არ არსებობს დედისთვის იმაზე დიდი განსაცდელი ვიდრე უყურებდეს შვილის ტანჯვას. ლაზარე თანდაყოლილი ხერხემლის ანომალიით და სქოლიოზით დაიბადა. ასევე მას არ აქვს სამი ნეკნი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

არ არსებობს დედისთვის იმაზე დიდი განსაცდელი ვიდრე უყურებდეს შვილის ტანჯვას. ლაზარე თანდაყოლილი ხერხემლის ანომალიით და სქოლიოზით დაიბადა. ასევე მას არ აქვს სამი ნეკნი

page info icon
2023 ივლის 18
არის მწუხარება! არის დიდი მწუხარება!! და ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი დიდი უბედურება დაგატყდება, რომ ცხოვრება აუტანელი ხდება! და ყველაზე დიდი ტკივილი ამქვეყნად არის ყოველწამს საყვარელი შვილის ტანჯვის ყურება და განცდა!!! უმშვენიერესი ლაზარე დაიბადა ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიით, სქოლიოზით და სამი ნეკნის გარეშე. მეგობრებო, წინ უფლის სასწაული გველოდება - ოპერაცია, რომლისთვისაც თანხას ვაგროვებთ, 100% დადებით შედეგს იძლევა! კიდევ ერთი თვე და ჩვენ ვიხილავთ სრულიად გამოჯანმრთელებულ ჯდა მხიარულ ბიჭუნა ლაზარეს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
32,955 ₾
( 2,934 დონორი )
დასრულებულია

არ არსებობს დედისთვის იმაზე დიდი განსაცდელი ვიდრე უყურებდეს შვილის ტანჯვას. ლაზარე თანდაყოლილი ხერხემლის ანომალიით და სქოლიოზით დაიბადა. ასევე მას არ აქვს სამი ნეკნი

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

აი ასეთ მდგომარეობაშია ლაზარეს ხერხემალი, თუ მას ოპერაცია სასწრაფოდ არ ჩაუტარდება, მერე გვიანი იქნება

 ლაზარეს დედა, ნუნუ 26 წლისაა, მას უამრავი ტრაგედიის გადატანა მოუწია - მშობლები მის თვალწინ დაიღუპნენ: მამა ინსულტმა შეიწირა, დედა კი - უზომო დარდმა. ვერაგი და დაუნდობელი აღმოჩნდა, მისი გამძლეობის გამოცდა კვლავ გადაწყვიტა.

 მისი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე მეუღლე გარდაიცვალა. მამაკაცი, რომელიც სიგიჟემდე, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ბედნიერი მომავლის უკანასკნელი იმედიც გაქრა.

 ნუნუ უფსკრულის პირას აღმოჩნდა და მძიმედ დაავადებული შვილი, მისი ერთადერთი საყრდენი გახდა. ქალი ტირის, მაგრამ არ ნებდება. იბრძვის იმიტომ, რომ იცის, მის შვილს ძალიან სჭირდება მისი სიმტკიცე და თანადგომა.

 - ნუნუ, გვიამბეთ, თქვენი შვილი, ლაზარე როგორ იტანჯება.

 ნუნუ: ლაზარეს აქვს ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგია და აკლია სამი ნეკნი. მისი ხერხემალი არასწორად ვითარდება და უამრავი ფიზიკური და ემოციური პრობლემა სტანჯავს. მისი მარცხენა ფეხი სამი სანტიმეტრით მოკლეა მარჯვენაზე და მგრძნობელობაც დაქვეითებული აქვს. მუდმივად ითმენს ტკივილებს და გადაადგილების უნარიც შეზღუდული აქვს. ყოველი დღე ბრძოლის ველია მისთვის. ძალიან აქტიური ბიჭია, ძალიან მხიარული და ჩემს ცრემლებს რომ ხედავს, სულ მეუბნება ხოლმე: „დედა, ნუ ტირი, ყველაფერს გავუძლებთ.“

„დედა, ნუ ტირი, მე ხომ, შენს გვერდით ვარ!“

 - რაზე ოცნებობს ლაზარე მიუხედავად თავისი პრობლემებისა?

 ნუნუ: ლაზარე მამაცი ბიჭია და დიდი ოცნებებიც აქვს. უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს და დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც ასევე იტანჯებიან ტკივილით. ოცნებობს იმაზე, რომ ჰქონდეს თამაშითა და მხიარულებით აღსავსე ბავშვობა. უნდა, იხტუნოს და ირბინოს სხვა ბავშვებთან ერთად. მისი ყველაზე დიდი ოცნება კი, არის ველოსიპედი. იცის, რომ ახლა ვერ ატარებს, მაგრამ თავს იმშვიდებს: „არა უშავს, ლაზარე, ოპერაციის შემდეგ, ველოსიპედით სეირნობას შენც შეძლებ. უფალი დაგეხმარება.“

„ზოგჯერ სუნთქვა მიჭირს და ცრემლებს ვერ ვიკავებ“

 - რა ადგილი უჭირავს სარწმუნოებას თქვენს ცხოვრებაში?

 ნუნუ: უფლის რწმენაა ჩვენი ოჯახის სიმდიდრე. მჯერა, უფლის ნებაა, რომ უნდა გავიაროთ ეს გზა და გავუძლოთ ყველაფერს. როდესაც ყველაფერი უიმედოდ გეჩვენება, ლოცვა და რწმენა გაძლევს ძალას და იმედს. ვიცით, რომ უფალი არასდროს მიგვატოვებს. ეს ბავშვობიდან ვიცი და ჩემს შვილსაც ვასწავლი. როდესაც ერთი მეორის მიყოლებით დავკარგე მშობლები, სწორედ უფლის რწმენა დამეხმარა ამ ტრაგედიის გადატანაში. როდესაც სამი წლის წინ, მეუღლე დამეღუპა, არ მეგონა, რომ შევძლებდი ცხოვრების გაგრძელებას.

„ძლიერი და მამაცი ბიჭი ვარ, უფალი დამეხმარება!“

 - ლაზარეს მომავალთან დაკავშირებით, რა გაშინებთ ყველაზე მეტად?

 ნუნუ: ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ ლაზარე მარტო არ დარჩეს ამ სასტიკ ბრძოლაში. გამოცდილი მაქვს ობლობის ტკივილი და არ მინდა, ჩემი შვილიც ობლად რომ დავტოვო. ამიტომ, მეუღლის დაკარგვის შემდეგ, ხელში ავიყვანე საკუთარი თავი, პირობა მივეცი ღმერთს, რომ ძლიერი ვიქნები და ჩემი შვილისთვის ვიცოცხლებ. მეშინია იმის, რომ საჭირო თანხა ვერ მოვაგროვო. არ მინდა, ჩემმა შვილმა თავი მიტოვებულად და დაჩაგრულად რომ იგრძნოს. მისთვის ვცოცხლობ, ჩემი მიზანია, მისთვის სიხარულით და წარმატებით აღსავსე მომავლის შექმნა.

 - ყოველდღიურ სირთულეებთან და ემოციურ დატვირთვასთან გამკლავებას როგორ ახერხებთ?

 ნუნუ: ყოველდღე ახლიდან ვიწყებთ ბრძოლას, ყველა სირთულესთან გამკლავებაში ლაზარეს სიყვარული მეხმარება. ვიცი, მისთვის უნდა ვიყო ძლიერი, რათა მუდამ გრძნობდეს, რომ უყვართ და უსაფრთხოდ არის. ხომ იცით, რა სასტიკია ეს სამყარო, არაერთხელ გახდა დაცინვის მსხვერპლი თავისი ფიზიკური ნაკლოვანების გამო. ყოველდღიურად სჭირდება იმის გამეორება, რომ ძლიერია, რომ შეუძლია ყველას საკადრისი პასუხი გასცეს. 

„ოპერაციის შემდეგ, ასეთი მოღრეცილი კი არა, ნამდვილი, ჯანმრთელი ბიჭი ვიქნები!“

 - თქვენი საარსებო წყარო რა არის?

 ნუნუ: ნამდვილად დიდი განსაცდელია ფინანსურ სირთულეებთან გამკლავება. ჩემი ხელფასი და სოციალური შემწეობის თანხა ლაზარეს ძირითად საჭირობებზეც კი არ გვყოფნის. ყველა უფასო პროგრამით ვსარგებლობთ, რასაც გვთავაზობს სახელმწიფო. მასაჟი, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ექიმების კონსულტაცია... მაგრამ, ჩვენი მთავარი მიზანია, თურქეთში ოპერაციის გაკეთება. საქართველოში ასეთი ოპერაციები არ კეთდება. ლაზარეს სჭირდება ზურგში პლატინის კონსტრუქციის ჩადგმა, ნორმალურად რომ განვითარდეს. ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მცირედი დახმარებაც, გვაახლოებს ამ მიზანთან და მჯერა, რომ ყველაზე საჭირო მომენტში უფალი დაგვეხმარება. უკვე მოვახერხე 27 000 დოლარის შეგროვება და კიდევ 8 700 დოლარი გვჭირდება.

„დედიკო მეუბნება, რომ კიდევ ბევრი ფული გვჭრდება, რომ აღარაფერი მტკიოდეს. მითხრა, რომ დაგვეხმარებიან კეთილი ადამიანები და ღმერთი!“

 - როგორ ფიქრობთ, ღმერთმა ეს განსაცდელი სწორედ თქვენს შვილს, ლაზარეს რატომ გამოუგზავნა?

 ნუნუ: მჯერა, რომ ღმერთმა ლაზარე იმიტომ აარჩია, რომ იცის, რამხელა ძალა და სიყვარულია ჩემს გულში, რომ შევძლებ გამკლავებას ამ ყველაფერთან. უფალი ხედავს, ჩემი შვილისთვის როგორ ვიბრძვი და ვცდილობ, უკეთესი მომვალი შევუქმნა მას. ლაზარე მაჩუქა, უფრო ძლიერი, მოსიყვარულე და მტკიცე რომ გავხდე.

„ზოგჯერ ისე მტკივა ძვლები, რომ ადგილს ვერ ვპოულობ“

 - თქვენს ოცნებებში, როგორი წარმოგიდგენიათ ლაზარეს მომავალი ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ?

 ნუნუ: ჩემი ოცნებაა, ბედნიერსა და ტკივილისგან განთავისუფლებულს ვხედავდე ჩემს შვილს. მინდა, თამაში, სირბილი და ველოსიპედით სეირნობა რომ შეძლოს. ჩემი ოცნებაა, ექიმი გახდს და დაეხმაროს იმ ბავშვებს, ვისაც ტკივილისა და ტანჯვის ატანა უწევს. მინდა, ჰქონდეს ნათელი მომავალი და შეძლოს თავის ოცნებების განხორციელება.

„ოპერაციის მერე, ბევრი უნდა ვივარჯიშო. ყველაზე ძლიერი გავხდები და ვეღარავინ მაწყენინებს.“

 - თქვენ ახსენეთ დაცინვა თანატოლების მხრიდან, კიდევ რა სირთულეებთან და ტკივილთან გამკლავება უხდება ლაზარეს თავისი მდგომარების გამო?

 ნუნუ: სქოლიოზისა და ხერხემლის გამრუდების გამო, ლაზარეს ტკივილისა და დისკომფოტის მოთმენა მუდმივად უწევს. ყოველდღიურად უნდა ატაროს კორსეტი, რომელიც იჭერს მის ზურგს. მისი ხერხემალი არასწორად ვითარდება, რის გამოც, მატულობს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ფეხებზე დატვირთვა და მგრძნობელობის დაქვეითება. ვეუბნები, რომ უფალი არ მიგვატოვებს და მის ნებას უნდა მივენდოთ. რწმენითა და იმედით ვუყურებთ მომავალს და გვჯერა, რომ წინ ბედნიერება და მრავალი შესაძლებლობა გველის. ლაზარესაც ვასწავლი იმას, რომ ყველაზე რთულ დროსაც კი, უნდა შევინარჩუნოთ რწმენა და უკეთესი მომავლის იმედი.

 „ამ საზიზღარ კორსეტს რომ მოვიშორებ, ველოსიპედით სეირნობასაც შევძლებ.“

 - ოპერაციისა და გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორ ხედავს თავის მომავალს ლაზარე?

 ნუნუ: ლაზარეს ოცნებაა ჯანმრთელი იყოს და ტკივილისგან განთავისუფლდეს. მასაც, სხვა ბავშვებთან ერთად სირბილი, ველოსიპედით სეირნობა და სპორტულ შეჯიბრებში მონაწილეობის მიღება უნდა. მისი ოცნებაა, სკოლაში იაროს და საუკეთესო მოსწავლე გახდეს.

 - ადამიანების მხრიდან რა სახის დახმარებას ელით, ლაზარეს ოპერაცია და რეაბილიტაცია რომ ჩაუტარდეს?

 ნუნუ: დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს ამბავს, დაგვიდგებიან მხარში. ძალიან გვჭირდება ფინანსური დახმარება, რათა თურქეთში ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვა შევძლოთ. ასევე, სულიერი მახრდაჭერა, თბილი სიტყვები და ლოცვით შეწევნა მჭირდება ძალიან.

„ნუნუ მზად არის მთები გადადგას შვილის გამო!“

 - რას ეტყოდით ყველა იმ ადამიანს ვისაც შექმნილ ვითარებაში თქვენი დახმარება შეუძლია?

 ნუნუ: მინდა, წინასწარ გადავუხადო უდიდესი მადლობა ყველას, ვინც შეძლებს ჩვენს დახმარებას. თქვენი სიკეთე და შემოწირულობა დაგვხემარება იმაში, რომ რეალობად იქცეს ჩვენი ოცნება ლაზარეს ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალზე.

 მეგობრებო, მოდით გავიხსენოთ, როგორ აღადგინა მკვდრეთით იესომ ლაზარე. სწორედ ეს არის მაგალითი რწმენის და იმის, რომ შეუძლებელი არაფერია. დღეს გამოწვევის წინაშე ვდგავართ და 6 წლის ბიჭუნა უნდა გადავარჩინოთ, რომელსაც ასევე ლაზარე ჰქვია. ჩვენ შეგვიძლია, იმედის და სიკეთის სხივები გავხდეთ ამ ბავშვისა და მისი დედიკოს ცხოვრებაში. შეგვიძლია, ისინი ამ ტკივილისა და ტანჯვის წყვდიადიდან გამოვიყვანოთ. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და სიკეთით, შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას. მათ იმედებსა და ლოცვებს პასუხი ჩვენ უნდა გავცეთ.

 გვჯერა, რომ ლაზარეს ნამდვილად აქვს უფლება, ჯანმრთელი იყოს და ბედნიერი. ნამდვილად შეგვწევს იმის ძალა და რწმენა, ყოველგვარი დაბრკოლება რომ გადავლახოთ, ბედნიერება და იმედი რომ ვაჩუქოთ ლაზარეს.

 თუ გსურთ, მოინახულოთ ეს ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ბათუმი, ქათამაძის ქ. №44. ბინა 32

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ლაზარე ჯიბლაძე)

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!




მსგავსი პროექტები: