მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის!

page info icon
2023 აგვისტო 13
page info icon
24194
ეს გახლავთ ახალგაზრდა გოგონას, ნათია ტოლიაშვილის სიტყვები, მისი შვილი ალექსანდრე შიმშილისგან ტირის და ერთი წუთითაც ვერ ჩუმდება. რამდენიმე დღეა ბავშვს არაფერი უჭამია და დედა ჩაის „აჭმევს“ კუჭის მოსატყუებლად... დიახ, არ მოგჩვენებიათ: ჩაი ერთადერთი „საჭმელია“ ამ ოჯახში. და კიდევ პური, რომლსაც ნათიამ ობი მოაშორა, საშინელი შესახედავი რომ აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სუნსა და გემოს არაფერი ეშველებოდა. მაგრამ, ბავშვი მაინც ხელს არ უშვებს და გამწარებული ჭამს. ეს მისთვის ერთადერთი გემრიელობა იქნება, სანამ სოციალური შემწეობის თანხა არ ჩაირიცხება. მერე დედამისი ფაფას აჭმევს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაკარონს მოუხარშავს, შესაძლოა კომბოსტოს და მწვანილის წვნიანის მომზადებაც კი მოახერხოს. მერე კი, ისევ პური და ჩაი ექნებათ საჭმელად... დედა კი უმღერებს, რომ რამდენიმე წუთით მაინც გადაატანინოს შვილის ყურადღება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
24,265 ₾
( 1,827 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოკვდება ჩემი შვილი? დაობებული პური ვაჭამე, არ მქონდა სხვა... ძალიან ვეცადე, მთლიანად მომეშორებინა ობი. პური ჩაიში დავალბე და ვაჭამე... თორემ ისე ტიროდა, ჩაბჟირებამდე, კინაღამ დაიხრჩო... ვაჭამე, ახლა კი მეშინია, რომ მოკვდეს?"

ბავშვს ჩაბღაუჭებული აქვს ხმელი პური. ვერ ღეჭავს, მაგრამ დედასაც არ აძლევს, წყალში რომ დაალბოს

ეს გახლავთ ახალგაზრდა გოგონას, ნათია ტოლიაშვილის სიტყვები, მისი შვილი ალექსანდრე შიმშილისგან ტირის და ერთი წუთითაც ვერ ჩუმდება. რამდენიმე დღეა ბავშვს არაფერი უჭამია და დედა ჩაის „აჭმევს“ კუჭის მოსატყუებლად... დიახ, არ მოგჩვენებიათ: ჩაი ერთადერთი „საჭმელია“ ამ ოჯახში. და კიდევ პური, რომლსაც ნათიამ ობი მოაშორა, საშინელი შესახედავი რომ აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სუნსა და გემოს არაფერი ეშველებოდა. მაგრამ, ბავშვი მაინც ხელს არ უშვებს და გამწარებული ჭამს. ეს მისთვის ერთადერთი გემრიელობა იქნება, სანამ სოციალური შემწეობის თანხა არ ჩაირიცხება. მერე დედამისი ფაფას აჭმევს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაკარონს მოუხარშავს, შესაძლოა კომბოსტოს და მწვანილის წვნიანის მომზადებაც კი მოახერხოს. მერე კი, ისევ პური და ჩაი ექნებათ საჭმელად... დედა კი უმღერებს, რომ რამდენიმე წუთით მაინც გადაატანინოს შვილის ყურადღება.

ნათია: წინა თვეში ჩემს შვილს ყელი სტკიოდა, სულ ჩირქიანი ჰქონდა. ექიმმა კი იმდენი წამლები დაგვინიშნა, ყველას ვერ გავწვდით. მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ვუყიდეთ და შემწეობის თანხაც ამოიწურა. ალექსანდრე კი ძალიან ხშირად ავადობს. სხვანაირად ვერც იქნება. ცარიელი პურით მყავს გაზრდილი.

"ჩემი მეუღლე ტირილს იწყებს, სიტყვა "დედა"-ს თუ მოჰკრა ყური“

- არავინ გეხმარებათ? საერთოდ როგორ ცხოვრობთ?

ნათია: არავინ გვეხმარება. ჩემი ქმარი ბავშვთა სახლშია გაზრდილი, მას არავინ ჰყავს ამ ქვეყნად. ჩვილი იყო, რომ მიატოვეს  და არც კი იცის, რა არის მშობლების სითბო. სიტყვა „დედა“-ს თუ გაიგებს, ტირის. ბევრჯერ უთქვამს, რომ უბედნიერესი ადამიანი იქნებოდა, თუ უბრალოდ ეცოდინება, ვინ იყვნენ მისი მშობლები. მათი სახელებიც კი არ იცის. თითქოს, ყველამ პირი შეკრა და უმალავენ. მისთვის ოჯახი წმიდათა წმიდაა. იცით, როგორ ვუყვარვართ? დღედაღამ ფიზიკურად მუშაობს, პამპერსის და პურის ყიდვა რომ შეძლოს. მაგრამ სამუშაოც ყოველთვის არ არის და ამიტომაც ვშიმშილობთ.

"სამივეს ამ გატეხილ საწოლზე სძინავთ"

 - და თქვენი მშობლები?

 ნათია: დედა მყავს და ძმა, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული. ცუდ დღეში არიან. ჩვენ ვერანაირად ვერ გვეხმარებიან, თავადაც ძლივს გააქვთ თავი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში დედაჩემთან ვცხოვრობდით, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ოთახია. გაუსაძლისი იყო. ჩემს ძმასაც უჭირს მთელი დღე ბავშვის ტირილის მოსმენა. ასე რომ, ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს კეთილი ადამიანი, რომელმაც ცოტა ხნით ამ შენობაში შეგვიშვა საცხოვრებლად. ხანდახან, სრულიად უცნობი ადამიანები ჩვენთვის დიდ სიკეთეს აკეთებენ!

"საპირფარეშო ჰქვია ამ ნაგებობას. მაგრამ, ამაზეც ძალიან მადლობელი ვართ"

- კარგია, რომ ჭერი მაინც გაქვთ თავზე.

ნათია: ზუსტად. მხოლოდ ჭერი გვაქვს, სხვა არაფერი. არც საპირფარეშო, არც აბაზანა. ნახეთ, სად გვძინავს. სკამებიც კი არ გვაქვს. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ავეჯის გამო გაწუხებთ. საჭმელი და პამპერსი მჭირდება ჩემი შვილისთვის. სულ ეს არის! რამდენიმე თვის საკვების მარაგი მაინც რომ მქონდეს და შიმშილისგან არ იტიროს, უბედნიერესი ქალი ვიქნები.

ჩემი პურია, არავის მივცემ!

 - ნათია თქვენ ჯერ ისეთი ახალგაზრდა ხართ! დედა რა ასაკში გახდით?

 ნათია: არ თქვათ! 19 წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე პანსიონატში რომ გავიცანი. ერთად ვსწავლობდით. ჩემზე შვიდი წლით უფროსია. ძალიან ვმეგობრობდით. როდესაც პირველად გავიგე მისი სევდიანი ისტორია, უფრო სწორად, თუ როგორ მიატოვეს მშობლებმა, ძალიან შემეცოდა. მინდოდა, ჩავხუტებოდი და არასდროს გამეშვა, რომ სითბო ეგრძნო. ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, მერე კი ოჯახიც შევქმენით. დედაჩემი თავიდან ძალიან წინააღმდეგი იყო. თქვა, რომ საკუთარ ცხოვრებას ვანგრევ. მაგრამ მერე დაინახა, რომ გიორგი შრომისმოყვარეა, რომ ოქროს ხელები აქვს და დაგვლოცა.

"არ მეგონა, რომ ოჯახური ცხოვრება იქნებოდა ამდენად რთული "

 - ასე წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება?

 ნათია: არა! ვფიქრობდი, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მეგონა, ოჯახს შევქმნიდი და ზღაპრულად ვიცხოვრებდი. მაგრამ, ყველაფერი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. მარტო სიყვარულით ვერ იკვებება ადამიანი და ბავშვიც ვერ განიკურნება. ძალიან მინდოდა სტილისტად მემუშავა, ჩემი პატარა, მაგრამ ბედნიერებით აღსავსე კუთხე მქონოდა. მაგრამ, ჩემს ოცნებებს ახდენა არ ეწერა.

„როგორ შეიძლება ამ ანგელოზის შემხედვარე რამე ინანო? შეხედეთ, ულამაზესია, როდესაც არ ტირის!“

- ნანობთ?

ნათია: როდესაც შვილი რამდენიმე დღე მშიერი მყავს და საჭმელი არ მაქვს, როდესაც იძულებული ვარ დასვრილი პამპერსი ვრეცხო, ვფიქრობ ხანდახან, ხომ არ ვიჩქარე? მაგრამ მერე, გულში ვიკრავ ჩემს შვილს, ქმარს ვეხუტები და ვხვდები, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩვენ აუცილებლად გავუმკლავდებით ყველაფერს. ვოცნებობ, ალექსანდრეს საბავშვო ბაღში რომ მივიყვან, მაინც გავხდები სტილისტი და მუშაობასაც დავიწყებ. ქმარს მივეხმარები და აღარ გაგვიჭირდება ასე ძალიან. მაგრამ, ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებებია. იქამდე თავი როგორმე უნდა გავიტანოთ და ამიტომაც მოგმართეთ თქვენ.

„ასე შორს რატომ დამიდეთ პური? მინდა შევჭამო!“

– რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ?

ნათია: უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა კვება მჭირდება, ადამიანურად რომ ვაჭამო შვილს. მშვიდად რომ ვიყო და არ მეშინოდეს, რომ შიმშილით მომიკვდება. კიდევ პამპერსი გვჭირდება. საწოლი, ერთი სკამი მაინც რომ გვქონდეს. ახლა, სხვა არაფერი მახსენდება. მაცივარი ნორმალურად არ მუშაობს, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარი ისაა, რომ ჩემმა შვილმა შიმშილისგან არ იტიროს და აღარ მომიწიოს, დაობებული პური რომ ვაჭამო.

სხვის გულის ტკივილის გაგება რთულია, თუ ერთხელ მაინც არ გამოგიცდია საკუთარ თავზე. მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, თქვენი შვილები რომ შიმშილობდნენ, რას აჭმევდით? ამაზე დაფიქრდით ერთი წუთით. როგორ შეხედვდით თქვენს პატარა ბიჭს ან გოგონას, შიმშილისგან რომ ტიროდეს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილები ჩაის სვამენ და მიირთმევენ სახლში ერთადერთ საჭმელს - ობიან პურს, თქვენ კი იძულებული ხართ, ეს ობი როგორმე ჩამოფხიკოთ. რამდენ ხანს შეიძლება, ადამიანმა გაუძლოს ასეთ ცხოვრებას? 

 ჩვენს შვილებს აქვთ შანსი, რომ გაიზარდონ ჯანმრთელი და ძლიერი ადამიანები, ჯანსაღი საკვები აქვთ. მაგრამ, რა დააშავა ათასობით ბავშვმა, ვისაც ბედნიერი ცხოვრების მცირე შანსიც კი არ გააჩნია?!

ნათიას და მისი შვილის, ალექსანდრეს ისტორია, ტკივილსა და ტანჯვაზე მოგვითხრობს. ნუ დავრჩებით გულგრილნი მათი ტკივილის მიმართ. ნათია და ალექსანდრე - უბრალოდ სახელები კი არ, ცოცხალი ადამიანების ბედია და ჩვენ შეგვიძლია მისი შეცვლა.

 სახარებაში ნათქვამია: „რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.“ თქვენი დამსახურებით, ეს საშინელი ისტორია შეიძლება გახდეს იმედის, თანადგომისა და ახალი ცხოვრების დაწყების მაგალითი. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის!

 თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი კრწანისი, (გიგანტის დასახლება).

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: სელეზნიოვების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!




ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: