ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

page info icon
2023 დეკემბერი 15
მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს! ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს - თირკმლის კიბო! ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს... მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
116,721 ₾
( 7,986 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“ 

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ოპერაცია ძალიან ძვირი ღირს და ამხელა თანხის შეგროვება პირელად მოხერხდა. რა თქმა უნდა, საკუთარ წვლილი ჩვენც შევიტანეთ. მეგობრებო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უმეტესი ნაწილის შეგროვებაში დაგვეხმარეთ! დარჩენილ თანხას უახლოეს მომავალში თუ ვერ შევაგროვებთ, ჩვენ უნდა დავფაროთ, მაგრამ გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მიზანია, თქვენი გულები გავუხსნათ უფალს და დახმარება გავუწიოთ რაც შეიძლება მეტ ბავშვს და მოხუცს! ჩვენ მარტო უბრალოდ ვერ შევძლებთ, მთელს საქართველოს რომ დავეხმაროთ! ერთად კი, ყოველთვის შევძლებთ სიკვდილის დამარცხებას! 

- შენი ყველაზე დიდი შიში რა არის?

ნიკოლოზი: ძალიან შემეშინდა, თმა რომ გამცვივდა. საავადმყოფოში უამრავ ჩემს თანატოლს ვუყურებდი. ძილის წინ ხშირად ვესაუბრებოდით ერთმანეთს. მერე კი იძინებდნენ და ვერ იღვიძებდნენ!.. საკაცით მიჰყავდათ სადღაც! არ ვიცი სად, მაგრამ ძალიან მეშინოდა! რატომ, არ ვიცი! შენ ხომ არ იცი, სად მიჰყავდათ, დეიდა?

მარიამი (6 წლის): „დათუნა სიკვდილზე რომ ლაპარაკობს, ცრემლები მომდის. მაგრამ, ღმერთი ჩემს ძამიკოს ხომ გადაარჩენს? არა?“

 ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში,  გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ,  კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს... მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

 მაგრამ ახლახან, ამ საზიზღარი კიბოს კიდევ ერთი პატარა ნაწილი მიპოვნეს ფილტვში და ძალიან მეშინია. რომ ვერ წავიდე, მოვკვდები!

 ნიკოლოზი-დათუნა: მეც ვლოცულობ ხოლმე. საქართველოში, საავადმყოფოში მასწავლეს ლოცვა. სანთელს ავანთებ ხოლმე, თვალებს ვხუჭავ და მთელი გულით ვთხოვ ღმერთს: ღმერთო, გეხვეწები, გააკეთე ისე, რომ არ მოვკვდე!

„ღმერთი აუცილებლად გაიგებს შენს ლოცვას, მთელი გულით თუ სთხოვ.“

 - ამდენი ოპერაციის მერე, როგორ გრძნობ თავს?

 ნიკოლოზ დათუნა: ცოტათი უკეთესად... უბრალოდ ხანდახან, სუსტად ვარ ხოლმე... და საწოლიდან ვერ ვდგები... ვერ ვთამაშობ, აკრძალული მაქვს ჩიპსის და ხინკლის ჭამა! იცით, რა ძნელია? მაგრამ, მთავარია, მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი! რომ აღარ გამჭრან! კიდევ... ძალიან მიყვარს ჩემი დაიკო, ის კი, ძალიან დარდობს ჩემს გამო. ვეუბნები, რომ კარგად ვარ, მაგრამ არ სჯერა. მოვა ხოლმე, ჩამეხუტება და ტირის... აღარ მოგიყვებით. სკოლაშიც კი ვერ დადის ჩემს გამო. იქ ბავშვები ხშირად ხდებიან ავად, ვინმემ რამე რომ გადასდოს, მეც გადამედება. მე ხომ, უბრალო სურდოც კი მომკლავს! ექიმებმა თქვეს ასე!

„როგორ ავუხსნა ჩემს დას, რომ ჯერ არ მოვკვდები?“

 - თუ იცი, შენთვის ავად გახდომა რატომ არ შეიძლება?

 ნიკოლოზი-დათუნა: ტონობით წამლებს ვსვამ და ამ „ქიმიებმა“ მოკლეს ჩემი იმუნიტეტი! დედიკო ამბობს ასე... ამიტომ ახლა, უბრალო გაციებასაც ვერ გადავიტან. მაგრამ ვიცი, რომ ოპერაციას თუ გამიკეთებენ და ფილტვიდან იმ ცუდ კვანძს ამომაჭრიან  - ნამდვილი ადამიანივით დავიწყებ ცხოვრებას!

„აი, რამდენი ნაკერი მადევს! ორჯერ გამიჭრეს მუცელი და ყველგან რაღაც მილები მქონდა ამოშვერილი.“

 - რას ნიშნავს, ნამდვილი ადამიანივით ცხოვრება?

 ნიკოლოზი-დათუნა: როდესაც სახლიდან გასვლის და სხვა ბავშვებთან თამაშის არ გეშინია. ისინი ყველაფერს ჭამენ, რაც უნდათ და სკოლაშიც დადიან! მეც იმდენი მეგობარი მყავს იქ!

„ადრე, მთელი დღე სირბილი და ხტუნვა შემეძლო. ახლა კი, არაფრის თავი მაქვს და სულ მეძინება. აი, ფილტვიდან იმ ცუდ კვანძს რომ ამომაჭრიან და გამოვჯანმრთელდები, სირბილით ვიჯერებ გულს...“

„მინდა, ნამდვილი ბიჭივით ვიცხოვრო და არ მეშინოდეს იმის, რომ გავცივდები და მოვკვდები.“

 მაკა (ნიკოლოზ-დათუნას დედა): ყოველთვის მოუსვენარი იყო, აქტიური და სხარტი ბავშვი. ხომ ხედავთ, ეს საშინელი დაავადებაც ვერ მოერია. ისეთი ხასიათი აქვს, ყველა ექიმი გიჟდება, აქაც და გერმანიაშიც. დიდივით ლაპარაკობს. უნდა, რომ იცოდეს, რა სჭირს და რა შეიძლება დაემართოს. ხანდახან, ისეთ შეკითხვებს მისვამს, არც ვიცი, რა ვუპასუხო. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კითხვაა: „ხომ არ მოვკვდები?“ ძალიან დარდობდა, თმა რომ გასცვივდა. თავისი ლამაზი კულულები! განიცდიდა, რაღაც ფაქტებს ერთმანეთს ადარებდა. მერე კი მეუბნება: „აი, ის გოგო, ჩემთან ერთად საავადმყოფოში რომ იწვა, თმა გასცვივდა და მალევე მოკვდა. ესე იგი, მეც ვკვდები?“ ვუთხარი, რომ ის კი არ მოკვდა, სხვა ქვეყანაში წავიდა სამკურნალოდ.

„ვოცნებობ, „გამოჯანმრთელდა“ - ეს სანატრელი სიტყვა გავიგო ერთ დღეს და აღარ მოგვიწევს არც ქიმიის, არც გადასხმების, არც სხივური თერაპიის ჩატარება.“

 - მესამე ოპერაციასთან დაკავშირებით, როგორია თქვენი მოლოდინი?

 მაკა: ეს გადარჩენის შანსია. ეს არის ჩვენი ჯანმრთელი ცხოვრების ბილეთი. ერთადერთი შანსია კიბოს დამარცხებისა და სიცოცხლის გაგრძელების. რომ შეიძლებოდეს, საკუთარ სიცოცხლეს დავთმობდი საჭირო თანხის სანაცვლოდ! ახლა, ისე ახლოს ვართ გამარჯვებასთან და უსახსროდ დავრჩით. ყველაფერი გავყიდეთ, ყველას ვესესხეთ, ჩვენს ირგვლივ ყველას, ვისაც კი ვიცნობდით დახმარება ვთხოვეთ. ახლა, მხოლოდ უცხო ადამიანების იმედად დავრჩით! ვოცნებობ, „გამოჯანმრთელდა“ - ეს სანატრელი სიტყვა გავიგო ერთ დღესაც და აღარ მოგვიწიოს არც ქიმიის, არც გადასხმების, არც სხივური თერაპიის ჩატარება.

 პატარა დათუნას, ამდენი განსაცდელის მიუხედავად, მაინც უბრწყინავს ლამაზი თვალები. სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს გადაფურცლა ყველაზე საშინელი თავი მის ცხოვრებაში, კიბო დაბრუნდა, რათა მისი გამძლეობა კვლავ გამოსცადოს. სასოწარკვეთილია დათუნას ოჯახი, მაგრამ ახლა, მათ გულებში გაჩნდა იმედის ნაპერწკალი.

 მეგობრებო, მოდით დავეხმაროთ დათუნას, მისი გამარჯვებით რომ დასრულდეს კიბოსთან ბრძოლა. ბევრი რამ გადალახა და ახლა, ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობა, მისთვის მიზანთან მიახლოებას ნიშნავს - მესამე ოპერაციასთან, რომელსაც შეუძლია ღიმილი და ბავშვური სილაღე დაუბრუნოს ამ ბიჭუნას.

 გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და ამ მიმართვის გავრცელებაში დაგვეხმაროთ. სიმსივნე რომ დაამარცხოს და სიცოცხლე გააგრძელოს, ჩვენი თანადგომა სჭირდება დათუნას. მოდით, ერთად მოვახდინოთ ეს სასწაული და მომავლის შანსი ვაჩუქოთ მას.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, დიღმის მასივი, მე-2 კვარტალი, კორპუსი 17, ბინა 8. 

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ნიკოლოზ ვარდოსანიძე)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!



ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: