პროექტის რეპორტი უკვე 12 წელია, გოგონას დედა, ქეთევანი შიშის ქვეშ ცხოვრობს: „თუ ჩამეძინა და შვილის კვნესა ვერ გავიგონე, ის შეიძლება მოკვდეს!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უკვე 12 წელია, გოგონას დედა, ქეთევანი შიშის ქვეშ ცხოვრობს: „თუ ჩამეძინა და შვილის კვნესა ვერ გავიგონე, ის შეიძლება მოკვდეს!“

page info icon
2023 აგვისტო 8
2 წელი ქეთევანს ნორმალურად არ სძინებია, ეშინია, რომ თუ ღრმად ჩაეძინება, შვილის ხმას ვერ გაიგებს. 12 წელია, ერთი წუთითაც არ დაუსვენია. ანა-მარიას ცერებრული დამბლის რთული ფორმა აქვს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
8,906 ₾
( 760 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, თქვენ ორ ადამიანს უბრალოდ ეტლი კი არა, ნამდვილი ბედნიერება აჩუქეთ! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ანა-მარიას ახალი ეტლი აქვს და შესაბამისად, უფრო დიდხანს შეუძლია სუფთა ჰაერზე სეირნობა და თავისი ეზოს ფარგლებს გარეთაც მოგზაურობა

როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო დედიკო ქეთევანი,  ერთი და იგივე რთული რიტუალის ჩატარება უწევდა ყოველდღე. ხელში უნდა აეყვანა თავისი 13 წლის მძიმედ დაავადებული გოგონა, ანა-მარია, ლიფტით მე-8 სართულიდან პირველზე ჩაეყვანა და ეზოში გაეყვანა. დედის ხერხემალი ასეთ დატვირთვას მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში უძლებდა და ცერებრული დამბლით დაავადებული ანა-მარიას სეირნობაც  ზუსტად ამდენ ხანს გრძელდებოდა.

მათი სეირნობა გრძელდებოდა 10 წუთს, დედიკოს ხერხემალი  მეტს ვეღარ უძლებდა

ახლა, ანა-მარიას აქვს ეტლი და მის დედიკოს, ქეთევანს ორი საათითაც შეუძლია მისი სასეირნოდ გაყვანა. გოგონა პარკში მიჰყავს, ბავშვებთან, საქანელებთან, მზეზე და ანა-მარიაც ძალიან კმაყოფილია. თქვენ იზრუნეთ იმაზე, რომ მარტოხელა, ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვის დედამ, რომელიც მძიმედ შრომობს და ძალიან იღლება, აღარ იწვალოს სახლშიც. აჩუქეთ მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი... იზრუნეთ იმაზე, რომ ანა-მარიამ სუფთა ჰაერი ისუნთქოს, არა მხოლოდ თავისი ოთახის კედლებს, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ხედავდეს სამყაროს.

რა კარგია, რომ მიეფიცხები მზეს!

- ქეთევან, როგორ შეიცვალა თქვენი საცხოვრებელი პირობები პროექტის მსვლელობის დროს?

ქეთევან: ხომ გახსოვთ, მძიმე, თითქმის კაცური შრომა რომ მიწევს, ცხრა საათის განმავლობაში ფეხზე, კონვეიერთან დგომა. ერთი-ორი კაპიკი რომ ვიშოვო, ვირივით ვმუშაობ. სახლში კი, ვეღარ ვუმკლავდებოდი საქმეს. საღამოობით, ვტიროდი და ისე ვრეცხავდი სარეცხს. წელი მტკიოდა და ზურგით სადმე მიყრდნობა, დაჯდომა ან წამოწოლა ძალიან მინდოდა. ახლა, შემიძლია სარეცხ მანქანაში სარეცხის შეყრა და დაფენა, ჩემთვის ეს ნამდვილი ხსნაა.

 „წელში ვიყავი გაწყვეტილი და სარეცხი მანქანისთვის უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი!“

მე და ჩემი განადგურებული ხერხემალი ეტლისთვის უდიდეს მადლობას გიხდით. გული მიკვდებოდა, ჩემს შვილს ოთხ კედელ შუა გამოკეტილს რომ ვუყურებდი, მაგრამ ხელითაც დიდხანს ვერ ვატარებდი. ჩვენი ეზოს ფარგლებს გარეთ გასვლაც არ შეგვეძლო. ამხელა გოგო ხელით ამყავდა, ჯერ მე-8 სართულიდან ჩასვლა, მერე ამოსვლა, მერე რა, რომ ლიფტი გვაქვს. საშინლად ვწვალობდი! ახლა, ანა-მარია კომფორტულად სეირნობს თავისი ეტლით. ჩემთვისაც და მისთვისაც ძალიან კარგია. ჩემს გოგონას ძლიერი ემოციების გამოხატვის უნარი არ აქვს, მაგრამ იღიმის, აღარ წუხს, არ ნერვიულობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარგად გრძნობს თავს.

ანა-მარია გრძნობს, რომ ახლა, გასეირნების დროა

ანა-მარიას დეიდაშვილი: „სურათების გადაღება ძალიან ადვილია. გასწავლი, როგორ უნდა, დეიდას უყურე.“

ქეთევანს შვილის ხელით ტარება აღარ უწევს. ახლა, გოგონასთვის და მისი დედიკოსთვის კომფორტულია სეირნობა 

 „რაო, პატარავ, წავიდეთ პარკში?“

ჩემი გოგოსთვის მოსახერხებელი, ორთოპედიული საწოლი ვითხოვე. ახლახან, ფონდისგან და მისი მკითხველებისგან მივიღეთ საჩუქრად. ანა-მარიამ დამოუკიდებლად გადაბრუნება ისწავლა და საწოლიდან მისი გადმოვარდნის საშიშროებაც დიდია. მიხარია, ასე ოპერატიულად რომ დამეხმარეთ ამ პრობლემის გადაჭრაში. ძველ საწოლზე მისი დატოვება არაფრით არ შეიძლებოდა: უკვე ორჯერ გადმოვარდა და გონებაც დაკარგა. თავში კისტა აქვს და ნებისმიერ დარტყმას შეიძლება ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს.

ანა-მარია ორთოპედიულ საწოლზე დაიძინებს.

მადლობელი ვარ თქვენი იმისთვის, რომ ჰაერზე სეირნობის გარდა, ჩემს გოგონას იმის ბედნიერებაც აჩუქეთ, რომ სიამოვნებით უყუროს კლიპებს ახალი, პლაზმური ტელევიზორის ეკრანზე.

ანა-მარიას თვალები უბრწყინავს, ქართულ და თურქულ სიმღერებს როდესაც უსმენს.

- როგორ იგებთ, რომელი მუსიკა მოსწონს და რომელი არა?

ქეთევანი: ანა-მარიას მოსწონს ქართული და თურქული სიმღერები. ძალიან მარტივად მიხვდებით, როდესაც მუსიკა არ მოსწონს, წუწუნს იწყებს. ეს ნიშნავს: „სხვა ჩართე“. და მეც, მაშინვე ვურთავ სხვას. სხვათა შორის, ზუსტად ასე მაგებინებს, რომელი საჭმელი უფრო მოსწონს. საჭმელთან დაკავშირებით მისი გემოვნება, უკვე დიდი ხანია შესწავლილი მაქვს და ფონდი თანხას როდესაც რიცხავს, მის საყვარელ პროდუქტებს ვყიდულობ, რომლის შეძენის საშუალებაც აქამდე არ მქონდა.

პროდუქტისთვის ყოველთვიურად გამოყოფილი 300 ლარი, მნიშვნელოვანი დახმარებაა ჩემთვის. უსაზღვროდ მადლობელი ვარ ყველას. სამსახურს თავს ვერ დავანებებ, მაგრამ ეს დახმარება, გულს მიმშვიდებს და იმედს მაძლევს.

ახლა, უკვე შემიძლია რძის ნაწარმის და სხვა პროდუქტების შენახვა, მაცივარი გვაქვს სახლში

ჩემი გოგოსთვის აუცილებლად მომაქვს მაღაზიიდან იოგურტები, მაწონი, არაჟანი, რძე. ქათმის ბულიონებს ვუმზადებ. კარტოფილს ვუწვავ ხშირად, სიგიჟემდე უყვარს. საერთოდ, ასეთ ბავშვებს, ვისაც ცერებრული დამბლის მძიმე ფორმა აქვს, ჭამა ძალიან უყვართ.

თქვენი დახმარებით, ანა-მარიას სრულფასოვანი სადილი აქვს. დღეს, ტოლმა მოუმზადა დედამ.

გახშირებული სუნთქვითა და წუხილით ვხვდები, რომ უკვე მოშივდა. ადრეც ვხვდებოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ უსახსრობის გამო, იმის მაგივრად, რომ ჩემი გოგოსთვის დღეში ოთხჯერ საჭმელი მეჭმია, ვიჭამდი თავს. 

 „ნახე, გემრიელობები მოგიტანეს. გასინჯე, ანა-მარია, მე უკვე შევჭამე ორი ორცხობილა.“

მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის! ნებისმიერი პრობლემით შემეძლო ფონდისთვის და მისი მკითხველებისთვის მიმემართა. სახელმწიფოსგან კი, ასეთი დამოკიდებულება არ მახსოვს, არც პროექტის დაწყებამდე, არც მისი მსვლელობის დროს. მხოლოდ თქვენი მხრიდან ვგრძნობ სიყვარულს, პატივისცემას, თანაგრძნობას და სითბოს.

- ქეთევან, შეგიძლიათ, კონკრეტულად რომ გვითხრათ, კიდევ რა საკითხების მოგვრება მოხერხდა? გაუხარდება ჩვენს მკითხველს.

ქეთევანი: თუნდაც ახლახან, ვირუსი რომ შეგვხვდა მეც და ჩემს შვილსაც. ორივე სიცხიანები ვიწექით. ანა-მარიას ხველა ახრჩობდა. ვდარდობდი, ჩემი გოგონას გამო და როგორც ახლობელ ადამიანებთან, ისე დავრეკე ფონდში. მაშინვე მოგვამარაგეს წამლებით: სიცხის დამწევი, ხველების საწინააღმდეგო, საინჰალაციო პრეპარატები.

ახლა, ანა-მარია ძალიან კარგად გრძნობს თავს, სწორედ თქვენი თანადგომის დამსახურებით, ყოველგვარი გართულებების გარეშე გამოკეთდა.

ანა-მარიას ძლიერი ემოციების გამოხატვის უნარი არ აქვს. მისი ღიმილი ნიშნავს იმას, რომ მშვიდად და კარგად გრძნობს თავს.

- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?

ქეთევანი: ფასდაუდებელია, როდესაც საკუთარი შვილის მიმართ, სიყვარულს ხედავ. მე კი, დავინახე უსაზღვრო, გულისამაჩუყებელი სიყვარული, ყურადღება, თანაგრძნობა და სითბო. ხომ იცით, როგორ ამბობენ? „სანამ შეაფასებ სხვის ცხოვრებას, ჩაიცვი მისი ფეხსაცმელი და მისი გზა გაიარე.“ თქვენ კი ამის ნიჭი ნამდვილად გაქვთ, საუკეთესოები ხართ! თქვენ, ჩემი ფეხსაცმლით ჩემი გზა გაიარეთ, ჩემი მძიმედ დაავადებული გოგონა ხელით ატარეთ. ჩემსავით ცრემლები ღვარეთ და ჩემი ტკივილი გაითავისეთ.

ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში! ჯანმრთელობას, ბედნიერებას მუდამ დალოცვილები ყოფილიყავით უფლისგან!

- ჩვენ კვლავაც ერთად განვაგრძობთ ამ გზას, ქეთევან. თქვენს მიტოვებას არ ვაპირებთ. გვითხარით, რა გაწუხებთ და კიდევ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

ქეთევანი: უკვე ცივა ჩვენს სახლში, ჩემი გოგონაც შეციებულია. მე კი, ვერ ვრთავ გაზის გამათბობელს, „კარმას“. ძალიან დიდი გადასახადი მოდის. ისედაც ქირის დავალიანება გვაქვს - 400 ლარი. ხან დროულად ვერ ვიხდი, ხან ვალებს ვიღებ, საშინელებაა. ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუკი ვინმეს სურვილი ექნება, რომ დაგვეხმაროს. ხშირად მეტირება, როდესაც ვოცნებობ, ერთი პატარა, მაგრამ საკუთარი ოთახი მაინც რომ გვქონდეს. სახელმწიფო ხომ, საკუთარი, თუნდაც ძალიან პატარა საცხოვრებელი ფართის გამოყოფის იმედსაც არ გვაძლევს...

მეგობრებო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მძიმედ დაავადებული გოგონას, ანა-მარიას და მისი დედიკოს მიმართ მზრუნველობა გამოიჩინეთ. ჩვენი პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა, ამ ოჯახის პრობლემები კი, გაგრძელდება ცხოვრების ბოლომდე. ანა-მარიას განკურნება ხომ, შეუძლებელია და მისი მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შეგიძლიათ, პამპერსით, პროდუქტით, მედიკამენტებით, საცხოვრებლის პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროთ მათ. თუკი არსებობს დაუსრულებელი პრობლემები, ხომ შეიძლება, სიკეთეც, დაუსრულებელი რომ იყოს... უფალმა დაგლოცოთ!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: კოზმანაშვილების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!




მსგავსი პროექტები: