ნამდვილი მამაკაცის მწარე ცრემლები!
ადამიანებმა ისინი დაივიწყეს! მაგრამ უფალი დიდია!



გახსოვთ ჩვენი პოსტი ამ სამყაროში დაკარგულ მოხუცებზე?(https://chernovetskyifund.ge/ru/projects/541-chkhaidze ) 68 წლის გალაკტიონის სევდიანმა ნაამბობმა, ბევრი ადამიანის გული აავსო თანაგრძნობით და დააფიქრა მოყვასის ხვედრსა და საკუთარ სულზე...
აი, ჩვენ ისევ ვეწვიეთ ამ ადამიანებისგან მივიწყებულ, მაგრამ სიყვარულით გაბრწყინებულ ჩხაიძეების ოჯახს. გალაკტიონს, მის 95 წლის დედას და მეუღლეს, დალის ჩვენს დანახვაზე სახეები ღიმილით გაუბრწყინდათ და აფუსფუსდენენ... ოჯახის უფროსმა მოხერხებულად დასვა თავის „გოგოები“ და ამაყად შეგვიძღვა სამზარეულოში, რომელსაც ჩერნოვეცკის ფონდის მიერ საჩუქრად მორთმეული გაზქურა ამშვენებს.
- იცით, ეს გაზქურა ყველაზე მეტად ვის გაუხარდა? მე! ამ სახლში მზარეული მე გახლავართ, - სიცილით გვითხრა გალაკტიონმა, მაგრამ თვალები მაინც ცრემლით აემღვრა, - ჩემს გოგოებს ფეხზე ადგომა რომ შეეძლოთ, ისეთი გემრიელობებით გაგიმასპინძლდებოდნენ... შემიძლია ჩაი შემოგთავაზოთ, შაქრით - თქვენი დამსახურებით, ახლა ჩაიც გვაქვს და შაქარიც...
მასპინძელს არ ვაწყენინე და ჩვენი საუბარი გაგრძელდა არომატული, ცხელი ჩაის თანხლებით, რომელიც გალაკტიონმა საკუთარი ხელით მომიმზადა. პირველივე კითხვაზე, თუ რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გალაკტიონი ბავშვივით ატირდა:
გალაკტიონი: იცით, თავს იმდენი უბედურება დამატყდა, რომ ეჭვიანი გავხდი და აღარავის ვენდობოდი, მეჩვენებოდა, რომ დედამიწაზე აღარ დარჩა, კეთილი და გულსხმიერი ადამიანები, მაგრამ იმ სიკეთემ, რომელსაც ფონდი ქვეყანაზე აფრქვევს, ჩემს გულშიც შემოაღწია... თქვენ დამანახეთ, რომ მართალი არ ვიყავი. თქვენ მე რწმენა და იმედი დამიბრუნეთ...
- ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ იმ ადამიანებიდან, ვინც თქვენთან მოვიდა, ან დაგირეკათ?
გალაკტიონი: ყველა მახსოვს და თითოეული მათგანის მადლობელი ვარ, მთელი გულით! ჩვენთვის, მოხუცებისთვის, მატერიალური დახმარების გარდა, ყოველი თბილი სიტყვაც ხომ ძალიან ძვირფასია! ძალიან მოკლებულები ვართ ამას... უფალმა ყველა დალოცოს და მრავალი ბედნიერი წელიწადი მისცეს!
გიამბობთ პირველ ადამიანზე, რომელიც გვეწვია თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ. ახალგაზრდა ბიჭი, კასპიდან, გიორგი, გვარი არაფრით არ მითხრა. მოვიდა პროდუქტით დატვირთული და 50 ლარიც გვაჩუქა.შემოვიპატიჟე და მის ცხოვრებაზე გამოვკითხე. მიამბო, რომ სამხატვრო აკადემიის ფასიან განყოფილებაზე სწავლობდა, თბილისში, სწავლის საფასური ვეღარ გადაიხადა და დაანება თავი. წარმოგიდგენიათ, რანაირები ვართ ეს ქართველები, თავისი სწავლის, ნათელ მომავლში ბილეთის საფასური ვერ გადაიხადა, ჩვენთან კი მოვიდა და თითქმის 200 ლარის პროდუქტი მოგვიტანა! თურმე ქვაზე მუშაობა დაუწყია და ახლა ორნამენტებს ჭრის ეკლესიებისთვის...
ამის შემდეგ ადამიანების სიკეთის როგორ არ უნდა მჯეროდეს?
კიდევ განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო ერთი მშვენიერი გოგონა, მაია, ექთანი, რომელმაც დედაჩემს დაბადების დღე მიულოცა - 19 თებერვალს მას 95 წელი შეუსრულდა. არ ვიცი, მაიამ ამის შესახებ საიდან შეიტყო, მაგრამ მოვიდა და დედას დიდი ტორტი და ყვავილები მიართვა! დედაჩემს, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული, ყვავილების დანახვაზე სახე ახალგაზრდა გოგოსავით გაუბრწყინდა... ცხოვრება ხომ სწორედ ასეთი მშვენიერი წამებისგან შედგება!
სამწუხაროდ, ალბათ ვერ გეტყვით ყველა იმ ადამიანის სახელს, ვინც ჩვენთან მოვიდა, ან დაგვირეკა. ბევრმა თანხა გადმოგვცა, ზოგმა უბრალოდ დარეკა და სიტყვიერად გაგვამხნევა... გასაოცარია, მაგრამ 10-მა ან 12-მა ახალგაზრდა ბიჭმა და გოგომ დამირეკა, და ფიზიკური დახმარება შემომთავაზა... ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს მომავალი, რადგან ახალგაზრდებს ახსოვთ მოხუცები და მზად არიან, დაეხმარონ საკუთარი ხელით...
- თქვენი ემოცები გაგვიზიარეთ გალაკტიონ.
გალაკტიონი: უდიდესმა სიხარულმა შემიპყრო. იმის შეგრძნებამ, რომ ჩემი ოჯახის გარდა, კიდევ ვიღაცას ვჭირდები, სიცოცხლის ხალისი და ძალები შემმატა...
ფონდის საჩუქრები, - გაზქურა და ტელევიზორი, - სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ჩემს გოგოებს ძალიან გაუხარდათ ტელევიზორი! ეს ხომ მათი ერთადერთი გასართობი და სარკმელია, გარე სამყაროში... რა თქმა უნდა, ჩემი ყბედობის გარდა(იცინის)...
გაზქურა კი პერსონალური საჩუქარია ჩემთვის! დედას და მეუღლეს, საჭმლის მომზადება კი არა, გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ, ასე რომ, სამზარეულოში უფროსი მე ვარ! ახლა კი თქვენი ფონდის დამსახურებით, თავს ბევრად კომფორტულად ვიგრძნობ.
- პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
გალაკტიონი: მთელი გულითა და სულით, უდიდეს მადლობას ვუხდი თქვენს ფონდს, ყურადღებისთვის და თანაგრძნობისთვის... და კიდევ იმის თქმა მინდა, რომ თქვენ შემახსენეთ და დამანახეთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ნამდვილი ადამიანები, ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც უბრალოდ კარგად კი არა, ძალიან შეძლებულად ცხოვრობს, მაგრამ არ გააჩნიათ ისეთი სითბო და მოყვასისადმი თანაგრძნობა, როგორიც ჩერნოვეცკის ფონდმა გამოიჩინა... თქვენ ხედავთ ადამიანების გასაჭირს და ნამდვილად ეხმარებით მათ. ღმერთმა ყველაფერი საუკეთესო მოგცეთ, ძალა და შესაძლებლობები ასეთი ღვთისნიერი საქმისთვის!
- ადგილობრივი მთავრობა თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს?
გალაკტიონი: არა, რას ამბობთ... ყურიც არ შეიბერტყა არავინ...
- კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?
გალაკტიონი: ისედაც ამდენით დაგვეხმარენ, მერიდება კიდევ რაიმის თხოვნა, მაგრამ თუ ნებას მომცემთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცხვენია, გავბედავ და ვიტყვი: დედაჩემისთვის და ჩემი მეუღლისთვის პამპერსი ძალიან გვჭირდება. მათ არ შეუძლიათ საპირფარეშომდე დამოუკიდებლად მისვლა, მე კი, ძალიან მიჭირს მათი ხელით ტარება - ხუთი გულის ოპერაცია მაქვს გადატანილი... მაპატიეთ, რომ ამ თემაზე თქვენთან საუბარი მიწევს, მაგრამ ეს სინამდვილეა... სწორედ ეს გვჭირდება ყველაზე მეტად...
ტანწერეწეტა გოგოები მყავს, ამიტომ, თუ ვინმე ისევ გადაწყვიტავს, რომ დაგვეხმაროს, შეუძლიათ პამპერსის ყიდვა, 70 კილოზე, ან ცოტა მეტზე...
მესმის, რომ ახლა ყველას ძალიან უჭირს, და ვერც ვბედავ მეორედ რაიმის თხოვნას... მაგრამ იქნებ?..
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უბრალოდ დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე - შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ჩხაიძეების ოჯახი)
ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ru/projects/541-chkhaidze
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან: OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
0901 200 270 – ერთი ზარი სიცოცხლეს გადაარჩენს.
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 მაი 28 | პამპერსები | 232 | transferred |
2020 მაი 13 | პროდუქტები | 200 | transferred |
2020 მაი 13 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 955 | transferred |
2020 მაი 13 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 210 | paid |
სულ ხარჯი: 1,597 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
20.05.2020 00:00:00 | ორუჯოვი მუსლიმ | 1 | Transfer to account |
15.05.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
03.05.2020 11:24:00 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
03.05.2020 00:00:00 | სალომე ნიკოლეიშვილი | 20 | Transfer to account |
30.04.2020 00:00:00 | გოიაევი მიხეილ | 20 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | დუნდუა ინგა | 30 | Transfer to account |
10.04.2020 00:00:00 | თალაკვაძე თამარ | 5 | Transfer to account |
08.04.2020 00:00:00 | გიორგი ზურებიანი | 100 | Transfer to account |
01.04.2020 00:00:00 | ქოროღლიშვილი თამარ | 3 | Transfer to account |
01.04.2020 00:00:00 | ნათია ბანცაძე | 30 | Transfer to account |
01.04.2020 00:00:00 | მალაზონია თამარ | 20 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | სარაული ნიკოლოზ | 10 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | თამარი ჯიაძე | 11 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | ეკატერინე ჯალაღონია | 10 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | ალავერდი ალავერდოვი | 10 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | ფატი ძოწენიძე | 10 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | გურამ ქევხიშვილი | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | მაია ზაგაშვილი | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ფენაშვილი ჯონი | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | დავითაია პაპუნა | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ენუქიძე ნატო | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ფენაშვილი ჯონი | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | რიკაძე ვასილ | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | თედორაძე ნინო | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ხურცილავა ქრისტინა | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | კეკელიძე ფრიდონ | 10 | Transfer to account |
29.03.2020 00:00:00 | სალომე სტურუა | 10 | Transfer to account |
28.03.2020 00:00:00 | ვლადიმერ ვახტანგიშვილი | 10 | Transfer to account |
26.03.2020 00:00:00 | გიორგი ფილფანი | 10 | Transfer to account |
25.03.2020 00:00:00 | შალვა ჭოლიკაური | 10 | Transfer to account |
25.03.2020 00:00:00 | ქეთევანი მღებრიშვილი | 10 | Transfer to account |
25.03.2020 00:00:00 | ნიკოლოზ სარაული | 10 | Transfer to account |
17.03.2020 00:00:00 | თოიძე ინგა | 60 | Transfer to account |
04.03.2020 00:00:00 | ნათია ნიკოლეიშვილი | 20 | Transfer to account |
26.02.2020 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
09.02.2020 23:12:15 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
29.01.2020 00:00:00 | ელენე სახვაძე | 20 | Transfer to account |
28.01.2020 00:00:00 | პაპუნა | 9.43 | Transfer to account |
27.01.2020 00:00:00 | ბერია ანა | 5 | Transfer to account |
27.01.2020 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
24.01.2020 16:50:57 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
24.01.2020 00:00:00 | თამარი რევაზაშვილი | 20 | Transfer to account |
23.01.2020 09:57:42 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
20.01.2020 00:00:00 | მარინა ნებიერიძე | 50 | Transfer to account |
17.01.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
17.01.2020 00:00:00 | თინათინ მუსერიძე | 15 | Transfer to account |
17.01.2020 00:00:00 | დავით კაპანაძე | 1 | Transfer to account |
16.01.2020 00:00:00 | ტერმინალი | 49 | Transfer to account |
16.01.2020 00:00:00 | დვალიშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
16.01.2020 00:00:00 | მარიამი გალდავაძე | 5 | Transfer to account |
16.01.2020 00:00:00 | თამარ მჭედლიშვილი | 5 | Transfer to account |
15.01.2020 14:52:21 | ანონიმი | 3 | VISA, MasterCard (Geopay) |
15.01.2020 00:00:00 | დათო ხეცურიანი | 10 | Transfer to account |
14.01.2020 00:00:00 | ეთერი სიმსივე | 7 | Transfer to account |
13.01.2020 00:00:00 | ამბოკაძე ქეთევან | 20 | Transfer to account |
13.01.2020 00:00:00 | თინათინი გორდაძე | 10 | Transfer to account |
13.01.2020 00:00:00 | ჭიოკაძე მიხეილ | 10 | Transfer to account |
13.01.2020 00:00:00 | დოლაკიძე ქეთევან | 15 | Transfer to account |
13.01.2020 00:00:00 | შალამბერიძე თამარ | 10 | Transfer to account |
13.01.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 10 | Transfer to account |
11.01.2020 00:00:00 | მარინა პაიჭაძე | 10 | Transfer to account |
10.01.2020 20:05:32 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
10.01.2020 16:15:43 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
10.01.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
09.01.2020 00:00:00 | მაკა მირზიაშვილი | 4 | Transfer to account |
09.01.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
09.01.2020 00:00:00 | ქრისტინა კოპაძე | 5 | Transfer to account |
08.01.2020 00:00:00 | ფარჯიანი იგორი | 50 | Transfer to account |
08.01.2020 00:00:00 | ზაქარეიშვილი არჩილ | 10 | Transfer to account |
07.01.2020 21:57:22 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
07.01.2020 00:00:00 | ნინო ჯავახიშვილი | 13 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | წერეთელი მართა | 15 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | ხათუნა შავაძე | 15 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | სარიშვილი გივი | 20 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | ოშაყმაშვილი გოჩა | 3 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | ყურაშვილი თამარი | 50 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | ლაშა ბას | 11 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | ხვიჩია გვანცა | 10 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | ზაზა გაგნიძე | 5 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | ნინო რამიშვილი | 5 | Transfer to account |
04.01.2020 19:26:17 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
04.01.2020 00:00:00 | დავით გაროზაშვილი | 1 | Transfer to account |
04.01.2020 00:00:00 | სოფიო გაჩეჩილაძე | 20 | Transfer to account |
04.01.2020 00:00:00 | ნინო გოლეთიანი | 5 | Transfer to account |
03.01.2020 00:00:00 | ირაკლი ქუთათელაძე | 20 | Transfer to account |
03.01.2020 00:00:00 | ნინო ქურდიანი | 50 | Transfer to account |
03.01.2020 00:00:00 | დავით გაროზაშვილი | 1 | Transfer to account |
03.01.2020 00:00:00 | დიმიტრი ჯებისაშვილი | 25 | Transfer to account |
03.01.2020 00:00:00 | ნათია ნადარაია | 5 | Transfer to account |
03.01.2020 00:00:00 | ტერმინალი | 19.5 | Transfer to account |
03.01.2020 00:00:00 | ტერმინალი | 4.5 | Transfer to account |
03.01.2020 00:00:00 | ამბრიაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
03.01.2020 00:00:00 | მარიამ მახარაშვილი | 5 | Transfer to account |
02.01.2020 11:33:45 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
01.01.2020 01:27:14 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
01.01.2020 00:00:00 | იამზე თურქია | 15 | Transfer to account |
01.01.2020 00:00:00 | სოფიკო ფანცულაია | 10 | Transfer to account |
01.01.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
31.12.2019 20:44:10 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
31.12.2019 20:19:56 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
31.12.2019 00:00:00 | რატი სოხაძე | 20 | Transfer to account |
31.12.2019 00:00:00 | ლევან გაჩეჩილაძე | 7 | Transfer to account |
31.12.2019 00:00:00 | ზაზა გაგნიძე | 5 | Transfer to account |
31.12.2019 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 10 | Transfer to account |
31.12.2019 00:00:00 | პართენიშვილი ზაალ | 10 | Transfer to account |
31.12.2019 00:00:00 | შამუგია უჩა | 20 | Transfer to account |
31.12.2019 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
31.12.2019 00:00:00 | ნადარეიშვილი ირაკლი | 10 | Transfer to account |
31.12.2019 00:00:00 | ბიწაძე თეა | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,596.43 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|