იმდენი ვიტირე, დედას მაგრად ვეხუტებოდი, ხელს არ ვუშვებდი და ვემუდარებოდი, რომ დარჩენილიყო! ცრემლებს ვღვრიდი, ვყვიროდი: „დედა, დედიკო, არ წახვიდე, გთხოვ!!! მე ხომ, უშენოდ მოვკვდები...“ მან კი არც შემომხედა, ისე წავიდა და დასამშვიდობებლად არ ჩამეხუტა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

იმდენი ვიტირე, დედას მაგრად ვეხუტებოდი, ხელს არ ვუშვებდი და ვემუდარებოდი, რომ დარჩენილიყო! ცრემლებს ვღვრიდი, ვყვიროდი: „დედა, დედიკო, არ წახვიდე, გთხოვ!!! მე ხომ, უშენოდ მოვკვდები...“ მან კი არც შემომხედა, ისე წავიდა და დასამშვიდობებლად არ ჩამეხუტა

page info icon
2024 თებერვალი 15
„დედამ მეც და მამასაც გვიღალატა. მძიმედ დაავადებულ მამიკოსთან ერთად მიმატოვა. ისე წავიდა სამუდამოდ, არც ჩამეხუტა!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
13,382 ₾
( 909 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

იმდენი ვიტირე, დედას მაგრად ვეხუტებოდი, ხელს არ ვუშვებდი და ვემუდარებოდი, რომ დარჩენილიყო! ცრემლებს ვღვრიდი, ვყვიროდი: „დედა, დედიკო, არ წახვიდე, გთხოვ!!! მე ხომ, უშენოდ მოვკვდები...“ მან კი არც შემომხედა, ისე წავიდა და დასამშვიდობებლად არ ჩამეხუტა

„დედამ მეც და მამასაც გვიღალატა. მძიმედ დაავადებულ მამიკოსთან ერთად მიმატოვა. ისე წავიდა სამუდამოდ, არც ჩამეხუტა!“

„დავრჩით ასე, მარტო მე და მამიკო. უკვე ერთი წელია მარტონი ვცხოვრობთ. - დედიკო ხანდახან მირეკავს ხოლმე, მაგრამ მე მასთან ლაპარაკი არ შემიძლია, მის ხმას რომ ვიგებ, ღაპაღუპით ცრემლები მომდის და აღარ ისმის, რას ვამბობ!“


დედა - ეს სიტყვა ყველაზე თბილად ჟღერს ამქვეყნად ყველა ენაზე! ჩვენ ფონდში ასობით ქართველ დედას ვიცნობთ, სწორედ ისეთს, ვინც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მზად არის მძიმედ დაავადებული შვილის გამო საკუთარი სიცოცხლე დათმოს. აი, ისინიც! საუკეთესო დედები საქართველოში! გულწრფელად ვუთანაგრძნობთ და ხოტბას ვასხამთ!

ფონდში, ისეთ დედებს ვიცნობთ, ვისაც უნარშეზღუდული ზრდასრული შვილები ხელით დაჰყავს, შვილები, ვინც ტანად დიდია, მაგრამ სამუდამოდ დარჩება ჩვილად. დედები კი იმდენად შესისხლხორცებულები არიან მათთან, რომ სხეულის ფორმაც კი შეცვლილი აქვთ, თავიანთი შვილების სხეულის მსგავსად...

დედას, ხათუნას 30 წელია მთვარისა ხელით დაჰყავს

ერთადერთი შვილის გამო, ამ კაცს, რომელიც ფეხებს ძლივს დაათრევს, უწევს გასვლა და მუშაობა

გიორგი (მძიმედ დაავადებული მამა, რომელსაც ხერხემალზე ოპერაცია სჭირდება): ამ თემაზე საუბარი არ გვიყვარს. ერთი წელია გასული მას შემდეგ, მაგრამ მაინც ძალიან გვიჭირს ორივეს. მირიანი ძალიან დარდობს. არაფერს მეუბნება, მაგრამ მე ხომ ვამჩნევ... ხანდახან, ისეთი მოწყენილია, თვალებში ცრემლები უდგას. ახლა, ისეთ ასაკშია, როდესაც მისი გული ამხელა დარტყმისთვის არ არის მზად.

გიორგი: „არაფერს მეუბნება მირიანი... არ უნდა, გული რომ მატკინოს. მაგრამ, მე ხომ ვამჩნევ, რა მოწყენილია ხანდახან ან თვალზე ცრემლები რომ მოადგება...“

მირიანი: მამიკო მყავს და ახლა, ის ჩემთვის ყველაფერია! ძალიან ცდილობს, ყველაფერი კარგად რომ გვქონდეს. აი, პატარა ლეკვები მომიყვანა, ქუჩაში ნახა უპატრონოდ მიტოვებული. ალბათ, ისინიც დედიკომ მიატოვა და ჩვენთან ცხოვრობენ ახლა.

- რა კარგად მსჯელობ, მირიან. ალბათ, სკოლაშიც საუკეთესო მოსწავლე ხარ?
მირიანი:
დიახ, სწავლა ძალიან მიყვარს. კიდევ, ძიუდოზე დავდივარ. იქ თანხას არ გვახდევინებენ, მეუბნებიან, რომ ნიჭიერი ვარ. ჩემი სავარჯიშო ფორმა კი, გაცვეთილია და პატარა მაქვს. საერთოდ აღარ მეტევა. მამიკომ მუშაობაც კი დაიწყო, ჩემთვის ფორმა რომ ეყიდა, მაგრამ თანხა ვერ შევაგროვეთ.

„ჩემი ფორმა გაცვეთილია და პატარა მაქვს. მამიკოს კი, ფული არ აქვს, ახალი რომ მიყიდოს.“

რა კარგია, როდესაც ბავშვს შეუძლია, სიყვარულით სავსე გულს რომ ჩაეხუტოს! თავადაც მოსიყვარულე გაიზრდება...

- რას ამბობთ, გიორგი, მართლა მუშაობთ? თქვენ ხომ, გადაადგილებაც კი გიჭირთ!
გიორგი:
ცერებრული დამბლა მაქვს. დაბადებიდან ასე ვიტანჯები, ძლივს დავდივარ. მაგრამ, ეს იმის უფლებას არ მაძლევს, უსაქმოდ რომ ვიჯდე. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შვილისთვის! შემწეობისა და პენსიის თანხა, პურის გარდა საერთოდ არფერში გვყოფნის. ერთი თვის წინ, გაზი ჩაგვიჭრეს გადაუხდელობის გამო. ახლა, ვიყინებით. ასეთ სიცივეში ხშირად ვცივდებით კიდეც, ხან მე, ხან ბავშვი! ამიტომ, სოციალური პროგრამის ფარგლებში დავიწყე მუშაობა, ჩვენი სოფლის სკვერს ვალაგებ. ხან სკამს შევაკეთებ, ხან ნაგვის ურნას. ძალიანაც მიჭირს, მაგრამ მშვიდად როგორ უნდა ვიჯდე, როდესაც ვხედავ, რომ ჩემს შვილს სცივა და შია. მას არ დაუმსახურებია ასეთი ხვედრი. მე კი საშუალება არ მაქვს, უკეთესი ცხოვრება რომ შევუქმნა. სულ იმას ვეუბნები, რომ ერთადერთი, რაც მას ევალება, კარგად სწავლაა. მე კი დავეხმარები, რითაც შემიძლია!

„სახლში ყველაფერს ვაკეთებ: ჭურჭელს ვრეცხავ, ვგვი, ვალაგებ... კარტოფილის შეწვაც შემიძლია! ოღონდ მამიკო სულ მყავდეს გვერდით!“

- არ გინდა, შენც რომ წახვიდე დედასთან?
მირიანი:
არა-ა-ა! მე არსად წავალ! ჩემს მამიკოს არასდროს მივატოვებ. მოკვდება უჩემოდ. ადამიანების მიტოვება არ შეიძლება. განსაკუთრებით, იმ ადამიანების, ვისაც უყვარხარ.

„მე და მამიკო ერთად ვაკეთებთ ყველაფერს. ავადაც ერთად ვხდებით.“

- მირიან, დიდი კაცივით მსჯელობ! არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ! მიყვარხარ! ახლა კი გვითხარით, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
გიორგი:
თუ დაგვეხმარებით, რომ სითბო გვქონდეს, ძალიან მადლიერი ვიქნებით თქვენი. კომუნალურ გადასახადებს ვერ ვიხდით. ქურთუკები გვაცვია და საბნებში გახვეულები ვსხედვართ. უკვე რამდენიმე კვირაა, ავად ვართ.

„სახლში ერთი წესიერი ნივთიც კი არ გვაქვს...“

„მამიკო, მარტოს არასდროს მიგატოვებ! არასდროს!“

მირიანი: მთელი ერთი კვირა, საწოლიდან ვერ ვდგებოდით, ცხვირსაც კი ვერ ვყოფდით, ისეთი სიცივე იყო. მერე გავცივდი, მამიკო მივლიდა, ცხელ ჩაის მასმევდა. მერე მამიკოც ავად გახდა და მე გავხდი მისი მომვლელი. ასე ცუდად ვიყავით სიცივის გამო. მე გამოვკეთდი, მამას კი ისევ ახველებს. წამლებსაც არ ყიდულობს თავისთვის.
- კიდევ რით შეგვიძლია, რომ შეგიმსუბუქოთ ცხოვრება?
გიორგი:
არ გვაქვს საწოლები, მხოლოდ ერთი, რომელზეც გვძინავს და ისიც გატეხილი. ისეთი მოუხერხებელია. კიდევ, ჭურჭლის კარადები გვჭირდება. მირიანისთვის სპორტული ფორმა და ფეხსაცმელი, თბილი ფეხსაცმელიც და ქურთუკიც.
- შენ რაზე ოცნებობ, მირიან? იქნებ, გაგვანდო შენი ოცნება, რომელიც ჯერ არავისთვის გითქვამს, მამიკოსთვისაც კი?
მირიანი:
თქმა მერიდება. მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ. ეს არც ტელეფონია და არც პლანშეტი... ელექტრო გორიალა მინდა. სკოლაში რომ ვიარო და მაღაზიაში. კიდევ, ველოსიპედზე ვოცნებობ. კარგი იქნებოდა, ტელეფონი რომ მქონდეს, მარის დავურეკავდი ხოლმე. იმ გოგოს, საზღვარგარეთ რომ წავიდა. ვიჭორავებდით გაკვეთილების შემდეგ. კიდევ, ძალიან მინდა, მამიკოს ფეხები ასე ძალიან რომ არ სტკიოდეს და დიდხანს იცოცხლოს. ვიტყოდი, რომ მინდა, დედიკო დაბრუნდეს, მაგრამ ასე ხომ, მხოლოდ ზღაპრებში ხდება? ახალ წელს დამირეკა, მითხრა, რომ ვუყვარვარ და ვენატრები. მაგრამ, როდესაც უყვართ და ენატრებათ შვილები, ხომ არ ტოვებენ? მართალს ვამბობ?

მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, უსამართლობა ხშირად გვხვდება. მაგრამ, უნარშეზღუდულ მამასთან ერთად, დედისგან მიტოვებული 10 წლის ბიჭუნას ისტორია ნამდვილი ტრაგედიაა, რომელიც ასახავს, ერთი ნაბიჯი, რამხელა სულიერ ტკივილს აყენებს ბავშვს.
სამწუხაროდ, მირიანის ტანჯვა, მხოლოდ ემოციური ასპექტით არ შემოიფარგლება. გადარჩენისთვის მუდმივი ბრძოლაა მისი ცხოვრება. მუდამ აკლია საჭმელი, სითბო და ტანსაცმელი. მისი მამიკო გიორგი, ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია... მაგრამ, რა გზა აქვს? საქართველოში ხომ, ჯანმრთელ ადამიანებსაც კი, თავის შენახვა საკმაოდ უჭირთ!
ეს ისტორია, მოგვიწოდებს ვიმოქმედოთ. უნდა გავერთიანდეთ, ასეთ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანებს ხელი რომ გავუმართოთ. უნდა დავანახოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვამ მძიმე წუთს ზურგი აქცია და უღალატა, მათ გვერდით არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია გვერდში დაუდგეს, გულში ჩაიკრას და გაუზიაროს სითბო!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: მამაიაშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: