მათ მხოლოდ ჩვენი იმედი აქვთ!
2018 სექტემბერი 20
პეტრეს ჰიდროცეფალია, მგლის ხახა, დაუნის სინდრომი და სხვა თანდაყოლილი დაავადებები აქვს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
968 ₾
(
79 დონორი )
რომ დაიბადა, დედას ურჩიეს სამშობიაროში დაეტოვა, სამი დღეც ვერ იცოცხლებსო... შვილები კი გყავსო და მათთვისაც ტრავმა იქნებაო... მაგრამ როგორი გადასაწყვეტია დედისთვის შვილის გაწირვა, რომელიც 9 თვე გულის ქვეშ ატარა?
ბავშვი სახლში წამოიყვანეს, პეტრე დაარქვეს, ღვთის და კეთილი ადამიანების წყალობით ის გადარჩა და უკვე 9წელი ახარებს მშობლებს და და–ძმას! მიუხედავად იმ მძიმე პათოლოგიებისა, რომლებიტაც ის დაიბადა, პატარა იბრძვის და არ ნებდება! უხარია ყოველი დღის გათენება, უხარია დედას რომ ეხუტება, უფროს და ძმებთან რომ თამაშობს...
პეტრეს ჰიდროცეფალია, მგლის ხახა, დაუნის სინდრომი და სხვა თანდაყოლილი დაავადებები აქვს.
პეტრეს ძალიან უნდა რომ ლამაზ სახლში იცხოვროს, დედა და მამა რომ იღიმებოდნენ, რომ მის და–ძმას ყოველთვის ჰქონდეთ გემრიელი საჭმელი, თავისთვის კი მხოლოდ სახატავ რვეულზე და ფერად ფანქრებზე ოცნებობს!
ოჯახს საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება, კედლები დაბზარულია, ჭერიდან კი წყალი ჩამოდის...
დედა ვერ გადის სამსახურში, რადგან სნეულ შვილს ვერავის უტოვებს მოსავლელად. მამამ 3 წლის წინ სამსახურში ტრავმა მიიღო, ფანჯრის მონტაჟის დროს შუშით ხელი დაიზიანა, კიდურის შენარჩუნება მოხერხდა, მაგრამ ფიზიკური შრომა აღარ შეუძლია. ამის შემდეგ ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ რამდენიმე თვის წინ პეტრეს ინვალიდობის პენსია მოუხსნეს და ოჯახს რატომღაც სოციალური სტატუსიც შეუჩერეს! ფაქტობრივად ოჯახი სიკვდილისთვის გაწირეს! რით ირჩინონ თავი? ვის მიმართონ დახმარებისთვის? ერთადერთი იმედი ჩვენ ვათ! ადამიანები, ვისაც სხვისი ტკივილი შეუძლია გაიზიაროს!
მეგობრებო, გაუწოდეთ ამ ოჯახს დახმარების ხელი, გამოხატეთ მხარდაჭერა რითიც შეგიძლიათ, აქციეთ მათი არსებობა ცხოვრებად! მათ ესაჭიროებათ ყველაფერი - საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჰიგიენური საშუალებები. თქვენ გეძლევათ შანსი გადაარჩინოთ ეს ბავშვი! დახმარება არ გადადოთ ხვალისთვის, ხვალ - შეიძლება უკვე გვიანი იყოს! სწორედ ახლა არის ის წუთი და წამი, როდესაც თქვენს მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება!
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ მძიმე სენით დაავადებულ ამ ბავშვს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: პეტრე ხახიაშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ჩემი ხმა მოგენატრება, დედა“ — ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც 2023 წლის 30 სექტემბერს წარმოთქვა უბედური დედის შვილმა, მირიანმა. ამ სიტყვების შემდეგ ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! უფლის ხელები არ უშვებენ მირიანს, რომ ჩვენი სამყარო დატოვოს: ის ხან კვდება, ხან...
შეგროვებულია
7,678.03 ₾
დაეხმარა
493
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მეგობრებო, ცრემლები მოვწმინდოთ 3 წლის მარიამს! პატარა გოგონას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! ტანჯვითა და ცხარე ცრემლებით არის აღსავსე ბავშვის სიცოცხლის ყოველი წამი!
ტერფების გამრუდების გამო საშინელი ტკივილი სტანჯავს მარიამს. ბავშვი სიმწრის ცრემლებით ტირის ყოველდღე. კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს...
შეგროვებულია
5,032.36 ₾
დაეხმარა
352
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘
პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ...
შეგროვებულია
29,758.04 ₾
დაეხმარა
1,603
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!
სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა... მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას...
შეგროვებულია
7,732.11 ₾
დაეხმარა
553
|