9 წლის ანას ჩვენი დახმარება სჭირდება - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

9 წლის ანას ჩვენი დახმარება სჭირდება

page info icon
2018 აგვისტო 23
დედას უწევს არჩევანი გააკეთოს, შვილს საკვები უყიდოს თუ წამალი და შიშით ელოდოს თუ როდის დაეწყება ბავშვს შეტევა... საშინელი არჩევანია არა?!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,307 ₾
( 109 დონორი )
დასრულებულია

რა ჰქვია ადამიანს, რომელმაც იცის, რომ მისმა გარკვეულმა ქმედებებმა ან უმოქმედობამ შეიძლება მეორე ადამიანი დაღუპოს, მაგრამ მაინც აკეთებს ამას? რომლებისთვისაც ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ მომავალი არჩევნებისთვის საჭირო ხმებია და სხვა არაფერი!
სხვანაირად როგორ ვთქვათ, როდესაც ბავშვს თანდაყოლილი ან ქრონიკული დაავადება აქვს, როცა მისთვის წამლის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ დროს რას უნდა აკეთებდეს მთავრობა? – მართალია, საჭირო მედიკამენტებით მაინც უნდა უზრუნველყოფდეს... ხოლო რა ხდება ჩვენთან? პატარა გაუგებარი წვრილმანების გამო ოჯახს სოციალურ დახმარებას უხსნიან! დახმარებას, რომელიც თვიდან თვემდე წამლების შესაძენადაც არ იყო საკმარისი!
და რა ქნან მშობლებმა? უყურონ როგორ იტანჯება ბავშვი? და ნუგეშად, მხოლოდ გულში ჩაიკრონ და დაამშვიდონ?
ავთანდილმა და თამილამ როდესაც გაიგეს რომ შვილი შეეძინებოდათ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გოგონა დაიბადა. წლამდე ეჭვიც არ ჰქონიათ, რომ ანას რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება ჰქონოდა. მაგრამ სამწუხაროდ, პატარას ეპილეფსია, ცერებრალური დამბლა და სხვა დეფექტები აღმოაჩნდა. 
ოჯახმა მთელი თავისი რესურსი უკვე ამოწურა და ახლა არანაირი საშუალება არ აქვთ. ან საიდან უნდა ჰქონდეთ, დედა არ მუშაობს, მამა გაათავისუფლეს სამსახურიდან, ახალს კი ვერ შოულობს.
ექიმების აზრით ანას მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს თუ მას სათანადო რეაბილიტაციის კურსი და მკურნალობა ჩაუტარდება. მაგრამ ამაზე საუბარიც ზედმეტია, თამილას შვილითვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლის ყიდვაც არ შეუძლია, რომელის დღიური ნორმა 2,5 ლარი ღირს! დედას უწევს არჩევანი გააკეთოს, შვილს საკვები უყიდოს თუ წამალი და შიშით ელოდოს თუ როდის დაეწყება ბავშვს შეტევა... საშინელი არჩევანია არა?!
თამილას ძალიან ერიდება დახმარების თხოვნით რომ მოგმართავთ, მაგრამ სხვა გამოსავალი მას აღარ დარჩა! მისი ერთადერთი შვილის გადარჩენის იმედი მხოლოდ თქვენ ხართ!
ანას მდგომარეობის შესამსუბუქებლად წამლების, ჰიგიენური საშუალებების და სპეციალური საკვების შესაძენად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება ანა ხაბურზანია) 
ვებ–გვერდიდან
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/ 
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:
NovaTechnology 
TBCpay
ExpressPay
განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი
გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus

მსგავსი პროექტები: