დედამ თავისი ულამაზესი გოგონა მიწაში ჩადო. ახლა კი, ეს საშინელი დაავადება, ეპილეფსია მის ბიჭუნასაც კლავს. შვილის გადარჩენაში დავეხმაროთ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედამ თავისი ულამაზესი გოგონა მიწაში ჩადო. ახლა კი, ეს საშინელი დაავადება, ეპილეფსია მის ბიჭუნასაც კლავს. შვილის გადარჩენაში დავეხმაროთ!

page info icon
2022 ოქტომბერი 21
page info icon
20407
„უკვე ვიცი, რა ელის ჩემს შვილს, მაგრამ ვერაფრით ვეგუები. უმოქმედოდ როგორ დავჯდე და ვუყურო, როგორ ჩამაკვდება ხელებში ჩემი ბიჭუნა?“ - ახალგაზრდა დედის, ნესტანის, ეს შემზარავი სიტყვები გულს აპობს. ნახევარი წლის წინ, თავისი გოგონა დაასაფლავა, რომელიც შეტევებით იტანჯებოდა და თვალსა და ხელს შუა ილეოდა. საბრალო ნესტანი 2019 წლიდან ცხოვრობს საავადმყოფოში, მუდამ რეანიმაციის ან პალატის კართან ზის.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
36,397 ₾
( 3,015 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

დედამ თავისი ულამაზესი გოგონა მიწაში ჩადო. ახლა კი, ეს საშინელი დაავადება, ეპილეფსია მის ბიჭუნასაც კლავს. შვილის გადარჩენაში დავეხმაროთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

     
  „უკვე ვიცი, რა ელის ჩემს შვილს, მაგრამ ვერაფრით ვეგუები. უმოქმედოდ როგორ დავჯდე და ვუყურო, როგორ ჩამაკვდება ხელებში ჩემი ბიჭუნა?“ - ახალგაზრდა დედის, ნესტანის, ეს შემზარავი სიტყვები გულს აპობს. ნახევარი წლის წინ, თავისი გოგონა დაასაფლავა, რომელიც შეტევებით იტანჯებოდა და თვალსა და ხელს შუა ილეოდა. საბრალო ნესტანი 2019 წლიდან ცხოვრობს საავადმყოფოში, მუდამ რეანიმაციის ან პალატის კართან ზის. ჩვენმა ფონდა გამოაქვეყნა სესილის ისტორია, (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/439-bolkvadze/description/) რომელსაც მთელი საქართველოს გამოეხმაურება მოჰყვა. ბოლო წლების განმავლობაში მხარში ვედექით პატარა ანგელოზს, ვცდილობდით შეგვემსუბუქებინა გოგონას და მისი ოჯახის წევრების ტანჯვა. და როდესაც ბოლქვაძეების ოჯახში გაჩნდა მეორე ჯანმრთელი ბავშვი, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
„შვილო, შენთვის სიცოცხლეს დავთმობ“
         მაგრამ, ოჯახის ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა! გაბრიელს ნახევარი წელი რომ შეუსრულდა, პირველად დაემართა ეპილეფსიის შეტევა! ღმერთო, ეს იყო საშინელება! ნამდვილი კოშმარი! „ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა!“ - ნესტანი ხატების წინ მუხლებზე დაეცა და ღმერთს ევედრებოდა ბიჭისთვის აერიდებინა მისი დის ხვედრი!
         - ნესტან, ჩვენ, ფონდის ყველა თანამშრომელი და მთელი საქართველო, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. განაწამები სესილი ახლა უფალთან არის, ანგელოზივით.
         ნესტანი: მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ჩემი ტანჯული სასილისთვის! ამას არასდროს დავივიწყებთ! ახლაც ამიტომ მოგმართეთ! ამ ჯოჯოხეთს უკვე მეორედ გავდივართ! რისთვის ისჯებიან ჩემი საბრალო შვილები?
„მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია... ისუნთქე პატარავ, ნუ ატკენ დედიკოს გულს“
          - როდესაც შეიტყვეთ, რომ პატარა გეყოლებოდათ, აზრად თუ მოგსვლიათ, რომ მეორე შვილსაც შეიძლება იგივე ბედი ეწიოს?
         ნესტანი: ვერც კი წარმომედგინა! ბედნიერი ვიყავი! მეუღლეც ბედნიერი იყო! გვეგონა, რომ ამხელა ტანჯვის მერე, უფალი  ბედნიერებას გვაჩუქებდა. ორსულობამ და მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა. პირველმა დღეებმა, თვეებმა... 
         - როდის შეამჩნიეთ დაავადების პირველი ნიშნები?
         ნესტანი: გაბრიელი 7 სექტემბერს გაჩნდა. შეტევა კი,  თებერვალში დაემართა პირველად. ღმერთო! რა კოშმარი იყო! მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ და საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. ჩაუტარდა ყველა ანალიზი - გვითხრეს, რომ ბავშვს უნდა დავაკვირდეთ, რამდენად ხშირად განმეორდება შეტევები. როდესაც ქრონიკული ხასიათი მიიღო, დაუსვეს დიაგნოზი - ეპილეფსია. მედიკამენტები დაუნიშნეს, მაგრამ მკურნალობამ დადებითი შედეგი ვერ გამოიღო. გაბრიელის მდგომარეობა დამძიმდა. თანხა ვისესხეთ და ჩვენი ბიჭი თურქეთში წავიყვანეთ. 3 თვე იქ გავატარეთ. დაუსვეს დიაგნოზი - ჰიდროცეფალია, გამოუწერეს წამლები და მოხდა სასწაული, უკეთესობისკენ შეიცვალა გაბრიელის მდგომარეობა, რაღაც ბგერებსაც კი წარმოთქვამდა, დედას მეძახდა... მაგრამ, თურმე ნამდვილი განსაცდელი აქ დაბრუნებისას მელოდა...
„ტირილის თავიც კი არ აქვს... კნუტივით კნავის“
       - ალბათ, სესილის გულისხმობთ?
       ნესტანი: დიახ! მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, ექიმები უარესისთვის მამზადებდნენ. 5 მაისს დაგვტოვა ჩემმა გოგონამ. მოკვდა, სუნთქვა შეწყვიტა. თან წაიღო ჩემი სული და გული. ვერც დავიტირე. მთელი ყურადღება გაბრიელზე მქონდა გადატანილი. 26 მაისს, როდესაც ჩემი ანგელოზი ჯერ არც გაციებულა, გაბრიელს იმისთანა შეტევები დაეწყო, რომ ყველაზე ძლიერი პრეპარატებიც ვერაფერს შველიდა. 3 თვე კომაში იყო. თავში სითხე დაუგროვდა. ოპერაციის გაკეთება არ გვირჩიეს, გვითხრეს, რომ ვერ გადაიტანდა.
„ამქვეყნად მხოლოდ შენთვის ვცოცხლობ, ჩემო გაბრიელ“
         -  პალატაში გადაგიყვანეს, ხომ არ იცით, როდის უნდა გაგწერონ?
        ნესტანი: ღმერთის წყალობით, კეთილი ქართველების ლოცვითა და ექიმების ძალისხმევით ჩემმა ბიჭმა თვალები გაახილა. 26 მაისიდან საავადმყოფოში ვცხოვრობთ. 3 თვე კომაში იწვა, ზონდით იკვებებოდა. ახლა, პალატაში გადაიყვანეს, მაგრამ არასტაბილურია მისი მდგომარეობა. შეტევები შეიძლება ნებისმიერ წამს განახლდეს. ამიტომ, ჯერჯერობით, სახლში დაბრუნებაზე ზედმეტია ლაპარაკიც.
         - ალბათ, უამრავი მედიკამენტი გაქვთ შესაძენი, როგორ ახერხებთ?
         ნესტანი: არ თქვათ! ჩვენი შემოსავალია გაბრიელის პენსია - 275 ლარი და სოციალური დახმარება - 150 ლარი. მედიკამენტების საყიდლად გვყოფნის, საკვებისთვის კი - არა. ამიტომ, ისევ თქვენ მოგმართეთ დახმარებისთვის. სესილისთვის ძალიან დამეხმარეთ, მჯერა, რომ გაბრიელისთვისაც ამომიდგებით მხარში. შეიძლება, ვუთხრა რამდენიმე სიტყვა იმ დედებს, ვინც იბრძვის შვილების სიცოცხლისთვის?
       - რა თქმა უნდა, თქვენი სიტყვები მათ ძალიან დაეხმარება!
       ნესტანი: 34 წლის ვარ, ახლახან დავასაფლავე ჩემი ულამაზესი გოგონა, სესილი, რომელიც თითქმის დაბადებიდან ავად იყო. ჩვენ ყველანი, მთელი საქართველო ვიბრძოდით მისი სიცოცხლისთვის. უამრავი საშინელი დღის გადატანა მოგვიხდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია და მუდამ ვწირავდი მადლობას უფალს, ჩემი შვილის გვერდით გატარებული ყოველი წამისთვის. დედებო! ძლიერები უნდა იყოთ, უნდა იბრძოლოთ თქვენი შვილების სიცოცხლისთვის! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შვილების გამო ყველანაირი სირთულის დაძლევა! სულ ეს არის! ჯანმრთელობას გისურვებთ, თავს გაუფრთხილდით!
* * *
         სადღაც გაქრა ყველა სიტყვა... გრძნობები გაუფერულდა... ყველა საზრუნავმა დაკარგა მნიშვნელობა... აი, ნამდვილი გასაჭირი, ნამდვილი ტრაგედია. დედამ თავისი გოგონა დაასაფლავა, ახლა კი, მის ბიჭს კლავს იგივე დაავადება! ადამიანებო! მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ! ნესტანს სჭირდება მხოლოდ პამპერსი, სპეციალური საკვები და მედიკამენტები ბავშვისთვის! 
        ნესტანის ტელეფონის ნომერს ნებისმიერ მსურველს გავუზიარებთ.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გაბრიელ ბოლქვაძე)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ თქვენს მიერ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: