ორი შვილის ავადმყოფობა – ორმაგი უბედურებაა
2018 იანვარი 22
6178
უკიდურესად მძიმეა იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც სერიოზული სენით დაავადებული შვილი ჰყავს, ხოლო მისი მკურნალობისთვის ფული არ გააჩნია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
847 ₾
(
39 დონორი )
20 წლის წინ, კაციტაძეების ოჯახში, ტყუპების დაბადებით გამოწვეული ორმაგი სიხარული, სულ მცირე ხანში ორმაგ მწუხარებაში გადაიზარდა...
მშობლები მოუთმენლად ელოდნენ შვილების გაჩენას, თუმცა განგება მათ მძიმე ხვედრს უმზადებდა.
ტყუპები - თამარი და თეონა ნაადრევად დაიბადნენ, ხოლო დიაგნოზი იყო მეტად სამწუხარო - ბავშვთა ცერებრალური დამბლა. ახალშობილი გოგონები რეანიმაციაში მოათავსეს. ექიმებმა დიდი ბრძოლის შედეგად ბავშვები გამოსტაცეს სიკვდილს ხელიდან, თუმცა ჩვილთა ჯამრთელობის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
„საშინელებაა, როდესაც უყურებ თუ როგორ იტანჯებიან შენი შვილები და ვერაფრით შველი მათ! ღმერთმა აშოროს ყველა მშობელს ასეთი განსაცდელი... ისინი იმასაც კი ვერ ამბობენ თუ რა აწუხებთ, უბრალოდ ტკივილისგან ყვირიან... ჩვენ კი ამ დროს არ ვიცით რა მოვიმოქმედოთ“, - ამბობს გოგონების დედა შორენა და ცრემლებს ვერ იკავებს... მას იმის საშუალებაც არ გააჩნია, რომ შვილებს შესაფერისი კვება შესთავაზოს, არადა საჭმლის უკმარისობის გამო მათი ორგანიზმი სულ უფრო და უფრო სუსტდება.
ეს ოჯახი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს - ერთოთახიან ბინაში. სოციალური შემწეობა და „ინვალიდობის პენსია“ არ იძლევიან აუცილებელი მედიკამენტების შეძენის საშუალებას. სხვა შემოსავალი კი არ გააჩნიათ...მათ დიდი ხანია, რაც უკვე ამოწურეს საკუთარი რესურსები და მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედად არიან!
მეგობრებო, ჩვენ ვერ ვუყურებთ გულგრილად კაციტაძეების ოჯახის ამ დიდი ტრაგედიას და მოგიწოდებთ, რომ გაუწოდოთ ამ გოგონებს დახმარების ხელი! თქვენ დახმარებას, თუნდაც მცირეოდენს, შეუძლია შეუმსუბუქოს მათ მძიმე ხვედრი და მისცეს მომავლის იმედი!
თუ გაქვთ საშუალება, რომ გაიღოთ თანხა პროდუქტების, მედიკამენტების, ბავშვთა კვების, ჰიგიენური საშუალებების შესასყიდად, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენი ფონდის ანგარიშს GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თამარ და თეონა კაციტაძეები) ან ჩარიცხოთ თანხა პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
მოდით, შევუმსუბუქოთ თამარს და თეონას მძიმე ყოფა, ამოვუდგეთ გვერდში მათ მშობლებს, რომლებიც გოგონების გადარჩენისთვის იბრძვიან. ეს უაღრესად კეთილშობილური საქციელი იქნება თქვენი მხრიდან! „მე მწამს, რომ ღმერთი არ მიმატოვებს, ჩემს უკიდეგანო ტკივილს გამოეხმაურებიან კეთილი ადამიანები და დამიდგებიან გვერდში“, - ამბობ გოგონების დედა შორენა.
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘
პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ...
შეგროვებულია
2,897.5 ₾
დაეხმარა
133
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!
სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა... მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას...
შეგროვებულია
7,571.31 ₾
დაეხმარა
541
|