პროექტის რეპორტი მეხუთე ოპერაციის მოლოდინში... თანხას დროულად თუ ვერ შევაგროვებთ, ნინო სამუდამოდ დარჩება კოჭლი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეხუთე ოპერაციის მოლოდინში... თანხას დროულად თუ ვერ შევაგროვებთ, ნინო სამუდამოდ დარჩება კოჭლი!

page info icon
2023 ივლის 15
page info icon
16341
14 წლის წინ, ანგელოზი დაიბადა ღავთაძეების ოჯახში! წარმოუდგენელი სილამაზის გოგონა. ქერათმიანი, თვალხატულა. მაგრამ, ბედისწერა დიდ განსაცდელს უმზადებდა ამ ზღაპრულ პრინცესას. ნინოს ერთი ფეხი მეორეზე 4 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
13,419 ₾
( 931 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

მეგობრებო, თქვენი დახმარებით, ნინომ სილამაზე კვლავ დაიბრუნა! მან გვთხოვა, თქვენთვის მადლობა გვეთქვა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში! მტკივანი ფეხის გამო, უსაყვარლესი ქერათმიანი პრინცესა კარჩაკეტილად ცხოვრობდა, მუდამ სევდიანი იყო და ტიროდა.

ამიერიდან, ჩვენი პრინცესა ბედნიერია და ღიმილიანი!

რამდენი ცრემლი დაღვარა თავისი ცხოვრების განმავლობაში პატარა, საოცრად ლამაზმა ნინომ! მას არ შეეძლო სკოლაში სიარული, მეგობრებთან ერთად გარეთ სირბილი, მოკლე კაბებისა და შორტების ჩაცმა. და ეს ყველაფერი, მარცხენა ფეხის გამო, რომელიც მარჯვენაზე 4 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა დაბადებიდან. ასაკის მატებასთან ერთად, 18 სანტიმეტრამდე გაიზარდა ეს სხვაობა! ნინოს მარცხენა ფეხზე ეცვა ფეხსაცმელი 18-სანტიმეტრიანი პლატფორმით, რამენაირად გადაადგილება რომ შეძლებოდა!

ახლა, ეს საშინელი და ულამაზო ფეხსაცმელი აღარავის და არაფერში სჭირდება. ის აღარ სჭირდება ნინოს! მეხუთე ოპერაციის შემდეგ, რომელიც ფონდმა და მისმა მკითხველებმა დააფინანსეს, მკვეთრად შეიცვალა ნინოს ცხოვრება. ამჟამად, ისიც და მისი ოჯახიც უსაზღვროდ ბედნიერები არიან.

ოპერაციამდე, ნინო სკოლაში არ დადიოდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა და საშინლად იტანჯებოდა.

თქვენი დამსახურებით, ნინო აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა, რომელშიც ტანჯვას და ცრემლს ადგილი აღარ აქვს!

- მთელი გულით გილოცავთ, რუსუდან! წარმომიდგენია, რას გრძნობთ ახლა, როდესაც უკან მოიტოვეთ ამხელა დაბრკოლებები.

რუსუდანი, დედა: მართალი გითხრათ, იმ მომენტში, როდესაც თქვენ გამოჩნდით ჩვენს ცხოვრებაში, უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, სიგიჟის ზღვარზე მისული. ერთი სესხი გამოტანილი მქონდა და კიდევ ორი რომ არ გამომეტანა, მეხუთე ოპერაციის საფასურს ვერ დავფარავდით. როგორია, როდესაც იცი, რომ შეგიძლია დაეხმარო საკუთარ შვილს, მაგრამ ვერ ეხმარები თანხის არქონის გამო, შუაზე რომც გაიხლიჩო! და თუ ოპერაცია არ გაკეთდება, წყალში ჩაიყრება ამდენი ძალისხმევა. მადლობა ღმერთს, არსებობს თქვენი პროექტები! თქვენი დამსახურებაა, ყველაფერი რომ დროულად გაკეთდა.

- გვიამბეთ, როგორ ჩაიარა ოპერაციამ? 

რუსუდანი: ბატონი ჯანერი ჩამობრძანდა თურქეთიდან, სწორედ მან გაუკეთა წინა ოთხი ოპერაცია ნინოს. ვენდობით ამ ექიმს, ის დაპირდა ნინოს სრულ განკურნებას და ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდი და ვნერვიულობდი, როგორ გადაიტანდა ნინო მეხუთე ნარკოზს? წინა ოპერაციის შემდეგ, გვიან გამოვიდა ნარკოზიდან. მაგრამ, უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გართულებების გარეშე. ოპერაცია ჩატარდა ბოკერიას კლინიკაში და დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა. მე და ჩემი მეუღლე ვლოცულობდით, უფალს ვევედრებოდით, ყველაფერი კარგად დასრულებულიყო.

უდიდეს მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ბატონ ჯანერს ჰონორარი გადაუხადეთ - 7 ათას ლარზე მეტი, ჩვენს ფულზე და ჩემს გოგონას ფეხზე მყარად დადგომის და აქტიური ცხოვრების შესაძლებლობა აჩუქეთ!

- შენ თუ ნერვიულობდი, ნინო?

ნინო: სულ ცოტას.

რუსუდანი: ახლა კი ამბობს ასე, მაგრამ პალატაში, ოპერაციის წინ, ცრემლები წასკდა. მე გავამხნევე. იქ ხომ, ბატონი ჯანერის სხვა პაციენტები, სულ პატარა ბავშვებიც იყვნენ. „შენ თუ იტირებ, სხვებიც უარს იტყვიან ოპერაციის გაკეთებაზე.“ - ასე ვუთხარი ნინოს. ძალიან ყოჩაღი გოგო მყავს, რამდენის გადატანა მოუხდა.

ამ ოპერაციის დროს, ილიზაროვის აპარატი მოიხსნა და ფეხში პლატინის ფირფიტა ჩაიდგა. ამჟამად, ფეხების სიგრძეში სხვაობა ნახევარ სანტიმეტრს შეადგენს, მაგრამ თანდათანობით ისიც გაქრება. ნინო მუხლს ჯერ ბოლომდე ვერ შლის, ცოტათი სტკივა. ოპერაცია ახლახან ჩატარდა, სექტემბრის დასაწყისში.

ნინოს გული დაუმშვიდდა და ძალიან უხარია, ილიზაროვის აპარატი რომ მოხსნეს ფეხიდან.

ჩემი აზრით, ეს უდიდესი მიღწევაა. რამდენი წელიწადი ვდარდობდი ჩემი გოგონას გამო. ვერც კი წარმომედგინა, როდის ან როგორ უნდა ახდენილიყო ჩვენი ოცნება. ახლა კი, ეს ახდენილი ოცნება ყოველდღე თვალწინ მიდგას და თვალებს ვერ ვუჯერებ, როდესაც ნინო მარტო გადის სახლიდან და სკოლაში მიდის. ეს სასწაულია!

ნინომ მარტო დადის სკოლაში! ნუთუ, ეს სასწაული არ არის?!

რა თქმა უნდა, ფეხი ჯერ კიდევ ცოტათი სტკივა და დაყრდნობა სჭირდება. მაგრამ, მასაჟების კურსს თუ ვაჩუქებთ, ის ორჯერ უფრო სწრაფად გამოკეთდება!

თქვენი დახმარებით საქმე ბოლომდე მივიყვანეთ, ოცნება აგვისრულდა. მინდა ფონდის მკითხველებს ვუსურვო, რომ მუდამ ჰქონოდეთ და საოცნებო არასდროს გაუხდეთ ჯანმრთელობა. ჩემი მხრიდან კი, მუდამ მზად ვარ გემსახუროთ და დავეხმარო თითოეულ თქვენგანს, ვინც რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.

- ნინო, რას გრძნობ ახლა, როდესაც მოიხსენი ილიზაროვის აპარატი?

ნინო: უდიდეს სიხარულსა და თავისუფლებას. უფრო თამამი გავხდი, აღარ ვარ შებოჭილი.

ახლა ნინო, როგორც შეეფერება ასეთ საოცრად ლამაზ გოგონას, უფრო ხშირად ფიქრობს ლამაზ ტანსაცმელზე, მეგობრებსა და გაკვეთილზე, ვიდრე ტკივილზე. და ეს თქვენი უდიდესი დამსახურება არის!

რუსუდანი: ნინო არ იმჩნევდა, მაგრამ ილიზაროვის აპარატი დიდ უხერხულობას უქმნიდა. სულ ცდილობდა, განიერი შარვლის ქვეშ დაემალა, აქვე, სახლთან ახლოს გარეთ თუ გადიოდა.

- ეს საშინელი ფეხსაცმელი, უზარმაზარი ქუსლით, როდის უდა გადააგდო?

ნინო: იყოს ჯერ, სანამ ბოლომდე გამოვკეთდები, მერე კი ჩემი ხელით გავიტან ნაგავსაყრელზე.

ნინოს აღარ სჭირდება ეს ფეხსაცმელი!

- რა გააკეთე პირველ რიგში, როდესაც ყავარჯნისა და აპარატის გარეშე შეძელი სიარული? 

ნინო: სკოლაში წავედი. წელიწადნახევარი არ ვყოფილვარ. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ, ერთმანეთი ძალიან მოგვენატრა. ყველა ისეთი გაზრდილია და შეცვლილი, გავგიჟდი! მე-10 კლასში ვართ. ძალიან მაგარია ყველასთან ერთად ყოფნა! სახლში მარტო ჯდომით ძალიან დავიღალე.

- ნინო, საავადმყოფოში რომ იწექი ოპერაციის შემდეგ, მეგობრებმა თუ გინახულეს? 

ნინო: რა თქმა უნდა. ყველაზე ახლო მეგობრებმა, თიკომ და გოგამ. მომიტანეს ბუშტები და ფუმფულა სათამაშო. ძალიან გამიხარდა.

- უკვე გეცვა სკოლაში ახალი ტანსაცმელი?

ნინო: წელს, სკოლაში მოითხოვეს ყველას ფორმა რომ გვეცვას. მე კი განსხვავებული ნივთები ვიყიდე, შორტები და ლამაზი ზედები. რამდენი ხანია მინდოდა ასეთის ჩაცმა. მკითხველებს უდიდეს მადლობას ვუხდი ამ საჩუქრებისთვის! მაშინ მაცვია ხოლმე, როდესაც მეგობრებთან ერთად ვიკრიბებით. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ ახლა, შემიძლია ჩვეულებრივი ფეხსაცმლით ვიარო, სხვა ბავშვებივით.

ახლა, ნინოს უკვე შეუძლია და იცვამს კიდეც ჩვეულებრივ სპორტულ ფეხსაცმელს და მოდურ შორტებს. ოპერაციის შემდგომი ნაწიბურებიც დროებითია და მალე გაივლის!

- უზომოდ გვიხარია, თავს ბედნიერად რომ გრძნობ! რუსუდან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოიმოქმედა რამე პროექტის მსვლელობის პერიოდში? მას ხომ, დიდი აღელვება მოჰყვა, ამდენი ხალხი გამოეხმაურა.

რუსუდანი: ამ მხრივ სიახლე არაფერია. როგორც ყოველთვის, ყველა პრობლემა მათი მონაწილეობის გარეშე მოგვარდა.

- რა რეკომენდაციები მისცა ექიმმა ნინოს, მალე რომ გამოკეთდეს და ძალები აღიდგინოს?

რუსუდანი: ნინოს მასაჟი სჭირდება. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია, რათა ფეხი უმტკივნეულოდ გასწორდეს. მხოლოდ ამისთვის შეგაწუხებთ, თუ შეიძლება. ლუკმა პურის ფულს ვიშოვნი როგორღაც.

თქვენი დამსახურებაა, ნინო აქტიურ ცხოვრებას რომ დაუბრუნდა, აღარ ტირის, აღარ აწუხებს ტკივილი და შებოჭილობა. თანამედროვე ფეხსაცმელი ამშვენებს მის ლამაზ ფეხებს, ულამაზო და უხეში ფეხსაცმელი კი მალე ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. შეგვიძლია კვლავ გამოვიჩინოთ გულისხმიერება და სამკურნალო მასაჟის კურსი ვაჩუქოთ მას, რაც შეიძლება მალე რომ გამოკეთდეს. 

სხვების დახმარება არის ბედნიერებისკენ მიმავალი ყველაზე იოლი გზა.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ღავთაძეების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
 ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!










მსგავსი პროექტები: