„შეხედეთ, უფეხო ბიჭი მოდის, საწყალი!“ - გამვლელთა ასეთი სიტყვები, დანასავით აპობს ქართველი ახალგაზრდის, ბექას გულს. მეგობრებო, ბექა ხომ, ჩვენგან არაფრით განსხვავდება, ისიც მსოფლიოში ყველაზე ამაყი ერის შვილია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„შეხედეთ, უფეხო ბიჭი მოდის, საწყალი!“ - გამვლელთა ასეთი სიტყვები, დანასავით აპობს ქართველი ახალგაზრდის, ბექას გულს. მეგობრებო, ბექა ხომ, ჩვენგან არაფრით განსხვავდება, ისიც მსოფლიოში ყველაზე ამაყი ერის შვილია!

page info icon
2024 მარტი 23
თავად ბექას, რა თქმა უნდა, არ შეუძლია მუშაობა, მის საბრალო დედას კი პროთეზის ყიდვის საშუალება არ გააჩნია. პროთეზის გარეშე, კიბეებზე ჩასვლა ძალიან რთულია. ხშირად იქცევა და გვერდით არავინ ჰყავს, ხელი რომ გაუწოდოს და წამოაყენოს. რაოდენ უხერხულია ახალგაზრდა მამაკაცისთვის უცნობებს სთხოვოს დახმარება, ხეიბარი რომ წამოაყენონ! კიბეზე ჩასვლა უწევს პროთეზის გარეშე, ხანდახან იქცევა კიდეც, რადგან კორპუსში არ არის ლიფტი?! ერთხელაც რომ წაიქცეს და ვეღარ ადგეს?! ძალიან უჭირს ასეთ კიბეზე ჩასვლა! „მთელი დღე ფანჯარასთან ზის, მისი თანატოლები სეირნობენ, ერთობიან, უყვარდებათ და სამომავლო გეგმებს აწყობენ! ფანჯრის მიღმა კიб ფერადი სამყაროა, რომელიც მისთვის საშიში, გულსატკენი და შავ-თეთრია: „რა მომავალს უნდა ვხედავდე? საერთოდ ვერაფერს ვხედავ, სიცარიელის და სრული უიმედობის გარდა” ნინო (ბექას დედა): „ჩემმა შვილმა 24 წლის ასაკში მწვავე ინფარქტი გადაიტანა. ოპერაცია 9 საათს გაგრძელდა. შედეგად კი მიიღო დიაბეტი. მერე განგრენა, რის გამოც ფეხი დაკარგა ჩემმა შვილმა!”
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,885 ₾
( 120 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

„შეხედეთ, უფეხო ბიჭი მოდის, საწყალი!“ - გამვლელთა ასეთი სიტყვები, დანასავით აპობს ქართველი ახალგაზრდის, ბექას გულს. მეგობრებო, ბექა ხომ, ჩვენგან არაფრით განსხვავდება, ისიც მსოფლიოში ყველაზე ამაყი ერის შვილია!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თავად ბექას, რა თქმა უნდა, არ შეუძლია მუშაობა, მის საბრალო დედას კი პროთეზის ყიდვის საშუალება არ გააჩნია. პროთეზის გარეშე, კიბეებზე ჩასვლა ძალიან რთულია. ხშირად იქცევა და გვერდით არავინ ჰყავს, ხელი რომ გაუწოდოს და წამოაყენოს. რაოდენ უხერხულია ახალგაზრდა მამაკაცისთვის უცნობებს სთხოვოს დახმარება, ხეიბარი რომ წამოაყენონ! კიბეზე ჩასვლა უწევს პროთეზის გარეშე, ხანდახან იქცევა კიდეც, რადგან კორპუსში არ არის ლიფტი?! ერთხელაც რომ წაიქცეს და ვეღარ ადგეს?! ძალიან უჭირს ასეთ კიბეზე ჩასვლა!

„მთელი დღე ფანჯარასთან ზის, მისი თანატოლები სეირნობენ, ერთობიან, უყვარდებათ და სამომავლო გეგმებს აწყობენ! ფანჯრის მიღმა კიб ფერადი სამყაროა, რომელიც მისთვის საშიში, გულსატკენი და შავ-თეთრია: „რა მომავალს უნდა ვხედავდე? საერთოდ ვერაფერს ვხედავ, სიცარიელის და სრული უიმედობის გარდა. ”

ნინო (ბექას დედა): „ჩემმა შვილმა 24 წლის ასაკში მწვავე ინფარქტი გადაიტანა. ოპერაცია 9 საათს გაგრძელდა. შედეგად კი მიიღო დიაბეტი. მერე განგრენა, რის გამოც ფეხი დაკარგა ჩემმა შვილმა!”

ის ხომ, ნამდვილი ვაჟკაცია! ხასიათიც ანგელოზივით აქვს! თვით სიკეთეა! ყველა ჩვენმა მეზობელმა იცის ეს! ჩახედეთ ჩემს შვილს თვალებში! უკიდეგანო ტანჯვას და ტკივილს დაინახავთ! თანაც უზომოდ კეთილია და გულისხმიერი!

მის ასაკში ბიჭები მთაში დადიან, მოგზაურობენ, ცხენებზე ჯირითობენ, უყვარდებათ, ქორწინდებიან, შვილები ჰყავთ! საბრალო ბექა ტეტუნაშვილს კი, ერთი ოთახიდან მეორეში გასვლაც კი უჭირს.

ბექა (32 წლის): რამდენი ოცნება მქონდა, რამდენი მიზანი! რა სამომავლო გეგმები მქონდა! როგორი იქნება ჩემი ცხოვრების დასასრული? ღმერთო, რა მელის წინ? თქვენ შეგიძლიათ მითხრათ? (მიმართავს კორესპონდენტს.)

- იმედს ნუ დაკარგავთ, ბექა! ჩვენ ხომ, საქართველოში ვცხოვრობთ!

ნინო ბიჭიაშვილი (ბექას დედა): ჩემმა შვილმა 24 წლის ასაკში მწვავე ინფარქტი გადაიტანა. ოპერაცია 9 საათს გაგრძელდა. ორი წლის შემდეგ, მას დიაბეტი განუვითარდა. მერე განგრენა და ბოლოს მოკვეთეს ფეხი. ყველანაირი უბედურება ჩემს შვილს დაატყდა თავს. არადა, ყოველთვის ძალიან კეთილი იყო, ეს მთელმა სოფელმა იცის.

რისთვის ვისჯებით? ბექას მამა 16 წლის წინ გარდაიცვალა, სწორედ იმ დროს, როდესაც ბიჭს მამა სჭირდებოდა ყველაზე მეტად. დაუნდობელმა ბედისწერამ, ობლად დარჩენა არ აკმარა ჩემს ბიჭს და თითქოს ჯიბრზე, უფრო და უფრო მეტ ტრაგედიებს უმზადებდა ჩემს საბრალო შვილს.

რამდენი წელია ბექა უფეხოდ ცხოვრობს. იცით, რატომ ვერ გავუკეთე პროთეზი? იმიტომ, რომ ფული არ მაქვს. ამ წყეული ფულის გამო, ჩემი შვილი პროთეზზე მხოლოდ თუ იოცნებებს. პროთეზის გარეშე კი, სულ იქცევა. ბოლოს, რამდენიმე დღის წინ წაიქცა და მაგიდის კიდეს დაარტყა თავი.

ასე ვუყურებ ჩემი შვილის ტანჯვას ყოველდღე. იცით, რა ხდება ამ დროს დედის გულში? გული კვდება და სისხლად იღვრება. დიახ, მკვდარია ჩემი გული. პროთეზის ფულზე საუბარიც კი არ ღირს. ახლა, ყველაზე მეტად იმას ვდარდობ, რომ კარდიოლოგთან ვერ მიმყავს. ინფარქტის მერე, გულის არეში ისეთი მწვავე ტკივილი აქვს, რომ გონებას კარგავს. ოპერაციის შემდეგ სჭირდება უწყვეტი მკურნალობა. ყოველთვიურად მას 400-500 ლარის მედიკამენტები სჭირდება. საიდან მოვიტანო ამხელა თანხა? ხომ არ მოვიპარავ?

