პროექტის რეპორტი ამ ბავშვებს არაფერი უნახავთ ცხოვრებაში, გარდა შიმშილისა და ავადმყოფობის. მამა-შვილი ეპილეფსიით იტაჯებიან. მაგრამ არც წამლების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ამ ბავშვებს არაფერი უნახავთ ცხოვრებაში, გარდა შიმშილისა და ავადმყოფობის. მამა-შვილი ეპილეფსიით იტაჯებიან. მაგრამ არც წამლების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ!

page info icon
2023 ივლის 5
page info icon
1671
ამ დანგრეულ სახლში, სადაც კედლები იშლება სიძველისგან, ფანჯრებზე კი ცელოფნებია გაკრული, ბავშვები ცხოვრობენ. ისინი შიმშილითა და უიმედობით იტანჯებიან. ისინი ტირიან და შველას ითხოვენ მაგრამ, მათი ხმა არ ესმის მათ, ვისაც ხელეწიფება დახმარება, თითქოს, არც არსებობენ. თამაზი მხოლოდ სამი წლის არის, გიორგი - ხუთის. ვერაგი დაავადების, ეპილეფსიის გამო, საკმაოდ ხშირი შეტევებით აშინებს მშობლებს და და-ძმას. ბარბარე რვა წლისაა. მისი უდიდესი ოცნებაა ერთი თოჯინა, ერთი კაბა და წვნიანი სადილი ჰქონდეს. საბრალო გოგომ არც იცის სხვა საჭმლის გემო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,904 ₾
( 219 დონორი )
დასრულებულია
ჩემს შვილებს ფიცრებზე ეძინათ და ტიროდნენ. ახლა კი, მღერიან და გიგზავნიან გულებს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

თაზო სიმღერის ხასიათზეა. ის გიგზავნით გულს და სიმღერას შემოდგომაზე

 „თქვენ რომ სახალხო დამცველისთვის წერილი არ მიგეწერათ, ახლაც პირუტყვებივით ფერმაში ვიცხოვრებდით, - ამბობს მრავალშვილიანი დედა, ვერიკო. - ბავშვებს ისევ ისე მოუწევდათ ფიცრებზე ძილი, ჩვენი ნივთები კი წყალში იტივტივებდა წვიმის დროს.“

პროექტის დაწყებამდე ოჯახი ფერმაში ცხოვრობდა, საშინელ პირობებში.

ონკანთან, სადაც რეცხავდნენ ჭურჭელს და იღებდნენ წყალს, იდგა სიდამპლით აყროლებული გუბე 

 „თქვენი წერილის შემდეგ, ყველაფერი უეცრად შეიცვალა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეაწუხეს ადგილობრივი გამგეობა. ჩვენთვის მომენტალურად გამოინახა სახლი, ნორმალური პირობებით, სადაც სასწრაფოდ გადაგვიყვანეს. ბავშვები უსაზღვროდ ბედნიერები არიან, მათზე უფრო მეტად კი მე, ბოლოს და ბოლოს, ადამიანურად რომ გვეღირსა ცხოვრება. ახალ სახლში „მზითვები“ თქვენც გაგვატანეთ - მკითხველების ნაჩუქარი ახალი ტელევიზორი და სარეცხი მანქანა. ნამდვილად საოცარი ადამიანები ხართ! ერთი ხელის მოსმით მოაგვარეთ ჩვენი პრობლემა და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოგვიყვანეთ!

თაზო და გიო ახალი სახლის კარებთან გახარებულები გვხვდებიან

სახლი გარემონტებულია, არის საცხოვრებელი პირობებიც, სისუფთავეც და ფართიც.

ვერიკო: მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გაცნობის პირველი დღიდან ჩვენზე ზრუნავდით. სანამ ამ სახლში გადმოვიდოდით, მკითხველებმა ჩვენი ძველი ფერმის სახურავის შეკეთებაც კი მოასწრეს. წვიმის ქვეშ ერთი დღეც რომ არ გაგვეტარებინა. მერე კი, თქვენმა წერილმაც მოგვისწრო და ჩვენი ცხოვრება 180 გრადუსით შეტრიალდა.

- ბავშვებო, ახალ და ძველ სახლს შორის რა სხვაობაა? რა მოგწონთ აქ?

ბარბარე: აქ ლამაზი კედლებია. არის კარებიც და ფანჯრებიც. ონკანი სახლში გვაქვს და არა ეზოში. ონკანის გარშემო გუბე არ არის, სიდამპლის სუნი აღარ დგას და ბაყაყების ყიყინიც აღარ ისმის (იღიმის.)

ახლა, სახლში აქვთ ონკანი და ჭურჭელსაც თბილი წყლით რეცხავენ

გიორგი: აქ რბილი საწოლებია, რომ ვწვები არაფერს მტკენს. დედიკოსაც აღარ ვეწუწუნები, რომ ყველაფერი მტკივა.

თაზო: მეც აღარ ვტირი, არც მე მტკენს საწოლი.

ბავშვებს შიშველ ფიცრებზე კი არა, რბილ საწოლებზე სძინავთ

აქ აუცილებელი ავეჯიც არის და შეუძლიათ ნივთები თაროებზე რომ დაალაგონ

ბარბარე: შხაპის ქვეშ ბანაობაც შეგვიძლია. მაგარია! თავისით მოდის თბილი წყალი და აღარ აცხელებს დედა.

ვერიკო: ამ სახლის ქირასა და კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო იხდის. სანამ ყველას არ აჩვენეთ თქვენს ვიდეორგოლში, რა საშინელ პირობებში გვიწევდა ცხოვრება, სანამ ეს ამბავი სახალხო დამცველის ყურამდე არ მიიტანეთ, ვერავინ გვამჩნევდა. რა კარგია, ასეთი აქტიურები რომ ხართ და ცალკეული ოჯახების გასაჭირზე ამახვილებთ მთავრობის ყურადღებას. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწვდა ფერმაში ცხოვრება, ჩვენი საქმე წინ რომ არ წაგეწიათ. შეზღუდული არ გვაქვს აქ ცხოვრების ვადა. ვიცხოვრებთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვენდომება.

გარდა ამისა, რაიონის გამგეობამ გადმოგვცა ერთჯერადი ვაუჩერი პროდუქტისა და ტანსაცმლის შესაძენად, რომელიც წელიწადში ერთხელ გვეკუთვნის. მაშინე წავედით და ბარბარეს შევუძინეთ ახალი ტანსაცმელი. გიორგიც სახელმწიფო სარეაბილიტაციო პროგრამაშია ჩაწერილი, სახლში მოვა მასთან ექიმი.

თურმე, შესაძლებელი ყოფილა ეს ყველაფერი? მაგრამ თქვენი დახმარების გარეშე, ვერაფერს გავხდებოდით და ვერაფერსაც ვერ მივიღებდით.

- ბარბარე, გვაჩვენებ, როგორი ტანსაცმელი ამოირჩიე? თუ დედიკომ აგარჩევინა?

ბარბარე: მე უკეთ ვიცი, რა მომიხდება.

- და მაინც რა?

ბარბარე: უჯრედებიანი კაბა ან რომელიმე საყვარელი ცხოველის ნახატით, მაგალითად, ფისოს. ფუმფულა ჟაკეტები. შარვლები. ეს ყველაფერი ავარჩიე ჩვენს მაღაზიაში.

ბარბარემ თავისი ახალი ტანსაცმელი გადმოალაგა და გვაჩვენა, როგორ უხდება

კაბა რომელსაც ფისო ახატია

ფუმფულა ჟაკეტი

შოტლანდიურ სტილში

- სკოლაში თუ გითხრეს ბავშვებმა კომპლიმენტები? შენ ხომ, საოცარი მოდელი ხარ!

ბარბარემ: მეგობარმა შემიქო. კიდევ, ჩემმა კლასელმა ბიჭმა მითხრა, რომ ლამაზი კაბაა და ძალიან მოსწონს.

- ალბათ უნდოდა ეთქვა, რომ ლამაზი ხარ, მაგრამ ვერ შემოგბედა.

ბარბარე: ალბათ (იღიმის).მაგრამ, ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა. საერთოდაც, ამ ბოლო დროს, ყველანი კარგ განწყობაზე ვართ.

- ბავშვებო, თქვენ მაგალითად, კარგ განწყობას რა გიქმნით?

კითხვაც არ უნდა თაზოს, მას ხელში უჭირავს კარგი განწყობის პულტი! 

გიორგი: მე ახალი ველოსიპედი მიხარია ყველაზე მეტად. კიდევ, ჟელიბონები (ჟელატინის კანფეტი) და ორცხობილები, რომელიც თქვენ მოგვიტანეთ. კიდევ, პატარა მანქანები. და კიდევ, ტელევიზორი, „მაშას და დათვს“ რომ ვუყურო.

ველოსიპედი ავიწყებს გიოს, რომ საერთოდ რამე აწუხებს - დიაბეტი და ეპილეფსია. ამ ქვეყნად ყველაზე უდარდელ ბიჭუნად აქცევს!

ბარბარე: მე მიხარია ახალი სახლი, ტანსაცმელი და ტელევიზორი. „ტომის და ჯერის“ ყურება მიყვარს. დედას კი ახალი სახლი და უცნაურია, მაგრამ სარეცხი მანქანაც.

ვერიკო: სულაც არ არის უცნაური. ადრე მე თვითონ ვიყავი სარეცხი მანქანა (იღიმის), რომელიც ავლებდა და წურავდა გაუთავებლად. ახალი სარეცხის გორები კი, წამებში ჩნდებოდა... თანაც, ცივ წყალში ვაკეთებდი ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, ამის კეთება რომ აღარ მიწევს და მადლობელი ვარ მათი, ვიც მომაშორა ამხელა ტვირთი. 

დიდ მადლობას ვუხდი ფონდის მკითხველებს ახალი ტექნიკისთვის, საკვები პროდუქტებისთვის. რა თქმა უნდა, ბავშვებმა მაშინვე ტკბილეულით ჩაიტკბარუნეს პირი. მე კი, როგორც ოჯახის დიასახლისს, მარაგი გამიხარდა: ზეთი, ბურღულეული, ბოსტნეული...

ახლა, მნიშვნელოვანი მოვლენა გვიახლოვდება, რომელიც ვერ შედგებოდა, ფონდის მკითხველები რომ არა. გიორგის ფეხზე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ხარჯებს კი, თქვენი ფონდი აფინანსებს, რისთვისაც უზომოდ, უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი. დიაბეტისა და ეპილეფსიის გარდა, ჩემს ბიჭს სისხლძარღვოვანი მალფორმაციაც აქვს. ამის გამო, ჩემი პატარა ფეხს ითრევს და კოჭლობს. იმედი მაქვს, კარგად ჩაივლის ყველაფერი. რა თქმა უნდა, მე ძალიან ვღელავ, გიორგი - ნაკლებად. მადლობა ღმერთს, პანიკას არასდროს ვყვები.

- ნუ დარდობთ, შესანიშნავად ჩაივლის ყველაფერი. რას ეტყოდით მკითხველებს, ვინც დაგიდგათ მხარში?

ვერიკო: მეზობლები ყოველთვის გვეხმარებოდნენ, უცხო ადამიანები კი - არასოდეს. როგორ უნდა შეგტკიოდეს გული უცნობი ოჯახის გასაჭირზე, მაშინვე რომ გადახვიდე ქმედებაზე, ფაქტი არის ის, რომ თქვენ ჩვენი ოჯახის ცხოვრების შეცვლა შეძელით. თქვენი სიყვარული, ძალისხმევა და მზრუნველობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენი საქმე დაძრულიყო და იმ არაადამიანურ პირობებს დავემშვიდობეთ. 

ჩემი შვილები სულ ტიროდნენ, ახლა კი მღერიან. ამისთვის, უფალს მუდამ ვთხოვ უსაზღვრო სიკეთე, უდიდესი ბედნიერება და აუცილებლად ჯანმრთელობა რომ მოგცეთ!

- ვერიკო, რა კარგია, ყველაფერი ასე რომ შეიცვალა, კარგი განწყობა და უკეთესის იმედი რომ გაქვთ. რაც შეეხება სიმღერას. ვინ მღერის მეორე ოთახში, თავად რომ არ დაგვენახა?

გიორგი: თაზო, გამოდი! შენ გკითხულობენ. შეგიძლია, აქაც იმღერო. ამ დეიდის აღარ გვრცხვენია არც მე, არც ბარბარეს. (თაზო გამოდის ღიმილით.)

- ვის უმღეროდი სიმღერებს, თაზო?

თაზოს მსმენელები. ეს ცხოველთა დიდი კოლექტივი  მკითხველებმა და მეზობლებმა აჩუქეს

თაზო: ჩემს ახალ მანქანებსა და სათამაშოებს (აღარ ელოდება თხოვნას და სიმღერას იწყებს): კართან მოდგა შემოდგომა, ნაადრევად მოფრენილი...  (გიორგი კი ბანს აძლევს მას.)

- ყოჩაღ, ბავშვებო! გინდათ, ეს სიმღერა ჩვენს მკითხველებს მივუძღვნათ?

გიორგი: ეს სიმღერა გადაეცი და კიდევ, სამი გული - ჩემგან, ბარბარესგან და თაზოსგან.

- სიტყვასიტყვით გადავცემ ყველაფერს! ვერიკო, კიდევ რომელი საკითხების გადაჭრაში გჭირდებათ დახმარება?

ვერიკო: ჩვენს ოჯახში, ყოველთვის ყელაზე მწვავედ დგას კვების პრობლემა. ძალიან კარგი იქნება, პროდუქტით თუ დაგვეხმარებით. ფაქტორივად არ გვაქვს საწოლის თეთრეული. თითო-თითო კომპლექტი მხოლოდ. რომ დაისვრება, რით უნდა შევცვალო. ჩვენს თხოვნას უპასუხოდ არასდროს ტოვებთ და მინდა, მადლობა წინასწარ გითხრათ.

კირვალიძეების ოჯახში იზრდება ოთხი ბავშვი, მშობლებს კი არ შეუძლიათ მუშაობა. მამას, რამაზს აქვს ეპილეფსია და ნებისმიერი დატვირთვა შეტევას იწვევს. დედა, ვერიკო დროის უმეტეს ნაწილს უთმობს თავის მძიმედ დაავადებულ ბიჭუნას გიორგის, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. რა თქმა უნდა, დანარჩენ ბავშვებსაც და ოჯახის საქმეს. ამ ოჯახს სჭირდება რეგულარული დახმარება. სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, ტანსაცმელი. შეგიძლიათ მიჰყვეთ აქტიურ (ქვემოთ მოცემულ) ბმულს და ამ ოჯახის დასახმარებლად გაიღოთ შემოწირულობა, დაეხმაროთ ნივთებით ან საკუთარი ვარიანტი შემოგვთავაზოთ. სიხარულით ვხვდებით ნებისმიერი სახის გამოხმაურებას!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: კირვალიძეების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: