მეხუთე ოპერაციის მოლოდინში... თანხას დროულად თუ ვერ შევაგროვებთ, ნინო სამუდამოდ დარჩება კოჭლი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეხუთე ოპერაციის მოლოდინში... თანხას დროულად თუ ვერ შევაგროვებთ, ნინო სამუდამოდ დარჩება კოჭლი!

page info icon
2023 ივლის 15
page info icon
16341
14 წლის წინ, ანგელოზი დაიბადა ღავთაძეების ოჯახში! წარმოუდგენელი სილამაზის გოგონა. ქერათმიანი, თვალხატულა. მაგრამ, ბედისწერა დიდ განსაცდელს უმზადებდა ამ ზღაპრულ პრინცესას. ნინოს ერთი ფეხი მეორეზე 4 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
13,419 ₾
( 931 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
მეხუთე ოპერაციის მოლოდინში... თანხას დროულად თუ ვერ შევაგროვებთ, ნინო სამუდამოდ დარჩება კოჭლი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 14 წლის წინ, ანგელოზი დაიბადა ღავთაძეების ოჯახში! 

წარმოუდგენელი სილამაზის გოგონა. ქერათმიანი, თვალხატულა. მაგრამ, ბედისწერა დიდ განსაცდელს უმზადებდა ამ ზღაპრულ პრინცესას. ნინოს ერთი ფეხი მეორეზე 4 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა.

 ექიმები აშინებდნენ საბრალო დედას, სანამ ნინოს 14 წელი არ შეუსრულდა! ზოგი ეუბნებოდა, რომ გოგონა კოჭლი დარჩებოდა და ვერასდროს გაივლიდა, ზოგიც იმით „ამშვიდებდა“, რომ მოკლე ფეხს მოკვეთდნენ, რადგან მხოლოდ ხელს შეუშლიდა. ნინო იზრდებოდა, ფეხი კი სულ უფრო მოკლდებდა. მისი ფეხსაცმლის პლატფორმაც სულ უფრო მაღალი იყო.

ასეთი მაღალი პლატფორმით ფეხსაცმლის ჩაცმა აღარ მოუწევს. ოპერაციამდე, მისი ერთი ფეხი მეორეზე 18 სანტიმეტრით მოკლე იყო!

 რუსუდანი: ბოლო ერთი წელი ჩვენთვის ნამდვილი გამოცდა იყო. 2022 წლის მაისიდან ოთხი უმძიმესი ოპერაცია გადავიტანეთ. ახლა, იმისთვის, რომ გათანაბრდეს ფეხების სიგრძე, ნინოს ილიზაროვის აპარატის ტარება უწევს, მისი ფეხის ძვალი თანდათან რომ დაგრძელდეს. „რკინის კაცს ვგავარ,“ - თვითონვე ხუმრობს ხანდახან. მიზანი უკვე თითქმის მიღწეულია, რიგით მეხუთე, ბოლო ოპერაცია გველის. მაგრამ, სახსრები მაინცდამაინც ახლა ამოგვეწურა. მაინცდამაინც ახლა გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხას ვერ ვაგროვებთ.

„უკვე ვერც კი წარმომიდგენია, რომ ამ რკინის კონსტრუქციას ოდესმე მოვიშორებ“

 - რუსუდან, თქვენთვის და ნინოსთვის რომელი იყო ყველაზე რთული დღეები?

 რუსუდანი: ყველაზე რთული იყო ის წუთები, როდესაც ნინო იწვა საოპერაციო მაგიდაზე. გაორებული გრძნობა მქონდა: თითქოს, მთელი ცხოვრება ველოდი ამ მომენტს, მაგრამ ამავდროულად შიში მიპყრობდა,  რომ რაღაც არ წავა ისე. ნინო კი მამშვიდებდა, რაღა უნდა მოხდეს ამაზე უარესიო.

რთულია იმის წარმოდგენა, რომ ექიმებმა ამ ულამაზესი გოგონას ფეხი დააგრძელეს 18 სანტიმეტრით

 - ამ გოგონას ნაზი გარეგნობის უკან იმალება ნამდვილი მებრძოლი!

 რუსუდან: ნინო ნამდვილი გმირია! მაგალითია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ცხოვრებაში სირთულე შეექმნა. ყოველთვის ნახულობს ძალას საკუთარ თავში, ტკივილს და სირთულეებს რომ გაუმკლავდეს. არ აძლევს საშუალებას საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას მის განწყობაზე რომ იმოქმედოს. ნინო თითოეული წვრილმანით ხარობს, ჰობი აქვს და ოცნებობს ბედნიერ მომავალზე.

მშობლები რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ, იმისთვის, რომ მათი პატარა გოგონა ფეხზე დადგეს, იაროს და არაფერი სტკიოდეს

 ნინო: ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, არაჩვეულებრივი  მშობლები და მეგობრები მყავს! მყავს უამრავი მეგობარი. პატარაობიდან მამხნევებენ და მოწყენის საშუალებას არ მაძლევენ. საუკეთესოები არიან! 

 - ნინო, როგორ უმკლავდები იმ სირთულეებს, რომელიც შენი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გხვდება?

 ნინო: უბრალოდ არ ვაქცევ ყურადღებას. იმედს არ ვკარგავ. ხანდახან, ძალიან მიჭირს და ძალიანაც მტკივა, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

„მთავარია, გვერდით მყავდეს ის ადამიანები, ვისაც ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ“

 - რის კეთება მოგწონს ყველაზე მეტად?

 ნინო: ადრე ვხატავდი, ახლა კი, ჩემი სამაჯურები მეხმარება თვითგამოხატვასა და ტკივილის დავიწყებაში. ვფიქრობდი კიდეც, სოციალური ქსელების მეშვეობით რომ გამეყიდა. მაგრამ, რატომღაც არ გამომივიდა.

„ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა... სხვა რა უნდა ვაკეთო ამხელა რკინით“

 - ძალიან კარგი ჰობი გქონია. სამომავლოდ რა ოცნებები გაქვს?

 ნინო: ჩემი ოცნებაა, გამოვიდე მსახიობი ან ჟურნალისტი. არც ვიცი, რატომ. მაგრამ ახლა, ეს ძალიან მინდა.

„სოციალური ქსელების მეშვეობით მინდოდა ჩემი ნაკეთობების გაყიდვა, მაგრამ რატომღაც, არავინ დაინტერესდა.“

 - არაჩვეულებრივი შვილი გყავთ! და მაინც, რა გიხარიათ და რა გეამაყებათ ყველაზე მეტად?

 რუსუდანი: მეამაყება მისი ყოველი ნაბიჯი. ძალიან უჭირს, მაგრამ არ ნებდება. სხვა მის ადგილას, ალბათ, ვერც ადგებოდა.

ვინ იცის, როგორ უჭირს ნინოს ყოველი ნაბიჯის გადადგმა... მაგრამ, ის ითმენს და ჯიუტად მიიწევს გამარჯვებისკენ... ნამდვილი გმირია!

 - თქვენ დახმარებისთვის მიმართეთ ჩვენს ფონდს. ამჟამად რა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნინოსთვის?

 რუსუდანი: სექტემბერში ყველაზე რთული, ბოლო ოპერაცია გველის. ნინოს ფეხიდან უნდა ამოუღონ ილიზაროვის აპარატი და ფირფიტა ჩაუდგან. სახუმარო ამბავი ხომ არ არის, ერთ წელიწადში ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს! ნინოს ფეხი დააგრძელეს 18 სანტიმეტრით. და მორჩა, ეს საშინელი ფეხსაცმელიც ჩაბარდება ისტორიას! ნეტავ იცოდეთ, როგორ ოცნებობს ლამაზი ფეხსაცმლის ჩაცმაზე! ერთი სული გვაქვს, როდის დადგება ეს დღე!

ამ ულამაზესი გოგონას ბედი ჩვენს ხელთაა. ჩვენ მას გადამწყვეტ ბრძოლაში ვერ მივატოვებთ. ამ შეჯიბრში გამარჯვებისთვის ჯილდო კი, ბედნიერი მომავალი და ჯანმრთელობაა!

 ნინოს ისტორია არის სულიერი სიმტკიცისა და ოცნების ახდენის მაგალითი. მიუხედავად ამდენი სირთულისა, გოგონა ფარ-ხმალს არ ყრის და ჯიუტად მიიწევს წინ. ნინო ოცნებობს მომავალზე, რომელშიც თავისი ნიჭის რეალიზებას და ნორმალურად სიარულს შეძლებს. ნინო გმირია, მისი დედა, რუსუდანი კი მისი საიმედო საყრდენი და მხარდამჭერი. ახლა, ნინოს რთული გზა დასასრულს უახლოვდება, მას ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. მზად არის რიგით მეხუთე, ბოლო ოპერაციისთვის, მისი ფეხების სიგრძე რომ გათანაბრდეს. ეს არის ბოლო ნაბიჯი, რომელიც სრულფასოვანი ცხოვრებისკენ გაუხსნის კარს. ჩვენ კი მოგიწოდებთ, გულისხმიერება გამოიჩინოთ.

 თქვენი შემოწირულობა კი, დაეხმარება ნინოს მისი ოცნების ახდენაში. მოდით, ერთად ვაჩუქეთ მას ნორმალურად სიარულის და მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. დაე, ყველა კეთილმა ადამიანმა გაიგოს ამ ულამაზესი გოგონას გულის ძახილი და შეუერთდეს მისი ჯანმრთელობისთვის ბრძოლას.

 თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: თბილისი, თემქა, ხევძმარის ქ. №14

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას! არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ნინო ღავთაძე)

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: