უსაზღვრო სიყვარულისა და ტკივილის ისტორია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უსაზღვრო სიყვარულისა და ტკივილის ისტორია!

page info icon
2021 მარტი 16
page info icon
749
„როცა საფლავის ქვას ვეხუტები, ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ... აქ ჩემი ცხოვრების სიყვარული განისვენებს, ჩემი საყვარელი ცოლი, ტანიუშა“, - ცრემლებად იღვრება 75 წლის ჯუმბერი ბაბუა. – „წავიდა და ყველაფერი თან წაიყოლა: ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი გული და სული. დავბრმავდი. რაში მჭირდება თვალები, თუკი მას ვეღარასოდეს ვიხილავ?“ მან ყველა ახლობელი დამარხა, ვინც კი ოდესმე ჰყვარებია: მშობლები, დები, ძმები და რომელიღაც დისშვილებს თუ ძმისშვილებს შორისაც კი. საშინელებაა! მაგრამ საყვარელი მეუღლის დაკარგვა მისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა, რის შემდეგაც ფეხზე უკვე ვეღარ წამოდგა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
859 ₾
( 69 დონორი )
დასრულებულია

ჯუმბერი უსინათლო, სნეული და მარტოხელაა... სასაფლაომდე ხელის ცეცებით მიდის, რომ მუხლებზე დადგეს, მიწას მიეფეროს და თავის ტანიუშას ესაუბროს. „გგონიათ გავგიჟდი?“ - ფიქრებიდან ყურადღება ჩვენზე გადმოაქვს და არაფრისმხედველი თვალებით გვიყურებს. – „რად მინდა სიცოცხლე? უპრეტენზიო მჭამელი ვარ: პური მაქვს, წყალი მაქვს - ამისთვისაც მადლობელი ვარ. მას აქ მარტო ვერ დავტოვებ, ხომ გესმით?“ - და ისევ ტირილს იწყებს.

უბადრუკი ქოხი, საშინელი სიცივე, არც საჭმელი, არც სასმელი; მხოლოდ უსინათლო მოხუცი, რომელიც გამუდმებით გარდაცვლილ ცოლს იხსენებს და მხოლოდ ამ მოგონებებით ცოცხლობს... ამ დამთრგუნველი სურათის შემხედვარემ ცრემლები როგორ უნდა შეიკავო?

„აი, შემომხედეთ. ბინძური და ალბათ საშინელი შესახედაობის მოხუცი ვარ, მაგრამ გული სიყვარულით მაქვს სავსე, სასიცოცხლო ძალებს ის მინარჩუნებს!“ - უსინათლო მოხუცის ამ სიტყვებმა შეიძლება ყველაზე გულქვა ადამიანიც კი შესძრას.

მოდი ჯერ ყველაფერი ცუდი გავიხსენოთ, შემდეგ კი ყველაფერი კარგი.

ჯუმბერი:როგორც გენებოთ... ცუდი ის არის, რომ საერთოდ ვეღარ ვხედავ. ყველაფერს შეხებით შევიგრძნობ. წყლის დალევა თუ მინდა, მაგიდასთან მივდივარ, ჭიქის ძებნაში ხელს ხან თეფშს გავკრავ, ხან ჩაიდანს, მერე მუხლებზე ვდგები და იატაკზე ვეძებ, სად რა დავარდა... ხელს ფრთხილად ვუსვამ, რომ არ გავიჭრა; ვიპოვი და უკვე გასარეცხია, პირსაბანთან კედელზე ხელის ცეცებით მივდივარ; სანამ ვრეცხავ, სულ მავიწყდება რის გაკეთება მინდოდა... ვჯდები, ვისვენებ და ისევ თავიდან იწყება... აი, ასე გადის ჩემი მთელი ჩემი ცხოვრება.

სადილს როგორ ამზადებთ?

ჯუმბერი:რა სადილი, შვილო, რა სადილი? თუ რამე დაკონსერვებული ვიყიდე, იმას ვჭამ. ზოგჯერ საჭმელი კეთილ მეზობლებს შემოაქვთ... უპრეტენზიო მჭამელი ვარ: პური მაქვს, წყალი მაქვს - ამისთვისაც მადლობელი ვარ. სანამ ჩემი ტანიუშა ცოცხალი იყო, ის მივლიდა; ჩემი სიხარული, ჩემი თვალის სინათლე... მისი გარდაცვალების შემდეგ, ნერვიულობის ნიადაგზე დავბრმავდი.


ძალიან გიყვარდათ?

ჯუმბერი:რატომ „მიყვარდა“? მე ის ახლაც ძალიან მიყვარს. იცით ყვავილები როგორ უყვარდა? ჩვენი ეზო ედემის ბაღს ჰგავდა, ყველგან ყვავილები იყო. მე კი, სამსახურის შემდეგ, მინდვრის ყვავილებს ვუკრეფდი და მისთვის მიმქონდა, ჩემს საყვარელ ტანიჩკას კი, როგორც პატარა ბავშვს, ისე უხაროდა ხოლმე.


ერთმანეთი როგორ გაიცანით?

ჯუმბერი:ეს ბედისწერა იყო! ჯარის შემდეგ, სამუშაოდ ურალში გავემგზავრე. სწორედ იქ დავინახე ყველაზე მშვენიერი გოგონა - ტატიანა ნიკოლაევნა... ოოო... სიტყვებით ვერ აღვწერ! შემიყვარდა! მაშინ მე-9 კლასში იყო, სულ მთლად პატარა; მე კი ზრდასრული ვიყავი, მასზე 15 წლით უფროსი. ვუთხარი, რომ მარადიულად მის ლოდინში ვიქნებოდი, ოღონდ ჩემი ცოლი გამხდარიყო! ჩემი მზეთუნახავი, ჩემი მშვენიერება! როგორც კი სრულწლოვანი გახდა, ხელი მოვაწერეთ და თბილისში ჩამოვიყვანე. ჩემმა ოჯახმა საკუთარი შვილივით მიიღო! შეხედეთ, რა ლამაზია!


დიდი ოჯახი გქონდათ?

ჯუმბერი:ოჰ, დიახ! მშვენიერი დრო იყო! ბედის ნებიერი ვიყავი! მე-10 შვილი ოჯახში! მე რომ დავიბადე, ჩემს უფროს ძმას ბიჭი შეეძინა. ბიძა და ძმისშვილი თითქმის ერთი ასაკის ვართ. ყველანი ისე მეგობრულად ვცხოვრობდით! ვინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა? ხელის გულზე მატარებდნენ მშობლებიც, დებიც, ძმებიც... შემდეგ კი ჩემი ტანიჩკაც. მასაც ძალიან ვუყვარდი! მადლობას ვწირავ უფალს, რომ მე ამირჩია და ასეთი გრძნობა განმაცდევინა!

თქვენი მრავალრიცხოვანი ნათესავებიდან ახლა აღარავინ დარჩა?

ჯუმბერი:ჩემი მშობლები, ძმები და დები გარდაიცვალნენ... ჩემი დისშვილ-ძმისშვილების სიკვდილსაც კი მოვესწარი... წარმოგიდგენიათ, რამხელა ტკივილია? ნერვიულობის ნიადაგზე დიაბეტი დამეწყო, ტანიჩკამ კი ჩემი ჯანმრთელობა და თვალის სინათლე წაიწყოლა. ჩემი სინათლე ის იყო... ჩემი მზე! წავიდა და დავბრმავდი...


შვილები არ გყავდათ?

ჯუმბერი:ხუთი შვილი მყავს. ყველა მიმოიფანტა; შეძლებისდაგვარად მეხმარებიან, მაგრამ თავადაც ოჯახები ჰყავთ. კარგად იცით, დღეს ცხოვრება რა რთულია. დღეში 24 საათი თუ არ იმუშავე, შეიძლება შიმშილით მოკვდე.

– თავისთან არ მიყავხართ? აქ მარტო ყოფნა ხომ გიჭირთ?

ჯუმბერი:როგორ არ მივყავარ... მაგრამ მე არ მინდა, არ შემიძლია... სწორად გამიგეთ! ეს უსინათლო მოხუცის ახირება არ არის. მეც ხომ ცოცხალი ვარ, არა? საკუთარი გრძნობები და განცდები მაქვს... აქ მინდა ყოფნა, ჩემს ტანიუშასთან ახლოს. მშობლებთან, და-ძმებთან ახლოს... სასაფლაოზე მივდივარ, მიწას ვეფერები, მუხლებზე ვდგები, საფლავის ქვას ვეხუტები და ვგრძნობ, რომ ჩემი სიყვარული იქ არის... ვუყვები, როგორ ვესაუბრე შვილიშვილს, რა სიახლე აქვთ ბავშვებს, რა აჩვენეს ტელევიზორში და ვტირი... ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გესმით? მინდა ცოლის გვერდით ვიყო. აქ მარტოს ვერ დავტოვებ... გესმით? საფლავის ქვაზეც კი ისეთი სურათი გავაკეთებინე, სადაც ორივე ერთად ვართ. ჩემს გადარწმუნებას ცდილობდნენ, ამბობდნენ, კარგი არ არისო, მაგრამ აქ მარტოს როგორ დავტოვებდი? გგონიათ, გავგიჟდი? ალბათ ასეა, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარს.



წარმოუდგენელია! თითქოს რომანს ვკითხულობ

ჯუმბერი:დაუსრულებლად შემიძლია მასზე საუბარი! იცით რა ჭკვიანი იყო? ქართული ენა ბავშვებთან ერთად ისწავლა, სასკოლო პროგრამით. ყველას ძალიან უყვარდა. ზოგჯერ ვოცნებობ ვინმე გამომელაპარაკოს, რომ მის შესახებ მოვუყვე. რაღაცნაირად მსიამოვნებს. მაგრამ ვის დაელაპარაკები? ყველას თავისი საქმე აქვს. ახალგაზრდები სოფლიდან დიდი ხანია წავიდნენ. ზოგი მაღაროში მუშაობს, ზოგი მინდორში. დილით ვიღვიძებ და თუ კარგი ამინდია, ქუჩაში გავდივარ, სკამზე ვჯდები და ველოდები: იქნებ ვინმემ ჩამიაროს, იქნებ ვინმე რამეზე გამომელაპარაკოს. უკვე ყველას ნაბიჯებით ვცნობ. ვეკითხები, რა ხდება ქალაქში, რა არის ახალი, რა ისმის ვირუსის შესახებ... ეჰ, ძნელი ყოფილა სიბერე! ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ უმწეო მოხუცად გადავიქცეოდი?


რა შემოსავლით ცხოვრობთ?

ჯუმბერი: ჩემი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, იმასაც სრულად არ ვიღებ. როცა დავბრმავდი და ოპერაცია დამჭირდა, ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე და ახლა მისი ნაწილი სესხის დაფარვაზე მიდის. წამლებზე არ მყოფნის, არადა ეს წვეთები თვალში ყოველდღე უნდა ვიწვეთო!


– რამეზე თუ ოცნებობთ?

ჯუმბერი: კი, ჩემო კარგო, იმაზე, რომ თვალში ჩასაწვეთებელი წამლები მქონდეს, რომ ბოლომდე არ დავეცე სულიერად და ადამიანი დავრჩე... რომ ცოლის მონახულების და მისთვის ყვავილების მიტანის ძალა მქონდეს... რომ ჩემს შვილებს ყველაფერი კარგად ჰქონდეთ; რომ ყველას ყველაფერი კარგად ჰქონდეს...

– როგორ გგონიათ, რა ნივთები დაგეხმარებოდათ ცხოვრების გაუმჯობესებაში?

ჯუმბერი:ჩემთვის ყველაზე საუცხოო საჩუქარი ალბათ სარეცხი მანქანა იქნებოდა. მაცივარი... ან საწოლი და თეთრეული... არც კი ვიცი...


თქვენს ამბავს მთელი საქართველო წაიკითხავს. ვფიქრობ, გექნებათ მათთვის სათქმელი...

ჯუმბერი:იცით, ამ წამს გავიფიქრე: როგორი რთული ხვედრი აქვთ ქალებს! რეცხვა, დალაგება, ოჯახი, შვილების აღზრდა... მათ ეს ყველაფერი ისე იოლად გამოსდით. ანგელოზები არიან! ჩვენზე, კაცებზე ძლიერები არიან! წარმოუდგენლები არიან! როცა ჩემს ნივთებს ვრეცხავ, სულ ვფიქრობ: „კი დავბრმავდი, მაგრამ ზურგით ტომრებს ვატარებდი, ოღონდ საოჯახო საქმეების კეთება არ მიწევდეს!“ ხომ ხვდებით, რასაც ვამბობ? ქალები კი... ამ ყველაფერს თავს როგორ ართმევენ? თან იმასაც ახერხებენ, რომ ასეთი ლამაზები იყვნენ. ჩემი ტანია - რა მშვენიერი იყო! ოჰ, როგორ მენატრება... ნეტა რაზე ვსაუბრობ...


გინდოდათ ჩვენი მკითხველებისთვის მიგემართათ...

ჯუმბერი: ა, ჰო... გიყვარდეთ თქვენი ცოლები! ხელის გულზე ატარეთ ისინი და ილოცეთ, რომ იმქვეყნად თქვენზე ადრე არ წავიდნენ, თორემ ძალიან გაგიჭირდებათ... და იცით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში ალბათ ეს არის. როცა სიყვარულია, აღარაფრის გეშინია. აი, შემომხედეთ! ბინძური და ალბათ საშინელი შესახედაობის მოხუცი ვარ, მაგრამ გული სიყვარულით მაქვს სავსე, ის კი არასდროს კვდება!

***

აი, კიდევ ერთი ამბავი დასრულდა - კეთილი, მაგრამ ძალიან სევდიანი, სიყვარულითა და ტკივილით სავსე ისტორია... სამწუხაროდ, მარტოხელა სიბერისგან დაზღვეული არავინაა.

75 წლის ჯუმბერ ქაშაკაშვილს სჭირდება წამლები,საკვები, სარეცხი მანქანა და მაცივარი. მას ახალი საწოლი და საწოლის თეთრეულიც გამოადგებოდა. მეგობრებო, მისი ცხოვრების გაიოლება ჩვენ შეგვიძლია; ის ისედაც საკმარისად იტანჯა! მართალია, ის ვერ დაგვინახავს, მაგრამ ჩვენს სიკეთეს აუცილებლად იგრძნობს.

შეგიძლიათ ბაბუა ჯუმბერს თავადაც ესტუმროთ. მას ძალიან გაუხარდება! ის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში ცხოვრობს.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ადამიანისგასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

დანიშნულება: ჯუმბერ ქაშაკაშვილი

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ჯუმბერსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270


მსგავსი პროექტები: