ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მას მარიამი დაარქვეს, ღვთისშობლის საპატივცემულოდ

14 წლის მარიამის ყველაზე დიდი ოცნებაა ავტომატიზირებული ეტლი, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას, ბოლოსდაბოლოს ნახოს არა მხოლოდ ოთახის გაქუცული კედლები, არამედ უფლის მიერ შექმნილი ნათელი სამყაროც, მზიანი ბათუმის ცა, ზღვა და ტალღები, ლამაზი სანაპირო.
1,149 ₾
78
დონორები
შეგროვებულია

მარიამი დაბადებიდან საწოლს არის მიჯაჭვული საშინელი დაავადებების გამო - ცერებრალური დამბლა, ჰიდროცეფალია და ეპილეფსია. ამ გოგონას სიცოცხლისთვის სრულიად მარტო, თავგადადებით იბრძვის მისი დედა, 37 წლის ლეილა.

ლეილა - 37 წლის ვარ, მაგრამ მეჩვენება, რომ უსასრულოდ ვცოცხლობ და უკვე დამღალა ცხოვრებამ. თავს ამდენი უბედურება დამატყდა... ჩემს ცხოვრებაში უღრუბლო და ნათელი, მხოლოდ ბავშვობა იყო. შეხედეთ, როგორ ვცხოვრობთ, თავადაც მიხვდებით, რომ ამ სახლში, გაჭირვებამ და დარდმა დაიდო ბინა. ყოველ ღამეს, ვათენებ იმაზე ფიქრში, მეორე დღეს თავი როგორ გავიტანო, ჩემს ოთხ შილს რა ვაჭამო, 14 წლის მარიამს ისევ შეტევა ხომ არ დაემართება...

ბავშვობაში ნებისმიერი ადამიანი ნათელ მომავალზე ოცნებობს და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ... მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად ინება...

მშობლების რჩევით, ცოლად თითქმის უცნობ მამაკაცს გავყევი. ქორწინებაზე, ჩვენი მშობლები შეთანხმდნენ. ჩემს მომავალ ქმარს კარგად არც კი ვიცნობდი, მაგრამ მშობლებს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე - მამა ძალიან მიყვარდა!  მას კი ასე სურდა.

რა თქმა უნდა, უცხო ადამიანთან ცხოვრება და მასთან შეგუება ძალიან რთული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერს ეჩვევი... ჩემი მეუღლის ოჯახს ძალიან უჭირდა, ყველანი უმუშევრები იყვნენ, მათ შორის ჩემი მეუღლეც. არც კი ვიცი, თავი საერთოდ როგორ გაგვქონდა...

თავდაპიველად, მეუღლესთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მერე დალევა დაიწყო, მიზეზად კი, უმუშევრობის გამო ნერვიულობას ასახელებდა. დროთა განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდა... ჩემმა ორსულობამაც ვერაფერი შეცვალა... იმის გაგებამ, რომ მალე დედა გავხდები, ერთდროულად შემაშინა და გამახარა კიდეც. იმიტომ შემაშინა, რომ თავსაც ძლივს ვინახავდით, ბავშვს კი იმდენი რამ სჭირდება... მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, და მჯეროდა, რომ ბავშვის გაჩენას ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა შეეძლო... მაგრამ ბედმა ისევ მაქცია ზურგი... ჩემი გოგონა, უმძიმესი დიაგნოზებით დაიბადა: ცერებრალური დამბლა, ჰიდროცეფალია და ზურგის ტვინის თიაქარი.

 - ეს იყო განაჩენი! ექიმები მცირედ იმედსაც კი არ გვაძლევდნენ, რომ ბავშვი ცოცხალი გადარჩებოდა, გოგონას ხომ დამოუკიდებლად სუნთქვაც კი არ შეეძლო... ჩემთვის ეს შოკი იყო, მაგრამ როგორც დედა, იმედს არ ვკარგავდი, რომ ჩემი გოგონა იცოცხლებს და გამაბედნიერებს!

მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პატარას, მშობიარობის მეორე დღესვე  ოპერაცია გაუკეთონ და ხერხემლის თიაქარი ამოაჭრან. ოპერაცია ურთულესი იყო და ბათუმში ჩატარდა. ახლა ძალიან ვნანობ, რომ ბავშვი თბილისში არ ჩამოვიყვანეთ და ოპერაცია დედაქლაქში არ გავუკეთეთ, რადგანაც მას შემდეგ, მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა. გოგონას ეპილეპტიკური შეტევები დაეწყო, ხელში მაკვდებოდა. აუტანელი იყო ბავშვის ცქერა, რომელიც ძლივს სუნთქავდა, მისი სხეული კი, საშინელი კრუნჩხვებისგან იხლართეობოდა.

ჩემს გარდა, ყველამ უკვე დამარხა ჩემი გოგონა, მაგრამ მე ლოცვა არ შემიწყვეტია, სასწაულის მჯეროდა და მოხდა კიდეც! ჩემი მეუღლის ოჯახი, მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, მათ გადაწყვიტეს გოგონა მოენათლათ და ღვთისშობლის სახელი, მარიამი დაარქვეს, რათა მისი მფარველობა არ მოკლებოდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ღვთისშბელს ვთხოვე, მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა! მოხდა სასწაული! ჩემს გოგონასთან, მარიამთან ერთად დავბრუნდი სახლში! ღვთისშობელმა ჩვენთვის სასწაული მოავლინა!

მე მწამს, რომ უფალი ერთია და ეხმარება ყველას, სარწმუნოების მიუხედავად. მთავარია არ დავკარგოთ იმედი, გვწამდეს,  ლოცვა რომც არ ვიცოდეთ, სუფთა გულით, საკუთარი სიტყვებით მაინც ვილოცოთ

- როგორია მარიამის სამომავლო პროგნოზი?

ლეილა: ეს არაა პროგნოზი, ეს განაჩენია, მთელი დარჩენილი ცხოვრება იცხოვროუმძიმესი დიაგნოზებით, ცერებრალური დამბლა, ჰიდროცეფალია და ეპილეპსია. ეს დაავადებები ჩემს შვილს კლავენ! ჰიდროცეფალიის გამო თავის ქალაში ბევრი სითხე უგროვდება, რომელიც ყველა ნერვულ დაბოლოებას აწვება და გვერდით მოვლენებს იწვევს: არ ვითარდება ტვინი, მხედველობი პრობლემები აქვს, მაღალი არტერიული წნევა, ეპილეპტიუკრი შეტევები და მრავალი სხვა... მე კი ამ ყველაფრის უმწეოდ ცქერა და ამ ტკივილით ცხოვრება მიწევს... თანახმა ვარ ცხოვრების ბოლომდე ვითმინო, ოღონდ ჩემი გოგონა ჩვენთან ერთად იყოს! სხვას არაფერს ვთოვ, არც ალაჰს, არც ქრისტეს და არც დედა ღვთისშობელს.

- თქვენს მეუღლეს გაუხარდა ბავშვის გაჩენა? რამე შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

ლეილა: მარიამი ჩვენი პირველი შვილია და ჩემს მეუღლეს, რა თქმა უნდა, უხაროდა ახალი ცხოვრების დაწყება. ჩვენი გოგონას სიცოცხლისთვის მთელი ოჯახი ერთად ვიბრძოდით. გასაჭირმა ერთმანეთთან ძალიან დაგვაახლოვა, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა. მარიამის შემდეგ, კიდევ სამი ჯანმრთელი შვილი გაგვიჩნდა - რაბი, მურატი და სალომე. უმუშევრობისა და დარდისგან მეუღლემ დალევა დაიწყო და 7 წლის წინ ავარიაში დაიღუპა.

 - ვინ დაგეხმარათ ამ მძიმე პერიოდის გადალახვაში?

ლეილა: ჩემი მშობლები. არაჩვეულებრივი მამა მყავდა და რითაც შეეძლო გვეხმარებოდა. მშობლებთან დავბრუნდი, ჩემს ოთხ შვილთან ერთად. ახლა დედასთან, ჩემს ძმასთან, მის მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. მაგრამ ერთ უბედურებას ყოველთვის მეორეც მოსდევს. 2 წლის წინ, მამაჩემი გარდაიცვალა და საიმედო საყრდენის გარეშე დაგვტოვა. იგი ბევრს შრომობდა და მარიამი განსაკუთრებულად უყვარდა, ყველა სურვილს უსრულებდა.

- რა პირობებში იზრდებიან თქვენი შვილები?

ლეილა: ერთ ბინაში ვცხოვრობთ 9 ადამიანი. ბინა ძველია და საცხოვრებელი პირობები მინიმალური. აქ რემონტი,  დიდი ხანია არავის გაუკეთებია, ყველაფერი ინგრევა, ისეთი ძველია. აბანოდან კი მეზობლებთან წყალი ჩადის. დიდი, ხუთოთახიანი ბინა გვაქვს და ადგილი ყველას ყოფნის, მაგრამ არ გვაქვს საწოლები. ბავშვებს ძველ, რკინის საწოლებზე სძინავთ.

მარიამი ფიზიკურად, ძალიან დიდი გოგოა, 110 კილოგრამს იწონის, ტახტზე სძინავს, რომელიც გვაჩუქეს. მაგრამ გატეხილია და მეშინია რომ მალე, ვეღარ გაუძლებს მარიამის სიმძიმეს და ბავშვი საწოლის გარეშე დარჩება. ის ხომ მწოლიარე ავადმყოფია და სრულიად უმწეოა! ხშირად მიწევს მისი გადაბრუნება, რათა შევუცვალო პამპერსი, დავბანო, ჩავაცვა, ვაჭამო. ორსაწოლიანი, მყარი საწოლი რომ გვქონდეს, რკინის კარკასით, მარიამი მოხერხებულად დაწვებოდა, მე კი მისი მოვლა გამიადვილდებოდა.

- როგორ უმკლავდებით პრბლემებს, როლმელიც ამხელა ფიზიკურ და მორალურ ძალისხმევას მოითხოვს?

ლეილა: როდესაც ქალი დედა ხდება, ბავშვის მოვლის ძალებიც თავისთავად მოდის... და როცა შენი შვილი ავადაა და მისი მდგომარეობა უიმედოა, იძულებული ხარ ნამდვილ სუპერგმირად გადაიქცე და გაუძლო ყველაფერს. ხვდები, თუ შეუძლებელს არ შეძლებ, ბავშვის მდგომარეობა გაუარესდება... უარესი კი, რაღა უნდა იყოს... ყველაფრის დაძლევა გიწევს, ივიწყებ საკუთარ პრობლემებს, ჯანმრთელობას, მოთხოვნილებებს.

- თქვენც გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები?

ლეილა: მეც გინეკოლოგიური პრობლემები მქონდა და ოპერაციის გაკეთება მომიწია. რამდენიმე თვის წინ, ექიმებმა სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნები აღმოაჩინეს და ოპერაციის გაკეთება მირჩიეს. ძლიერი ტკივილები მაქვს, მაგრამ ბავშვებს ვერ ვტოვებ, განსაკუთრებით მარიამს. ფინანსურადაც არ მაქვს შესაძლებლობა, თავს რომ მივხედო. იმ ყველაფრის მერე, რისი გადატანაც მომიხდა ფსიქოლოგიური პრობლემებიც დამეწყო. გონებას ხშირად ვკარგავ. მაგრამ ექიმთან ვერ მივდივარ, საჭიროა თანხები, რომელიც არ გამაჩნია.

- რა არის თქვენი ოჯახის სემოსავლის წყარო?

ლეილა: მარიამის  პენსია და დედაჩემის პენსია, 65 ლარი. სოცილურად დაუცველის სტატუსი მოგვიხსნეს მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ, სოციალურმა აგენტმა ჩვენს სახლში განვადებით ნაყიდი მაცივარი და სარეცხი მანქანა აღმოაჩინა. 9 ადამიანის სარეცხი ხელით რანაირად ვრეცხო? სახლში ოთხი შვილი მყავს, ერთი მათგანი შეზღუდული შესაძლებლობისაა და მოხუცი დედა. მხოლოდ მარიამის თეთრეულის რეცხვა, დღის განმავლობაში, რამდენიმეჯერ მიწევს.

უკვე ორი წელია, სოციალურად დაუცველების სტატუსი ვერაფრით აღვადგინეთ. ოჯახში არავინ არ მუშაობს, დედა და ძმა ძალიან ცუდად მყავს. მე და ჩემს რძალს კი, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ხანდახან სხვისი ბინები დავალაგოთ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ამ შემოსავლის გარეშეც დავრჩით. სრულიად უსახსროდ ვართ, პროდუქტიც გვიმთავრდება, სურსათის მაღაზიებში კი იმხელა ვალები დაგვიგროვდა, რომ მალე აღარც მოგვცემენ... არ ვიცი, რა გვეშველება, შიმშილით დავიხოცებით!

- ვინმე გეხმარებათ?

ლეილა: გვეხმარებიან ნათესავები, მეგობრები, ახლობლები. ვისაც რითი შეუძლია. ძირითადად ტანსაცმლით, უმცროსი ბავშვებისთვის. მაგრამ ტანსაცმელი მარიამსაც ხომ სჭრდება! ფიზიკურად დიდი გოგოა, 110 კილოგრამს იწონის, დიდი ზომის ტანსაცმელი უნდა, რომელიც მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებშიც კი არ იშოვება ადვილად. საშუალებაც არ მაქვს, რომ ვუყიდო.

- ვინმეს თუ მიმართეთ დახმარებისთვის, მაგალითად ადგილობრივ მმართველობას?

ლეილა: ადგილობრივ მმართველობას დახმარებისთვის ხშირად მივმართავ ხოლმე. სამ თვეში ერთხელ,  გვაძლევენ ფულად დახმარებას, 200 ლარის ოდენობით. მათი ძალიან მადლობელი ვარ! მაგრამ მარიამის მხოლოდ ერთი წამალი, ეპილპტიკური შეტევებისგან, თვეში 200 ლარი ჯდება. მაგის გარდა, სხვა წამლებიც ხომ სჭირდება, დიდი რაოდენობით პამპერსი, ეს ყველაფერი ძალიან ძვირია. თანაც ოჯახი, რომელიც 9 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 4 ბავშვი რაღაცით ხომ უნდა იკვებოს? სხვა ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთვათ...

- უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ლეილა: კეთილი ადამიანები რომ არა, ალბათ აქამდე ვერც ვიცოცხლებდით. როდესაც ყველა იმედს გადავწურავ, აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე ვინმე და დახმარების ხელს გამოგვიწვდის.

- უმცროს ბავშვებზე გვიამბეთ.

ლეილა: რაბი 8 წლისაა, მურატი 7, სალომე კი 6. ჯანმრთელი ბავშვები მყავს. რაბი და სალომე, მშვიდი, დამჯერი გოგონები არიან. მურატი კი ძალიან ცელქია, ვერ დაეწევი.

- ბავშვები სკოლაში დაგყავთ?

ლეილა: არა, არ მაქვს საშუალება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წიგნები რომ ვუყიდო...

- სახლში ასწავლით წერა-კითხვას?

ლეილა: ხანდახან სახლში ვამეცადინებ. უჭირთ, მაგრამ ცოტა იციან კითხვა. რაბი კარგად კითხულობს.

- ზღაპრებს უყვებით ხოლმე?

ლეილა: ძალიან იშვიათად. უფრო ხშირად მულტფილმებს ვურთავ. მარიამისდა ავადმყოფი დედის მოვლაში უამრავი დრო მიდის. საჭმელი უნდა მოვამზადო, ვაჭამო, დავბანო. სხვა ბავშვებსაც ხომ მოვლა სჭირდებათ.

- როგორ წარმოგიდგენიათ მათი მომავალი?

ლეილა: იმედია მათ ჩემზე უკეთესი ცხოვრება ექნებათ. მე უკვე ვეღარაფერს შევცვლი, ჩემთვის გვიანია სწავლა. ვეცდები, რომ რაიმე ხელობა შევასწავლო, რათა თავის შენახვა შეძლონ. მთავარია, კეთილი და პატიოსანი ადამიანები გაიზარდონ, ყოველთვის ამას ვასწავლი.

- თქვენი აზრით, ბავშვებიდან რომელია ყველაზე ნიჭიერი და რა სჭირდებათ თავიანთი ნიჭი რომ განავითარონ.

ლეილა: სამივე ძალიან ჭკვიანია. რაბის სამზარეულოში ფუსფუსი უყვარს, ყველა კულინარულ შოუს უყურებს, მურატის ფეხბურთის თამაში, სალომეს კი თოჯინების ჩაცმა და გამოწყობა უყვარს სხვადასხვანაირ კაბებში რომელსაც, სხვათაშორის, თვითონ უკერავს.

- სპორტზეც ვერ დაგყავთ ბავშვები?

ლეილა: არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ წრეებში ვატაროთ. ეზოში, ბავშვებთან თამაშობენ და ზღვაზე დადიან საბანაოდ. მურატის ძალიან უყვარს ველოსპედით სეირნობა. უბედნიერესია, როდესაც მეზობლის ბიჭი თხოვნის. არ უყვარს თხოვნა, მაგრამ ერთხელ თქვა, რომ ძალიან უნდა ველოსიპედი. გული მომიკვდა, მაგის სურვილის ასრულება რომ არ შემიძლია.

- ლეილა, ყველაზე მეტად რაზე ოცნებობთ?

ლეილა: ჩემს ოცნებებში წარმოვიდგენ ხოლმე, რომ მარიამი გამოჯანმრთელდა და ბათუმის ბულვარში ერთად ვსეირნობთ. ახლა ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ მარიამს არ აქვს ეტლი.

- როგორია ბავშვების ყოველდღიური რაციონი?

ლეილა: ვერ გეტყვით, რომ ჩემი შვილები ნორმალურად იკვებებიან. უფრო ხშირად მიწევს უბრალო წვნიანი, ფაფები და მაკარონი გავუკეთო... ის, რაც არ ღირს ძვირი. არ გამომდის ბავშვების თავიანთი საყვარელი პროდუქტით განებივრება.

- შეიძლება ბავშვებს გავესაუბრო? მარიამს შეუძლია დაგველაპარაკოს?

ლეილა: 14 წლისაა, მაგრამ პატარა ბავშვივით ლაპარაკობს, ისიც ყოველთვის არა. მაშინ, როცა ხასიათზეა. მარიამ, დეიდას დაელაპარაკები? უნდა რომ გკითხოს რა გიყვარს და რა გინდა რომ გაჩუქონ.

მარიამს ვერ გავესაუბრეთ, მაგრამ უფროსი შვილის  სურვილებზე ლეილამ გვიამბო:

ლეილა: ფერადი და ხმოვანი სათამაშოები უყვარს, მუსიკის მოსმენა და მულტფილმების ყურება. ადრე პატარა პლანშეტი გვქონდა და ძალიან ბედნიერი იყო, როცა მულტფილმებს და მუსიკალურ კლიპებს ვურთავდი. მაგრამ ბავშვებს შემთხვევით დაუვარდათ და გატეხეს - ძალიან ტრაგიკული დღე იყო, - ყველანი ვტიროდით, დიდებიც და პატარებიც...

- უყვარს როდესაც ელაპარაკებით, ზღაპრებს უყვებით ან სიმღერებს უმღერით?

ლეილა: მარიამი პატარა რომ იყო, იავნანას მოსმენა ძალიან უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ვმღერი(ეღიმება თვალცრემლიანს). უყვარს ზღაპარი კონკიაზე და თოვლის დედოფალზე, მაგრამ ბოლო დროს უფრო ითხოვს მულტფილმის ან მუსიკალური კლიპების ყურებას. ალბათ აღარ მოსწონს ჩემი „ვოკალი“...

8 წლის რაბი, 7 წლის მურატი და 6 წლის სალომე დაგვთანხმდენენ საუბარზე.

- ბავშვებო, რა სათამაშოები გიყვართ?

რაბი(8 წლის): ბარბის თოჯინა მიყვარს. ლამაზია და ტანადი. ეზოში ერთ გოგოს ისეთი ლამაზი ბარბი აქვს, გრძელი, ოქროსფერი თმით.

სალომე(6 წლის): მეც მომწონს ბარბის თოჯინა. მაგრამ არ მაქვს. მაგრამ სამაგიეროდ მყავს თოჯინა მაშა, კაბებს კი მე თვითონ ვუკერავ. ვიცი კერვა! დედა ძველ ნაჭრებს მაძლევს და მაშას კაბებსა და ქვედაბოლოებს ვუკერავ.

მურატი(7 წლის): მე ველოსიპედით მიყვარს სეირნობა. ეზოში ერთი ბიჭი მთხოვნის ხოლმე. იცით რა მაგარია! კიდევ მე და დედიკო ერთხელ ბულვარში ვიყავით და იქ პატარა მანქანით გავისეირნე. მე თვითონ ვატარებდი და დედამ ძალიან შემაქო. მაგარი მანქანაა, მეც მინდა ეგეთი.

- დედიკომ გვითხრა, რომ სკოლაში არ დადიხართ, გინდათ სკოლაში სიარული?

მურატი(7 წლის): დედას არ აქვს წიგნების ფული. წიგნებში კი დავალებები წერია და მაგის გარეშე სკოლაში ვერ წავალთ...

სალომე(6 წლის): მე სკოლის ჩანთები მომწონს. ვხედავ, ბავშვები სკოლაში რომ მიდიან, ყველას ლამაზი ჩანთები აქვთ ზურგზე მოკიდებული...

რაბი(8 წლის): მეც მინდა სკოლაში სიარული, მაგრამ ბევრი ფულია საჭირო, დედიკოს კი არ აქვს. ეზოში ერთმა გოგომ თავის წიგნები მაჩვენა, ისეთი ლამაზი ნახატებია.

- რაბი, კითხვა იცი?

რაბი(8 წლის): ცოტა ვიცი, მურატმაც იცის ანბანი. კიდევ თვლა ვიცი. დედიკო ხანდახან მაღაზიაში რომ მგზავნის, შემიძლია ფული დავითვალო.

- ბავშვებო, რომელი ზღაპრები და სიმღერები იცით?

სალომე(6 წლის): მე კონკიაზე მიყვარს ზღაპარი, ღარიბი იყო და პრინცესად გადაიქცა. ხომ შეიძლება მეც ასე დამემართოს!

რაბი(8 წლის): მეც მიყვარს კონკია. ის კეთილია და იმიტომაც ეხმარება ფერია პრინცესად გადაქცევაში. ძალიან მომწონს, კაბა რომელიც აცვია, მეჯლისზე როდესაც მიდის.

მურატი(7 წლის): მე სუპერმენზე მიყვარს მულტფილმი. ძლიერია და სუსტებს ეხმარება. მეც ყველას დავეხმარები. რა თქმა უნდა სუპერმენი ზღაპარია, მაგრამ მე პოლიციელი ვიქნები, ისინიც ხომ იცავენ სუსტებს! ძალიან ძლიერი ვიქნები, დედა მეუბნება, ბევრ შვრიის ფაფას თუ შევჭამ, დიდი და ღონიერი გავზრდები!

- მოგწონს პოლიციელის ფორმა?

მურატი(7 წლის): კი, თავზე ქუდი რომ აფარიათ...

- პოლიციელის ქუდი?

მურატი(7 წლის): კი, მეც მინდა ეგეთი მქონდეს. ფორმაში გამოწყობილი და თავზე პოლიციელის ქუდით მივალ ცუდ ბიძიასთან, ხელს ასე გავაკეთებ პოლიციელივით(ხეკი მიიტანა თავთან) და ვეტყვი: „კაპიტანი მურატი! თქვენი საბუთები, თუ შეიძება!“ ხო მაგარია! (იცინის)

- გოგონებო, თქვენ ვინ გინდათ რომ გახდეთ?

რაბი(8 წლის): მე მზარეული მინდა გავხდე, მომწონს საჭმლის მომზადება.

სალომე(6 წლის): მე პრინცესა მინდა გავხდე, მე თვითონ შევიკერავ ლამაზ კაბებს. და კიდევ მარიამს შევუკერავ კაბას, ისიც ლამაზი რომ იყოს...

- ბავშვებო, რაზე ოცნებობთ?

რაბი(8 წლის): მე მინდა მარიამი რომ გამოჯანმრთელდეს!  როცა ცუდად არის, დედა ტირის, მე კი არ მინდა დედიკოს ცრემლების დანახვა.

მურატი(7 წლის): მე მინდა მალე გავიზარდო, დედას რომ დავეხმარო. მინდა ვიყიდო მანქანა და ველოსიპედი.

სალომე(6 წლის): მე მინდა ლამაზი სახლი და ვარდისფერი ოთახი, როგორც ბარბის აქვს.

-ხატვა იცით?

რაბი(8 წლის): კი, მე მიყვარს ხატვა. დედამ ფერადი ფანქრები გვიყიდა, და მე და სალომე ხშირად ვხატავთ. მე მიყვარს ბუნების და ყვავილების ხატვა. მარიამს მოსწონს ჩემი ნახატები.

სალომე(6 წლის): მე კი ლამაზი კაბების ხატვა მიყვარს პრინცესებისთვის.

მურატი(7 წლის): მე არ მიყვარს ხატვა. გოგოებს უყვართ ეგ საქმე.

- გვიამბეთ თქვენს დედიკოზე, როგორია?

მურატი(7 წლის): იცი, დეიდა, ქალებს უყვართ ტირილი. მე დედიკოს შევპირდი, რომ როდესაც გავიზრდები, არც ის და არც ჩემი დები არასდროს არ იტირებენ. ჩემი დედიკო ყველაზე ლამაზი და კეთილია. აუცილებლად გავხდები პოლიციელი, და შენც დაგიცავ, „არაფერი არ გეგონოს!“ - ამაყად ამბობს ბიჭი!

  დედიკო არ გეტყვის. სცხვენია, მაგრამ შენს ფონდში უთხარი, რომ მარიამს სენსორებიანი ეტლი სჭირდება, ისეთი, რომ სადაც უნდა იქ შეძლოს წასვლა... მაგრამ დედიკო ამბობს, რომ ძალიან ძვირი ღირს.

სალომე(6 წლის): ჩემი დედიკო საუკეთესოა, ყოველთვის ბევრს მკოცნის და მეფერება, მაგრამ ყოველთვის დაკავებულია, ბევრი საქმე აქვს!

რაბი(8 წლის): დედიკო მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს. ის ყველაზე კეთილი და სამართლიანია. როცა ხანდახან ჩხუბი მოგვდის, ყოველთვის ყველას გვამშვიდებს. დედიკო ზრუნავს ჩვენზე, მარიამზე და ბებოზე. ძალიან იღლება, მაგრამ არასდროს არ წუწუნებს.

- დედიკოს ეხმარებით?

რაბი(8 წლის): კი, როდესაც დედიკო საჭმელს ამზადებს მეც ყოველთვის იქ ვარ და ვეხმარები. მაღაზიაშიც დავდივარ, იქ ყველა მიცნობს და კამფეტებს მჩუქნიან ხშირად. როდესაც დედას არ აქვს ფული, ისედაც გვაძლევენ ხოლმე პროდუქტს, მაგრამ დედიკოს ნებართვის გარეშე არაფერს არ ვიღებთ. თუ დედიკოს რაიმე მძიმის წაღება უწევს, მურატი ეხმარება. ბიჭები ხომ ჩვენზე ძლიერები არიან.

- ქართველ ბავშვებს რას უსურვებდით?

რაბი(8 წლის): მე ვუსურვებ, რომ ყველას ყველაფერი კარგად ჰქონდეს, და მხიარულად რომ იცხოვრონ.

სალომე(6 წლის): ყველა გოგოს ვუსურვებ ლამაზი კაბები ჰქონდეთ.

- ბათუმში ცხოვრობთ, ზღვის სანაპიროზე. როგორია ზღვა?

რაბი(8 წლის): ძალიან ლამაზია. მე მიყვარს, როცა ზღვა წყნარია და არ ღელავს. მაშინ გამჭვირვალეა და ლამაზ კენჭებსა და ნიჟარებს ვაგროვებთ. მე ძალიან მიყვარს ცურვა, მაგრამ უფრო, ბულვარში სეირნობა. იქ იმდენი გასართობია. დედას იქ ხშირად არ დავყავართ, ალბათ, ფული არ აქვს. იქ ხომ ყველაფერი ფასიანია.

მურატი(7 წლის): ზღვა უზარმაზარია და იქ, დიდი გემები დაცურავენ. პატარებიც, მაგრამ ნაპირიდან შორს, ხშირად დიდი გემები მოჩანს. ადრე მინდოდა გემის კაპიტანი გავმხდარიყავი, მაგრამ ისინი, დიდი ხნით მიდიან ხოლმე სახლიდან. მე ხომ დედიკოს და გოგონებს დიდი ხნით ვერ მივატოვებ? მათ უნდა დავეხმარო და დავიცვა. ამიტომ პოლიციელი გავხდები. კარგად ვცურავ, და შემიძლია, რომ შორს გავიდე. მაგრამ დედიკო არ მიშვებს.

სალომე(6 წლის): ზღვა უზარმაზარია, მაგრამ ძალიან ლამაზი. მე მიყვარს სანაპიროზე მზის ჩასვლის ყურება. ისეთი ლამაზია, მზე ზღვაში რომ იძირება... მე ჯერ არ ვიცი ცურვა და ტალღების მეშინია. გასაბერი კამერა მქონდა, მაგრამ გაფუჭდა და აღარ იბერება.

- ვინმეს თუ უთქვამს თქვენთვის, რომ ლამაზი გოგონები ხართ?

სალომე(6 წლის): რაბი ლამაზია და კეთილი. მეც ლამაზი ვარ. დედა სულ მაგას მეუბნება.

რაბი(8 წლის): არ ვიცი...  დედიკოც მაგას მეუბნება, და სხვებიც...

- დედიკოს ვინ უყვარს ყველაზე მეტად?

რაბი(8 წლის): დედიკოს ყველანი ძალიან ვუყვარვართ, მაგრამ მარიამთან ყველაზე მეტი დროის გატარება უწევს. მას ხომ არ შეუძლია ჩვენსავით სირბილი და თამაში, ამიტომ დედიკო ართობს.

სალომე(6 წლის): ხო, დედიკოს ყველანი ძალიან ვუყვარვართ...

მურატი(7 წლის): მე ეგ კითხვა არ მიყვარს და არ გიპასუხებთ!

- რომელი სიზმარი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

მურატი(7 წლის): სიზმარში ვნახე, რომ სუპერმენი ვარ, მთელ ქალაქში დავფრინავდი და ხალხს ვეხმარებოდი. ისეთი მაგარი იყო!

სალომე(6 წლის): მე დამესიზმრა, რომ პრინცესა ვიყავი, სასახლეში ვცხოვრობდი, იქ კი შადრევნები და თეთრი ცხენი იყო.

რაბი(8 წლის): ერთხელ ბათუმში ყინულის სასრიალოზე ვიყავი. ბავშვები ციგურებით ისე ლამაზად დასრიალებდნენ... ახლა ხშირად მესიზმრება, რომ მეც მათთან ერთად დავსრიალებ...

- ვინ გიყვართ ყველაზე მეტად და რატომ?

მურატი(7 წლის): დედიკო, ის ყველაზე კეთილი და სამართლიანია.

სალომე(6 წლის): მეც, ყველაზე მეტად დედიკო მიყვარს. კარგი დედიკოა.

რაბი(8 წლის): მე ყველა მიყვარს დედიკოც, ძამიკოც და ჩემი დებიც.

- ლეილა, გვითხარით, რით შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ოჯახს, კონკრეტულად რა გჭირდებათ?

ლეილა: ყველაზე აუცილებელია ეტლი, მარიამისთვის, სენსორული მართვით. ჩემი გოგონას წონა 110 კილოგრამია და ხელით სამართავი ეტლით ვერ ვატარებ.

ასევე, მინდა პურის ელექტროსაცხობი რომ გთხოვოთ, თუ შეიძლება  . სახლში პურის ცხობა, ჩვენთვის ბევრად ეკონომიური იქნება, ვიდრე მაღაზიაში ყიდვა.

იმდენი რამ გვჭირდება, ამაზე საუბარიც კი მცხვენია...

 - ნუ გცხვენიათ! ჩამოთვალეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ.

ლეილა: ლეპტოპი გვინდა მარიამისთვის, ლოგინში მულტფილმების ყურება რომ შეძლოს, სხვა ბავშვებისთვის კი, პლანშეტი.

მე ტელეფონი მჭირდება, ჩემი გაფუჭებულია და მალე გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე დავრჩებით...

ბავშვებისთვის საწოლები გვჭირდება. გოგონები, ორსართულიანზე ოცნებობენ. მარიამს ცალკე, მყარი საწოლი, და კიდევ პამპერსები და ყველაზე დიდი ზომის ტანსაცმელი სჭირდება.

კიდევ წამლები გვჭირდება მარიამისთვის. ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ მათ გარეშე, ეპილეფსიის შეტევების შეჩერება შეუძლებელია.

თითქმის გამოგველია პროდუქტი - ყველაფერი ისე გაძვირდა, რომ იმ იაფფასიან პრუქტსაც ვეღარ ვყიდულობ, რომელსაც ადრე ვყიდულობდი... ჰიგიენის საშუალებები...

მერიდება ამდენი რამის თხოვნა, მაგრამ ჩემთვის არაფერს ვითხოვ, ბავშვებისთვის! მინდა ბედნიერები იყვნენ!

- ლეილა, რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ?

ლეილა: ინტერნეტში ვნახე თქვენი პოსტები. ვნახე, რამდენ ბავშვს დაეხმარეთ, რამდენ დედას მიეცით იმედი და შეუმსუბუქეთ რთული ცხოვრება.

თქვენი იმედი მაქვს, და კეთილი ადამიანების. ჩემი შვილები ხომ ყველაფერს მოკლებულები არიან, ჩვენთან ერთად იბრძვიან გადარჩენისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ და ფონდის მეგობრები, არ მიატოვებთ მათ, უფსკრულის პირას!

----------------------------------------

  მეგობრებო, ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს მორალური უფლება, გასაჭირში მივატოვოათ ეს საბრალო ოჯახი! ყველამ ვევედროთ უფალს, მარიამის სიცოცხლე არ შეწყდეს და კიდევ მრავალი წლის მანძილზე გაახაროს თავისი მშვენიერი ოჯახი!

ყველაფერი უფლისა და ჩვენს წყალობაზეა დამოკიდებული. ეს ოჯახი ბათუმში ცხოვრობს, თავადაც შეგიძლიათ მოინახულოთ და გაუწიოთ დახმარება. მათი მისამართია: ბათუმი, წერეთლის ქ. 1, ბინა 6 ტელეფონის ნომერი:574153492

მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას მარიამ სუსანიძის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ქართველებმა ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ეს შეეფერება ჩვენს ამაყ ერს!

მარიამს ძალიან სჭირდება სენსორული  ეტლი. ასევე ოჯახს სჭირდება პროდუქტი, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი, საწოლები და საოჯახო ტექნიკა! დაეხმარეთ მათ, ჩათვალეთ, რომ თქვენი ახლობლები არიან!

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ.

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:სუსანიძეების  ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ჩვენ უკვე დავეხმარეთ უმრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქმებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!

ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270


მსგავსი პროექტები: