პროექტის რეპორტი მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის!

page info icon
2023 აგვისტო 13
page info icon
24194
ეს გახლავთ ახალგაზრდა გოგონას, ნათია ტოლიაშვილის სიტყვები, მისი შვილი ალექსანდრე შიმშილისგან ტირის და ერთი წუთითაც ვერ ჩუმდება. რამდენიმე დღეა ბავშვს არაფერი უჭამია და დედა ჩაის „აჭმევს“ კუჭის მოსატყუებლად... დიახ, არ მოგჩვენებიათ: ჩაი ერთადერთი „საჭმელია“ ამ ოჯახში. და კიდევ პური, რომლსაც ნათიამ ობი მოაშორა, საშინელი შესახედავი რომ აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სუნსა და გემოს არაფერი ეშველებოდა. მაგრამ, ბავშვი მაინც ხელს არ უშვებს და გამწარებული ჭამს. ეს მისთვის ერთადერთი გემრიელობა იქნება, სანამ სოციალური შემწეობის თანხა არ ჩაირიცხება. მერე დედამისი ფაფას აჭმევს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაკარონს მოუხარშავს, შესაძლოა კომბოსტოს და მწვანილის წვნიანის მომზადებაც კი მოახერხოს. მერე კი, ისევ პური და ჩაი ექნებათ საჭმელად... დედა კი უმღერებს, რომ რამდენიმე წუთით მაინც გადაატანინოს შვილის ყურადღება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
24,265 ₾
( 1,827 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

მეგობრებო, გაუღიმეთ ამ საოცარ პატარა ბიჭუნას! მისი ცხოვრება ხომ, სწორედ თქვენი სიკეთის დამსახურებით შეიცვალა! გისურვებთ, თქვენი ცხოვრებაც ღიმილით აღსავსე იყოს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ალექსანდრესთვის დადგა ბედნიერი ახალი წელი - მანდარინებითა და საჩუქრებით!

ოქროსქოჩრიან პატარა ანგელოზს, ალექსანდრეს, ფაფებისა და პამპერსის რეკლამირება შეეძლო, მაგრამ ამ დროს, არაადამიანურ პირობებში უწევდა ცხოვრება. პამპერსის ნაცვლად, მისი საბრალო დედა, ნათია, ტილოებს ხმარობდა, ფაფების ნაცვლად კი, ჩაიში დამბალ დაობებულ პურს აჭმევდა ბავშვს. საჭმლის ნარჩენებს კი, თაგვები ჰპარავდნენ მაცივრიდან. ბიჭუნას ავადმყოფობას ბოლო არ უჩანდა...

შიმშილისა და ტკივილის გამო, ალექსანდრე გაუჩერებლად ტიროდა!

ჩვენს მკითხველთაგან ათას ხუთასზე მეტმა ამ ახალგაზრდა ოჯახს დახმარება სასწრაფოდ გაუწია! თქვენ მათთვის ტომრებით მიგქონდათ პროდუქტი, პამპერსით ამარაგებდით, გაციების წამლებსა და სათამაშოებს აწვდიდით. ჩვენმა ალექსანდრემ ნორმალური საკვების მიღება დაიწყო და წონაშიც იმატებს. ახლა, საკმაოდ მძიმეა და ლოყებიც დაეტყო. პატარას თავადაც ძალიან მოსწონს ახალი ცხოვრება და მზესავით ბრწყინავს.

პატარას ძალიან მოსწონს ახალი ცხოვრება, მისი დედიკოც იცინის და ეთამაშება. ფაფებიც და სათამაშოებიც არ აკლიათ!

ნათია: უამრავი ოჯახი გვესტუმრა, მოგვიტანეს პამპერსი, საკვები პროდუქტი, სათამაშოები. დღემდე მირეკავენ და მეკითხებიან: „ბავშვი როგორ არის? რამე ხომ არ გჭირდებათ? კარგად ხართ?“ მკითხველებიდან ყველაზე მეტად დავუახლოვდი ნატალიას, ის თბილისში ცხოვრობს. ჩვენი ამბები იცის და ალექსანდრესთვის ნივთებსაც ხშირად გვაწვდის. კიდევ ერთი ჩვენი ახალი მეგობარია აჩი ვაშაყმაძე, ისიც თბილისში ცხოვრობს. როდესაც ალექსანდრემ თვალი მიარტყა და დაიზიანა, ქუთუთო გაუსივდა, ისე ვნერვიულობდი, აჩის ბავშვის სურათი გავუგზავნე. არც კი დაფიქრებულა, მაშინვე დაგვეხმარა. მკითხველებმაც ჩემზე არანაკლებ ინერვიულეს. წამლების საყიდელი თანხა შეგროვდა, უფლის წყალობით, თვალი მოურჩა ბავშვს.

ახლა, წამლებით სავსეა ჩემი აფთიაქი: ყელის, ცხვირის, საინჰალაციო ხსნარებით. სუსტი ყელი აქვს ალექსანდრეს. ოდნავი გაციებისას, მაშინვე ზომებს ვიღებ, რომ არ გაურთულდეს.

ჩემს მეუღლეს ფილტვების ანთება რომ ჰქონდა, მაშინაც გადაგვარჩინეთ. გამუდმებით ზრუნავთ ჩვენზე და ამისთვის უდიდეს მადლობას გიხდით!

ჩემს უნარშეზღუდულ ძმაზეც, ლევან ტოლიაშვილზეც ზრუნავთ, ცალკე პროექტი მიუძღვენით და დიდ ყურადღებასაც აქცევთ. ჩვენი ოჯახის ქომაგები და მფარველები ხართ, უზომოდ მიხარია, ჩვენს გვერდით რომ ხართ!

- საჩუქრებზე როგორი რეაქცია ჰქონდა ჩვენს პატარას? რა მოეწონა ყველაზე მეტად ჩვენ ბაჭიას? 

გიორგი: ჩემი შვილი ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს! სამბორბლიანი ველოსიპედი რომ მოუტანეთ, დახტოდა, კიოდა, იცინოდა. ემოციებისგან კინაღამ ავტირდი მეც. მე ხომ, ბავშვთა თავშესაფარში ვარ გაზრდილი, ბავშვობაში არასდროს მქონია და ამას მაინც ჰქონდეს. ვაიმე! როგორ უხარია კუბიკები და მანქანები, ცრემლებს ძლივს ვიკავებ ხოლმე. მადლობა, ხალხო! 

დედა ველოსიპედს ატარებს, საშკა კი „აპიპინებს“!

ნათია: ადრე, ალექსანდრე მხოლოდ შორიდან უყურებდა, როგორ თამაშობდნენ სხვა ბავშვები. ახლა კი, მთელი დღე ველოსიპედზე დაჯდომას ცდილობს. თვითონ ჯერ ვერ ძრავს, მე ვატარებ, საჭეს მოვკიდებ ხელს და ვექაჩები. წივის, კივის, იცინის... ზღვა ემოციები აქვს!

ადრე საშკა მხოლოდ შორიდან უყურებდა, როგორ თამაშობდნენ სხვა ბავშვები. ახლა კი, უამრავი სათამაშო აქვს თავადაც!

- რა საყვარელი ჩასაკოცნი ლოყები აქვს! წონაშიც მომატებულია, არა?

ნათია: კი, უფლის წყალობით მოპუტკუნდა. 11 თვის ასაკში, ალექსანდრე 11 კილოგრამს იწონიდა და წონაში მატება შეწყვიტა, ძალიან ვდარდობდი ამის გამო. როგორ მეშინოდა, ღმერთო! ფონდმა გამოკვლევები დაგვიფინანსა, არ აღმოაჩნდა არავითარი სერიოზული პათოლოგია ან პრობლემა. ცუდი კვების ბრალი ყოფილა. გვითხრეს, რომ D და B ვიტამინების ნაკლებობა ჰქონდა.

როგორც კი, თქვენ დაიწყეთ მის კვებაზე ზრუნვა, მაშინვე წონასა და სიმაღლეში დაიწყო ზრდა. ახლა, ალექსანდრეს წონაა 13 კგ, სიმაღლე კი - 78 სმ. (შედარებისთვის ადრე, 70 სმ იყო მისი სიმაღლე.)

მაღაზიიდან ყოველთვე 300 ლარის პროდუქტი მომაქვს, ყველაფერი, რაც ჩემს ბიჭს სჭირდება.

შოკოლადის იოგურტისთვის დიდი კოვზი აქვს ალექსანდრეს!

- მოდით, ჩვენს მკითხველებსაც ვაჩვენოთ, თქვენი საცხოვრებელი პირობები რამდენად შეცვლილია.

გიორგი: ძველი მაცივარი ფერმის უფროსმა გვათხოვა, სადაც დროებით ვმუშაობ, დავუბრუნე. ახალი მაცივრიდან კი, საშკას საჭმელს ვეღარავინ მოიპარავს. ისე კარგად იკეტება კარი, რომ ცხვირსაც ვერ შეჰყოფს წრუწუნა. რომც შეძვრეს, მაშინვე მოკვდება, ისე ცივა და პროდუქტიც კარგად ინახება (იღიმის.)

ახალი მაცივრიდან წრუწუნები ვეღარ მოიპარავენ საშკას საჭმელს!

ნათია: პამპერსი არ მქონდა და ალექსანდრეს სველი და დასვრილი ტილოების რეცხვა მუდმივად ხელით მიწევდა. ახლა კი, პამპერსიც გვაქვს და სარეცხი მანქანაც. აღარ მრცხვენია ჩემი ხელების და აღარ ვმალავ. ადრე, სულ დასიებული და დამსკდარი მქონდა თითები (გვაჩვენებს.)

ნათია: „ადრე, ხელით ვრეცხავდი და თითებიც სულ დაწითლებული და დასივებული მქონდა. ახალი სარეცხი მანქანის დამსახურებით კი შემიძლია, ხელებიც და საკუთარი ძალებიც დავზოგო.“

აი, ეს კარტოფილის ღვეზელი დღეს გამოვაცხვე ახალ ღუმელში. უკვე სამი ცალი შეჭამა ალექსანდრემ. მკითხველებმა მომიტანეს ეს პროდუქტები: ბლომად ფქვილი, კარტოფილი, ხახვი და საფუარი. ახალი გაზქურის დახმარებით კი, ხაჭაპურს, ლობიანს და ღვეზელსაც ვაცხობ. ძველ ორკამფორიან ქურაზე კი, მხოლოდ ერთფეროვანი საჭმლის მომზადებას თუ მოვახერხებდი.

 „ახლა, უკვე იმის განწყობაც მაქვს, ღვეზელი, ლობიანი, გუფთა რომ მოვამზადო...“

ადრე, სახლში სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველაფრის სურვილი გეკარგებოდა. ტანსაცმელი იატაკზე, პარკებში გველაგა, საწოლი გატეხილი, მაცივარში კი - თაგვები... ხშირად ვნერვიულობდი და ვტიროდი კიდეც.

ძალიან მიხარია, ამდენი ახალი ნივთი რომ შეემატა ჩვენს ოჯახს, ჩემი, ალექსანდრეს და გიორგის ცხოვრება რომ შეიცვალა. ახალი კარადა და ორადგილიანი საწოლიც მახარებს... რა მაგარია! ყველანი უფრო ხშირად ვიღიმით და ვიცინით კიდეც. ეს პრობლემები რომ არა, ჩვენს ბედნიერებას არაფერი უშლიდა ხელს. ჩვენ ხომ, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ჩვენს ბიჭუნას ჩავიწვენთ ხოლმე შუაში, ახალ საწოლზე, ჩვენი უბედნიერესი საღამო ასე გამოიყურება!

მთელი ოჯახი ახალ საწოლზე ისვენებს საღამოობით

ნათია: „უფრო ხშირად ვიღიმით და ვიცინით ყველანი.“

გიორგი: „გაფრინდა, გაფრინდა!“

- წრუწუნები თუ მოიშორეთ, ნათია?

ნათია: ვაიმე, ბევრია კიდევ და ძალიან გვაწუხებენ. ვერ ვხვდები, როგორ მოვიშრო. სპეციალურ წებოს ვუსმევ ყველგან, მეუღლის უფროსმა მოგვცა.

- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს, ნათია?

ნათია: ყველას გკოცნით და გეხვევით, მადლობელი ვარ, შვილი რომ გადამირჩინეთ! ჩემი ოჯახის ბედნიერებისთვის, თქვენც ასევე გისურვებთ, სიხარული არ მოგაკლოთ ღმერთმა! ჩემს ძმაზე, ლევანზე ზრუნავთ, ღმერთს ვთხოვ, თქვენც ჯანმრთელობა რომ მოგცეთ. ბედნიერებისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს ეს ახალი წელი. ჩვენი პატარა ოჯახი გისურვებთ კეთილდღეობას! აყვავებას ვუსურვებთ მთელ საქართველოს! ძალიან გვიყვარხართ! ჩვენი უსაყვარლესი ადამიანები ხართ!

ახალი ეტლით სეირნობით გულს რომ იჯერებს, უკეთესად ეძინება საშკას.

- საუკეთესო სურვილებია, ნათია! ერთად უნდა ვეცადოთ, ჩვენი პატარა და ლამაზი ქვეყანა რომ ავაყვავოთ. აქვე გკითხავთ: ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ რაიმე პრობლემის მოგვარებაში?

ნათია: მერიაში ბინასთან დაკავშირებით განცხადება გვაქვს შეტანილი. გვეუბნებიან: „განხილვაშია“. გული მიგრძნობს, პასუხს ტყუილად ველით. ვნახოთ, რა იქნება. შეშაზე კი, ადგილობრივ გამგეობაში გვითხრეს: „განცხადების დაწერას აზრი არ აქვს, აღარ გვაქვს ასეთი პროგრამა.“ ამიტომ, შეშის მოსატანად ტყეში გვიწევდა სიარული მე და გიორგის. დატანჯულები ვიყავით ყოველდღე ძებნით და დაჭრით... და სწორედ ამ დროს, თქვენგან საჩუქრად გაზის გამათბობელი მივიღეთ!

- ნათია, კიდევ რა საკითხების მოგვარებაში გჭირდებათ დახმარება?

ნათია: თუ შეიძლება, პატარა დასაკეცი მაგიდა და რამდენიმე სკამი რომ გთხოვოთ? საწოლზე ვსხედვართ და ისე ვჭამთ ხოლმე. კიდევ, ფაფები ჩემი შვილისთვის? ასეთი გულისხმიერებისთვის უდიდეს მადლობას გიხდით!

დედიკოსთვის დადგა სერიალის ყურების დრო. ამ ოჯახის უღიმღამო ცხოვრებაში ოდნავი კომფორტი გაჩნდა - გამათბობელი და ტელევიზორი.

ამ ახალგაზრდა ოჯახს, საკუთარი ჭერი არ გააჩნია. ეს ქოხიც, კრწანისში, დროებითი თავშესაფარია, სანამ გიორგი მწყემსად მუშაობს. მაგრამ, მათი სიყვარული სიცივესა და შიმშილზე ძლიერია. მოდით, დავეხმაროთ მათ პროდუქტითა და ტანსაცმლით, რათა გადარჩნენ. რათა გადარჩეს ჩვენი გენოფონდი და აყვავდეს საქართველო!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: სელეზნიოვების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!











მსგავსი პროექტები: