მე ვიცი, რომ თქვენ გადაარჩენთ ჩემს შვილს!
2019 იანვარი 22
დავით კიპაროიძე ჯანმრთელი ბიჭი იყო. მშობლების სიამაყე და სიხარული! წარჩინებით სწავლობდა, ცეკვავდა, ფეხბურთზე დადიოდა და სტიქაროსანი იყო ტაძარში.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,550 ₾
(
292 დონორი )
«ჩემი გული კვლავინდებურად უკიდეგანოდ არის დამძიმებული, თუმცა დღეს პირველად 15 წლის განმავლობაში ცოტა შვება ვიგრძენი, ცოტა ამოვისუნთქე, რომ მარტონი არ ვართ“, - გვითხრა დავით კიპაროიძის დედამ, როდესაც ჩვენი ფონდის თანამშრომლებმა მოინახულეს დათო და მიუტანეს მას წამლები, ჰიგიენური საშუალებები და ტრაქეას მილები. მეგობრებო, ეს თქვენი დამსახურებაა!
ეს იყო ერთი წლის წინ, დღეს კი დავით კიპაროიძეს კვლავ ჩვენი დახამრება ესაჭიროება. ამას მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რამეთუ დათოს სულ უფრო და უფრო უჭირს სუნთქვა!
16 წლის მოზარდი პანენცეფალიტითაა დაავადებული. მის სიდუხჭირეში მცხოვრებ ოჯახს არ გააჩნია სამკურნალო თანხა. დათოს ხშირად ემართება კრუნჩხვები, კარგავს გონებას, აწუხებს გამუდმებული ტკივილები.
დავით კიპაროიძე ჯანმრთელი ბიჭი იყო. მშობლების სიამაყე და სიხარული! წარჩინებით სწავლობდა, ცეკვავდა, ფეხბურთზე დადიოდა და სტიქაროსანი იყო ტაძარში.
ერთ საბედისწერო დღეს დავითი სკოლაში ცუდად გახდა, კრუნჩხვებში ჩავარდა. ექიმებმა ასეთი მდგომარეობა გარდამავალ ასაკს დააბრალეს და ეპილეფსიის დროს მისაღები მედიკამენტები დაუნიშნეს. ორი წლის შემდეგ, გულყრის შეტევებმა უფრო მძლავრად იჩინეს თავი. დავითს გული მისდიოდა. მისი მდგომარეობა კატასტროფულად უარესდებოდა... ექიმები დიაგნოზს ვერ სვამდნენ... საბოლოო პასუხი საზღვარგარეთიდან მოვიდა – პანენცეფალიტი. ეს იყო განაჩენი!
ამჟამად 16 წლის დავითის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მოზარდს გაუხშირდა კრუნჩხვები და გულყრები. მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.
მშობლებმა სურამში თავიანთი სახლი დატოვეს და თბილისში ნაქირავებ ბინაში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. დედა დათოს წუთითაც ვერ ტოვებს, მამის ნაშოვნი მწირი თანხა კი მედიკამენტების შესაძენადაც არ არის საკმარისი.
ყველაზე ტრაგიკული ამ ისტორიაში ისაა, რომ დედამ იცის, ამ ავადმყოფობამ შეიძლება შვილი წაართვას, მაგრამ სჯერა, რომ ღვთის წყალობით და კეთილი ხალხის შეწევნით მისი დავითი იცოცხლებს. „მე ვიცი, რომ თქვენ გადაარჩენთ ჩემს შვილს. ღმერთო მაღალო, გადმოგვხედე! მიცოცხლე ჩემი შვილი, მოგვეცი ძალა, რომ გავუძლოთ ამ განსაცდელს და გამოვიდეთ მძიმე მდგომარეობიდან“, - ამბობს იგი.
დღეს დავითი ყველაზე მეტად საჭიროებს სასუნთქ აპარატს! მოდით, არ გადავდოთ დახმარება ხვალისთვის! მოდით, დღესვე ვიმოქმედოთ!
თანხის გადარიცხვა დავით კიპაროიძის მხარდასაჭერად შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დავით კიპაროიძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/407-kiparoidze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
„ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან“. (ილია ჭავჭავაძე).
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ჩემი ხმა მოგენატრება, დედა“ — ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც 2023 წლის 30 სექტემბერს წარმოთქვა უბედური დედის შვილმა, მირიანმა. ამ სიტყვების შემდეგ ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! უფლის ხელები არ უშვებენ მირიანს, რომ ჩვენი სამყარო დატოვოს: ის ხან კვდება, ხან...
შეგროვებულია
9,161.38 ₾
დაეხმარა
586
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მეგობრებო, ცრემლები მოვწმინდოთ 3 წლის მარიამს! პატარა გოგონას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! ტანჯვითა და ცხარე ცრემლებით არის აღსავსე ბავშვის სიცოცხლის ყოველი წამი!
ტერფების გამრუდების გამო საშინელი ტკივილი სტანჯავს მარიამს. ბავშვი სიმწრის ცრემლებით ტირის ყოველდღე. კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს...
შეგროვებულია
6,044.36 ₾
დაეხმარა
422
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘
პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ...
შეგროვებულია
30,806.97 ₾
დაეხმარა
1,690
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!
სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა... მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას...
შეგროვებულია
7,737.11 ₾
დაეხმარა
554
|