„ვკვდები და წამლების ფულის გარეშე დამტოვეს! დამეხმარეთ, ძვირფასებო,“ - ლოგინად ჩავარდნილი საბრალო მოხუცი დახმარებას ითხოვს. ჩვენი, ქართველი, ტანჯული მოხუცი! ნუთუ, მის გასაჭირზე თვალებს დავხუჭავთ და დავივიწყებთ?! მოხუცები ხომ, ბავშვებივით არიან, მეგობრებო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ვკვდები და წამლების ფულის გარეშე დამტოვეს! დამეხმარეთ, ძვირფასებო,“ - ლოგინად ჩავარდნილი საბრალო მოხუცი დახმარებას ითხოვს. ჩვენი, ქართველი, ტანჯული მოხუცი! ნუთუ, მის გასაჭირზე თვალებს დავხუჭავთ და დავივიწყებთ?! მოხუცები ხომ, ბავშვებივით არიან, მეგობრებო!

page info icon
2024 თებერვალი 24
ჩამონგრეულ, ბნელ და ცივ ოთახში 70 წლის მოხუცი წევს, დაჟანგებული საწოლიდან უკვე 9 წელია ვერ დგება. მარჯვენა მხარე მთლიანად პარალიზებული აქვს ვერაგი ინსულტის გამო. მეტყველება უჭირს, სიარული კი საერთოდ არ შეუძლია. პენსიის თანხა მედიკამენტების საყიდლად არ ჰყოფნის, შიმშილობს. ეს ყველაფერი ხდება ჩვენს საქართველოში, სადაც დასაბამიდან მოხუცებს პატივს სცემდნენ და აფასებდნენ! ტარიელი (70 წლის): მეუღლე 30 წლის წინ დამეღუპა. სიკვდილის წინ მთხოვა, ჩვენი ერთადერთი ვაჟისთვის „ახალი დედა“ არ მომეყვანა. სრულიად მარტომ დავიწყე ჩვენი პატარა ვაჟის აღზრდა. ხომ წარმოგიდგენიათ, მარტოხელა კაცისთვის ეს რამდენად რთული იქნებოდა? მაგრამ, ცოლისთვის მიცემული სიტყვა არ გავტეხე.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,590 ₾
( 425 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

 „ვკვდები და წამლების ფულის გარეშე დამტოვეს! დამეხმარეთ, ძვირფასებო,“ - ლოგინად ჩავარდნილი საბრალო მოხუცი დახმარებას ითხოვს. ჩვენი, ქართველი, ტანჯული მოხუცი! ნუთუ, მის გასაჭირზე თვალებს დავხუჭავთ და დავივიწყებთ?! მოხუცები ხომ, ბავშვებივით არიან, მეგობრებო!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ჩამონგრეულ, ბნელ და ცივ ოთახში 70 წლის მოხუცი წევს, დაჟანგებული საწოლიდან უკვე 9  წელია ვერ დგება. მარჯვენა  მხარე  მთლიანად პარალიზებული აქვს ვერაგი ინსულტის გამო.  მეტყველება უჭირს,  სიარული კი საერთოდ არ შეუძლია.   პენსიის  თანხა მედიკამენტების საყიდლად არ ჰყოფნის, შიმშილობს. ეს ყველაფერი ხდება ჩვენს საქართველოში, სადაც დასაბამიდან მოხუცებს პატივს სცემდნენ და აფასებდნენ!

 „სოციალური დახმარება შემიჩერეს, ამ გაუბედურებულ კაცს.  წამლების  გარეშე  დამტოვეს!“

 „წყალწყალა წვნიანს ვჭამ. ბოლოს, შორეულ ახალგაზრდობაში ვჭამე ხორციანი საჭმელი, მაგრამ დღემდე მახსოვს ის გემო! ეჰ, რამდენი სტუმარი მოდიოდა, რამდენს გავუმასპინძლდი მწვადით და ჩვენი ქართული ღვინით...“

ტარიელი  (70 წლის):   მეუღლე   30  წლის  წინ დამეღუპა. სიკვდილის წინ მთხოვა, ჩვენი ერთადერთი  ვაჟისთვის „ახალი  დედა“  არ მომეყვანა. სრულიად  მარტომ დავიწყე  ჩვენი  პატარა ვაჟის  აღზრდა. ხომ წარმოგიდგენიათ, მარტოხელა კაცისთვის ეს რამდენად რთული იქნებოდა? მაგრამ, ცოლისთვის  მიცემული სიტყვა არ გავტეხე.

ცხრა წლის წინ, ინსულტის გამო, რეანიმაციაში  მოვხვდი. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი. ნეტავ, არ გადავრჩენილიყავი. რა აზრი აქვს ჩემს  სიცოცხლეს, თუკი არავინ იცის, როგორ გვიჭირს მე და ჩემს შვილს?! პენსიის ფული შევაგროვე და ექიმთან მივედი. რაღაც წამლები  გამომიწერა და მითხრა, ჭამის მერე რომ დამელია. როგორ უნდა მეთქვა  ექიმისთვის, რომ სახლში საჭმელიც არ მაქვს? სოფლის  აფთიაქში ვალად ავიღე წამლები. მაგრამ, ცოტა უფრო  ძვირადღირებული წამლები არ ჰქონდათ აქ. მითხრეს, რომ ქალაქის  აფთიაქში იყიდებოდა.  იქ  კი, ვალად ვინ მომცემდა?

სიცივეში რომ არ გავიყინო, შეშას  ვყიდულობ. იცით, როგორი ძვირი ღირს შეშა? წინა თვეში ვერ შევძელი  ყიდვა და ამ  ცივ კედლებში ვკანკალებდი. ისეთ საშინელ პირობებში ვცხოვრობ, ძაღლიც კი ვერ გაძლებს. ზოგჯერ,  მეზობლები მაწვდიან ხოლმე  ცხელ  წვნიანს. ღმერთმა  დალოცოს ყველა კეთილი ადამიანი! ღმერთმა დალოცოს ჩემი საქართველო! რამდენი შეჭირვებული ადამიანია ამქვეყნად...

ამ ჩამონგრეულ სახლში, ბნელ და ცივ ოთახში სიკვდილს ელის  მოხუცი კაცი. მას ადამიანების სიკეთის აღარ სწამს... ასეთი რამ, საქართველოში როგორ ხდება?

მოხუცის ერთადერთმა ვაჟმა მამას ამაგი დაუფასა. უდედოდ  დარჩენილი პატარა ბიჭი, ახლა, უკვე 37 წლის არის და თვითონ   ზრუნავს მამაზე ისევე, როგორც  ბავშვობაში  მამა ზრუნავდა მასზე.   მაგრამ, რა უნდა მოიმოქმედოს, როდესაც შეკრული აქვს ხელ-ფეხი? მთელ დღეებს ატარებს მამის სასთუმალთან. ვერ იმუშავებს, რადგან საწოლს მიჯაჭვულ მამას ვერ ტოვებს მარტოს.

გიორგი: ლოგინად ჩავარდნილ კაცს თეთრეულის დარეცხვა ყოველდღე ხომ უნდა? გაშრობას ვერ ასწრებს სარეცხი და ნახევრად ნესტიან თეთრეულს ვუფენ ხოლმე ავადმყოფ კაცს. სარეცხი  მანქანის  საყიდელი  ფული კი, სად მაქვს?

 „მამაჩემი ჩემთვის ყველაფერია. რომ შემეძლოს, სიცოცხლეს  დავთმობდი  მის  გამო!“

ეს ბოსელი არ გეგონოთ. აქ ავადმყოფი, მოხუცი ქართველი კაცი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაეხმარება ჩვენსა და თავისი შვილის გარდა, რომელიც შიმშილობს მასთან ერთად!

გიორგი (37 წლის): სანამ მამა ავად გახდებოდა, ვმუშაობდი, ცოლის მოყვანა მინდოდა, შეყვარებული მყავდა, მაგრამ სხვას გაჰყვა ცოლად. ლოგინად ჩავარდნილ  ავადმყოფ კაცთან, ერთ ოთახში ცხოვრება,  რომელ  პატარძალს  მოუნდებაო. ჩვენ ხომ, სხვა ოთახიც არ  გვაქვს. ზედა  სართულის  ოთახები  სულ  დანგრეულია. როგორც გარეთ  წვიმს, ისევე  წვიმს იმ ოთახებშიც.

„ღუმელს მხოლოდ მაშინ ვანთებ, როდესაც ძალიან ყინავს.  მამის პენსია შეშის საყიდლად არ გვყოფნის“

ფონდის ძვირფას მეგობრებს და ყველა კეთილ ადამიანს მივმართავთ საქართველოში! ვწუხვართ, ჩვენი სტატიებით ხშირად რომ გტკენთ გულს! მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს?! შეუცნობადია გზანი უფლისანი! ჩვენი მიზანია, საქართველოში ადამიანებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან! ჩვენ ერთად ვართ! ახლაც ასეა! ნუ დავუშვებთ, ვინმე მარტო რომ დარჩეს ბედის უსამართლობის პირისპირ! იცოდე ეს! და დაეხმარეთ ერთმანეთს! ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთადერთი მიზანი, რომელიც უფალმა გვიბოძა!

უზომოდ მადლობელი ვიქნებით, თუ შეგვატყობინებთ, საქართველოში რა მიმართულებით უნდა ვეძებოთ შეჭირვებული და სნეული ადამიანები, რათა მათი ნამდვილი ცხოვრების ისტორია გიამბოთ თქვენც!!! ყველას გისურვებთ ბედნიერებას!

ჩვენო  ერთგულო მკითხველო, დარწმუნებული ვარ, ახლა,  თქვენი   თვალები სავსეა ცრემლით. არავინ იცის, ვის რა ელის წინ ცხოვრებაში. არავინ ვიცით, როგორი სიბერე გველის. დიახ, ერთ  დღეს ჩვენც დავბერდებით... 

გემუდარებით, ნუ გავწირავთ ტანჯვით სიკვდილისთვის ამ კეთილ მოხუცს. გემუდარებით, მხოლოდ ერთხელ ჩახედეთ მას ცრემლიან თვალებში და დარწმუნდებით, რომ ის თითოეულ თქვენგანში ანგელოზს ხედავს. დიახ, თითოეული კეთილი ადამიანი ხომ, მართლაც ანგელოზია, უფლის მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი.  დაე, შევასრულოთ  ჩვენი  მისია.  დაე,  ანგელოზებად  მოვევლინოთ  ამ  მარტოხელა ავადმყოფ მოხუცს. 

თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს ამ ოჯახს, მათი მისამართია:  ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბრეძა.

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც რომ შეიტყონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

ჩვენი ფონდის ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება:  ტარიელ დვალაშვილი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: