დედას აჩვენეს ძვლების და სისხლის გროვა და უთხრეს - ეს შენი შვილია, მედიცინა აქ უძლურია. ძლიერ ლოცვას კი ბევრი რამ შეუძლია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედას აჩვენეს ძვლების და სისხლის გროვა და უთხრეს - ეს შენი შვილია, მედიცინა აქ უძლურია. ძლიერ ლოცვას კი ბევრი რამ შეუძლია!

page info icon
2022 ოქტომბერი 31
page info icon
1736
ლიანას ძვლების სისხლიანი გროვა ანახეს და უთხრეს: „ეს შენი შვილია, აქ მედიცინა უძლურია, მხოლოდ ლოცვა დაგრჩენია. ღმერთს ევედრე, მაკა ცოცხალი გადარჩეს“. მაშინ, ლიანამ ყველა ლოცვის სიტყვები რამდენიმე დღეში დაიზეპირა, მუხლებიდან არ ამდგარა, ევედრებოდა უფალს, შვილი მისთვის მეორედ ეჩუქებინა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,645 ₾
( 124 დონორი )
დასრულებულია
დედას აჩვენეს ძვლების და სისხლის გროვა და უთხრეს - ეს შენი შვილია, მედიცინა აქ უძლურია.   ძლიერ ლოცვას კი ბევრი რამ შეუძლია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
         ლიანას ძვლების სისხლიანი გროვა ანახეს და უთხრეს: „ეს შენი შვილია, აქ მედიცინა უძლურია, მხოლოდ ლოცვა დაგრჩენია. ღმერთს ევედრე, მაკა ცოცხალი გადარჩეს“. მაშინ, ლიანამ ყველა ლოცვის სიტყვები რამდენიმე დღეში დაიზეპირა, მუხლებიდან არ ამდგარა, ევედრებოდა უფალს, შვილი მისთვის მეორედ ეჩუქებინა. 
ახლა, ჩემი სიკვდილი არ შეიძლება - ამბობს ლიანა - თორემ საფლავში სამ ადამიანს გავიყოლებ.
„ძვლების გროვა მაჩვენეს და მითხრეს, რომ ეს ჩემი შვილია“
         - ლიანა, თუ შეგიძლიათ, გაიხსენეთ ის დღე, როდესაც კინაღამ დაკარგეთ შვილი?
         ლიანა: ეს 2016 წლის 6 ოქტომბერს მოხდა. სოციალური სასადილოდან საჭმელი უნდა მომეტანა, მაგრამ თავი მტკიოდა და ჩემს გოგოს ვთხოვე. დაღლილი იყო, ღამის ცვლაში მუშაობდა,  მაღაზიაში, მაგრამ უარი ვერ მითხრა და წავიდა. ჩვენს კორპუსთან, გზაზე რომ გადადიოდა, სასწრაფო დახმარების მანქანამ დაარტყა, რომელიც საშინელი სიჩქარით მოდიოდა. ავადმყოფი გადაჰყავდათ. ალბათ, ჩემი შვილი იმან გადაარჩინა, რომ დახმარება მაშინვე გაუწიეს. მერე, აღარაფერი მახსოვს. სისხლი, ძვლები, ხორცი... ყველაფერი არეული იყო ერთმანეთში. მერე, უბრალოდ ვლოცულობდი. და აი, ისევ ჩემთან არის ჩემი გოგონა. 
         - მაკა, შენ გახსოვს, ეს როგორ მოხდა?
         მაკა: მაკა ავარიაში იყო! არ ვიცი, მერე რა მოხდა. 
 „მაკას უყვარს ყავა და შოკოლადი.“ - ამბობს საბრალო გოგონა და ვერც ხვდება, რომ პატარა 3 წლის ბავშვივით წარმოსთქვამს სიტყვებს! რა საშინელებაა!
ახლა, მაკა 30 წლისაა, მაგრამ ბავშვობაშია დაბრუნებული. არაფერი ახსოვს, დამოუკიდებლად ვერ იცვამს და ვერ ჭამს. „მარტოს ვერ ვტოვებ“ - გვიხსნის ლიანა, გულმოკლული დედა - „ჩემი საბრალო გოგონა... იქნებ, უკეთესიც არის, რომ არაფერი ახსოვს, რაც იყო ავარიამდე.“
„მაკას აქ მილი ჰქონდა გამოშვერილი.“
„მე რომ მოვკვდე, უჩემოდ ვერ გადარჩებიან.“
        ლიანა: ახლა, მაკა 30 წლისაა, მაგრამ ბავშვობაშია დაბრუნებული. არაფერი ახსოვს, თვითონ ვერც ჭამს და ვერც იცვამს. მარტოს ვერ ვტოვებ. ჩემი საბრალო გოგონა. იქნებ კარგიც არის , რომ არაფერი ახსოვს, ავარიამდე რაც იყო. 
         - მაგალითად, რა?
         ლიანა: „მხიარული“ არასდროს ყოფილა ჩვენი ცხოვრება. მაკა 7 წლის იყო, მეუღლემ რომ მიმატოვა. თავი ძლივს გაგვქონდა. საჭმლის ფულიც კი არ გვქონდა. მე კი გავძლებდი მშიერი, მაგრამ ბავშვი? მაშინ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე და დროებით, ბავშვთა თავშესაფარს მივაბარე ჩემი გოგონა აღსაზრდელად. ღმერთია მოწმე, როგორ გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენს სახლთან ახლოს იყო ბავშვთა თავშესაფარი. შვილის სანახავად ყოველდღე დავდიოდი. მთელი კვირა ვმუშაობდი, რაღაც „კაპიკები“ რომ მომეგროვებინა და შაბათ-კვირას მაკა სახლში წამომეყვანა. ესმოდა, რომ იქ როგორც პანსიონში, ისე ცხოვრობდა, რომ დედიკო არასდროს მიატოვებდა, რომ დედიკოს უყვარს... უბრალოდ იქ, გადარჩენის შანსი ჰქონდა და შიმშილით არ მოკვდებოდა.
„ყოველდღე პატიებას ვთხოვ ჩემს შვილს იმ წლებისთვის, რომელიც მის გვერდით ვერ გავატარე“
         - წარმომიდგენია, რის გადატანა მოგიხდათ!
        ლიანა: მთელი იმ წლების განმავლობაში მკვდარი ვიყავი. თვითონ მაკა მანუგეშებდა ხოლმე. მთხოვდა, მშვიდად ვყოფილიყავი და მემუშავა. სამსახური როგორც კი ვნახე, შვილი წამოვიყვანე. მაგრამ მაშინვე მეორე პრობლემა დამატყდა თავს! 
         - რას გულისხმობთ?
         ლიანა: ჩემი ძმის შვილი. ცუდად გამომივიდა, ნათია პრობლემა კი არ არის, მეორე შვილივით მყავს, მაკას და არის ფაქტობრივად. ცერებრალური დამბლა აქვს, უჭირს ჭამაც და სიარულიც, მასაც 24-საათიანი მოვლა სჭირდება. დედამისმა ვერ მოუარა და მე მომიყვანა. უკვე 20 წელია, რაც ჩემთან არის. ასე ვცხოვრობთ, ოთხი ავადმყოფი, 13 კვადრატულ მეტრზე.
„მაკა და ნათია ტყუპებივით არიან. ერთ ასაკში არიან ჩარჩენილები ორივე“
         - თქვენსა და გოგონების გარდა, კიდევ ვინ ცხოვრობს აქ? როგორ ეტევით?
         ლიანა: ჩვენთან ერთად, კიდევ ჩემი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმა ცხოვრობს. ვერ დადის. მწყემსად მუშაობდა, ხრამში გადაცვენილი ცხვრების გადარჩენას ცდილობდა და ხერხემალი დაიზიანა. მათ იქ ვერ დატოვებდა, კეთილი გული აქვს და ამისთვის იწვნია. მე ვუვლიდი. ახლა კი, სიარულს ვსწავლობთ ერთად, ხელახლა.
         - ინტენსიური თერაპიის პალატას ჰგავს...
         ლიანა: სწორად შენიშნე. ამ ერთი ბეწო ოთახში, ყველას რაღაცა გვტკივა. ტირილი და კვნესა აზანზარებს ამ კედლებს.
          მაკა: მაკას თავი სტკივა. იქ ძვლები არ აქვს. მხოლოდ კანი. კანის შიგნით კი, ყველაფერი მტკივა. ცოდოა მაკა!
„მაკას თავი სტკივა, ცოდოა მაკა“
         - ყველას მოვლას როგორ ახერხებთ? საერთოდ, როგორ ცხოვრობთ?
          ლიანა: მაკას პენსია 140 ლარია, ნათიას პენსია - 275 ლარი, სოციალური შემწეობა - 150 ლარი... სულ ეს არის. ყველა მაღაზიის ვალი მაქვს. მეზობლები მეხმარებიან. სოციალური სასადილო რომ არ იყოს, დიდი ხანია, შიმშილით დავიხოცებოდით. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი მედიკამენტი სჭირდებათ ავადმყოფებს? თუნდაც, ტკივილგამაყუჩებელი. როგორ ავუხსნა ჩემს შვილს, რომ წამლის საყიდელი ფული არ მაქვს, როდესაც ატირებული მოდის და მთხოვს „თავი გავუხსნა და ამოვიღო ის, რაც მას სტანჯავს“? და საჭმელს როგორ ითხოვენ?..
        მაკა: მაკას უყვარს ყავა და შოკოლადი, მაგრამ არ გვაქვს. საერთოდ არ გვაქვს. არ მახსოვს, როდის გვქონდა. ან არც გვქონია. მოდი ჩვენთან სტუმრად, ყავას მოგიდუღებ, რომ გვექნება.
          - ყავის გარდა, კიდევ რა გიყვარს, მაკა? იქნებ, გაქვს რამე ოცნება?
          მაკა: რა მიყვარს? სიმღერებს რომ „ვუყურებ“ და ვმღერი. მაგრამ, არაფერი გვაქვს. მაკას მულტფილმები უნდა. და ყავა. და საწოლი, რომელიც არ „სტკივა“.
„ამ საწოლზე შეუძლებელია ძილი. გჩხვლეტს და ყველაფერი გტკივა“
         - ლიანა, რით შეგვიძლია თქვენი მდგომარეობის შემსუბუქება? რა გჭირდებათ?
         ლიანა: ძალიან გვჭირდება პროდუქტი, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. ასევე, მაცივარი. პატარა მაგიდა და სკამები. სარეცხ მანქანაზე კი, აღარც ვოცნებობ.
         - გოგონებს - პლანშეტი, არა?
        ლიანა: თუ ეს შესაძლებელია, ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ.
         მაკა: „ფეისბუქიც“ რომ იყოს. ვიმეგობრებ.
„ერთი მაკას, ერთი ნათიას... და თითო ლუკმა პური ყველას“
         - მეგობრები გყავს?
         მაკა: ახლა, არა. მგონი,  ადრე მყავდა... ან, არ მყოლია. ახლა, მეყოლება. 
         ლიანა: აი ესეც ნახეთ, სად ვწევართ. საწოლებიც გვჭირდება, მაგრამ ამის თხოვნა უკვე მერიდება. მიკვირს, აქამდე ცოცხლები როგორ ვართ ასეთ პირობებში. მხოლოდ უფლის წყალობით. მხოლოდ მას ესმის ჩვენისთანების ვედრება. მხოლოდ მას შეუძლია, კეთილი ადამიანები გამოგვიგზავნოს. ამიტომ, მუდამ ვლოცულობ არა მხოლოდ ჩემი საბრალო ავადმყოფებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც დაეხმარება მათ.
* * *
       მეგობრებო, ლიანა და მისი ოჯახი განსაცდელშია! სამწუხაროდ, ყველა ავად არის ამ ოჯახში. მაგრამ მათ ძალიან, ძალიან უნდათ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება. სულ ცოტა რამ სჭირდებათ.  ყოველთვის საჭმელი რომ ჰქონდეთ, ჰქონდეთ ნორმალური საწოლები და მედიკამენტები. პლანშეტიც რომ ვაჩუქოთ გოგონებს, მეცხრე ცას ეწევიან სიხარულისგან. სავარაუდოდ, ამას ვერ გამოხატავენ, მაგრამ უფალი ნამდვილად დაინახავს. 
        თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: რუსთავი, 7ა მ/რ; კორპუსი 1, ოთახი 95.
    ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! 
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
    არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
         ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ოსეფაშვილების ოჯახი).
        თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
        შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
         სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

მსგავსი პროექტები: