დედიკო, შეიძლება ჩემს უფროს დაიკოს ხმა ვუწილადო, და მხოლოდ ერთი ყური რომ მივცე? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, შეიძლება ჩემს უფროს დაიკოს ხმა ვუწილადო, და მხოლოდ ერთი ყური რომ მივცე?

page info icon
2020 ივნისი 4
მეორეს ჩემთვის დავიტოვებ... მე ხომ არ მტკივა... ეს უსამართლობაა, რომ მე მესმის და ვლაპარაკობ, ის კი ვერა!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
13,248 ₾
( 608 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
„დედიკო, შეიძლება ჩემს უფროს დაიკოს ხმა ვუწილადო, და მხოლოდ ერთი ყური რომ მივცე?
მეორეს ჩემთვის დავიტოვებ... მე ხომ არ მტკივა... ეს უსამართლობაა, რომ მე მესმის და ვლაპარაკობ, ის კი ვერა!“
    -   სულ ასე მეუბნება,  ჩემი ლალიკო, ჩემი პატარა, - ღიმილით ამიხსნა იმ ბავშვის დედამ, რომელმაც ფონდში  მოგვმართა, ჩემი გაოცებული თვალები რომ დაინახა.
     გაიცანით მეგობრებო, - თეონა იარაჯული - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ყრუ-მუნჯი გოგონას და კიდევ ორი ბავშვის მოსიყვარულე დედა, ასევე მძიმე ავადმყოფის მეუღლე და მისი მოხუცი დედის მომვლელი. იგი სრულიად სასოწარკვეთილია, და დახმარებას გვთხოვს ყველას!
    სწორედ ამ ქოხში ცხოვრობენ, თუ შეიძლება ამას, საცხოვრებელი რომ დავარქვათ. ოჯახი, მეუღლის კეთილმა ნათესავმა შეიფარა. სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ, მათ არაფერი არ აკლდათ.
     თეონას მეუღლე - გრიგორი - მუშაობდა და ოჯახს ინახავდა. ბავშვებს ტანსაცმელიც ჰქონდათ და საჭმელიც. უბედურება, დაახლოებით ორი წლის წინ, ყაჩაღივით, მოულოდნელად და მზაკვრულად დაატყდათ თავს - გრიგორის ავადმყოფობა- შაქრიანი დიაბეტი უმძიმეს ფორმაში, ჰიპოგლიკემიური კომა, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კი, ექიმებმა მას ნებისმიერი ფიზიკური შრომა, სასტიკად აუკრძალეს. შედეგი სავალალოა - ამჟამად სოციალურად დაუცველები არიან.
     მიუხედავად ყველა სიძნელისა და დიდი გაჭირვების, ოჯახი მაინც ურთიერთსიყვარულს ასხივებს.  მათ მიამბეს თავიანთი საოცრად გულის ამაჩუყებელი სიყვარულის ისტორია... მერე პატარა ლალიკომ სასაცილო სიმღერები მიმღერა... ცოტა ხნის შემდეგ კი, მთელი ოჯახი ატირდა ისე, რომ მეც ცრემლი მომადგა თვალზე...
      ღმერთო, ღმერთო! შენ უშველე ამ კეთილ და კარგ ადამიანებს, რომლებიც ასე ძალიან იტანჯებიან!
      - თეონა, გვიამბეთ, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა? რა და როგორ მოხდა?
         თეონა: ფული, ძვირფასო! გაჭირვება! გვყოფნის მხოლოდ ძალიან მოკრძალებულ საკვებზე. ჩემი უფროსი გოგოც ხომ შშმ პირია, წამლები სჭირდება, განსაკუთრებული მოვლა.
         - თქვენ ამბობთ, რომ თქვენი შვილი შშმ პირია, მარიამზეა საუბარი, ხომ? რა სჭირს? დაბადებიდან ასეა?
        თეონა: დიახ, მარიზე, ის ყრუ-მუნჯია, მაგრამ ეს არ არის თანდაყოლილი. როდესაც 2 წლის იყო, სულ ტიროდა, ტიროდა და ვერ მშვიდდებოდა. ვერ ვხვდებოდი, საქმე რაში იყო, ექიმთან წავიყვანე, და აღმოჩნდა, რომ მარცხენა ყურში ცუდად ესმოდა. თანდათანობით კი, საერთოდ დაკარგა სმენა.
- კი მაგრამ, როგორ უგებთ ერთმანეთს?
        თეონა: ეს ხომ ჩემი გოგონაა! პირველი შვილი! სწორედ მის გამო, ვისწავლე ჟესტების ენა. ასევე ბავშვებმაც, ლალიკომ და ნიკუშამ, მიჩვეულები არიან და დაიკო ძალიან უყვართ. მახსოვს, ერთხელ ლალიკო სულ პატარა როდესაც იყო, მითხრა: „მე რატომ შემიძლია ლაპარაკი და ჩემს დას - არა? მოდი, ჩემს ხმას ვუწილადებ, ეს ხომ უსამართლობაა!“ ამის მოსმენა ძალიან მტკივნეული იყო. მთელი ცხოვრების მანძილზე დანაშაულის გრძნობა არ მასვენებს, იმის გამო, რომ ჩემი გოგონა, სხვებს არ ჰგავს.
       - თეონა, თქვენ არაფერში დამნაშავე არა ხართ! სამწუხაროდ, ასეც ხდება ხანდახან.  გამოჯანმრთელების შანსი არსებობს?
       თეონა: შანსი არსებობს, ოპერაცია სჭირდება. მაგრამ გერმანიაში უნდა გაკეთდეს, ძალიან ძვირია, დაახლოებით 25 000 ევრო ღირს. ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. კიდევ შეიძლება თანამედროვე სმენის აპარატის შეძენა. ასეთები, საბერძნეთში იყიდება, მაგრამ ისიც ძალიან ძვირი ღირს - 1500 ევრო. ჩვენი მიზერული შემოსავალი საამისოდ არაა საკმარისი. ასეთი აპარატით საშუალების, რაღაცის გაგებას მაინც შეძლებდა. შესაძლოა, ამიტომაც უფრო  მაქვს დანაშაულის გრძნობა, რომ გამოსავალი არსებობს, მე კი არ შემიძლია ამით ჩემი გოგონა უზრუნველვყო.
       - რა რჩევებს მისცემდით დედებს, ვინც ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც თქვენ? როგორ უნდა მოიქცნენ, თუ ბავშვი ყრუ-მუნჯია?
        თეონა: ერთი რამ ზუსტად ვიცი, ბედს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუწყრე. ეს უნდა მიიღო, შეეგუო და ისწავლო, როგორ გაუგო შენს შვილს, უსიტყვოდ. არ უნდა დაანახო ბავშვს, რომ შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო ხარ და ნერვიულობ... თავს დამნაშავედ იგრძნობს. ჯანმრთელობა ისეთი რამ არის, როგორც უნდა, ისე გვეთამაშება, ხვდებით? ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.
       - წეღან შემოსავალი ახსენეთ, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ. როგორია თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
        თეონა: სოციალური დახმარება - 360 ლარი და 200 ლარი მარიამის ინვალიდობის პენსია. მაგრამ ალბათ თავადაც ხვდებით, რომ ეს თანხა მხოლოდ მარისთვის არის, მას ხომ წამლები სჭირდება.  მოკრძალებულად ვიკვებებით: მაკარონი, ბურღულეული, კარტოფილი. მაგრამ ბავშვები არასდროს არ წუწუნებენ და არაფერს არ ითხოვენ. მე და ჩემს მეუღლეს მშივრებსაც დაგვიძინია, ოღონდ ბავშვები ნაჭამი ყოფილიყვნენ. საკუთარ თავს ყველაფერში ვზღუდავთ, რათა მათ კამფეტი ვუყიდოთ, განსაკუთრებით ლალიკოს. მას ტკბილეული სიგიჟემდე უყვარს, ჩვენ შეგვიძლია მშივრებიც ვიყოთ, მთავარია ბავშვმა დაჩაგრულად არ იგრძნოს თავი.
       - არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?
        თეონა: არა, მე საერთოდ არავინ არ მყავს, გრიგორის კი მხოლოდ დედა, 85 წლის. ვაიმე, რა ცუდად არის... მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება. მას კი ღამით არ სძინავს, სულ დედაზე ფიქრობს: როგორ დაეხმაროს! ღმერთო, მეშინია ამ ტანჯვამ არ მოკლას. მის გარეშე, ჩვენ რა გვეშველება?!
         - თეონა, თქვენ მხოლოდ კომპიუტერს ითხოვთ მარიამისთვის, მაგრამ თქვენ ხომ ამის გარდა, კიდევ იმდენი პრობლემა გაქვთ?!
        თეონა: თხოვნა ძალიან მერიდება, ალბათ ბევრია ჩვენზე უარეს მდგომარეობაში.
         - ეჭვი მეპარება. გთხოვთ, გვითხარით რა გჭირდებათ!
         თეონა: სახლი ინგრევა, თავადაც ხედავთ. დაგვეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ... მაგრამ ჩემთვის ახლა მთავარი ისაა, რომ ჩემს გოგოს სმენა დაუბრუნდეს და მეტყველება შეძლოს. დანარჩენს, ყელაფერს მოვითმენ. უფალი მოწყალეა! ჩვენ მისი გვწამს! ის ხომ ყველაფერს ხედავს!
          -იმედია, შევძლებთ თქვენს დახმარებას. ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?
          თეონა: დიახ, მივმართე. სოციალური დახმარება დაგვინიშნეს, და ვცდილობთ ამით გავიტანოთ თავი. 
     ... სანამ თეონა ძველ, დანგრეულ მაგიდასთან, ყავით მიმასპინძლდებოდა და თავისი ცხოვრების ამბავს ყვებოდა, მისი მეუღლე, გრიგორი მეორე ოთახში, პატარა ლალიკოს ეთამაშებოდა. სიყვარულსა და რომანტიკაზე კითხვის დასმის დროც მოვიდა.
         - თეონა, მოდით, ჩვენს საუბარში, პოზიტიური ნოტებიც გავჟღეროთ. თქვენს მეუღლეზე გვიამბეთ, ერთმანეთი სად გაიცანით?
         თეონას ტკბილად ჩაეცინა და მოყოლა დააპირა, მაგრამ ამ დროს, ჩვენკენ ჩქარი ნაბიჯით, გრიგორი გამოემართა - როგორ გავიცანით? სჯობს ეს ამბავი მე მოგიყვეთ! - და ჰოი, საოცრებავ, ამ მძიმედ დაავადებულ ადამიანს, თვალები ისეთი ბედნიერებით გაუბრწყინდა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ოჯახშიც ვერ ნახავთ! თეონამ კი მორცხვად გაუღიმა.
        გრიგორი: მოკლედ, ერთხელ, მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წავედი. ბევრნი ვიყავით. დავიწყეთ საჭმლის ამოლაგება, და ამ დროს, შევამჩნიე ის! თეონა პირველი დანახვისთანავე მომეწონა, იგი ძალიან თბილი, ახალგაზრდა და ლამაზი იყო. - ამ სიტყვების წარმოთქმის დროს, გრიგორიმ მეუღლეს სიყვარულით სავსე თვალებით გადახედა და განაგრძო: 
        - ერთმანეთს ვხვდებოდით, დაიწყო პაემნები, პარკები, კაფეები, ისე, როგორც ეს ხდება ხოლმე, მალევე დავქორწინდით. ეს ყველაფერი ათი წლის წინ იყო, მე კი დღევანდელი დღესავით მახსოვს.
          უცებ გონებაში დამკრა, მარიამი და ნიკუშა ხომ ათ წელზე მეტი ასაკის არიან. უხერხული შეკითხვა იყო, მაგრამ არ შემეძლო, რომ არ დამესვა.
         - კი, მაგრამ... მარი და ნიკუშა ხომ...
         გრიგორიმ დასრულება არ დამაცადა, მიხვდა, რის კითხვაც მინდოდა.
        გრიგორი: დიახ, ამ ბავშვებს სხვა ბიოლოგიური მამა ჰყავთ. მაგრამ ჩემები არიან! ხვდებით?!!! მე ვარ მათი მამა. ის კი - ჩვენს ცხოვრებაში მისი ადგილი არ არის!!! მან ვერაგულად მიატოვა ჩემი საყვარელი ქალი. ესაა ადამიანობა? ესაა ქართველობა?! აღარ მსურს მასზე საუბარი. ის ჩვენთვის არ არსებობს!...
        როდესაც მარის ვუყურებ, გოგონას, რომელიც სულ პატარაობიდან აღვზარდე... ჩემს გოგონას! ტირილი მინდა... ის უკვე ნორჩი ქალია, სხვებივით რატომ არ უნდა შეეძლოს ცხოვრება? ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი რამ დამემართებოდა. ყოველთვის მინდოდა ოჯახი შემენახა, და კარგად გამომდიოდა კიდეც, ახლა კი ყველაფერი ისე არ არის, როგორც ოდესღაც ვგეგმავდი.
         - თქვენით აღფრთოვანებული ვარ. ახლა ბავშვებსაც  გავესაუბრები, თუ შეიძლება.
         ავდექით, და ამ სახლის ყველაზე პატარა ბინადრისკენ გავემართეთ - ლალიკოსკენ(8 წლის), რომელიც ფუმფულა მაიმუნით ხელში, მამას ელოდებოდა. საოცრად თბილი და გახსნილი გოგონა აღმოჩნდა, რომელიც სიხარულით მელაპარაკებოდა და თავის საიდუმლო ფიქრებს მიზიარებდა. ამიხსნა, რომ მაიმუნი, რომელიც ხელში ეჭირა, მისი უსაყვარლესი სათამაშო იყო...
         - ღამით შენთან ერთად სძინავს?
         ლალიკო(8 წლის): არა, იმიტომ, რომ ან დედიკოსთან ერთად მძინავს, ან მარტოს, სავარძელში - გოგონამ მაჩვენა სწორედ ის დასაწოლი ადგილი. ძველი, გაქუცული რკინის საწოლი, ზამბარებით, სუფთა, მაგრამ ძველი და გახუნებული გადასაფარებლით...
     - მარტოს რომ გძინავს, არ გეშინია?
      ლალიკო(8 წლის): არა, უკვე დიდი გოგო ვარ.
      - ოჰო, და რისი კეთება უყვარს დიდ გოგოს?
       ლალიკო(8 წლის): საჭმლის გაკეთება მიყვარს!
       - რა საჭმელს ამზადებ ხოლმე? რომელია შენი საყვარელი საჭმელი?
         ლალიკო(8 წლის): ყველანაირი საჭმელი მიყვარს, მაგრამ ტკბილი, განსაკუთრებით! მამიკოს ჩემთვის კამფეტი ხშირად მოაქვს. მამიკო ძალიან მიყვარს, ყველაზე მეტად, მერე დედიკო, მერე კი დაიკო და ძამიკო. კიდევ სალათას ვამზადებ კარგად, მამიკოს ძალიან უყვარს.
       - ყოჩაღ! დედიკომ გვითხრა, რომ ძალიან კარგად მღერი, მართალია?
        ლალიკო(8 წლის): დიახ, სიმღერა ძალიან მიყვარს. კიდევ ძალიან მინდა, პიანინოზე დაკვრა ვისწავლო, მაგრამ ჯერ არ მაქვს, როდესმე აუცილებლად ვისწავლი, შემიძლია, თქვენც გიმღეროთ, გინდათ? 
            და სიმღერა დაიწყო, სანამ პატარა თავის ნიჭის დემონსტრირებას ახდენდა, მე დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ მომეხერხებინა მარიამთან გასაუბრება? გოგონა ხომ, ყრუ-მუნჯია... 
          ამასობაში ლალიკომ სიმღერა დაასრულა. გოგონამ მიამბო, რომ მისი ოცნებაა, ექიმი გახდეს, რადგანაც უნდა ხალხს უმკურნალოს და დაეხმაროს, იმიტომ, რომ „ხალხი კეთილია, და თვითონაც  კეთილია“. 
          ახლა კი ნიკუშას(12 წლის) ჯერი დადგა, ეს გახლდათ ნორჩი, სერიოზული მამაკაცი. ნიკამ მიამბო, რომ სპორტი სიგიჟემდე უყვარს და ჭიდაობა მოსწონს.
       - ჭიდაობა!  შენ იცი, რომ ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოში საუკეთესოთა შორის არიან? არის ისეთი მოჭიდავე, რომელიც განსაკუთრებულად მოგწონს?
      ნიკუშა(12 წლის): დიახ, ზვიად ზვიადაური! ის ძალიან ძლიერია, მინდა მას ვგავდე. შევძლებ ჩემი ოჯახი დავიცვა, განსაკუთრებით ლალიკო, ის ხომ ყველაზე პატარაა.
         - ნამდვილი ჯიგიტი ყოფილხარ! მომავალში რა პროფესიას აირჩევ?
        ნიკუშა(12 წლის): მფრინავი. მინდა ხალხი სადაც მოუნდებათ, იქ წავიყვანო. მეც მინდა მთელი მსოფლიოს ნახვა, მფრინავები კი ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში დაფრინავენ.
        - დედიკომ გვითხრა, რომ შენ არ გაქვს კომპიუტერი.
        ნიკუშა(12 წლის): არა, არ მაქვს. მხოლოდ ისეთი, სკოლებში რომ არიგებენ. დედიკომ მითხრა, რომ თქვენ შეგიძლიათ, კომპიუტერის ყიდვაში რომ დაგვეხმაროთ.
       - შეგვიძლია. მითხარი, კომპიუტერი რისთვის გჭირდება? 
       ნიკუშა(12 წლის): ახლა სკოლაში ონლაინ გაკვეთილები ტარდება, სკოლის კომპიუტერით მეცადინეობა კი ძალიან ძნელია. სუსტი მონაცემები აქვს და ნელა იტვირთება. და კიდევ იმისთვის, რომ ვითამაშო. კლასში, ბიჭები სულ საუბრობენ სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშებზე, მე კი სათქმელიც არაფერი მაქვს. - არც კი მიცდია.
        - დედიკოს და მამიკოს თუ ეხმარები?
        ნიკუშა(12 წლის): დიახ, ვეხმარები. ყველაფერს ვაკეთებ.
        - მადლობა ნიკა. ძალიან ყოჩაღი ბიჭი ხარ! ახლა დედიკოს უნდა გავესაუბრო.
      - თეონა, მარიამთანაც მინდა გასაუბრება, შესაძლებელია, რამენაირად რომ მოხერხდეს?
        თეონა: დიახ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მე მითხრათ, მე კი მას შევეკითხები.
         ამ მომენტიდან, ჩვენი საუბრის ყველაზე სევდიანი ნაწილი დაიწყო. მარიამი(15 წლის) ნამდვილ საოცრებად მომეჩვენა, მისმა პასუხებმა კი დამაფიქრა. დედამ გადმოგვცა ის, რაც მან ჟესტებით გვითხრა: მას სამი საუკეთესო მეგობარი ჰყავს. ერთად სწავლობენ სპეციალიზირებულ სკოლაში. მარიამი მათ ხშირად ურეკავს სმარტფონით, ერთადერთით, რომელიც სახლში არსებობს. სმარტფონი ძველია, მაგრამ სამაგიეროდ გოგონებს შეუძლიათ ისევე, როგორც ყველა მათ თანატოლს, ისაუბრონ, იჭორავონ და გაერთონ. თქვენ იკითხავთ, როგორ ახერხებენ საუბარს? ვიდეოკავშირის მეშვეობით. დიახ, დიახ! ჯგუფურ ჩატს ქმნიან, კამერებს რთავენ და საუბრობენ ისევე, როგორც ამას ყველა აკეთებს! ოღონდ ჟესტებით, მეტყველების ნაცვლად.
      მარიამის ოცნებაა, პარიკმახერი გახდეს, რათა ადამიანების, კერძოდ კი გოგონების გარეგნობა, უფრო მომხიბვლელი გახადოს. მარის იზიდავს მოდა, და ყველაფერი რაც მასთან არის კავშირში. ყველაზე მეტად კი, დედიკო უყვარს, იმიტომ, რომ დედა ბევრს ესაუბრება და ყველანაირად მხარში უდგას.
        - მარი, რას უსურვებდი ყველა ქართველ ბავშვს? - თეონამ გოგონას ეს კითხვა გადასცა.
         მარიმ შემომხედა და ხელით რამდენიმე მოძრაობა გააკეთა. თეონამ კი მითარგმნა: „ ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ“. 
         ცრემლს ვიკავებდი, შევაქე სიკეთისთვის და გულისხმიერებისთვის, და თეონასთან საუბრის გაგრძელება დავაპირე, მაგრამ დაწყებულიც არ გვქონდა, რომ მარიამმა ხელი ჩამკიდა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა, თითქოს მთხოვდა „მიშველეთო“...
         მარიამი რაღაც გაურკვევლ ბგერებს წარმოსთქვამდა. თავი ვეღარ შევიკავე, თვალებიდან ცრემლები წამსკდა და გოგონა გულში ჩავიკარი. გრიგორიმ სთხოვა ეთქვა სიტყვა „მამა“, „დედა“, შემდეგ კი ჩემი სახელიც - ნანა... სიტყვებით ვერ ავღწერ, როგორ ცდილობდა, მისი მეტყველება ჩემთვის გასაგები რომ ყოფილიყო.
        მარიამი კი სულ იმეორებდა და იმეორებდა სიტყვებს და ბედნიერი იყო თავის ტრიუმფით... ახარებდა ის, რომ შეეძლო იმის წარმოთქმა, რაც ჩვენთვის სავსებით ჩვეულებრივია... მარიამმა ჩემს ცრემლზე მანიშნა და თავი გააქნია, თითქოს მეუბნებოდა: “ნუ ტირი!“, თეონაც ატირებული შემოგვიერთდა. როგორც ყოველთვის ხუმარა გრიგორიმ კი თქვა: „ოჰ ეს ქალები!“, ყველას სიცილი აგვიტყდა და საუბარი განვაგრძეთ.
         - თეო, თქვენი მეუღლე, შეუდარებელია! აღფრთოვანებული ვარ, ამხელა გაჭირვების მიუხედავად, თქვენს ოჯახში ასეთი სიყვარული რომ სუფევს.
       თეონა: იცი, ახლა, როდესაც უკვე 32 წლის ვარ, ვხვდები, რომ ცხოვრების აზრი, ნამდვილად სიყვარულია. გრიგორი და ჩვენი შვილები გვერდით რომ არ მყავდეს, ალბათ ამ ყველაფერს ვერ გავუძლებდი. მას უკეთესობის იმედი აქვს, მამშვიდებს და მეხმარება. მეც მისი დამსახურებით, არ ვკარგავ იმედს.
        - რაზე ოცნებობთ?
       თეონა: ჩემი გოგონას ჯანმრთელობაზე! - და ისევ ატირდა, ისევ მისი  დამშვიდება მომიწია, სანამ საუბრის გაგრძელებას შევძლებდით.
        - უფალი გწამთ?
        თეონა: კი, ძვირფასო, ძალიან მორწმუნე ვარ. ვიცი, რომ უფალი არ მიგვატოვებს, რადგან ასე მოხდა, ესე იგი, მისი ნება იყო. ამ ხნის მანძილზე, ბევრი რამ ვისწავლე, ძალიან ბევრი. მას შემდეგ, რაც ყოფილმა ქმარმა მიმატოვა, შვილებთან ერთად, რაც მარიმ სმენისა და მეტყველების უნარი  დაკარგა... ასეთ გაჭირვებაში როდესაც ავღმოჩნდით. მე არ ვნებდები, და უკეთესის იმედი მაქვს. 
        - ადამიანების სიკეთის გჯერათ?
         თეონა: მჯერა, ნანიკო, მჯერა! რომ არ მჯეროდეს, როგორ მოგმართავდით! მეც ყოველთვის ვეხმარებოდი ადამიანებს, როდესაც ამის შესაძლებლობა მქონდა. მახსოვს, მეზობლებს საჭმლის ფულიც კი არ ჰქონდათ. მე ვუმზადებდი საჭმელს და მიმქონდა. ბავშვებიც ჰყავდათ, ვცდილობდი მათთვისაც ტკბილეულიც რომ მიმეტანა. ამიტომაც მჯერა, რომ დამიბრუნდება ჩემი სიკეთე, მჯერა, ისეთი ადამიანების არსებობის, ვისთვისაც სხვისი გაჭირვება სულერთი არაა.
     - და რატომ გადაწყვიტეთ, ფონდში რომ მოგეწერათ?
     თეონა: გამიგია, რომ ადამიანებს ნამდვილად ეხმარებით. ვიფიქრე, რომ ღირდა, მეც მეცადა.
      - გსურთ, რომ გაიცნოთ ფონდის მეგობრები?
       თეონა: რა თქმა უნდა, ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ყველას, ვინც თქვენი ფონდის საქმიანობაში მონაწილეობს. თქვენ კეთილ საქმეს აკეთებთ, და სამაგიეროდ არაფერს ითხოვთ. ძალიან დიდი მადლობა, თუნდაც უბრალოდ იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით და გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი გაჭირვება. ძალიან შეუყვარდით მარიამს, თვალებში გატყობთ, რომ ასევე თქვენც. მერწმუნეთ, მეტყველება რომ შეეძლოს, ბევრ რამეს გეტყოდათ!
       მეგობრებო, იმის აღწერა, თუ რა ვიგრძენი ამ არაჩვეულებრივი, ანგელოზი ადამიანების გარემოცვაში, მოკლე სტატიის სახით, ძალიან ძნელია. მათ ნამდვილად  აქვთ უკეთესის იმედი და აფრქვევენ ზღვა სითბოს, სულაც არ არიან მთელ სამყაროზე დაბოღმილები, არამედ ეძებენ მიზეზებს სიხარულისთვის. მოდით, უბრალოდ დავეხმაროთ მათ, ისინი, ამას ნამდვილად იმსახურებენ.
     ოჯახმა მხოლოდ კომპიუტერი გვთხოვა შვილებისთვის, მაგრამ ბავშვებს არ აქვთ კარგი კვება, მშობლები კი ხანდახან შიმშილობენ კიდეც, რათა მათ საკვები ჰქონდეთ. ეს ადამიანები, ყოვლად აუტანელ პირობებში ცხოვრობენ.  ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ რემონტის გაკეთებასა და კიდევ რამდენიმე ოთახის მიშენებაში, რათა ბავშვებს ჰქონდეთ პირადი სივრცე . თითოეული ჩვენთაგანი ბედნიერ ბავშვობას იმსახურებს, და არა ფეხქვეშ ცივი, შიშველი მიწის იატაკს.
       მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ შეგვიძლია მარიამს სმენის უნარი მივცეთ. მას ხომ ისე ძალიან უნდა სრულფასოვნად შეიგრძნოს სამყარო! უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, დავანახოთ მას ჩვენი სიკეთე და გულისხმიერება, მოდით, გამოვიყენოთ ეს შანსი!
---
მეგობრებო, ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, უბრალოდ არ გვაქვს მორალური უფლება, არ დავეხმაროთ ამ საბრალო ადამიანებს! ვილოცოთ მარიამისთვის, ნიკუშასთვის და ლალიკოსთვის, ყველამ ერთად ვევედროთ უფალს, ამ ოჯახის ცხოვრება, უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს! 
გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! 
დაურეკეთ თეონას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ მარტო არ არის და გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
 მათი მისამართია: თბილისი, აფრიკის რაიონი, ილია ბახტაძის ქ. #7 ტელეფონის ნომერი: 599 35 68 61
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  იარაჯულის ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დავეხმაროთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: იარაჯულის ოჯახი)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
        ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
თითოეულ ზარს შეუძლია გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე  - 0901 200 270
        ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: