წაიყვანე შენი ურჩხული და მოშორდი ჩვენი სახლიდან! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

წაიყვანე შენი ურჩხული და მოშორდი ჩვენი სახლიდან!

page info icon
2020 სექტემბერი 16
page info icon
8688
კრუნჩხვებისგან მას ხელ-ფეხი ეგრიხება და რომ არ მოსტყდეს, დედა შვილს მთელი ძალით იჭერს და გულში იხუტებს. ასე ჯდომა საათობით შეუძლიათ! დედა ვაჟს არწევს და ცდილობს, მისი კვნესა-ტირილი სიმღერით დაამშვიდოს, მაგრამ ხშირად - არ გამოსდის. მერე, დედაც ტირილს იწყებს... ის გრძნობს, როგორ იტანჯება მისი შვილი, გრძნობს მის ტკივილს... მაგრამ დახმარება არაფრით შეუძლია! წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც შენს სისხლსა და ხორცს, შენი ცხოვრების სიყვარულს მუდმივად მომაკვდავს და საშინელ ტანჯვაში ხედავ?!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
17,616 ₾
( 1,311 დონორი )
დასრულებულია

კრუნჩხვებისგან მას ხელ-ფეხი ეგრიხება და რომ არ მოსტყდეს, დედა შვილს მთელი ძალით იჭერს და გულში იხუტებს. ასე ჯდომა საათობით შეუძლიათ! დედა ვაჟს არწევს და ცდილობს, მისი კვნესა-ტირილი სიმღერით დაამშვიდოს, მაგრამ ხშირად - არ გამოსდის. მერე, დედაც ტირილს იწყებს... ის გრძნობს, როგორ იტანჯება მისი შვილი, გრძნობს მის ტკივილს... მაგრამ დახმარება არაფრით შეუძლია! წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც შენს სისხლსა და ხორცს, შენი ცხოვრების სიყვარულს მუდმივად მომაკვდავს და საშინელ ტანჯვაში ხედავ?!

ჯონი ავადმყოფი დაიბადა, ძალიან ავადმყოფი... ძლივს გადარჩა. დედას - მაიას, რთული ორსულობა ჰქონდა, მაგრამ მას ექიმთან არ უშვებდნენ. 

„ისეთი ზარმაცი ხარ, ოღონდაც სახლის საქმეები არ აკეთო და რაღაც დაავადებებს იგონებ... ექიმებზე უკეთ ვიცით, როგორ მოგიყვანოთჭკუაზე! მიდი, აიღე ცოცხი და დაგავე!!!“ - საბრალო, ორსულ გოგონას ეუბნებოდა ქმრის ბებია; ის კი, - მეუღლე რომ არ გაებრაზებინა, - ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც „ღირსეულ“ რძალს შეშვენის. 

მასთან საუბარი თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა... მისი 11 წლის ვაჟი, - ჯონი ყვიროდა და ტიროდა; ხან ხელებიდან უსხლტებოდა დედას, ხან ხელში აყვანას ითხოვდა, ხანაც ისეთ რაღაცებს აკეთებდა, სიტყვებით რომ ვერ აღწერ. ეს ისეთი დაუსრულებელი საშინელება იყო, რომ ჩვენ თვითონაც გაქცევა და ტირილი მოგვინდა. 

მაია, ბავშვის დაავადების შესახებ როდის შეიტყვეთ - ორსულობისას თუ მისი დაბადების შემდგომ?

მაია: რთული ორსულობა მქონდა - ექიმმა წოლითი რეჟიმი გამომიწერა, მე კი დაჯდომაც არ შემეძლო... ყველაფრის კეთება მე მიწევდა სახლში. ის ავადმყოფი დაიბადა... ნაადრევად. რეანიმაციიდან 1 თვე არ წერდნენ. ქმრის ოჯახს ბავშვის მიღება არ სურდა! სახლში რომ მივედით, შვილთან ერთად, ოთახიდან გამოსვლას მიკრძალავდნენ, ბავშვს საკვებს არ ყიდულობდნენ. „ჩვენმა თვალებმა არ დაგინახოთ! მოაშორე ეს ურჩხული აქედან! მას უფლება არ აქვს, ჩვენი ოჯახის წევრი იყოს!“ ... ჩუმჩუმად, მეზობლებს ვთხოვდი ხოლმე რძის ნაწარმს და ავადმყოფ ჩვილს სიმინდის ფქვილისგან დამზადებულ, წყალწყალა ფაფებს ვაჭმევდი...

- მაია, კი მაგრამ, მხარს არავინ გიჭერდათ? თქვენი მეუღლე რას ამბობდა?

მაია: ჩემი ქმარი ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევდა. თითქოს, არც კი ვარსებობდით. როდესაც ჯონის შეტევები გახშირდა და ტირილი ხმამაღალი გახდა, ჩვენ უბრალოდ სახლიდან გამოგვაძევეს. სოფელში წავედი, მშობლებთან. მათ ავადმყოფი შვილიშვილი დიდი სიყვარულით მიიღეს, მაგრამ სოფელში დარჩენა ჯონის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. მას შეტევები ძალიან გაუხშირდა, სასწრაფო კი ყოველთვის ვერ ახერხებდა მოსვლას. 

2016 წელს ჯონის სიცხემ აუწია და ჩვენ მაშინვე თბილისში ჩამოგვიყვანეს სასწრაფო მანქანით. ჩემი საბრალო ბიჭი, სულ მთლად იწვოდა! იგი რეანიმაციაში დააწვინეს, მე კი მითხრეს: „დედიკო, სჯობს, სახლში წახვიდეთ, მას აქ არაერთი დღის გატარება მოუწევს. ძალიან ცუდად არის, შეიძლება არც კი გადარჩეს...“

ამ სიტყვებისგან ცუდად გავხდი, იატაკზე დავვარდი და ვეღარ ვდგებოდი. 4 თვე „ვიცხოვრე“ სკამზე, რეანიმაციის გვერდით. წასასვლელი არსად მქონდა... არც ფული მქონდა, რომ მისთვის საკვები და საფენები მეყიდა. საავადმყოფოს გვერდით მდებარე მაღაზიის დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. დღისით შვილის გვერდით ვიყავი, საღამოს სამუშაოდ მივდიოდი, ღამე კი რეანიმაციის გვერდით, სკამზე მეძინა. არ მაგდებდნენ და ამისთვის მათი მადლობელი ვარ. 

- მაია, მთელი ეს დრო სრულიად მარტო იყავით? 

მაია: ჩემთან უფალი იყო! მე კი შვილის გვერდით ვიყავი... და დიახ, ჩვენ არავის ვაინტერესებდით. კეთილი ადამიანები - სხვა, ასევე მძიმედ ავადმყოფი შვილების დედები ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავდნენ, ხან სადილს მაჭმევდნენ, ხან საფენებით მეხმარებოდნენ. ხანდახან, თავიანთ სახლებშიც კი მეპატიჟებოდნენ, რომ მებანავა. აი, ასე ვიცხოვრეთ 4 თვე საავადმყოფოში. გამოწერის შემდეგ, ბავშვის სოფელში წაყვანა ამიკრძალეს. 

- რატომ აგიკრძალეს? 

მაია: ექიმებმა მითხრეს, რომ თუ საავადმყოფოს მახლობლად, ან სასწრაფო დახმარებიდან 10 წუთის სავალ მანძილზე არ ვიცხოვრებდი, ბავშვი შემდგომ შეტევას უბრალოდ ვეღარ გადაიტანდა. ჰოდა, თბილისში დავრჩით. დროებით, ბავშვთა ჰოსპისმა „ციცინათელამ“ შეგვიკედლა და ისეთი გახარებული ვიყავი! 24 საათის მანძილზე შემეძლო, შვილის გვერდით ვყოფილიყავი! იქვე მასწავლეს, როგორ გამომეცვალა მილები ყელში. არ შემეძლო, ვტიროდი, მეგონა, რომ ვტკენდი, მაგრამ მერე ვისწავლე. ჰოსპისში 2 კვირაზე მეტს ვერ გავჩერდებოდით, ამიტომ საცხოვრებლად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადავედით. იქ 6 თვე ვიცხოვრეთ. მეზობლებს ძალიან აწუხებდათ ბავშვის ტირილი და იძულებული გავხდით, სხვა თავშესაფარი გვეძება! წარმოიდგინეთ, როგორია ავადმყოფ ბავშვთან ერთად ღამის გასათევი ადგილის ძებნა!..

ბავშვის მამა ერთხელაც არ დაინტერესებულა ჯონის მდგომარეობით? 

მაია:ჯონი რეანიმაცია რომ იწვა და ექიმებმა - მისი დღეები დათვლილიაო, ვთხოვე, მოსულიყო და შვილს გამომშვიდობებოდა. მოვიდა. როდესაც დაგვინახა, რა მდგომარეობაში ვიყავით, პატიება გვთხოვა, ბავშვს ჩაეხუტა და თქვა, რომ მასზე იზრუნებდა... მაგრამ გადიოდა დღეები, ის კი არ ჩანდა... მერე მითხრეს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ხიდიდან გადახტა. იქნებ შვილის სანახავად მოსვლა არ უნდა მეთხოვა? არ ვიცი...

- მაია, თუ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ბედნიერი იყავით? 

მაია: ალბათ, ბავშვობაში, მაგრამ აღარც კი მახსოვს. ჯონიმდე რა იყო - მეხსიერებაში აღარაფერი დამრჩა.

- მოგვიყევით, ზუგდიდში როგორ აღმოჩნდით?

მაია: მითხრეს, რომ თავშესაფარში ჩვენი ყოფნის დრო იწურებოდა, რომ თავშესაფრის მომსახურებებით სარგებლობის უფლება არ მქონდა და ნაქირავებ ბინაში უნდა გადავსულიყავი. ავტირდი... კი მაგრამ, როგორ? როგორ გადავიხადო ბინის ქირა? შვილი ვის დავუტოვო, რომ სამსახური ვიპოვო? 

სრულიად უცნობმა გოგონამ დამინახა და მითხრა, რომ შემეძლო დროებით ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში მეცხოვრა, სადაც ის ახლა არ ცხოვრობს. იმავე დღეს ჩავალაგე ჩემი ნივთები და აქ გადმოვედით. სოფელში, მშობლებთან ვერ წავალ - ეს იგივეა, შვილი საკუთარი ხელით მივართვა სიკვდილს!

- ამ დროისთვის, თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? 

მაია: ჩემი მთავარი თხოვნაა - ზონდები! სტაციონალური მილები! მე ისინი ყოველ დღე უნდა ვუცვალო, უფულობის გამო კი მათი რეცხვა მიწევს! ღმერთო, რა უბედურებაა... ისინი ერთჯერადი გამოყენებისაა, გესმით? ბავშვის ჯანრმთელობას საფრთხის ქვეშ ვაგდებ. ყოველ ჯერზე ვლოცულობ, რომ რაღაც ინფექცია არ შეიჭრას. ძალიან გვჭირდება საფენები, ბავშვთა კვება, ალბათ ბლენდერიც, წამლები... მორჩა! სულ ესაა! მილები, საფენები, წამლები და კვება. მე სხვა არაფერი მჭირდება! ოღონდაც ჯონი იყოს კარგად. კარგად როგორ? ხომ ხედავთ, როგორ ცუდადაა... მინდა, რომ უარესად არ გახდეს.

---

მეგობრებო, იყავით ღვთისნიერნი და გაიღეთ მოწყალება ამ უბედური დედისა და მისი მრავალტანჯული შვილის მიმართ! დაეხმარეთ მათ, რითიც შეძლებთ! აქციეთ მათი არსებობა ცხოვრებად! მათ აბსოლუტურად ყველაფერი სჭირდებათ - წამლები, საკვები პროდუქტები, სპეციალური ზონდები, მილები. უფალი სიკეთისთვის მადლობას გადაგიხდით! 

   ჩვენ, ფონდში, დარწმუნებულები ვართ, რომ უფლისთვის შეუძლებელი არაფერია. ის აუცილებლად გაუწვდის თავის კეთილ ხელს თითოეულ ტანჯულ ადამიანს! იქნებ, დროებით, ვინმემ ამ საბრალოებს საცხოვრებელი შესთავაზოს? ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ! სასწაული ხომ ყველანაირი არსებობს?! შეუძლებელი არაფერია მისთვის, ვინც ჩვენ შეგვქმნა! 

ამ გმირი დედის უბედურება ჩვენც მოგვეცა, რომ გული ჩვენც გვეტკინოს და მასში სამუდამოდ დაიმკვიდროს უფალმა!

შეგიძლიათ, მაიას თავად დაუკავშირდეთ. ის უსაყვარლესი ქალია და რომ დაელაპარაკებით, ამაში თვითონაც დარწმუნდებით! მისი საკონტაქტო ტელეფონია: 571 04 75 48 (მაია) 

მისამართი: ზუგდიდი, ჩალიჩავას ქუჩა №76.

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:მაია მარშანია)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

სამი რამარასდროს ბრუნდება უკან - დრო, სიტყვა და შესაძლებლობა. ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს, შეარჩიეთ კეთილი სიტყვები და არ გაუშვათ ხელიდან კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა!

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით,მაიას და ჯონისაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: