17 წლიანი საშინელი ტანჯვა მხოლოდ ერთი ნემსის გამო - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

17 წლიანი საშინელი ტანჯვა მხოლოდ ერთი ნემსის გამო

page info icon
2020 ნოემბერი 28
17 წლის ბუბა 5 წლიდან დამხმარე ეტლს არის მიჯაჭვული... მან არ იცის, რა არის სირბილი, ხტუნვა და ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში... მას ამაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო. ბავშვთა ცერებრალური დამბლა - აი, ექიმების უმოწყალო დასკვნა. განაჩენივით ჟღერს, არა? მაგრამ არა ბუბას გაბედული დედისათვის - ლელასთვის (47 წლის). კეთილი ქალისა და ნამდვილი ქართველისთვის ამ სიტყვებმა ბრძოლის მოწოდებად გაიჟღერეს. იმ წუთიდან, მან მთელი თავისი სასიცოცხლო ძალა შვილის ფეხზე წამოყენებისკენ მიმართა. დედობრივი სიყვარულისთვის კი არანაირი წინაღობა არ არსებობს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,414 ₾
( 83 დონორი )
დასრულებულია

„იმის დანახვა, თუ როგორ დგამს ჩემი საყვარელი შვილი დამოუკიდებლად ნაბიჯებს, ჩემი ერთადერთი ოცნებაა!“ - ამბობს ლელა და ცრემლებს მალავს. მხოლოდ ღმერთმა უწყის, ამ 17 წლის განმავლობაში, მას და მის შვილს რამდენი ტანჯვის გადატანა მოუწიათ... მაგრამ ისინი დანებებას არ აპირებენ. მართალია, განგებამ ბუბას დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა წაართვა, მაგრამ სამაგიეროდ, იგი მახვილი გონებითა და ნებისმიერი ინფორმაციის მარტივად ათვისების უნარით დააჯილდოვა. და ის ოცნებობს, რომ თავისი ცოდნა გამოიყენოს, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს და სამშობლოს გამოადგეს...

    დღეს, ამ შესანიშნავმა ოჯახმა, ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ, ყველა რესურსი ამოწურა და იძულებული გახდა, დახმარებისთვის კეთილი თანამემამულეებისათვის მიემართა, ჩვენს პატარა საქართველოში მცხოვრები დიდი და კეთილი გულის მქონე ადამიანების იმედად.

ლელა, თუ შეიძლება, თქვენი შვილის დაავადების შესახებ მოგვიყევით. ის დაბადებიდან არის ავად?

ლელა: ბუბა ჯანმრთელი ბავშვი იზრდებოდა, მაგრამ 1 წლისა და 3 თვის ასაკში, გეგმიური აცრის შემდეგ, ფეხების კანკალი დაეწყო. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემს ბიჭს რაღაც სჭირდა... ღმერთო, რამდენი ექიმი მოვიარეთ! ზოგი ამბობდა, რომ მიზეზი ზედმეტი წონა იყო, მასაჟებს, სხვადასხვა პროცედურებს უნიშნავდნენ, მაგრამ არაფერი შველოდა. მდგომარეობა უარესდებოდა. ჩემს შვილს სიარული არ შეეძლო.  

5 წლის ასაკში, მას მყესების ოპერაცია გაუკეთეს, ანალიზები კი გერმანიაში გადაიგზავნა. გერმანელი ექიმების დასკვნამ უბრალოდ გამანადგურა: ქრონიკული ცერებრალური დამბლა! ინვალიდობა... რამდენი ცრემლი დაიღვარა... მაგრამ მე და ჩემი ბიჭი არ დავნებულვართ! ბუბა სიცოცხლის მოყვარული და მიზანდასახული ბიჭია. მთელი გულით სურს და სჯერა, რომ გაივლის!

სულ ახლახან, შარშან, მას ორივე თეძოს ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე, სახელმწიფომ ბუბასთვის ორთეზები დააფინანსა. ამ ოპერაციაზე ის დიდ იმედებს ამყარებდა, სჯეროდა, რომ ის მას ფეხზე დადგომაში დაეხმარებოდა. მაგრამ ეს გრძელვადიანი პროცესია, აუცილებელია რეაბილიტაციის კურსი, ფიზიოთერაპია, მასაჟი, სამკურნალო ტანვარჯიში. ეს ყველაფერი ძვირი ჯდება, ჩვენ კი ფინანსებში ძალიან შეზღუდულები ვართ.

რას ამბობენ ექიმები? არსებობს სრული გამოჯანმრთელების შესაძლებლობა?

ლელა:როგორც ღრმად მორწმუნე ადამიანი, გეტყვით: შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. მე და ჩემმა შვილმა დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენი ძალისხმევა აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება. ბუბა სიარულს შეძლებს. თუნდაც, ორთეზების საშუალებით, მაგრამ აუცილებლად შეძლებს!

თქვენი აზრით, თქვენს მდგომარეობაში ყველაზე რთული რა არის?

ლელა: ყველაზე რთული ის არის, რომ მისი აწევა უკვე აღარ შემიძლია. ის უკვე დიდია, მაღალი, ფიზიკურად ვეღარ ვუმკლავდები. არადა, დაბანა და კიდევ მრავალი სხვა რამ სჭირდება... ბუბას სურს, დამოუკიდებელი იყოს. ვერაფრით ეგუება იმ ფაქტს, რომ ჩემი დახმარების გარეშე, ჩაცმაც კი არ შეუძლია...

– რა რჩევებს მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ?

ლელა: მინდა მათ მოთმინება, გამძლეობა და უზარმაზარი ძალა ვუსურვო! ჩვენ ჩვენი შვილების საყრდენი უნდა გავხდეთ, მათ მხარი დავუჭიროთ, სულიერად არ დავეცეთ. რადგან ჩვენ თუ ხელები ჩამოვუშვით, მათ - ჩვენი სულის ნაწილს რა დაემართება?

– რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

ლელა: იმისათვის, რომ ბუბას დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეს, დიდი ხნის მანძილზე, ორივე ფეხზე ორთეზები გამოყენება, სამკურნალო ტანვარჯიში, მასაჟი და ფიზიოთერაპიაა საჭიროა. ეს ყველაფერი ძალიან ძვირია. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი - სოციალური დახმარება და შვილის პენსიაა, 370 ლარის ოდენობით. დახმარების ნაწილის აღება წინასწარ მოგვიწია, სესხის სახით, რომელსაც ახლა ვიხდით... ბუბასთვის ტანვარჯიშის ყოველი სეანსი 30 ლარი ღირს, ამას დამატებული ტაქსის ფული - 20 ლარი. ამ ვარჯიშების გარეშე, მისი კუნთები სულ მთლად დასუსტდება და ყველა ძალისხმევა ფუჭად ჩაივლის. ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება!

ამ თანხაზე ცხოვრებას როგორ ახერხებთ?

ლელა:როგორღაც... არც კი ვიცი, როგორ... ჩემი მეუღლე ავტოსადგომზე მუშაობს, მაგრამ ეს შემოსავალი ძალიან მწირია. მე შვილს მარტო ვერ ვტოვებ, რადგან ჩემ გარეშე ის სრულიად უმწეოა. მადლობა ღმერთს, თავს ზემოთ ჭერი მაინც გვაქვს...

და აქ, სოციალურად დაუცველთა საერთო საცხოვრებელში როგორ აღმოჩნდით?

ლელა: მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ. სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. შემდეგ კი, მშობლებთან ერთად, დასავლეთ საქართველოში, სენაკში ვცხოვრობდი. ჩემი მეუღლეც იქიდან არის. თბილისში შვილის სამკურნალოდ ჩამოვედით, რადგან რეგიონში მედიცინა იმ დონეზე არ არის განვითარებული, როგორც დედაქალაქში.

რადგან საკუთარი საცხოვრებელი არ გვაქვს, დასახლება ყოფილი საავადმყოფოს ნახევრად დანგრეულ შენობაში მოგვიწია. იქ ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. მადლობა მერიას, რომ აქ, საერთო საცხოვრებელში მოგვცა ბინა. ერთი ოთახია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სულ არაფერს სჯობს... და ამისთვის, ხელისუფლების მადლობელები ვართ.

– მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

ლელა: სრულიად შემთხვევით, ჩემი ძმის სამსახურში. თავისი გრძნობების შესახებ თქმას დიდხანს ვერ მიბედავდა... სამწუხაროდ. იმდენი დრო დავკარგეთ! ბესიკი ხომ ყველაზე მგრძნობიარე და მზრუნველი ადამიანია მთელ მსოფლიოში და ბედნიერი ვარ, ერთად რომ ვართ. ის ყველაფერში გვერდით მიდგას.

– ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება შეგემთხვეოდათ?

ლელა: ღმერთმა დაგვიფაროს! ასეთი რამის წარმოდგენა ვის შეუძლია? მით უმეტეს, რომ თავიდან, ჩემს შვილს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია. პირველი ნიშნები მოგვიანებით გამოვლინდა... არც კი გვეგონა, რომ ყველაფერი ასე გართულდებოდა. მაგრამ რას იზამ? ყველაფერი უფლის ნებაა. ესე იგი, წილად გვერგო, რომ ეს ყველაფერი გამოვიაროთ.

ვინმე თუ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?

ლელა:მამაჩემი 10 წლის წინ გარდაიცვალა, დედა - პენსიონერია. ბესიკის მამაც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, დედამთილი კი შეძლებისდაგვარად გვეხმარება. სოფლიდან ფქვილს, ან ყველს გვიგზავნის. მაგრამ ბუბას ოპერაციის ფული მთელმა ქვეყანამ, ერთად მოვაგროვეთ. სახელმწიფომ 3000 ლარი დააფინანსა, 2000 ლარი ჩვენ უნდა გადაგვეხადა. მაგრამ ამდენი ფული საიდან უნდა მოგვეტანა? კეთილი ხალხი დაგვეხმარა...

სრულიად უცხო ადამიანებს გულისხმობთ?

ლელა: უცხო როგორ... ბუბას თანხა სკოლაში შეუგროვეს, ყველაზე შორეული ნათესავები და ნაცნობებიც დაგვეხმარნენ... მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ახლა კრიზისია და ყველას უჭირს... მე ადამიანური სიკეთის მჯერა. მთელი მსოფლიო ამას ეფუძნება. ორმხრივი მხარდაჭერის გრძნობა ქართველებში განსაკუთრებით არის განვითარებული... ჩვენს პატარა ქვეყანაში დიდი, კეთილი გულის მქონე ადამიანები ცხოვრობენ.

– კიდევ რის გჯერათ? რაში ხედავთ ხსნას?

ლელა: სასიცოცხლო ძალებს უფლის რწმენა მინარჩუნებს. შვილთან ერთად ეკლესიაში ხშირად დავდივარ. წარმოგიდგენიათ, ბუბა სტიქაროსნადაც კი მიიღეს და საეკლესიო მსახურებაშიც იღებს მონაწილეობას. ეს ისეთი ბედნიერებაა! რა თქმა უნდა, სულიერი მამაც გვყავს, რომელიც ჩემს შვილს კეთილ რჩევას ყოველთვის სიხარულით აძლევს და არასდროს აძლევს უფლებას, რომ მან გული გაიტეხოს...

არაჩვეულებრივია! ლელა, თუ შეიძლება, თქვენი შვილის შესახებ მოგვიყევით...

ლელა:ჩემი შვილი - არაჩვეულებრივი ბიჭია. ამის თქმა სიამაყით შემიძლია! მებრძოლია! არასდროს წუწუნებს, მედგრად, კრიჭაშეკრული მიდის თავისი მიზნისკენ.  ბუბა ჩვეულებრივი სკოლაში სწავლობს, ძალიან გულმოდგინე და ნიჭიერია... მართალია, მე-9 კლასის შემდეგ სკოლის დატოვება მოუწია, რადგან შარშან ოპერაცია გავუკეთეთ და გაკვეთილებს უბრალოდ ვეღარ ვესწრებოდით, მაგრამ ის ტექნიკურ სკოლაში აპირებს ჩაბარებას, სპეციალობაც აირჩია - კომპიუტერული პროგრამირება.

ბუბა, იქნებ შენ შესახებ უფრო დაწვრილებით თავად მოგვიყვე? რა გიტაცებს? რატომ გადაწყვიტე, სპეციალობად კომპიუტერული პროგრამირება აგერჩია?

ბუბა: ჩემი ერთ-ერთი გატაცება - მაგიდის ჩოგბურთია. ძალიან კარგად ვთამაშობ, შეჯიბრებებზე გამარჯვებისთვის ჯილდოებიც კი მაქვს. რაც შეეხება პროგრამირებას, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. მინდა, კომპიუტერულ პროგრამებში კარგად ვერკვეოდე. ვფიქრობ, ეს საინტერესო და გამოსადეგი პროფესია... მაგრამ მომავალში თავს ფიზიოთერაპევტად ვხედავ. მინდა, ჩემსავით გასაჭირში მყოფ ბავშვებს დავეხმარო...  მაგრამ ამისთვის, ჯერ მე უნდა წამოვდგე ფეხზე...

– საუკეთესო მეგობარი თუ გყავს?

ბუბა: დიახ, მას ლიკა ჰქვია. ჩემი ისე ესმის, როგორც სხვას არავის. ყოველთვის მზადაა, მომისმინოს, რჩევა მომცეს... თვითონაც მიყვება ხოლმე, თავის სულიერ განცდებს მიზიარებს...

– წიგნების კითხვა უფრო გიყვარს, თუ ფილმების ყურება?

ბუბა: რა თქმა უნდა, კითხვა მიყვარს, მაგრამ ფილმები მირჩევნია. ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმია - „შენთან შეხვედრამდე“. ეს ფილმი ახალგაზრდა, პარალიზებული ადამიანზეა, რომელსაც თავისი მომვლელი უყვარდება... ძალიან კარგი ფილმია!

– შენს რეკომენდაციას მხედველობაში აუცილებლად მივიღებ. ბუბა, რას უსურვებდი საქართველოს ბავშვებს?

ბუბა: წარმატებას ყველაფერში, რომ ყველა მათი ოცნება და ჩანაფიქრი ასრულდეს. კიდევ იმას, რომ ყოველთვის მტკიცედ მიდიოდნენ მიზნებისკენ, ყველაფრის მიუხედავად!

– შენ შესანიშნავი სამომავლო გეგმები გაქვს. ოცნებები ხდება, მთავარია - გჯეროდეს! მინდა, შენს დედასაც ვკითხო. ლელა, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის? ალბათ, რიტორიკული კითხვაა, მაგრამ მაინც...

ლელა: მინდა, დავინახო, ჩემი შვილი ნაბიჯებს დამოუკიდებლად როგორ დგამს. სხვა არაფერზე ვოცნებობ, ყველა ჩემი ფიქრი მხოლოდ ამისკენ არის მიმართული. ჩვენ იმდენ ხანს ვებრძვით ამ დაავადებას... ფიქრადაც კი ვერ ვუშვებ, რომ ეს ძალისხმევა წარუმატებელი იქნება!

– თქვენი აზრით, რა გჭირდებათ პირველ რიგში?

ლელა: სახელმწიფომ ორთეზები გადმოგვცა, რომელიც ბუბასთვის ძალიან მძიმე და დიდია. მას მათში მხოლოდ დგომა შეუძლია, ისიც - ჩემი დახმარებით... პირველ რიგში, მსუბუქი, შესაფერისი ზომის ორთეზები გვჭირდება. მათ გარეშე უბრალოდ არ გამოვა.

გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვი, ბუბას სარეაბილიტაციო ცენტრში მუდმივი გაკვეთილები სჭირდება, რისი საშუალებაც არ გვაქვს. მას შემდეგ, რაც ოპერაციის დაფინანსება მივიღეთ, მთავრობამ დახმარებაზე უარი გვითხრა... ამან მიბიძგა, თქვენთვის მომემართა.  მხოლოდ გიჟური სურვილით ვხელმძღვანელობდი, რომ ჩემი შვილი ფეხზე წამომეყენებინა, სხვა არაფერი!

მე და ჩემი შვილი თქვენს „ფეისბუქ“ გვერდს თვალყურს ვადევნებთ და ვხედავთ, რამდენი ადამიანი გააბედნიერეთ! თქვენი ფონდის წყალობით, კეთილი ადამიანები მოძმის გასაჭირის შესახებ იგებენ და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან.

მე ნებისმიერი დედა გამიგებს. ჩემი შვილი 17 წლის არის. მას ძალიან უნდა ნორმალური, სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრება.. ძალიან გთხოვთ, მიეცით მას ამის შესაძლებლობა!  

***

  მეგობრებო, ჩვენი თანამემამულე, ბუბა, გასაჭირშია! იგი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, ძალ-ღონით, ოცნებებითა და სამომავლო იმედებით სავსე! ბოროტმა ბედმა ისე ინება, რომ მას დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება წაერთვა; მაგრამ უფალმა ის საღი, მახვილი გონებითა და სწავლის უნარით დააჯილდოვა. ბუბას ძალიან უნდა ნორმალური, სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრება და ის ნამდვილად იმსახურებს ამას! მისი უბედური დედის ერთადერთი ოცნებაა - თავისი 17 წლის ბიჭის პირველი ნაბიჯების ნახვა.

  ბუბას ძალიან სჭირდება ორთეზები - ორივე ფეხისთვის, გრძელვადიანი სამკურნალო ტანვარჯიში, მასაჟი და ფიზიოთერაპია. უსახსრობის გამო, მან შეიძლება ფეხზე წამოდგომის ერთადერთი შესაძლებლობა დაკარგოს! მისთვის ამ შესაძლებლობის ჩუქება ჩვენ შეგვიძლია!

  რუსიების ოჯახის მონახულება და მათთვის დახმარების გაწევა თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: თბილისი, მუხაძის 13. სოციალურად დაუცველთა თავშესაფარი.

ან დაურეკეთ ლელას და გაამნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 571 16 50 39.

    და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებშეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. სიკეთით ყველა არ გამოირჩევა. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:რუსიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთან ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ბუბასაცგავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: