პროექტის რეპორტი გემუდარებით! არ მინდა შიმშილითა და სიცივით სიკვდილი! შიში კლავს მოხუც, მარტოსულ და ეპილეფსიით დაავდებულ ნანა ბებოს. ქუჩაში კრუნჩხვა თუ დაემართა, ძაღლები ესხმიან თავს. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გემუდარებით! არ მინდა შიმშილითა და სიცივით სიკვდილი! შიში კლავს მოხუც, მარტოსულ და ეპილეფსიით დაავდებულ ნანა ბებოს. ქუჩაში კრუნჩხვა თუ დაემართა, ძაღლები ესხმიან თავს.

page info icon
2023 სექტემბერი 20
დამეხმარეთ, გევედრებით! არ მინდა შიმშილითა და სიცივით სიკვდილი. გთხოვთ, იზრუნეთ ჩემზე, სანამ სიკვდილი მომეპარება და ამომხდება ტანჯული სული! „დამეხმარებით, შვილებო? საჭმელს მომიტანთ? ძალიან მშია! ხომ არ გავიყინები ამ ზამთარს? მაგრამ იქნებ, ზამთრამდე ვერ მივაღწიო? მე ხომ, ძალიან ავად ვარ! კრუნჩხვაში რომ ჩავვარდე სადმე? ან იქნებ, ისევ ძაღლებმა დამგლიჯონ? ანდაც, ამ მტკივანი ფეხით წავიქცე და ამომხდეს ტანჯული სული. ვინ მიპოვის? ალბათ, ყვავები თუ შეჭამენ ჩემს უპატრონო სხეულს.“ - შეშინებული თვალებით შემოგვყურებს ნანა ბებო და პატარა ბავშვივით სლუკუნებს. ვერაგმა ეპილეფსიამ, თავის ტვინის მძიმე დაავადებებმა ის სამუდამოდ აქცია ბავშვად... ნეტავ იცოდეთ, როგორ უჭირს და რა პირობებში უწევს ცხოვრება ამ საბრალო, დიდ ბავშვს. მას ახლა, ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
995 ₾
( 134 დონორი )
დასრულებულია

მსგავსი პროექტები: