ავადმყოფობის გამო მას მოკვლას უპირებდნენ!
2017 ოქტომბერი 9
როდესაც მარიამის დედა მასზე ფეხმძიმედ იყო, ექიმებმა ურჩიეს ბავშვი მოეშორებინა, მაგრამ დედა ვერ მოკლავდა საკუთარ შვილს და იგი კლინიკიდან გაიქცა…
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,079 ₾
(
74 დონორი )
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვის დაბადება მშობლებისთვის ძალიან დიდ სტრესს წარმოადგენს – ელოდებოდი სიხარულს და უცებ თავს უზარმაზარი პრობლემები დაგატყდება. ყველაზე საშინელი კი ის არის, როდესაც ხვდები, რომ ეს ტვირთი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ზიდო...
7 წლის მარიამ დარსანიას სიარული არ შეუძლია. მას დაბადებიდან რამდენიმე სერიოზული დაავადება აწუხებს, რომელთა ბოლომდე განკურნება შეუძლებელია.
როდესაც მარიამის დედა მასზე ფეხმძიმედ იყო, ექიმებმა ურჩიეს ბავშვი მოეშორებინა, რამეთუ მას მძიმე და უნუგეშო დიაგნოზი დაუსვეს. მაგრამ, ნანას არ შეეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა, იგი ვერ მოკლავდა საკუთარ შვილს და კლინიკიდან გაიქცა…
დღეს მარი არის ძალიან მომხიბლავი და საყვარელი გოგონა, რომლის სახიდან ღიმილი არ ქრება. იგი მღერის, იცის ლექსები, უყვარს თოჯინებთან თამაში, თუმცა სიარული არ შეუძლია, მხოლოდ მუხლებით დახოხავს, რადგან ტერფის ატროფია არ აძლევს ამის საშუალებას… მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მარი წელს სკოლაში მაინც წაიყვანეს!
ოჯახი, სადაც ეს ბავშვი იზრდება, სოციალურად დაუცველ კატეგორიას წარმოადგენს. ბავშვის მშობლებს ქირით აქვთ აღებული ბინა, რადგან საკუთარი გაყიდეს შვილისთვის ოპერაცია რომ გაეკეთებინათ. მიზერული სოციალური შემწეობა და ერთჯერადი შემოსავლები არ იძლევიან ბავშვის შესაბამისი მოვლის საშუალებას. პატარა მარის სჭირდება ყავარჯენი, სპეციალური ფეხსაცმელი, მუხლების ფიქსატორი, სავარჯიშო დანადგარი, აგრეთვე მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები.
მეგობრებო, თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ მარიამ დარსანიას, რათა მან შესძლოს გავლა და ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა, ნუ დაგენანებათ მისთვის შესაწირის გაღება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000
უცხოეთიდან თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ანგარიშზე:
GE32TB7194336180100004 ან GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარიამ დარსანია) ან პირდაპირ გადარიცხოთ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/227-darsania/
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან
NovaTechnology, TBCpay და ExpressPay.
განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.
დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონებზე:
032 219 33 21
+995 577 92 40 45
(გადახდის წესები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე https://goo.gl/GY2Gus)
ჩვენ იმისთვის ვართ ამ ქვეყნად, რომ რაც შეიძლება ბევრი კეთილი საქმე ვაკეთოთ!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მეგობრებო, ცრემლები მოვწმინდოთ 3 წლის მარიამს! პატარა გოგონას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! ტანჯვითა და ცხარე ცრემლებით არის აღსავსე ბავშვის სიცოცხლის ყოველი წამი!
ტერფების გამრუდების გამო საშინელი ტკივილი სტანჯავს მარიამს. ბავშვი სიმწრის ცრემლებით ტირის ყოველდღე. კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს...
შეგროვებულია
45 ₾
დაეხმარა
5
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘
პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ...
შეგროვებულია
3,153.5 ₾
დაეხმარა
150
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!
სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა... მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას...
შეგროვებულია
7,571.31 ₾
დაეხმარა
541
|