არ არსებობს დედისთვის იმაზე დიდი განსაცდელი ვიდრე უყურებდეს შვილის ტანჯვას. ლაზარე თანდაყოლილი ხერხემლის ანომალიით და სქოლიოზით დაიბადა. ასევე მას არ აქვს სამი ნეკნი
თქვენ ნორმალური ცხოვრება აჩუქეთ ჩემს შვილს! ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ და თქვენს წინაშე ქედს ვიხრი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ნუნუ: „თქვენ სასწაული მაჩუქეთ - განკურნეთ ჩემი ბიჭი.!“
ჩვენი ლაზარე წავიდა პირველ კლასში! წავიდა სწორი ზურგით და მხრებში გამართული! ბედნიერი ღიმილით და ძალიან კმაყოფილი. და ეს, შესაძლებელი გახდა ორი ათასზე მეტი ჩვენი ქველმოქმედის დამსახურებით, ძვირადღირებული ოპერაციის საფასური სწორედ მათ გადაიხადეს. ლაზარესთვის ხომ, სწორი ზურგის ქონა ჩვეულებრივი ამბავი სულაც არ არის. მას ჰქონდა ხერხემლის თანდაყოლილი ანომალია, სამი ნეკნი აკლდა, სიარულის დროს ძალიან კოჭლობდა და ტკივილებით იტანჯებოდა.
შეხედეთ, ხალხო, რამხელა სასწაული მოახდინეთ უფლის წინაშე! ის არცერთ თქვენგანს ასეთ დახმარებას არ დაგივიწყებთ! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.
ოპერაციამდე, ზიგზაგისებური იყო ლაზარეს ხერხემალი!
ხერხემლის გამრუდების გამო, ლაზარე საშინლად კოჭლობდა და ტკივილებით იტანჯებოდა
ლაზარე საოპერაციოდან რომ გამოიყვანეს, სიხარულისგან და გაოცებისგან მეტყველების უნარი დავკარგე, - ამბობს მისი დედიკო, ნუნუ. - სიმაღლეში აშკარად მოიმატა. საოცარი ცვლილებაა! მხოლოდ იმ მომენტში გავაცნობიერე, თქვენი წყალობით, რამხელა ნაბიჯი გადაგვდგით განკურნებისკენ!
- ლაზარე, ოპერაციაზე რომ მიდიოდი, არ გეშინოდა?
ლაზარე (6 წლის): მეშინოდა. იქ, სადაც ოპერაციის გასაკეთებლად შემიყვანეს, დედიკო არ შემოუშვეს.
ნუნუ (დედა): დედა დერეფანში იდგა და კარებს არ აშორებდა თვალს, რომ არ გამორჩენოდა მომენტი, როდესაც მის თავზე ნათურა აინთებოდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ოპერაცია დასრულდა. ექვს-ნახევარი საათი ვუყურებდი. ძალიან ხანგრძლივი და რთული ოპერაცია იყო. ლაზარეს ოპერაცია ჩაუტარდა თურქეთში, მერსინში.
- შენ რა დაგამახსოვრდა კლინიკაში ყოფნის დროს, ლაზარე?
ლაზარე: ექიმმა ძიამ (მუსტაფა ჰქვია) ვისიც თავიდან მეშინოდა, სონიკიანი ტორტი მაჩუქა იმისთვის, რომ ასეთი ყოჩაღი ვარ!
- სონიკი ვინ არის?
ლაზარე: ინოპლანეტელი ზღარბი მულტფილმიდან. დედიკოს ვთხოვე ასეთი ტორტი, ექიმმა კი გაიგო, რომ მინდოდა.
- სკოლა როგორ მოგწონს?
ლაზარე: ჭადრაკი მომწონს. კიდევ ის მომწონს, რომ ყოველთვის პირველი მივდივარ, მასწავლებელთან ხელჩაკიდებული.
ნუნუ: სკოლაში იციან ლაზარეს მდგომარეობის შესახებ და კლასის დამრიგებელს მისი ჩანთა ყოველდღე დააქვს თავისი ხელით. ლაზარეს კიდევ ერთი მასწავლებელი ჰყავს, ცალკე, იმ შემთხვევისთვის, გადაადგილებაში დახმარება თუ დასჭირდა.
ფონდისგან სხვადასხვანაირი სასკოლო ნივთებიც გადაეცა საჩუქრად.
კიდევ, ეს გემი და სათამაშო ჯიპი იმისთვის, რომ ლაზარე ყოჩაღად იქცეოდა! განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საჩუქრებს, ის ხომ, ვაჟკაცურად გაუმკლავდა ამდენ სირთულეს!
- ახალი მეგობრები თუ შეიძინე, ლაზარე?
ლაზარე: გოგონას დავუმეგობრდი, ქეთის.
- კარგი გოგოა, ლამაზი?
ლაზარე: მშვიდია და არ ცელქობს. ხედავ, კორსეტი მაცვია. ჩემთვის ბევრი სირბილი და ხტუნვა არ შეიძლება. არ მინდა, ცელქი მეგობარი რომ მყავდეს.
ნუნუ (იცინის.): ვაიმე, ოპერაციის მერე ისე უფრთხილდება საკუთარ თავს. იცის, რომ სიფრთხილე მართებს. საერთოდაც, ძალიან შეგნებული ბიჭი მყავს. კიდევ 6 თვის განმავლობაში უნდა ატაროს კორსეტი. სწრაფ მოძრაობებს და ზედმეტ აქტიურობას უნდა მოერიდოს. დანარჩენს რაც შეეხება, მშვენივრად არის, აშკარად ეტყობა ცვლილებები: როგორც ადრე, ისე აღარ იხრება სიარულის დროს, უფრო დიდხანს შეუძლია ფეხზე დგომა, აღარ აწუხებს ტკივილები, როდესაც თამაშობს ან აკეთებს რამეს.
ნუნუ: „ახლა, თქვენი დამსახურებით, ლაზარეს შეუძლია ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება!“
- რა გაკეთდა ამ დიდი ოპერაციის დროს?
ნუნუ: ხერხემალი გამაგრდა თვითმჭრელებით და ახლა, შესაძლებელი გახდა მისი ნელ-ნელა გასწორება. ეს იყო მთავარი ოპერაცია. მომავალში, კიდევ კორექცია გველის. სავარაუდოდ, ზამთარში უდა გაკეთდეს შემდეგი ოპერაცია, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. იმდენად რთული არ არის, ნახევარი საათი ან ერთი საათი დასჭირდება.
თებერვალში, ისევ უნდა წავიდეთ თურქეთის კლინიკაში და ექიმი გვეტყვის, რამდენი გრადუსით გასწორდა ხერხემალი. ახლა, ჯერ ადრეა ტომოგრაფიის გადაღება.
ლაზარე გვაჩვენებს, როგორი სწორი ზურგი აქვს ახლა. ისიც გამარჯვებულია ისევე, როგორც მისი კუმირი კვარაცხელია.
ოპერაცია რომ არ გაკეთებულიყო, სქოლიოზის გამო, ყოველდღიურად უარესდებოდა მდგომარეობა: გული, ფილტვები, ყველა შინაგანი ორგანო ზიანდებოდა. იმის გამო, რომ ხერხემალი დამოკლებული იყო, მარცხენა ფეხიც მარჯვენაზე სამი სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა და აწეული. ოპერაციის დროს, ექიმმა ეს პრობლემაც მოაგვარა. შეადარეთ ლაზარეს ფეხების სიგრძე: სხვაობა იმდენად თვალში საცემი აღარ არის, მარცხენა ფეხი ცოტათი დაგრძელდა. კიდევ ერთ რამეს ვამჩნევ, ოპერაციის შემდეგ, ლაზარეს ძალიან კარგი მადა აქვს. ალბათ, კუჭსაც აღარაფერი აწვება და განთავისუფლდა.
- პატარა ღიპიც კი დაეტყო.
ნუნუ: ეს არ სჭირდება, კვება უნდა შევზღუდო, ცოტა.
- ნუნუ რას ნიშნავს თქვენთვის ჩვენი მკითხველების დახმარება და თანადგომა?
ნუნუ: ხვალ, 27 წლის ვხდები. შემიძლია ხელი დავიდო გულზე და გულწრფელად გითხრათ: ამხელა, უანგარო დახმარება, მზრუნველობა და ყურადღება, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მქონდა ნანახი. თქვენ სასწაული მაჩუქეთ - განკურნეთ ჩემი ბიჭი. დღემდე ეიფორიაში ვარ და შოკში, არ მჯერა, რომ ყველაფერი გამოვიდა, რომ სრულიად უცხო ადამიანებმა შეაგროვეს თანხა, რომელიც გვაკლდებოდა - 9 000 დოლარი.
სახსოვრად მაქვს შენახული, ფონდის ვებ-გვერდზე პირველი ჩარიცხვის სქრინი. ის 1 ლარი, ჩემთვის, მილიონის ტოლფასი იყო. იმ ერთი ლარით დაიწყო ჩვენი ახალი ცხოვრების ათვლა, ასეა, ასე! ცხოვრება, რომელშიც არ მიწევს შიშით იმაზე ფიქრი, თუ რა მომავალი ელის ჩემს შვილს. მჯერა, რომ თქვენი დამსახურებით, ლაზარეს მიეცა შესაძლებლობა ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს.
დღემდე ემოციები მავსებს და მადლობის სათქმელად შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ! ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს! ბედნიერი და წარმატებული მომავალი გქონოდეთ ყველას, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!
ქედს ვიხრი თქვენსა და იმ თურქი ექიმის წინაშე, ვინც ოპერაცია გაუკეთა ლაზარეს. ჩემი შვილი ჯერ პატარაა და ვერ აცნობიერებს ბევრ რამეს. მაგრამ მე ვუამბე, რომ მასზე იზრუნა ათასობით უცნობმა გმირმა. ჩემი ლაზარეს უცნობი გმირები, ასე გეძახით.
- ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ რამით ოპერაციისთვის სახსრების შეგროვებაში?
ნუნუ: გამგეობაც, მერიაც და ჯანდაცვის სამინისტროც დამეხმარა, მაგრამ მაინც, შესაგროვებელი რჩებოდა უზარმაზარი თანხა - 9 000 დოლარი. ყველანაირი შესაძლებლობა ამოვწურე და მაშინ, როდესაც უკვე იმედიც გადამეწურა, თქვენ გიპოვეთ. ეს სასწაულია!
- ამჟამად რა სახის დახმარება გჭირდებათ, ნუნუ?
ნუნუ: ლაზარეს არ სჭირდება არავითარი მედიკამენტების მიღება, თებერვლამდე თავისუფალია ყველანაირი კვლევისგან. მაგრამ ზამთარში, ისევ წასასვლელები ვართ, ექიმს რომ გავესინჯოთ, სავარაუდოდ, ლაზარეს დასჭირდება ოპერაცია კორექციისთვის. ყველანაირად ვეცდები, სახელმწიფომ რომ დააფინანსოს, რადგან აღარ გვჭირდება იმხელა თანხა. მაგრამ, თქვენი თანადგომის გარეშე, ვერ გავუმკლავდებით. დახმარებას გთხოვთ, რადგან დამჭირდება სამგზავრო თანხა და სასტუმროში ცხოვრება, სანამ ლაზარეს გამოკვლევები ჩაუტარდება. მეშინია, რომ ამ ხარჯების დაფარვას მარტო ვერ დავფარავ. აუცილებლად მჭირდება, ვინმემ ხელი რომ გამიმართოს, თქვენზე უფრო საიმედო კი, არავინ მყავს.
მეგობრებო, ოპერაციამ უკვე გამოიღო ბრწყინვალე შედეგი: ლაზარე გამართულად დადის, იმდენად აღარ კოჭლობს, ვიზუალურადაც გასწორდა მხრებში. იმისთვის, რომ ხერხემალი ბოლომდე გასწორდეს, დასჭირდება კორექცია. ჩვენგან კი, სჭირდებათ მცირედი დახმარება - მგზავრობისა და მერსინის სასტუმროს ხარჯების დაფარვა, ჩვენი ლაზარე ბედნიერი რომ იყოს.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ჯიბლაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 აგვ 9 | ოპერაცია | 22,828.95 | paid |
2023 აგვ 22 | ავიაბილეთები | 2,340 | paid |
2023 სექ 14 | კორსეტი | 1,171.18 | transferred |
2023 სექ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 4,755 | paid |
2023 ოქტ 13 | სპორტული ფორმა | 60 | transferred |
2023 ოქტ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 650 | paid |
2023 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 960 | paid |
2023 დეკ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 190 | paid |
სულ ხარჯი: 32,955.13 ₾
დარჩა 0.07 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2023 დეკ 23 | ერაძე-ტეტუნაშვილი ელზა | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | ერაძე-ტეტუნაშვილი ელზა | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | დარბაიძე ტარიელი | 20 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | დანელია ნესტან | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | დანელია ნატო | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | დავითაძე გიორგი | 15 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გურგულიანი ზაზა | 50 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გოცაძე კობა | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გორგილაძე დავით | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გონგაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გოგუაძე გელა | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გოგრიჭიანი ბადრი | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გოგოლაძე მალხაზი | 3 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გოგლიძე ნიკა | 15 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გერმისაშვილი კახაბერი | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გეგეჭკორი სალომე | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გაგუა გიორგი | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გაბროშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გაბეხაძე ლევანი | 2 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გაბელია მაია | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 23 | გაბელაია დავით | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 22 | ენჯიბაძე საბა | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 22 | გოგებაშვილი-გახოკია თეონა | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 22 | გიგიბერია მაკა | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 22 | გელაშვილი არჩილ | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 22 | გასვიანი ეკა | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 22 | გადელია დავითი | 3 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | მათე კოჩაძე | 32 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | მაია ჩუბინიძე | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | გიორგი ჯღარკავა | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 32,955.2 ₾
დარჩა 0.07 ₾
მსგავსი პროექტები:
|