ქვრივი ვარ და არ მაქვს არანაირი შემოსავალი. ვერ ვმუშაობ, რადგან ჩემს შვილს მომვლელი არავინ ჰყავს. საჭმლის ფულიც კი არ მაქვს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოგვანიჭეს. სად არის სამართალი, ხალხო?! მგზავრობის ფულიც კი არ მაქვს, ბექა თბილისის კლინიკაში რომ წავიყვანო. უკვე დაგვიანებულია კიდეც გულის გამოკვლევა და მკურნალობა. სიღარიბის გამო, ჩემი შვილი უნდა მოკვდეს. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ქვრივის მუდარა. გთხოვთ, გადაარჩინეთ ჩემი შვილი!

 „ჩახედეთ თვალებში ჩემს ბექას! შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ! მთელი სამყაროს ტკივილს და სიკეთეს დაინახავთ მის თვალები. მე ვუყურებ და ვერ გადავიტან, ყოველდღიური ტკივილისა და დამცირების გამო, მისი გული სამუდამოდ  თუ გაჩერდება! მამამისი 16 წლის წინ გარდაიცვალა და სულ მარტო დავრჩით ამ ქვეყნად დარჩენილები, უსახსროდ და უიმედოდ!”

"ჩემი გული სისხლიანი ცრემლებით ტირის!"

ნინო ბიჭიაშვილი: დღეს მსოფლიოში შემუშავებულია ყველაზე თანამედროვე, კომფორტული და ლამაზი პროთეზები, რომელიც ბექას საშუალებას მისცემდა ოჯახი შექმნას, თავადაც ბედნიერი იყოს და მეც სიცოცხლის გამგრძელებლები, შვილიშვილები მაჩუქოს, მაგრამ მგონი, გამიცრუვდება ეს იმედები!

გთხოვთ, შეისმინეთ დედის სიტყვები! ღმერთს კეთილი ადამიანები უყვარს! თავად ბექა არასდროს არაფერს ითხოვს. მაგრამ, ნუ დატოვებთ მას უიმედოდ! თუ გავერთიანდებით, უფალი სასწაულს აუცილებლად მოახდენს! მაპატიეთ, მაპატიეთ, რომ ვტირი!..

ასეთი პროთეზი, თუ შარვალს ჩაიცვამ საერთოდ არ ჩანს! ის ადამიანს აბსოლუტურ სრულფასოვნებას უბრუნებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირი ღირს! (https://youtu.be/9587O7mNM5w)

დედებო, მამებო, ახალგაზრდებო და მოხუცებო! მივმართავ ყველას, ვინც ამ სტატიას კითხულობს. დარწმუნებული ვარ, ახლა თქვენი გული ტირის. ღმერთმა ყველას ჯანმრთელი გიმყოფოთ შვილები, მაგრამ არავინ იცის, ვის რას უმზადებს ცხოვრება. ერთ დღეს ხომ, ბექასაც ორივე ფეხი ჰქონდა და მისი გულიც ჯანმრთელი იყო. მხოლოდ ერთ წამს შეუძლია დაანგრიოს ადამიანს ცხოვრება. მხოლოდ ერთ წამს შეუძლია, ადამიანს ყველა ოცნება წაართვას. დიახ, დიახ, მხოლოდ ერთ წამს შეუძლია მოკლას ადამიანი და ამავდროულად, ცოცხალი დატოვოს სატანჯველად. 

მაგრამ ასეთ დროს, გავიხსენოთ, რომ დანგრეულის აღდგენა შეუძლია მხოლოდ სიკეთეს.  მხოლოდ სიკეთეს შეუძლია, რომ ნათელით შეცვალოს ბნელი. დიახ, მეგობრებო, მხოლოდ სიკეთეს შეუძლია, ადამიანის ტკივილისგან გახლეჩილი გული რომ გააამთელოს. მოდით, ერთად ავაშენოთ ამ ახალგაზრდა ბიჭისთვის იმედის ხიდი. 

თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და ბექას დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქარელის მუნიციპალიტეტი, დაბა აგარა.

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც რომ შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ბექა ტეტუნაშვილი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!





ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: