მამიკო, რატომ დაიკოს სტკივა და მე არა? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მამიკო, რატომ დაიკოს სტკივა და მე არა?

page info icon
2020 ივნისი 29
- ეკითხება მამას 3 წლის მაია. მას არ ესმის, რატომ სტკივა დაიკოს მუცელი, რატომ შეშუპდა და მძიმედ სუნთქავს... სულ რატომ ტირის და არ ეთამაშება მას ?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,552 ₾
( 480 დონორი )
დასრულებულია
- ეკითხება მამას 3 წლის მაია. მას არ ესმის, რატომ სტკივა დაიკოს მუცელი, რატომ შეშუპდა და მძიმედ სუნთქავს...  სულ რატომ ტირის და არ ეთამაშება მას ?
- მე ჩემ ლუიზასთანაც (მაიას საყვარელი თოჯინა) მომწონს თამაში. მას მუცელი არასდროს სტკივდება, მაგრამ დაიკოსთან ხომ უფრო საინტერესო გამოვიდოდა. დედა-შვილობანას თამაში ძალიან მიყვარს …. მე შვილი ვიქნებოდი…, - სევდიანი თვალები მომანათა მაიამ, - იქნებ თქვენ ითამაშებთ ჩემთან?

… მისმა დამ - 5 წლის მარიამმა არ იცის რას ნიშნავს მთელი დღე უდარდელად თამაში … ბავშვს თირკმლის უკმარისობა და საშინელი ტკივილები აქვს! გოგონამ, თავისი პატარა  -  ჯერ მხოლოდ 5 წლის ცხოვრების განმავლობაში - საავადმყოფოში მეტი დრო გაატარა ვიდრე სახლში …. ნებისმიერი დიდი უკვე მოკვდებოდა ტკივილებისაგან, მაგრამ მარი სხვანაირია - ის მებრძოლია და არ აპირებს დანებებას.

- ჩემს მარიკუნას ყველა დაავადება ერგო, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება: დაავადებული თირკმელი, სუსტი იმუნიტეტი, პრობლემური ფილტვები. ვერც კი წარმოგიდგენიათ რამდენჯერ მოხვდა ის საავადმყოფოში! - მარიამის მამის - გელას ხმა კანკალებს. - გაოცებული ვარ ამ ცქნაფა გოგოს საიდან აქვს ამდენი ძალა და სიცოცხლის წყურვილი? ბევრი მოზრდილი ვერ იტრაბახებს ასეთი სიცოცხლის სურვილით …

გელა, გვიამბეთ, რა სჭირს ბავშვს?
- მარი დაიბადა ნეფროტული სინდრომით, რომელიც აწამებს მას და უშლის ნორმალურად ცხოვრებას. მარჯვენა თირკმელი არ მუშაობს სათანადოდ … შეიძლება დასთან თამაშობდეს და უცბათ ცუდად გახდეს …. უშუპდება სახე, ხელები, ფეხები … ვტაცებ ხოლმე ხელს და გავაქანებ საავადმყოფოში! ია მას  ვიტამინების ნემსებს უკეთებენ. და ერთხელაც რომ ვერ მოვასწრო?!… ყველაფერი შეიძლება სავალალოდ დასრულდეს …, – და ოჯახის უფროსი პატარა ბავშვივით ატირდა…

რამდენად სავალალოდ?
-ამაზე გაფიქრებაც კი არ მინდა! ჯობია ნუ მკითხავთ ... მარი მხნედ არის, დიდივით იტანს ყველა პროცედურას, ნემსებს ... მე რაღა უფლება მაქვს ცუდ ფიქრებს ავყვე?

რამდენად ხშირად ემართება მსგავსი შეტევები და როგორ შეიძლება ამის აცილება?
-თითქმის ყოველ კვირას ... და არ ვიცი ამას რა ვუყო ... ჩვენ ვიცავთ ექიმების რეკომენდაციებს, მარი კი მაინც  ცუდად ხდება ... არანაირი აბები არ შველის ... ბავშვი აუტანელ ტკივილებს უძლებს ... თქვენ წარმოგიდგენიათ მაინც რა დასანახია ეს მამისთვის? 

მე კოშმარები მელანდება - ვითომ მარი იგუდება და ტირის, მე კი ვერაფრით ვშველი და ვუყურებ ჩემი თოჯინა გოგოს ტანჯვას. როგორც ნებისმიერი მამა მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ მარიზე და მტკივა, ფიზიკურად, სულიერად მტკივა, როდესაც ასეთი უსუსური ვარ... როცა ვერაფერს ვშველი ბავშვს ...

ექიმები რას ამბობენ? 
-12 წელი რომ შეუსრულდება, თირკმლის გადანერგვა შეიძლება გაუკეთონ. ეს რთული, სერიოზული ოპერაციაა, მაგრამ აბა სხვა გამოსავალი სადღაა ... მხოლოდ ოპერაცია უშველის ჩემს წერტილას.

რა სახსრებით ახერხებთ მარის მკურნალობას?
-სულ უმუშევარი კი არ ვიყავი ... არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი - მშენებლობაზეც მიმუშავია, მტვირთავადაც .... ოღონდაც ჩემს ოჯახს არაფერი მოკლებოდა ... ხელფასი პატარა მქონდა, მაგრამ ჩვენ გვყოფნიდა ... ეხლა მე სრულად ვარ გადართული მარის მკურნალობაზე - ერთი ანალიზის გამოტოვებაც კი არ შეიძლება, ვაი და გაგვეპარება რამე ამის გამო .... ცოლი არ მუშაობს, ბავშვებს ზრდის. სამი გვყავს - ორი გოგო და ნანატრი გვარის გამგრძელებელი - ნიკუშა. 

სულ ცოტა ხნის წინ მოგვენიჭა სოციალურად დაუცველების სტატუსი და ეხლა თვეში 300 ლარი გვერიცხება, მაგრამ ექიმთან მხოლოდ ერთი ვიზიტი 70 ლარი გვიჯდება, წამლებსა და ანალიზებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სახელმწიფო 80 პროცენტით აფინანსებს მარის მკურნალობას, მაგრამ დანარჩენ თანხას რა ვუყო? წამლებზე, მარის კვებაზე, საზღვარგარეთ ანალიზების გაგზავნაზე? საავადმყოფოში წასვლა-წამოსვლა რა ღირს?!

მე ვეცადე სახელმწიფოსგან დახმარების მიღებას, ბევრჯერ მივიტანე ცნობები და დოკუმენტები ადგილობრივ თვითმმართველობაში. სულ ტყუილად! ყველგან უარით გაგვისტუმრეს!..

სახელმწიფო იმდენს იხდის, რომ მარისთვის ერთი კვირის სამყოფ წამლებზეც კი არ გვყოფნის! სახსრების უქონლობის გამო, ჩვენ ძალიან გვიჭირს შვილის მდგომარეობის გაკონტროლება ... თანაც ჩვენ ხომ კიდევ ორი შვილი გვყავს - მაიკო და ნანატრი ნიკოლოზი, ამათაც ხომ ბევრი რამე სჭირდებათ ...

თქვენს ოჯახში არავინ მუშაობს და რით არსებობთ?
-თავადაც ხედავთ - კი არ ვცხოვრობთ - ვარსებობთ ... ფული მხოლოდ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანზე გვყოფნის ... მარის კი სრულფასოვანი კვება სჭირდება: ხორცი, ხაჭო, ყველი ... ეს ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა ... როცა რაღაც მომაქვს მხოლოდ მარისთვის, ვცდილობ ცალკე ვაჭამო, რომ მაიამ ვერ ნახოს ... მასაც ხომ უნდა ...

ბიჭი ძუძუზეა, მაგრამ ცოლი იმდენად დასტრესილია, რომ სულ მეშინია - რძე არ გაუშრეს... მერე ბავშვის საჭმელიც საყიდელი გაგვიხდება და ამდენს ჩვენ ნამდვილად ვერ გავწვდებით ...

გელა, გვიამბეთ თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია. სად გაიცანით ნანა?
-გაგეცინებათ, - მთელი საუბრის განმავლობაში გელამ პირველად გაიღიმა, - ერთმანეთი “ოდნოკლასნიკებში“ გავიცანით! შემთხვევით ვნახე ნანა ჩემი ნაცნობის ფოტოზე. დავიმატე მეგობრებში. ის დიდხანს არ მპასუხობდა შეტყობინებებზე! წარმოგიდგენიათ?! მე, ასეთ ბიჭს! მაგრამ მე არ ვნებდებოდი. როცა ნანამ ბოლოსდაბოლოს მიპასუხა, მე მაშინვე დავუნიშნე პაემანი.

ნანა შეხვედრამდეც ძალიან მომწონდა, შეხვედრის შემდეგ კი ... შემიყვარდა ... როგორც კი შევხედეთ ერთმანეთს, მაშინვე მივხდი - ეს ჩემი შვილების დედაა. მანამდე მსგავსი არაფერი განმიცდია. უბრალოდ უყურებ ადამიანს და გული სითბოთი გევსება....

ნანა, თქვენც მაშინვე შეგიყვარდათ გელა?
-რასაკვირველია არა! სიყვარული მოგვიანებით მოვიდა ... მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ის კარგი და მოსიყვარულე მამა იქნება. მგონი არ შევცდი. მშვენიერი შვილები მაჩუქა. 

შეიძლება მათაც გავესაუბროთ?
-რასაკვირველია. ხედავთ მარიამი როგორ ცქმუტავს! ელის თქვენთან საუბრის რიგს.

მარი (5 წლის), მეგობრები გყავს?
მარი (5 წლის) - ჩემი და! დედაშვილობანას თამაში გვიყვარს. ერთი თოჯინა გვყავს - ლუიზა. თოჯინა ერთია, ჩვენ კი ორნი ვართ, ამიტომ რიგრიგობით ვთამაშობთ.

გინდა, რომ მეტი მეგობარი გყავდეს? ფონდში ბევრს მოუნდება შენნაირ ლამაზ გოგოსთან მეგობრობა!

მარი (5 წლის) - რასაკვირველია. ბევრი-ბევრი მეგობარი მინდა, რომ მყავდეს, აი იმდენი, რომ ამ ოთახში ვერ დაეტიონ! ერთად ვითამაშებდით!

კიდევ რა გინდა? რაზე ოცნებობ, მარიამ?
მარი (5 წლის) - ველოსიპედი! მინდა, რომ მამიკომ ველოსიპედი მიყიდოს და მასწავლოს მისი ტარება. მინდა სხვა ბავშვებივით კატაობა ვიცოდე.

როგორი ველოსიპედი გინდა?
მარი (5 წლის) - დიდი! წითელი! აი, ისეთი სიგნალით, რომ მთელმა ქვეყანამ გაიგოს! სულ დავასიგნალებ, როცა დავჯდები. და დაიკოსთვისაც მინდა ველოსიპედი, ერთად რომ ვიაროთ.

მაია (3 წლის), შენც გინდა ველოსიპედი? 
მაია (3 წლის) - კი, და კიდევ კამფეტები!

როგორი კამფეტები გიყვარს?
მაია (3 წლის) - შოკოლადის! მამიკო მყიდულობს, მაგრამ სულ ჩუმად მაძლევს, მარიმ რომ ვერ დაინახოს - მისთვის არ შეიძლებაო. ერთხელ მე გადავმალე და მივუტანე დაიკოს, მამა მერე ძალიან მეჩხუბა ... მარი კი სადღაც წაიყვანეს ... მერე მოიყვანეს! ასე აღარასდროს გავაკეთებ! არ მინდა, რომ დაიკო ისევ წაიყვანოს დიდმა თეთრმა მანქანამ.

იცი მამიკომ რატომ გეჩხუბა?
მაია (3 წლის) - მამიკომ ასე მითხრა, რომ მარის მუცელი ასტკივდა. მე კი უბრალოდ მინდოდა მეწილადა მისთვის - დარცხვენილად ამბობს მაია.

გოგოებო, ბაღში დადიხართ?
მარი (5 წლის) - მე არ დავდივარ, პირდაპირ სკოლაში შევალ! ბაღში არ მიმიღეს ... მამიკომ მითხრა, რომ მე დიდი ვარ, იქ კი მხოლოდ პატარები დადიან.

მაია (3 წლის) - მე კი დავდივარ, მაგრამ სკოლაში მეც მინდა.

სულ მალე წახვალთ სკოლაში, გოგოებო! თუ ასეთი დიდები ხართ აბა მომიყევით დედიკოს სახლში როგორ ეხმარებით?
მაია (3 წლის) - მე ნიკუშას ვეთამაშები! ისეთი პატარა იყო და ეხლა ძალიან მძიმეა უკვე! სულ ძალიან მიყვარს!

მარი (5 წლის) - კიიიიიიიიიი, ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ნიკუშა! როცა გაიზრდება - ის დაგვიცავს. ჯერ კი პატარაა და არაფერი იცის ... ლაპარაკიც კი ჯერ არ იცის, მაგრამ მე ვასწავლი.
   
მადლობა, გოგოებო საუბრისათვის, მე ძალიან მომეწონა თქვენთან “ჭორაობა“!
გელა როგორ შეიტყვეთ ფონდის არსებობის შესახებ?
-მე ბევრ ფონდს მივმართე დახმარებისთვის. დიდხანს ვერ ვბედავდი თქვენთან დაკავშირებას ... საქართველოში უამრავი ღატაკი და უბედური ადამიანია... მაგრამ ეს მანამდე, სანამ უკვე გაუსაძლისი არ გახდა ჩვენი მდგომარეობა და ჩვენ ლამის სულს ვღაფავდით... მე ამხელა კაცი ვარ, სამი შვილის მამა. მე უნდა უზრუნველყო მათთვის უდარდელი ცხოვრება! მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა... შემთხვევით საუბარში მეგობარმა მიამბო ჩერნოვეცკის ფონდზე. მითხრა, რომ თქვენ ეხმარებით მათ, ვინც გასაჭირშია. მე ვნახე კომენტარები ინტერნეტში და პატარა იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა!
----
მეგობრებო, ამ პატარა სიფრიფანა ციმციმა თვალებიან გოგოს ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება და მხარდაჭერა! მარიამი ძალიან ნათელი და გახსნილი ბავშვია! მას მოუწია ძლიერ ტკივილებთან გამკლავება! ნეფროტულ სინდრომს თან ახლავს საშინელი სიმპტომები. გოგონას მშობლებმა არ იციან რა ქნან, როგორ დაეხმარონ შვილს. უფალმა ჩვენთან გამოაგზავნა ისინი!

ნუ დარჩებით გულგრილები, სხვისი უბედურება არ არსებობს! ჩვენ ყველა უფლის შვილები ვართ და მან ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის შეგვქმნა. 

გელა მაკარიძის ოჯახს ეხლა ძალიან ესაჭიროება ჩვენი მხარდაჭერა. მათ არ ყოფნით სახსრები საკვებისა და 5 წლის მარიამის მკურნალობისათვის. ოჯახს ნებისმიერი დახმარება გააბედნიერებს! შეგიძლიათ დაურეკოთ გელას და დააზუსტოთ ინფორმაცია მარიამის მდგომარეობის შესახებ ტელეფონის ნომერზე: 558 14 74 74.

ან ეწვიეთ ამ ოჯახს მისამართზე: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, დაბა წილუბანი, მშვიდობის ქ. 24, ბინა 6.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ მაკარიძეების ოჯახის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს ესაჭიროება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გელა მაკარიძე) თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა ჩვენი საიტის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა აგრეთვე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოიძიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

            ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი მაკარიძეების ოჯახსაც. ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე ჩვენ თავადაც დაგვჭირდება!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: