პროექტის რეპორტი ბებიას ეშინია, რომ მისი ობოლი შვილიშვილი შიმშილს ან ავადმყოფობას შეეწირება! ჯობს თავად წაიკითხოთ მათი უბედურების ისტორია. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბებიას ეშინია, რომ მისი ობოლი შვილიშვილი შიმშილს ან ავადმყოფობას შეეწირება! ჯობს თავად წაიკითხოთ მათი უბედურების ისტორია.

page info icon
2023 აგვისტო 30
ცოცხალი მშობლების ობოლია ეს ბიჭი. ზურიკოს ბებო ზრდის დაბადებიდან. დედამ ვერ მოახერხა, მამამ არ მოისურვა. ასე დარჩა ბებოსთან ერთად, დანგრეულ სახლში. დედამ სხვა ოჯახი შექმნა, მამაც არ ინტერესდება შვილის ცხოვრებით... ბებო არის ამ ქვეყნად მისი ერთადერთი ახლობელი ადამიანი. მუდამ ერთად არიან. ერთი და იგივე რამის ეშინიათ. 10 წლის ზურიკოს იმის ეშინია, რომ ბებია დარდით მოკვდება, ბებოს კი იმის, რომ შიმშილი ან ავადმყოფობა წაართმევს შვილიშვილს, ან ორივე მოჰყვებიან მათი საკუთარი სახლის ჩამონგრეული სახურავის ქვეშ. ცალ-ცალკე ვერ გადარჩებიან და რომც გადარჩნენ, რაში სჭირდებათ ასეთი სიცოცხლე?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
26,089 ₾
( 1,975 დონორი )
დასრულებულია

მსგავსი პროექტები: