მთელ სამყაროში სრულიად მარტო დარჩენილი პატარა ბიჭი... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მთელ სამყაროში სრულიად მარტო დარჩენილი პატარა ბიჭი...

page info icon
2020 მარტი 9
მამა გარდაიცვალა... ჩვენც მალე მივყვებით ალბათ. მე და დედა დავრჩით მარტო, არც ბებია-ბაბუა მყავს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15,909 ₾
( 934 დონორი )
დასრულებულია


ძნელია დაუსვა კითხვები  ბავშვს, როდესაც იცი, რომ განწირულია!

ნიკა: მამა გარდაიცვალა... ჩვენც მალე მივყვებით ალბათ. მე და დედა დავრჩით მარტო, არც ბებია-ბაბუა მყავს.

- ნიკა გვითხარი, აქ როგორ ცხოვრობ?

ნიკა: ნუ გეშინიათ! მობრძანდით, იმედია დღეს არ დაინგრევა კედლები და იატაკიც ჯერ არ ჩავარდება. ჩემი წინაპრები ასი წლის წინ ცხოვრობდნენ აქ, ალბათ მაშინ ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო. შემდეგ აქ ჩემი დედ-მამა ცხოვრობდნენ. ამ სახლში დაიბადა ჩემი დაც... შემდეგ რიგრიგობით დამეღუპა ყველა, ჩემი უსაყვარლესი ბებია და ბაბუა... ცოტა ხნის წინ, ახალ წლამდე, ჩემი საყვარელი მამიკოც გარდაიცვალა. მარტო დავრჩით მე და დედა. დედაც ავადაა.

- რა მოუვიდა დედას?

ნიკა: დიდი ხანია ავად არის. ხშირად უკეთებენ ოპერაციებს. ზუსტად არ ვიცი, რაღაც ამოაჭრეს. ეხლახანს ცუდად გახდა, ექიმთან წავიდა, მაგრამ არ მიიღეს. ანალიზები გაუკეთეს, პასუხებს კი არ ეუბნებიან, სანამ 60 ლარს არ გადაიხდის. არ გვაქვს ამხელა თანხა და ვერც შევაგროვებთ.

- რა არის თქვენი საარსებო წყარო?

ნიკა: ძალიან კეთილი მეზობლები გვყავს. ხან ცხელ სადილს შემოგვაწოდებენ, ხან პურს.

- შეიძლება დედას დაველაპარაკოთ?

ნიკა: არ გინდათ, გთხოვთ. ტირილს დაიწყებს და ვეღარ დავაწყნარებ. მე მკითხეთ, თუ კიდევ რამე გაინტერესებთ.

- ნიკა სკოლაში დადიხარ?

ნიკა: კი, ხანდახან... ტანსაცმელი არ მაქვს და ცუდ ამინდში სახლში ვრჩები. სახლს გაჩვენებთ, ჯობია... აი, აქედან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, საწოლების გადაწევა გვიწევს, ხან იქით გვძინავს, ხან აქეთ... იცით, ძალიან მინდა სწავლა, მაგრამ სკოლაში რომ წავიდე, ტანსაცმელი არ მაქვს... დახეულია ყველაფერი... ნუ დაწერთ ამას... აუცილებელი ხომ არ არის?!

- არ იდარდო ნიკა, ყველაფერი კარგად იქნება. საქრთველოში ბევრი კეთილი ადამიანია. თავადაც დაინახავ!..

-ნიკა, ახლა რა გჭირდებათ ყველაზე მეტად შენ და დედიკოს?

ნიკა: უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ სახურავის შეკეთებაში დაგვეხმაროთ. მამა ცოცხალი რომ იყო, მასალა იყიდა, მაგრამ ვეღარ შეაკეთა, მარტო ვერ გავუმკლავდები. დედას გამოკვლევა სჭირდება, მაგრამ ფული არ გვაქვს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ.

ნიკას მისი თანატოლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვის უფრო მაგარი მობილური ტელეფონი ექნება. ის კი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, შიმშილით არ მოკვდეს, დედა ექიმთან მიიყვანოს და არ მოჰყვეს ერთ დღეს საკუთარი სახლის ნანგრევებში...

საუბრის დროს ნიკას სულ მუცელზე ეჭირა ხელი, არ აღიარებდა, რა აწუხებდა, ბოლოს კი გამოტყდა, რომ დაბადებიდან ჰქონდა პრობლემა და ნაწლავებზე ოპერაციაც კი გაუკეთეს. ნაწიბური გვაჩვენა, გვითხრა, რომ სპეციალური კვება სჭირდება და გაეცინა: „ ხანდახან პური არ გვაქვს, რა არის სპეციალური კვება, საიდან უნდა ვიცოდე?“

კიდევ ერთი გულის ამბავი მიუახლოვდა დასასრულს. ბედის ანაბარა მიტოვებული ქართველი ბავშვის ამბავი. მას არ აქვს ბავშვობა, და ეს მტკივნეულია.  ეჭვიც არ გვეპარება, რომ ნიკას მიმართ გულგრილი არავინ  დარჩება. ვიცით, რომ მორწმუნე ადამიანების გულებს ხმას მივაწვდენთ, როგორც ყოველთვის! ნიკა, და კიდევ ძალიან ბევრი ასეთი გოგო და ბიჭი, უფალმა გამოგვიგზავნა იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ მას!

მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  ნიკა არველაძის დასახმარებლად. გადარჩენისთვის ოჯახს სჭირდება საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ტექნიკა საწოლები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სამშენებლო მასალა. დაეხმარეთ მათ, ჩათვალეთ, რომ თქვენი ნათესავები არიან.

ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ნიკა და მისი დედიკო, რუსუდანი, ბაღდათის რაიონში, სოფელი როხი. შეგიძლიათ დაურეკოთ მათ ახლობლებს ნომერზე: 595 96 31 50

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საბანკო ანგარიშებზე: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნიკა არველაძე)

ვებ გვერდიდან:

სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: nova technology, tbcpay и expresspay 

ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus


მსგავსი პროექტები: