დამეხმარეთ! მინდა ისეთივე ვიყო, როგორიც ყველა... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დამეხმარეთ! მინდა ისეთივე ვიყო, როგორიც ყველა...

page info icon
2021 თებერვალი 9
page info icon
965
„დედა, ასე რატომ მიყურებენ? იმიტომ, რომ ისეთივე არ ვარ, როგორიც ყველა?“ ეს სიტყვები უფრო მტკივნეულია, ვიდრე ტყვიამფრქვევის ჯერი. ეს სიტყვები კლავს. „მისი საქმე გათავებულია,“ - თქვეს ექიმებმა 10 წლის წინ, როდესაც გიორგი დაიბადა. - „ყველაზე უარესისთვის მოემზადეთ!“ მაგრამ დედამისმა - თინათინმა ამის დაჯერებაზე უარი განაცხადა. 35 დღე გიორგი რეანიმაციაში იწვა... და 35 დღე დედა უფალს იმას შესთხოვდა, რომ მას მისი შვილი თავისთან არ წაეყვანა. უფალმა მისი ვედრება შეისმინა, გიორგი დედასთან დარჩა და დაიწყო სამარადჟამო ბრძოლა! „განსაკუთრებული ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული სრულიად უცხო ადამიანების „კეთილი რჩევები“ და გამვლელთა დაჟინებული მზერებია, რომლებსაც შენ, შენი შვილი თუ საკუთარი თავი ეცოდებათ იმის გამო, რომ ასეთი რამ იხილეს...“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,876 ₾
( 143 დონორი )
დასრულებულია

  – თინათინ, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა სჭირს თქვენს პატარას?

  თინათინი:ჩემი საბრალო ბიჭი... დღემდე ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ ის ნორმალური ცხოვრებით ვერასდროს იცხოვრებს. 10 წელია ექიმებისგან იმედისმომცემი არაფერი მსმენია... და შვილის კითხვაზე „როდის ვისწავლი სიარულს?“ ცრემლებს ძლივს ვიკავებ. სიმართლე ვუთხრა? თუ მოვატყუო? არ ვიცი. რთული ორსულობა მქონდა და მის ჯანმრთელობაზე ალბათ სწორედ ეს აისახა.

  და რა მოხდა?

  თინათინი:ჩემი მეუღლე მშენებლობაზე მუშაობდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და ჩამოვარდა. ძალიან ვნერვიულობდი. ორსულობის მესამე თვეში ვიყავი და როგორც ჩანს, ამან ნაყოფზე გავლენა მოახდინა. გიორგის ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. სიტყვებით ვერ აღვწერ, რა დამემართა! მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ოღონდაც ეს ყველაფერი არ გამეგო და არ მენახა!

  ვერ ჩამოვთვლი, რამდენი ექიმი მოვიარეთ. ოპერაციის გაკეთება მოგვიწია, რამაც მისი მდგომარეობა კი შეამსუბუქა, მაგრამ მან სიარული მაინც ვერ ისწავლა. სარეაბილიტაციო ცენტრში მუდმივად სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად ვმეცადინეობთ, განვითარებისთვის საჭირო სპეციალურ გაკვეთილებზეც დავდივართ და სახლშიც ვმეცადინეობთ: ვძერწავთ, ვხატავთ, ბევრს ვსაუბრობთ...

  – თინათინ, რა არის ყველაზე რთული სნეული ბავშვის აღზრდაში?

  თინათინი: ყველაფერი რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახსრები მუდამ არ გყოფნის. ხელებშეკრული ხარ! ისიც მანადგურებს, როდესაც რაღაცას მოგვაძახებენ ხოლმე: რომ არაფერი გამომივა, რომ ნერვებს და ენერგიას ტყუილად ვხარჯავ... მკლავს, როდესაც დაჟინებით გვათვალიერებენ. ერთხელ, ქუჩაში ვიღაც მოხუცი ქალი გაჩერდა და გიორგის მიაშტერდა. მან ვეღარ მოითმინა და ჰკითხა: „თქვენ რა, ბავშვი ეტლში არასდროს გინახავთ?“

  ჩემი ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ მას საუბარი შეუძლია და შეუძლია მითხრას, რა აწუხებს, ან უბრალოდ ჩამეხუტოს და მითხრას: „დედა, მიყვარხარ“. ამ წამებისთვის მზად ვარ სიცოცხლე გავიღო. ვიცი, რომ ბევრი დედა, რომელსაც განსაკუთრებული შვილი ჰყავს, ოცნებობს მათი ბაგეებიდან გამოსული თუნდაც ერთი სიტყვა გაიგოს.

რა რჩევებს მისცემდით დედებს, რომლებიც ისეთივე საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან, როგორც თქვენ?

  თინათინი:მინდა ყველას მოთმინება და უდიდესი ნებისყოფა ვუსურვო! უცხო ადამიანებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ! გახსოვდეთ, ძვირფასებო, რომ ჩვენს შვილებს ჩვენ გარდა არავინ ჰყავთ და ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, რომ ძლიერები ვიყოთ! თუკი უფალმა ინება, რომ ჩვენ ეს ჯვარი გვეტარებინა, იმის ძალასაც მოგვცემს, რომ ჩვენ ის ამაყად ვატაროთ და სულით არ დავეცეთ!  

  თინათინ, როგორ უყურებს ამ მდგომარეობას თქვენი მეუღლე? ხშირად, მსგავსი პრობლემების გამო, მამები ოჯახებიდან მიდიან. მეუღლე როგორ გაიცანით? როგორ შექმენით ოჯახი?

  თინათინი:ის მორალურად ძალიან მეხმარება! მაგრამ თვითონაც ძალიან უჭირს. მუდმივი მძიმე შრომის გამო მას თიაქარი განუვითარდა და სიმძიმეების აწევა აღარ შეუძლია. ექიმებს თუ არ დაემორჩილა, შეიძლება ისიც ეტლს მიეჯაჭვოს. ვაჟა შვილთან ერთად ყოველთვის დიდ დროს ატარებს, ეთამაშება, შეძლებისდაგვარად ართობს... ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით და მალევე დავქორწინდით. მეგონა მას ათასი წელი ვიცნობდი! ის ძალიან კეთილი, მგრძნობიარე, მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია. თავად ობოლია. 3 თვის იყო, მშობლები რომ გარდაეცვალა, მას ისინი არც კი ახსოვს. ის ბებიამ აღზარდა და შემდეგ ისიც გარდაიცვალა, ამიტომ ვაჟასთვის ოჯახი - ყველაზე წმინდაა! 

 თქვენი მშობლები გეხმარებიან?

  თინათინი:ჩემი მშობლები უკვე ისეთ ასაკში არიან, დახმარება მათ თავად სჭირდებათ. მოხუცდნენ.

  დახმარებისთვის კიდევ ვინმესთვის ხომ არ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?

  თინათინი:სახელმწიფო გიორგის სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას აფინანსებს და როგორც სოციალურად დაუცველებს, დახმარებასაც გვაძლევს... მეტის თხოვნას ვერც კი გავბედავ; მაგრამ როგორმე ხომ უნდა ვიცხოვროთ? თავი ძლივს გაგვაქვს...

  რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს? რაზე გყოფნით?

  თინათინი:გიორგის პენსია - 250 ლარი და სოციალური დახმარება - 200 ლარი, ჯამში - თვეში 450 ლარი. 400 ლარს ბინის ქირაში ვიხდით, დანარჩენი კი საერთოდ არაფერზე გვყოფნის! რაზე უნდა გეყოს 50 ლარი, როდესაც ოჯახში სნეული ბავშვია? მას საფენები, წამლები და სხვა თუ არაფერი, კვება სჭირდება!

 – გიორგისთან ერთად სახლში რას აკეთებთ ხოლმე? რა არის მისი საყვარელი საქმიანობა?

  თინათინი:მას ძალიან უყვარს საგანმანათლებლო გადაცემებისა და მულტფილმების ყურება, ძილის წინ ზღაპრებსაც ხშირად ვუკითხავ ხოლმე. გაკვეთილებზე დასწრებაც ძალიან  უყვარს, მაგრამ სწავლის გარეშე დავრჩით, რადგან კომპიუტერი არ გვაქვს.

    თინათინ, უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

    თინათინი:დიახ, მაგრამ ხანდახან მე მათი მეშინია. გული ბევრმა მატკინა. ბევრს ჩემი ძალისხმევის არ სჯერა... მაგრამ მე სხვისი აზრი არ მაინტერესებს. იმედი მაქვს, რომ ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, მხოლოდ ის ხალხი შემეხმიანება, ვინც შეძლებს იმის გაგებას თუ რას ვგრძნობ!

    – რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

    თინათინი:მე მხოლოდ ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე ვოცნებობ! თუნდაც პირობითზე! იმედი მაქვს, რომ სპეციალისტები მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებენ და როგორღაც მაინც მოახერხებენ, რომ ის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შეამზადონ. სხვა არაფერი მინდა, ოღონდაც მან საკუთარი თავის მიხედვა ისწავლოს და მთლიანად სხვაზე დამოკიდებული არ იყოს... უკვე შიშით ვფიქრობ მას რა ეშველება, როდესაც მე აღარ ვიქნები...

თქვენი აზრით, სახლში პირველ რიგში რა გჭირდებათ?

  თინათინი:ღმერთო, როგორ მეუხერხულება თხოვნა... მაგრამ დახმარება მართლა ძალიან გვჭირდება. მთელი ჩვენი მოკრძალებული შემოსავალი ბინის ქირაზე იხარჯება. ჩვენს სნეულ შვილს კი იმდენი რამე სჭირდება! წამლები და საკვები... საფენები, ნორმალური კვება! მე ღუმელიც ძალიან გამახარებდა, პურს სახლში გამოვაცხობდი და ფულს ასე დავზოგავდი... და თავხედობაში თუ არ ჩამომართმევთ, გიორგისთვის პლანშეტი მინდა გთხოვოთ, რომ მას გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლებთან ურთიერთობა შეეძლოს.

  – რატომ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ ჩვენთვის მოგემართათ?

  თინათინი:იმიტომ, რომ მე თქვენს ვებ-გვერდზე ბევრი ისტორია ვნახე, რომელიც ჩემსას ძალიან ჰგავდა. თქვენ უბრალოს ხსნა ხართ იმ მშობლებისთვის, რომლებსაც სხვა არავინ ეიმედებათ.

***

    მეგობრებო, ამ შესანიშნავ ოჯახს ჩვენი დახმარება ნამდვილად სჭირდება. იყო განსაკუთრებული ბავშვის მშობელი - მარტივი არ არის, მაგრამ ეს ტვირთი აუტანელი ხდება, როდესაც ამას მატერიალური სირთულეები და დაულაგებელი ოჯახური ყოფა ემატება. რომ დავფიქრდეთ, მსგავსი ხვედრისგან დაზღვეული არავინაა. ახლა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მათ დახმარების ხელი გავუწოდოთ და ისინი ბოროტ ბედთან მარტო არ დავტოვოთ! თინათინმა სწორედ ამიტომ მოგვმართა. მას სჯერა, რომ ჩვენ ვყავართ!  

    ამ დროისთვის, თინათინს და გიორგის საკვები და საფენები, ჰიგიენური საშუალებები, პლანშეტი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა სჭირდებათ.

  მათი მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავადვე შეგიძლიათ. მათი მისამართია: გორი, ანწუხელიძის ქუჩა №2, მე-2 სადარბაზო,  ბ. 3

ან დაურეკეთ თინათინს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 577 92 40 45.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:გიორგი გიორგაძე). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

  თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

  ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, პატარა გიორგისაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: