თქვენ თუ გჯერათ, რომ გავივლი? გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თქვენ თუ გჯერათ, რომ გავივლი? გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის...

page info icon
2020 დეკემბერი 15
page info icon
3211
ნატა (12 წლის): ხანდახან, თვალებს მაგრად ვხუჭავ, ხელებს აი, ასე ვადებ ერთმანეთს და ჩუმად ვლოცულობ. წარმოვიდგენ, როგორ დავდივარ, დავრბივარ, როგორ მივდივარ მეგობრის მოსანახულებლად საკუთარი ფეხებით, ეკლესიაში ერთად როგორ მივდივართ! ნეტავ... თავს ეტლის გარეშე დავხატავდი. ამ ბორბლების გარეშე! ექიმები ამბობენ, რომ სიარულს ვერ შევძლებ. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მჯერა! უფალი ჩემს ხმას შეისმენს! ის ხომ კეთილ, პატარა გოგონებს ეხმარება?!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,585 ₾
( 260 დონორი )
დასრულებულია

– დიახ, მართალი ხარ. უფლისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია - ძალიან გინდოდეს! მაგრამ რა გჭირს? სიარული რატომ არ შეგიძლია?

ნატა (12 წლის): მოდით, ამის შესახებ დედა გიამბობთ, მე კი მას დავეხმარები.  

– ია, მოგვიყევით, რა სჭირს ნატას?

ია: ჩემი საბრალო გოგონა უფალს იმას ევედრება, რომ ოდესმე სიარული შეძლოს... იცით, ის მძიმე დიაგნოზით დაიბადა. მას ცერებრალური დამბლა, სპინა ბიფიდა (spina bifida – ხერხემლის თანდაყოლილი თიაქარი) და ჰიდროცეფალია აქვს... ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვები ძლიერ იტანჯებიან და გონებრივად ჩამორჩენილები არიან, მაგრამ ნატა ღვთის რჩეულია! ის ძალიან ნიჭიერი გოგონაა, კეთილი გულითა და უდიდესი რწმენით! საბრალომ, ხერხემალზე ბევრი ოპერაცია გადაიტანა; თავში შუნტი აქვს ჩადგმული სითხის ამოსატუმბად, რომელიც თავის ტვინის წყალმანკის გამო ჩნდება. მას დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, მაგრამ უფალმა შეგვიწყალა და განვითარებასთან დაკავშირებით - ყველაფერი რიგზეა. ის ძალიან ჭკვიანი გოგონაა!  

ნატა: იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ განსაკუთრებული ბავშვებისათვის განკუთვნილ სკოლაშიც კი დავდივარ. და ძალიან კარგად ვხატავ. ჩემი მასწავლებელიც იმას ამბობს, რომ ჭკვიანი ვარ და ერთ მშვენიერ დღეს, ცნობილი ქართველი მხატვარი გავხდები. გინდათ, ჩემი ნახატები გაჩვენოთ? დედ-მამა ახლა საღებავებს და ქაღალდს ვერ მყიდულობს და არც ტელევიზორი გვაქვს, მაგრამ ყველაფრის შესახებ წიგნებში ვკითხულობ და როდესაც ვხატავ, ნიავივით მსუბუქი ვხდები. მინდა, რომ ჩემს ნახატებში ყველამ ჩვენი ლამაზი საქართველო ნახოს... ოჰ, ნეტავ ოდესმე თბილისის ნახვა შევძლო! და არა მხოლოდ ექიმებისა და საავადმყოფოების...

რა სილამაზეა! ყველაზე მეტად რის ხატვა გიყვარს?

ნატა: ბუნების, ყვავილების, ზღვის... ძალიან მინდა, პორტრეტების ხატვა ვისწავლო, რომ ჩემი მეგობარი დავხატო. ჩვენ ერთმანეთი სკოლაში გავიცანით და ძალიან დავახლოვდით, ის ჩემი დასავით არის. ძალიან მენატრება... კომპიუტერი და ტელეფონიც კი არ მაქვს, რომ ვისაუბროთ. ძალიან სამწუხაროა... მაგრამ მე მჯერა, ძალიან-ძალიან მჯერა! 

– კომპიუტერი რომ გქონდეს, რას იზამდი?

ნატა: პირველ რიგში, ყველა ვიდეოს ვუყურებდი, რაც ხატვას ეხება! შემდეგ, მეგობარს დავურეკავდი და გავესაუბრებოდი! ოჰ, როგორ მომენატრა! მაგრამ მე კომპიუტერი არ მაქვს და ალბათ, არც მექნება! ვიცი, რომ ჩვენ მისი ყიდვა არ შეგვიძლია.

ია, მოგვიყევით, რაზე ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

ია:ჩვენი ერთადერთი შემოსავალი - ჩემი გოგონას პენსიაა. სოციალურ დახმარებას არ ვიღებთ. ადრე, ძიძად ვმუშაობდი, მძიმედ ავადმყოფ მოხუცებს ვუვლიდი, მაგრამ ეს ძალიან მძიმე სამუშაოა და ხერხემალი დავიზიანე. ჩემი მეუღლე მშრომელი კაცია, მტვირთავად მუშაობდა, მაგრამ ახლა, პანდემიის გამო, სამუშაო აღარ აქვს. სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ძალიან გვიჭირს. 200 ლარად ვცდილობ, ერთი თვის სამყოფი საკვები ვიყიდო, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი გოგონა არ შიმშილობს.  

ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ია:ძალიან გვჭირდება საფენები და ჰიგიენური საშუალებები, ნატასთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საწოლი ორთოპედიული ქვეშაგებით. ჩვენ ძველი საწოლი გვაქვს და ჩემს გოგონას წელი საშინლად სტკივა. ჩემი ოცნება - სარეცხი მანქანაა. ძველზეც თანახმა ვიქნებოდი... რთულია იმის გაცნობიერება, რომ ვერასდროს შეძლებ იმ ნივთების ყიდვას, რომელიც ასე გჭირდება. (ტირის.)

ია, თქვენს ოჯახს ყოველთვის უჭირდა?

ია:არა, რას ამბობთ... ჩვენ დიდი სახლი გვქონდა. ჩემი მეუღლე მუშაობდა, მეც ვმუშაობდი, მშობლებიც გვეხმარებოდნენ. მაგრამ შემდეგ, ჩემი გოგონას ოპერაციის გამო, ყველაფრის გაყიდვა მოგვიწია. 2008 წელს მას ხერხემლის ოპერაცია გაუკეთეს, 2009 წელს კი თავში შუნტი ჩაუდგეს... მას შემდეგ, ამ გაჭირვებას თავი ვეღარ დავაღწიეთ. მხოლოდ უფლისა და კეთილი ადამიანების იმედიღა დაგვრჩა. კიდევ კარგი, ყველაზე იაფი ბინის შეძენა მაინც შევძელით, რომელიც საცხოვრებელ სახლს არც კი ჰგავს; მაგრამ მთავარია, რომ ქუჩაში არ ვართ!

ია, თქვენი მშვენიერი გოგონას, ნატას ამბავს მთელი საქართველო გაიგებს. შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველებს მიმართოთ.

ია: არც კი ვიცი, ახლა ისეთი ვითარებაა, ყველა საკუთარ თავსა და ოჯახზე ფიქრობს. მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ - თითოეულ თქვენგანს ვთხოვ, მხარი დაგვიჭიროთ! უბრალოდ ინფორმაცია გააზიარეთ, რომ ნატას შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს. მათ შორის აუცილებლად აღმოჩნდებიან ჯადოქრები! მე ამის მჯერა! ნატასაც სჯერა!

ნატა:დიახ, მთავარია გჯეროდეს! აი, მე მჯერა, რომ სიარულს შევძლებ! უბრალოდ სულ ცოტა დახმარება მჭირდება!

ია:ნატასთვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება და მასაჟების გაკეთება რომ შევძლოთ, არაჩვეულებრივი იქნებოდა; მაგრამ ხომ გესმით, თვეში 200 ლარზე,ს ასეთ რამეზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავთ.

***

მეგობრებო, ნატას უფლის სწამს, უფალს კი - ჩვენი! ყველას ერთად, სასწაულების მოხდენა შეგვიძლია. მთავარია, ბევრნი ვიყოთ და სასწაულის ჩვენც ვიწამოთ!

და აი, ჩვენი პასუხი ნატას მთავარ კითხვაზე: „გჯერათ, რომ სიარულს შევძლებ?“ – „რა თქმა უნდა, საყვარელო, შენ აუცილებლად გაივლი, ჩვენ ამის გვჯერა!“

დაურეკეთ და გაესაუბრეთ ამ შესანიშნავ ადამიანებს! შეგიძლიათ, ისინი თავად მოინახულოთ და პირადად დაეხმაროთ მათ. მათი მისამართია: ფოთი, ზერაგიას ქ. №82. ტელეფონი: 555 25 60 13.

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რამდენად გვეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინაა.

უდიდესი თხოვნა გვაქვს, გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რათა ნატა როყვას გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნატა როყვა).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: