პროექტის მხარდამჭერთა სია მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის!

page info icon
2023 აგვისტო 13
ეს გახლავთ ახალგაზრდა გოგონას, ნათია ტოლიაშვილის სიტყვები, მისი შვილი ალექსანდრე შიმშილისგან ტირის და ერთი წუთითაც ვერ ჩუმდება. რამდენიმე დღეა ბავშვს არაფერი უჭამია და დედა ჩაის „აჭმევს“ კუჭის მოსატყუებლად... დიახ, არ მოგჩვენებიათ: ჩაი ერთადერთი „საჭმელია“ ამ ოჯახში. და კიდევ პური, რომლსაც ნათიამ ობი მოაშორა, საშინელი შესახედავი რომ აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სუნსა და გემოს არაფერი ეშველებოდა. მაგრამ, ბავშვი მაინც ხელს არ უშვებს და გამწარებული ჭამს. ეს მისთვის ერთადერთი გემრიელობა იქნება, სანამ სოციალური შემწეობის თანხა არ ჩაირიცხება. მერე დედამისი ფაფას აჭმევს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაკარონს მოუხარშავს, შესაძლოა კომბოსტოს და მწვანილის წვნიანის მომზადებაც კი მოახერხოს. მერე კი, ისევ პური და ჩაი ექნებათ საჭმელად... დედა კი უმღერებს, რომ რამდენიმე წუთით მაინც გადაატანინოს შვილის ყურადღება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
24,265 ₾
( 1,827 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
დანელია დავით
ერთი თვის წინ
10 ₾
მარიამი ვარდოსანიძე
2 თვის წინ
1 ₾
დანელია დავით
2 თვის წინ
10 ₾
გვანცა კეღოშვილი
2 თვის წინ
1 ₾
ცინცაძე ნინო
3 თვის წინ
10 ₾
ანონიმი
3 თვის წინ
10 ₾

მსგავსი პროექტები: