მტანჯველი და სწრაფი სიკვდილი თუ ბედნიერი ცხოვრება ქართველი გმირი ჯარისკაცისთვის, რომელიც მზად იყო, ნებისმიერ წუთს საკუთარი სიცოცხლე დაეთმო ჩვენთვის და საყვარელი საქართველოსთვის! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მტანჯველი და სწრაფი სიკვდილი თუ ბედნიერი ცხოვრება ქართველი გმირი ჯარისკაცისთვის, რომელიც მზად იყო, ნებისმიერ წუთს საკუთარი სიცოცხლე დაეთმო ჩვენთვის და საყვარელი საქართველოსთვის!

page info icon
2024 აპრილი 10
ყოველთვის ვოცნებობდი, სამხედრო ვყოფილიყავი, სამშობლო დამეცვა! უფალმა ასეთი შესაძლებლობა მაჩუქა! მაგრამ დღეს, ავტომატსაც ვერ ვიჭერ ხელში! გთხოვთ, დამიბრუნეთ სიცოცხლე! მწყობრში უნდა ვიყო, ჩემი საყვარელი ოჯახის გვერდით! მხოლოდ თურქეთში ჩატარებული ოპერაციის იმედად ვცოცხლობ ამქვეყნად! ჩემი მეუღლე სოფიკო და ჩემი ულამაზესი გოგონა კი მმატებენ ძალას, თურქეთში წასვლამდე ვიცოცხლო. წამლების საყიდელი ფული რომ არ მაქვს, კრუნჩხვებში ვვარდები და ღმერთს ვთხოვ, ტანჯვისგან მიხსნას და თავისთან წამიყვანოს! ჩემი სისუსტე მომიტევეთ! მაგრამ წამლების გარეშე, ოპერაციას რომ ველოდები, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ, ტკივილის გარდა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,959 ₾
( 280 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

მტანჯველი და სწრაფი სიკვდილი თუ ბედნიერი ცხოვრება ქართველი გმირი ჯარისკაცისთვის, რომელიც მზად იყო, ნებისმიერ წუთს საკუთარი სიცოცხლე დაეთმო ჩვენთვის და საყვარელი საქართველოსთვის!

„ყოველთვის ვოცნებობდი, სამხედრო ვყოფილიყავი, სამშობლო დამეცვა! უფალმა ასეთი შესაძლებლობა მაჩუქა! მაგრამ დღეს, ავტომატსაც ვერ ვიჭერ ხელში! გთხოვთ, დამიბრუნეთ სიცოცხლე! მწყობრში უნდა ვიყო, ჩემი საყვარელი ოჯახის გვერდით!“
 „მხოლოდ თურქეთში ჩატარებული ოპერაციის იმედად ვცოცხლობ ამქვეყნად! ჩემი მეუღლე სოფიკო და ჩემი ულამაზესი გოგონა კი მმატებენ ძალას, თურქეთში წასვლამდე ვიცოცხლო“
წამლების საყიდელი ფული რომ არ მაქვს, კრუნჩხვებში ვვარდები და ღმერთს ვთხოვ, ტანჯვისგან მიხსნას და თავისთან წამიყვანოს! ჩემი სისუსტე მომიტევეთ! მაგრამ წამლების გარეშე, ოპერაციას რომ ველოდები, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ, ტკივილის გარდა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ის არის ბრძოლისა და ოპერაციის ლოდინის აზრი! ჩემს პატარა გოგონას ძალიან უნდა, რომ დამეხმაროს... მხოლოდ ანგელოზებს აქვთ ასეთი კეთილი გული!

 - ახლაც გიჭირთ ლაპარაკი, ემზარ...

 ემზარი: პარკინსონის დაავადება მაქვს მძიმე ფორმაში. ადრე მეგონა, რომ მხოლოდ მოხუცებს ემართებოდათ. ახლა წამალი დავლიე, თქვენთან გასაუბრება რომ შევძლო. მის გარეშე, ერთი სიტყვის წარმოთქმაც მიჭირს, სიარულსა და ჯდომაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ყველაფერი მიცახცახებს: ხელები, ფეხები, თავი... ჭიქასაც კი ვერ ვიჭერ ხელში. ლაპარაკი მიჭირს... წამლის გვერდითი მოვლენაა.

ერთიანად ვცახცახებ, წამალი თუ არ მივიღე, მკვეთრ მოძრაობებს ვაკეთებ და ძალიან მეშინია, ჩემი პატარა გოგო არ შევაშინო! წამალს რომ დავლევ, ჩემი ოდესღაც ძლიერი სხეული საერთოდ აღარ მემორჩილება. აბები კანკალს აჩერებს, მაგრამ ბავშვს ვეღარ ვეხუტები, ხელში ვერ ამყავს, მას კი მთელი გულით სურს ეს! ვერ დავდივარ, ვერ ვჭამ...

 „მთელი ჩვენი ოჯახი ჩემი დაავადების გამო იტანჯება. დედა... ვიცი, როგორ სტკივა ჩემ გამო გული! ჩემი დედიკო!“

- გვიამბეთ, როგორ დაგემართათ ეს ყველაფერი?

ემზარი: ეს მოხდა 2011 წელს. ჯარში კონტრაქტით ვმსახურობდი, ავღანეთში ვაპირებდი წასვლას... მოულოდნელად შეტევა დამემართა: ფეხები მომეკვეთა! ექიმებმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაარკვიეს, რა მჭირდა. ჯარში სამსახურს თავი დავანებე. გამათავისუფლეს! ძალიან გამიჭირდა მთელი ცხოვრების ოცნებაზე უარის თქმა.

 „მე ფიზიკურად ვიტანჯები, მთელი ჩემი ოჯახი კი -სულიერად... ყველა თვალებში მიყურებს, მე კი მხოლოდ ცრემლებს ვღვრი!“

- თავიდანვე აგრესიული ფორმით გამოვლინდა პარკინსონის დაავადება?

ემზარი: არა, არა! ვერაგულად, დაქირავებული მკვლელივით მომეპარა! სისუსტეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებას არ ვაქცევდი. მეგონა, რომ აქტიური ვარჯიშის ბრალი იყო. მერე ფეხები მომეკვეთა, დავუძლურდი. ხელები მიცახცახებდა... გამოკვლევების მერე ექიმებმა განაჩენი გამომიტანეს — პარკინსონის დაავადება, რომელსაც საქართველოში, ფაქტობრივად, ვერ მკურნალობენ!

- წარმომიდგენია, როგორ გაგიჭირდებოდათ ასეთ მდგომარეობასთან შეგუება...

ემზარი: მეც და ჩემს ოჯახსაც... ჯოჯოხეთი გამოიარეს. წარმოიდგინეთ, თქვენს საყვარელ ადამიანს მთელი სხეული რომ უცახცახებს... ხელები, ფეხები, თავი... არ შეუძლია დგომა, ჯდომა, წოლაც კი. ხანდახან მგონია, რომ ეს ჩემი ტანჯვის დასასრულია!

გვირაბის ბოლოს იმედის სხივი მაშინ გამოჩნდა, მამაჩემმა უკანასკნელი სახსრებით თურქეთში, საუკეთესო ექიმებთან რომ წამიყვანა. იქ ჩემი დიაგნოზი დადასტურდა. მაგრამ, რაც მთავარია, იმედი მომცეს! იმედი! თურქი ექიმები შემპირდნენ, რომ ოპერაცია აუცილებლად დამეხმარება! მაგრამ ძალიან ძვირი ღირს — 25 ათასი დოლარი! აი, მათი ანგარიშფაქტურა (გვაჩვენებს). ალბათ, ჩვენი ოჯახი ამხელა თანხის შეგროვებას ცხოვრების ბოლომდე ვერ მოახერხებს! ჩემი სიკვდილი არაფრით არ შეიძლება! არავითარ შემთხვევაში! ვინ უნდა იზრუნოს ჩემს საყვარელ მეუღლეზე, შვილზე, დედაზე, მოხუც მამაზე, რომელიც მალე მუშაობასაც ვეღარ შეძლებს?! ნუთუ, მათ დაიმსახურეს ასეთი ხვედრი — მარჩენალის გარეშე დარჩენა?! ჯანმრთელად უნდა ვიყო და ყველაფერი შევძლო! ჩემი ვალია, მათ ბედნიერებაზე რომ ვიზრუნო! მე ვარ ავად, ისინი კი არა. მათ რა დააშავეს, ღმერთო?! უფალო, დამეხმარე!

თურქეთიდან ჯანმრთელი დავბრუნდები - ყველას სტუმრად გელოდებით! მდიდრები არ ვართ, მაგრამ ყველას ჩაგიკრავთ გულში, ერთად შევსვათ თითო ჭიქა ქართული ღვინო! ჩემი მისამართია: ოზურგეთი, სოფელი ნასაკირალი.

– რა გრძნობები გეუფლებათ, როდესაც ხედავთ, რომ ახლობლები იტანჯებიან თქვენი მდგომარეობის გამო?

ემზარი: სანამ სოფიკო და ჩემი ულამაზესი გოგონა ქეთევანი გამოჩნდებოდნენ ჩემს ცხოვრებაში, სიკვდილზე ვოცნებობდი, იმდენად მძიმე და არაკონტროლირებადი იყო ჩემი დაავადება. მაგრამ ახლა ვიბრძვი, ვუძლებ და ყველაფერს ავიტან, ჩემს გოგონებთან ერთად რომ გავიხარო! მხოლოდ მათი დამსახურებაა, ცოცხალი რომ ვარ და ამ ბრძოლისთვის ძალას ისინი მმატებენ. ისინი არიან ჩემი ცხოვრების აზრი.

– როდის შექმენით ოჯახი?

ემზარი: მესმის, რასაც მეკითხებით. იცოდა თუ არა სოფიკომ ჩემი ავადმყოფობის შესახებ? კი, იცოდა, მაგრამ შევუყვარდი და ცოლად გამომყვა. ნამდვილი გმირია! ის რომ არა, ღმერთია მოწმე, თავს მოვიკლავდი! სჯერა, რომ გადავრჩები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მისი უზომოდ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ჩვენი ქეთევანისთვის განსაკუთრებით.

– დიახ, ამ ულამაზეს გოგონას ნამდვილად სჭირდება ჯანმრთელი მამა!

ემზარი: ვიცი, რომ ყოველი ნაბიჯი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს ჩემთვის, ასეთ მომენტებში უფრო აფასებ სიცოცხლეს. მნიშვნელოვანია ყოველი წამი, როდესაც იცი, რომ შეიძლება ნებისმიერ წუთს დაკარგო. მაგრამ როდესაც ქეთის ვუყურებ, ვიცი, რომ უნდა ვიცოცხლო.

— რას ეტყოდით სხვა ადამიანებს, ვინც ამ დაავადებით იტანჯება?

ემზარი: ვეტყოდი, რომ მართალია ადვილი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ბრძოლაში მარტონი არ ვართ. არსებობს ღმერთი და კარგი ადამიანები, ვინც მზადაა, დაგვეხმაროს. დახმარებისა და მხარდაჭერის თხოვნის ნუ მოგერდებათ.

– ახლა კი გვითხარით, რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის.

ემზარი: ოპერაციისთვის მჭირდება დიდი თანხა - 25 ათასი დოლარი! ამხელა თანხას ჩვენი ოჯახი ვერაფრით შეაგროვებს. მამაჩემი მუშაობს. მეც დარაჯად მოვეწყვე სკოლაში. კაპიკებია, მაგრამ, რაღაც არის. ოპერაციისთვის თანხის გადადება შეუძლებელია, რადგან წამლები და საკვებიც გვჭირდება.

ღმერთო! რამდენი მწუხარებაა ამქვეყნად! როგორ იტანჯება ხალხი! ადამიანების ისეთ ტანჯვაზე გიამბობთ, რასაც ვერც კი წარმოიდგენდით. ღმერთო! ზოგიერთ ადამიანს რატომ ხვდა წილად ასეთი ტანჯვა? და რა არის ჩვენი ხვედრი? ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ! ყველას, ვისაც შეგვიძლია. სხვა ადამიანების ტანჯვა გულთან ახლოს რომ მიგვაქვს, ფიზიკური სნეულებების განკურნებაში ვეხმარებით მათ, ჩვენ კი, ჩვენს სულებს ვკურნავთ და ვუახლოვდებით ღმერთს! მოდი, გავერთიანდეთ და დავუბრუნოთ პატარა ქეთის ჯანმრთელი მამა, თავგანწირულ სოფიკოს ჯანმრთელი მეუღლე, მშობლებს კი ჯანმრთელი შვილი!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნასაკირალი.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ემზარ კეკელიძე).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო  
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: