მძიმეა თქვენი მდგომარეობა. მაგრამ, იქნებ ქირის გადახდა მაინც არ გიწევთ?

 ნინო: არა, ეს ჩემი მეუღლის სახლია. მაგრამ, როგორც ხედავთ, აქ არ გვაქვს არანაირი პირობები. ამ დაობებულ კედლებში ვცხოვრობთ. ღმერთს მხოლოდ იმას ვევედრები, რომ ბავშვებს ჯანმრთელობა არ დაუზიანდეთ. თუ ერთი მაინც უბრალოდ გაცივდა, წამლებსაც კი ვერ ვუყიდი. აი, უნანს თვალი აქვს დაჩირქებული, სხვა მაშინვე წაიყვანდა ბავშვს ექიმთან, უყიდიდა ყველანაირ წამალს, რასაც გამოუწერდნენ და უმკურნალებდა. ჩემი შვილები კი, შეიძლება ითქვას, უფლის წყალობით იზრდებიან!

„არ დაიჯერებთ, მაგრამ უფლის დახმარებით, უბრალო წყალიც კი შეიძლება წამლად გადაიქცეს“

 - მორწმუნე ხართ?

 ნინო: რას ლაპარაკობთ! ჩემი რწმენა რომ არა, დიდი ხანია თავს მოვიკლავდი. იცით, რა ხდება, როდესაც ძალა გამოგელევა, დახმარებას არსაიდან ელი და სახლში საჭმელი არ არის, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე და დაგეხმარება, ერთი დღეც რომ გადააგორო. აი, ახლა თქვენ მოხვედით! ეს ყველაფერი ხომ, უბრალოდ არ ხდება? ალბათ, ასობით ადამიანი მოგმართავთ, თქვენ კი ჩვენთან მოხვედით, როდესაც ყველაზე ძალიან გვიჭირს. შეიძლება ითქვას, ახლა აღარაფრის შეგვეშინდება.

„ჩემი ოცნებაა ამ ქვაბში სოსისი იყოს, მაგრამ მხოლოდ წყალი ასხია!“

 მარიამი (7 წლის): ღმერთს მხოლოდ საჭმელს ვთხოვთ. მაგრამ, მხოლოდ პურს, არა. კიდევ, პლანშეტს ვთხოვ ღმერთს, ოღონდ ისე, რომ დედამ არ გაიგოს. მინდა, რომ მასწავლებელი გამოვიდე, მასწავლებელს კი, აუცილებლად უნდა ჰქონდეს პლანშეტი.

 - ალბათ, თოჯინებიც უნდა ჰქონდეს ასეთ ლამაზ გოგონას? 

 მარიამი: არა, არ უნდა ჰქონდეს. თოჯინებს ჩემი სახლი არ მოეწონებათ და სხვა გოგოსთან გამექცევიან.

სიმონისთვის არასდროს არავის უკითხავს, რა უნდა

 სიმონი (5 წლის): მე კი, ველოსიპედი მინდა! და ბურთიც. და ლამაზი საწოლი! 

 მარიამი: მეც მინდა ახალი საწოლი. ჩემს საწოლზე ვერ ვწვები, მეშინია. ძალიან მოუხერხებელია.

„მე ყველაზე უფროსი ვარ, დედიკოსავით ვარ უნანისთვის და ანასთვის“

 - რა შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას?

 ნინო: მე მხოლოდ ერთი რამ მინდა, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელად იყვნენ. არავინ შემეკამათოს, რომ ბედნიერება სიმდიდრე არ არის. სანამ გავიგებდით, რომ ანა ავად გვყავს, თურმე ისეთი ბედნიერები ვყოფილვართ და არც კი ვიცოდით ამის შესახებ. არ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და საწოლებიც დამტვრეულია. ვერავის მივმართავთ დახმარებისთვის. ყველას თავისი საზრუნავი და პრობლემები აქვს. სხვისი შვილები ვის უნდა ადარდებდეს?

„ყველას საკუთარი შვილები ჰყავს და საკუთარი სადარდებელი აწუხებს. არავის ანაღვლებს სხვისი შვილების გასაჭირი“

 - გვითხარით, რა დაავადება აქვს ანას?

 ნინო: ჩემს პატარა გოგონას, რომელმაც უკვე დიდი ხანია უნდა იცოდეს ლექსები, სიმღერები და დარბოდეს, დღემდე პამპერსი სჭირდება. ხელები მიცახცახებს, როდესაც ვცდილობ მისი მდგომარეობის აღწერას. ის მეორე ჯგუფის შშმ პირია და დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ვერ ლაპარაკობს და ვერ დადის. ზუსტი დიაგნოზი არ ვიცით. ექიმების თქმით, მას რაღაც იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვს, ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს ამბობენ, საუბრობენ რაღაც გაურკვეველ მდგომარეობასა და შესაძლო გართულებებზე. მაგრამ, ზუსტ პასუხს ვერავინ გვეუბნება. სასოწარკვეთილი ვარ. მინდა ვიცოდე, რა სჭირს ჩემს შვილს. მაგრამ, როგორ უნდა ვუმკურნალო, რომც ვიცოდე? მასაჟზეც კი ვერ დამყავს. ხანდახან, პროცედურის კი არა, სამგზავრო თანხაც კი არ გვაქვს.

ანა სათანადოდ ვერ ვითარდება, უკვე 3 წლისაა, მაგრამ ერთი წლის ბავშვივით იქცევა

 - თქვენ მხოლოდ ბავშვებზე და მათ საჭიროებებზე საუბრობთ. იქნებ, თქვენც გაქვთ რაიმე ოცნება?

 ნინო: ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ ჩემს სიყვარულს ვიპოვიდი და შევქმნიდი ოჯახს. ჩემი ოცნება ახდა და მანაზს შევხვდი. ჩემზე უფროსია და მასთან ერთად კარგად ვგრძნობ თავს. ფიზიკურად შრომობს და სახლში მოაქვს ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი, რასაც შოულობს.

 შიმშილს მხოლოდ დედიკოს თბილი სიტყვები შველის

 სოციალური შემწეობა, ანას პენსია და ჩემი ხელფასი, საკვებზე ძლივს გვყოფნის ეს თანხა. ბურღულეულს ვყიდულობ, ყველაზე იაფფასიან ბოსტნეულს. ზეთისა და შაქრის ყიდვის საშუალება იშვიათად მაქვს. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არასდროს გვიყიდია. სათამაშოები კი... ბავშვებმა არც იციან, სათამაშოებით როგორ უნდა ითამაშონ. არასდროს ჰქონიათ.

სათამაშო რა არის? საჭმელია?

ესეც, კიდევ ერთი ქართული ოჯახის ამბავი. არაფერი გვითქვამს თქვენთვის ახალი. მთელ საქართველოში, ათასობით ოჯახი წვალობს ასე! ჩვენ კი, გვსურს, ისინის გამოვიყვანოთ ამ უკუნეთი სიბნელიდან, ამ ჭაობიდან, სადაც უნებლიედ აღმოჩნდნენ. ნინოს ოჯახსაც გაჭირვება და ავადმყოფობა მიადგა კარს. ბავშვების მამა ვერ შოულობს მუდმივ სამსახურს. ძალიან უნდა, მაგრამ, არ გამოსდის! მათი დედა ნინო კი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაღაც შეჰმატოს ოჯახის ბიუჯეტს. მაგრამ, ქუჩების დალაგებისთვის გასამრჯელო იმდენად მიზერულია, რომ არაფერში ჰყოფნით.

მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ! უნდა გადავარჩინოთ ეს ბავშვები, შეხედეთ, რა კარგები არიან! ისინი ითხოვენ მხოლოდ სამედიცინო დახმარება, საწოლები, საკვები პროდუქტი, მედიკამენტები და პამპერსები - სულ ეს არის, რასაც ისინი ითხოვენ. ბავშვებს კი, სჭირდებათ ტანსაცმელი და სათამაშოები. ამ ყველაფრის გარეშე ხომ, ისინი უგულო დიდები გაიზრდებიან. ბავშვებს სათამაშოები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ!

თუ გსურთ, მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაოხრები.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: პოღოსიანების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!



ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: