ჩემი შვილის სიცოცხლე შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს
2018 აპრილი 5
20 წლის ახალგაზრდა სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზეა. მისი გული ჯერ კიდევ ფეთქავს, თუმცა ექიმები არ იძლევიან იმედებს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,000 ₾
(
53 დონორი )
20 წლის ახალგაზრდა სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზეა. მისი გული ჯერ კიდევ ფეთქავს, თუმცა ექიმები არ იძლევიან იმედებს. ახლა მიდის ბრძოლა გადარჩენისთვის და უფალს უნდა ვევედროთ, რომ ამ ბიჭის სიცოცხლე არ შეწყდეს.
დათო პაიჭაძე ცერებრალური დამბლით დაიბადა. იგი უსინათლოა, ვერ საუბრობს, არ ესმის, ბოლო დროს კი გადაადგილებაც არ შეუძლია, საწოლს არის მიჯაჭვული და მხოლოდ სასუნთქი აპარატის მეშვეობით სუნთქავს.
20 წლის განმავლობაში დათოს ერთადერთ იმედად რჩება დედა, რომელმაც თავისი სიცოცხლე საყვარელ ბიჭუნას შესწირა! „როგორიც არ უნდა იყოს შვილი, დედისთვის ის ყოველთვის ყველაზე ნანატრი და საყვარელი არსებაა. ვიცი, რომ ჩემი შვილის გულისცემა შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს... ესე იგი, ასეთია მისი ბედი, თუმცა ღმერთს ყოველთვის შევთხოვ, რომ გაუხანგრძლივოს მას სიცოცხლე, თუნდაც ერთი დღით, თუნდაც ერთი წუთით... 20 წელია ასე ვწვალობთ, მუდმივ შიშში ვარ და წუხილში, ყოველგვარი დახმარების და თანადგომის გარეშე“, - ამბობს დათოს დედა ანა.
დიახ, ეს ახალგაზრდა ქალი ფაქტიურად მარტო ზრდის შვილს. მან დიდი სულიერი ტკივილი გადაიტანა. მისი ძალები იმდენადაა გამოფიტული, რომ უკვე სუნთქვაც უჭირს და თავს ხელებით ძლივს იკავებს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მას ეხმარებოდა, არის დათოს ბებია, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში წევს ფილტვების ანთებით.
ღმერთო მაღალო, აშორე ადამიანებს ასეთი უბედურება! ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ როგორ უჭირს ამ ოჯახს, რომელსაც არც წამლის, არც პროდუქტების და არც ჰიგიენური საშუალებების ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. სიტუაცია - კატასტროფულია!
მეგობრებო, თუ გაქვთ საშუალება, არ დატოვოთ ეს ადამიანები დახმარების და თანადგომის გარეშე, აჩუქეთ დათოს სიცოცხლე, შეუმსუბუქეთ მის დედას მძიმე ყოფა. სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დათო პაიჭაძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).
სადაც არ უნდა იყო, რომელი ქვეყნის შვილიც არ უნდა იყო, ოღონდ იყავი კეთილი და სამართლიანი, რადგან შენ ხარ მომავლის ადამიანი!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ჩემი ხმა მოგენატრება, დედა“ — ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც 2023 წლის 30 სექტემბერს წარმოთქვა უბედური დედის შვილმა, მირიანმა. ამ სიტყვების შემდეგ ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! უფლის ხელები არ უშვებენ მირიანს, რომ ჩვენი სამყარო დატოვოს: ის ხან კვდება, ხან...
შეგროვებულია
600 ₾
დაეხმარა
26
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მეგობრებო, ცრემლები მოვწმინდოთ 3 წლის მარიამს! პატარა გოგონას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! ტანჯვითა და ცხარე ცრემლებით არის აღსავსე ბავშვის სიცოცხლის ყოველი წამი!
ტერფების გამრუდების გამო საშინელი ტკივილი სტანჯავს მარიამს. ბავშვი სიმწრის ცრემლებით ტირის ყოველდღე. კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს...
შეგროვებულია
917.03 ₾
დაეხმარა
73
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘
პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ...
შეგროვებულია
12,419.16 ₾
დაეხმარა
582
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!
სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა... მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას...
შეგროვებულია
7,656.11 ₾
დაეხმარა
546
|