„ღმერთო, არ წამართვა ჩემი შვილი!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ღმერთო, არ წამართვა ჩემი შვილი!“

page info icon
2019 მაისი 27
6 წლის პატარა, თეიმურაზ შალამბერიძე უკვე მეოთხე წელია რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,124 ₾
( 161 დონორი )
დასრულებულია
6 წლის პატარა, თეიმურაზ შალამბერიძე უკვე მეოთხე წელია რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ოჯახს იმდენად უჭირს, რომ ხშირად აუცილებელ წამლებსაც ვერ ყიდულობენ. ისინი სოციალურად დაუცველები არიან და შემოსავალი მიზერული აქვთ.
კარგად დააკვირდით ამ ფოტოს მეგობრებო. ამ სიღარიბესა და რაც მთავარია, ბავშვის მდგომარეობას. მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის.
ჩვენ გავესაუბრეთ თეიმურაზის დედას.
-რა არის თქვენი შვილი დიაგნოზი და რა ასაკში აღმოუჩინეს დაავადება?
მაკა: თეიუმურაზი ჩვეულებრივად იზრდებოდა, არანაირი ტკივილები და ჩივილები არ ჰქონდა. სამი წლის რომ გახდა, თავი ასტკივდა. წავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს კისტა. იმ დღიდან ბავშმა 8 ოპერაცია გადაიტანა. თუმცა, არანაირი შედეგი ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. თავი საშინლად აქვს დეფორმირებული და ტვინი დაზიანებული. სხეული ფაქტობრივად პარალიზებულია. ხშირად აქვს ეპილეფსიის შეტევები. ექიმები ამბობენ, რომ ახალი ოპერაციაა საჭირო, თუმცა თავად არ იციან რა შედეგს მოიტანს ის.
-რა თანხა გჭირდებათ ყოველთვიურად წამლების შესაძენად?
მაკა: დაახლოებით 500 ლარი. ამას ემატება ჰიგიენური საფენები და სპეც-მკვება. ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ და ამიტომ ბინის იპოთეკაში ჩადება მოგვიწია. გავყიდეთ ყველაფერი, რაც ძვირფასი გაგვაჩნდა. 
-რა შემოსავალი გაქვთ ოჯახში?
მაკა: 200 ლარია ბავშვის პენსია, თუმცა ჩვენ მარტო 100 ლარს ვიღებთ, რადგან წინასწარ გვაქვს აღებული გარკვეული თანხა. ოჯახში ვერავინ მუშაობს. არადა მეორე შვილსაც ხომ სჭირდება ყურადღება, კვება ის სულ რაღაც ერთი წლისა და ოთხი თვისაა.
-სად იმყოფება თქვენი მეუღლე ახლა?
მაკა: დღეს ერთდღიანი შეკვეთა გამოუჩნდა. ღობის შეღებვა თხოვეს და ეგრევე გაეშურა. ადრე კარგი სამსახური ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ თვეობით უწევდა თბილისში, კლინიკაში ბავშვთან ჯდომა და სამწუხაროდ, სამსახური დაკარგა.
-სოციალურად დაუცველი ოჯახი ხართ?
მაკა: არა, არ ვართ. სოციალურმა სააგენტომ უარი განგვიცხადა, რადგან ოჯახში ერთი ავტომობილი გვყავს და ეს თურმე, ნებადართული არ არის. თუმცა ჩვენ მანქანა აუცილებლად გვჭირდება. თვეში ერთხელ ბავშვს მასაჟის პროცედურებს ვუტარებთ, მაგის გარეშე ბევრად რთული იქნება...
-რით გეხმარებათ ქუთაისის მერია?
მაკა: წელიწადში ერთხელ 200 ლარის ოდენობის თანხას გამოყოფს მედიკამენტებისთვის. გარდა ამისა, სისტემატიურად გვიფინანსებს მასაჟის პროცედურებს.
-ხშირად, მძიმე ავადმყოფი ბავშვის შემდეგ მშობლები აღარ ფიქრობენ მეორე შვილზე, თუმცა თქვენ გეყოთ გამბედაობა!
მაკა: დარწმუნებული ვიყავი, რომ პატარა ძამიკო, ან დაიკო დაეხმარებოდა თეიმურაზს განვითარებაში და დააძლევინებდა მარტოობის გრძნობას. მადლობა ღმერთს, გაჩნდა ანასტასია. სიმართლე რომ გითხრათ, მან ენერგიაც კი შემმატა, ხალისი და ძალა სიცოცხლის.
-რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
მაკა: წამლები და ჰიგიენური საშუალებები პირველ რიგში, აგრეთვე საკვები. სხვა ისეთი არაფერი, მხოლოდ ჩემი შვილისთვის აუცილებელი გვჭირდება. ეს არის ჩემი ოცნება, რომ გამოჯანმრთელდეს. ღმერთო, არ წამართვა ჩემი შვილი!
მეგობრებო, ყოველი ჩვენგანის ვალია დაეხმაროს ამ ოჯახს. პატარა თეიმურაზს სჭირდება ჩვენი თანადგომა! თუ დღეს არ დავეხმარეთ მას, „ხვალ“ უკვე გვიანი იქნება! თქვენ თავად შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ოჯახი! მათი მისამართია: ქ. ქუთაისი, დავითაშვილის ქუჩა პირველი ჩიხი, N1. ტელ.: 555453456, 555578301. თუ თქვენ არ გაქვთ დრო, რათა თავად მოინახულოთ თეიმურაზი, თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თეიმურაზ შალამბერიძე)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
თითოეული დახარჯული თეთრის შესახებ დეტალურ ანგარიშს საქველმოქმედო აქციის დასრულებისთანავე მოგახსენებთ.

მსგავსი პროექტები: