დედიკო, ნუ ტირი!
პატარა ლუკას ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე




9 წლის ლუკას 2020 წლის 28 მარტს ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე ჰქონდა - მან ცხოვრებაში პირველად სანთლები ჩააქრო, ნამდვილ სადღესასწაულო ტორტზე! მეგობრებო, „შავი ჭირის დროს“ ამ ბიჭისთვის ნამდვილი დღესასწაულის მოწყობაში, თქვენ დაგვეხმარეთ! თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, ვინც სხვის გასაჭირს გვერდი გულგრილად არ აუარა და დაეხმარა ოჯახს, რომელსაც მატერიალური და მორალური მხარდაჭერა სჭირდებოდა. დიდი მადლობა ყველას, და თითოეულ თქვენთაგანს!
ახალგაზრდა, მარტოხელა დედის, ნათია ჩალაძის გულში ახლა მზე ანათებს! მიუხედავად იმისა, რომ გარეთ, ჯერ კიდევ წვიმა ცრის, მათი ახალი ნაქირავრბი ბინა, ოთხი ანგელოზის ღიმილითა და ბედნიერი სახეებით არის განათებული: თქვენთვის უკვე ნაცნობი, 9 წლის ლუკას, მისი 7 წლის ძმის ერეკლეს, 4 წლის მათესა და 1 წლის მარიამის.
- თქვენმა ფონდმა და ჩემმა ქართველმა თანამემამულეებმა , სამუდამოდ შეცვალეთ ჩვენი ცხოვრება! - მთელი საუბრის მანძილზე ნათია ამ სიტყვებს გვიმეორებდა... ხმა უკანკალებდა, არ ვიცით, ცრემლებისგან, თუ უსაზღვრო ბედნიერებისგან, რომელმაც მათი სახლი აავსო, ვიმედოვნებთ, რომ სამუდამოდ.
ამ უსაზღვრო სიხარულს, აათმაგებს ის, რომ ბოლოს და ბოლოს გამოვაღწიეთ იმ წყეული სარდაფიდან, რომელშიც ჩემმა შვილებმა მთელი ცხოვრება გაატარეს, უზარმაზარ ვირთხებთან ერთად.
განსაკუთრებული მადლობა თამარს, სამწუხაროდ არ ვიცი მისი გვარი. ამ ქალბატონმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, შორს სამშობლოდან, წაიკითხა თქვენი სტატია, დამიკავშირდა და შემომთავაზა კეთილმოწყობილ ბინაში გადასვლა, რომელსაც აქ, თბილისში აქირავებს.
ვირთხებით სავსე სარდაფში ვიხდიდით 350 ლარს, იგივე ფასად, თამარმა თავისი 4-ოთახიანი ბინა მოგვაქირავა. აქ თავს, როგორც სამოთხეში, ისე ვგრძნობთ! უკვე ორი კვირაა, ფანჯრები გვაქვს, რომელშიც მზე ანათებს! ჩემს შვილებს კი, სარდაფში ეს ძალიან აკლდათ. თავისუფლად ამოვისუნთქეთ! დაგლოცოთ უფალმა!
კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა, ჩვენი ყოფილი საცხოვრებლის გახსენება. 350 ლარს ვიხდიდით ნესტიან ოთახში, რომელშიც ლინოლიუმიც კი, თითქმის სულ წყლით იყო დაფარული... ეს იყო უფანჯრო ციხე...
- ნათია, გილოცავთ ცხოვრებაში ასეთ სასიხარულო ცვლილებებს!კიდევ რა მოხდა მას სემდეგ რაც თქვენზე სტატია დაიწერა?
ნათია: ყველაფერი შეიცვალა... ჩვენს შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიტყო, გვირეკავდნენ და მოდიოდნენ... მხოლოდ სიკეთე იყო... არავის უთქვამს: „ თქვენ კი გიჭირთ, მაგრამ არც ჩვენ გვაქვს დალხენილი ცხოვრებაო...“ ასეთი რამ ჩემთვის არავის არ უთქვამს და არ მოუწერია... მხოლოდ მხარდაჭერა ვიგრძენი...
თქვენი სტატიიდან, ჩემმა თანაკლასელებმა შეიტყვეს ჩემი გაჭირვების შესახებ! სკოლის დამთავრების შემდეგ, ურთიერთობა შევწყვიტეთ, მაგრამ მათ ჩვენზე წაიკითხეს და დამირეკეს! 410 ლარი შეაგროვეს და ჩამირიცხეს ბარათზე... ეს ისეთი გულის ამაჩუყებელი იყო!
თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდება, კარებზე კი ყოველდღე გვიკაკუნებენ - უფალმა დაგლოცოთ ყველა! ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! მე და ჩემს შვილებს ამდენი საჩუქარი მთელი ცხოვრების მანძილზე არ მიგვიღია!
- ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? გახსოვთ იმ ადამიანების სახელები, ვინც დაგეხმარათ?
ნათია: ადამიანები უბრალოდ მოდიან, თავიანთ სახელებს არ მეუბნებიან, გვაწვდიან საჩუქრებს, პროდუქტს, ან უბრალოდ კარებთან გვიტოვებენ... ამ წყეული კორონავირუსის გამო, ბინაში შემოსვლისგან ბევრი იკავებს თავს - მე ხომ პატარა ბავშვები მყავს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ის არის, რომ თითოეული მათგანი სიკეთეს აკეთებს ჩვენთვის! ისინი მოდიოდნენ, რათა ჩემი შვილები გაეხარებინათ! და ეს თქვენი დამსახურებაა!
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაგვეხმარა თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, და ასევე მათ, ვინც ეს ვერ შეძლო, მაგრამ გულში სიკეთე გვისურვა!
სამწუხაროდ არ მახსოვს ყველას სახელი, იმდენი ადამიანი მოვიდა, რომ თავში ყველაფერი ამერია... მაგრამ თითოეული საჩუქარი და თითოეული ნუგეშის სიტყვა აღიბეჭდა ჩემსა და ჩემი შვილების გულებში.
ყველაზე ამაღელვებელი და სამახსოვრო კი, ლუკას დაბადების დღე იყო. 9 წელი შეუსრულდა. იმ დღეს ჩვენთან ორი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო მოვიდა, იუბილარს მოუტანეს დიდი ტორტი, სანთლებით და საჩუქარი, ლეგოს კონსტუქტორი, დიდი ყუთით!
ცოლ-ქმარმა, რომელსაც შვილი დაეღუპათ - უფალმა დაიფაროს ამისგან ყველა! – 100 ლარი მოგვიტანეს კონვერტით, კიდევ ერთი შეუღლებული წყვილი, პროდუქტით დატვირთული მოვიდა, ბავშვის საბანი და სათამაშოები გვაჩუქეს.
გორიდან სამი ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვიდა - ალბათ ძმები, ან ბიძაშვილები - სამივე გიუნაშვილები. მე მგონი სპეცნაზელები იყვნენ, არ ვიცი ზუსტად... მათ ასევე უამრავი პროდუქტი მოგვიტანეს: ერთი ტომარა ფქვილი, ბოსტნეული, ბურღულეული, ტანსაცმელი ბავშვებისთვის და ჩემთვისაც კი. ჯიბეში რაც ფული ჰქონდათ, ჩვენ დაგვიტოვეს - დაახლოებით 70 ლარი.
- ნათია, გაიხსენეთ, თუნდაც სახელების გარეშე, ის ადამიანები, ვინც დაგეხმარათ.
ნათია: თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ სახელები არ მახსოვს... მაგალითად ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, თითქმის ჩემმა ტოლებმა, ჩემს ერთი წლის მარიამისთვის საბავშვო სკამი, აბაზანა, ასაწყობი ხალიჩა, სათამაშოები და უამრავი პროდუქტი მოგვიტანეს. კიდევ ერთმა გოგომ, ნათიამ, მარიამისთვის ტანსაცმელი და ეტლი მოგვიტანა.
კიდევ ერთმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა უამრავი გემრიელი რამ მოგვიტანეს მაკდონალდსიდან, თავიანთი პატარა გოგონაც თან ჰყავდათ. მარიამს სრულიად ახალი ტანსაცმელი და სათამაშოები მოუტანეს. კიდევ ერთმა წყვილმა, მათეს დიდი მანქანა აჩუქა, თეთრეული და პროდუქტი.
ოთხი შვილის დედ-მამამ გვაჩუქეს წიგნები, სათამაშოები და ტანსაცმელი. ძალიან ბევრმა, ჰიგიენური საშუალებები მოგვიტანა. მირეკავდნენ, კითხულობდნენ, მარიამს რა ზომა პამპერსი სჭირდება და მოჰქონდათ.
- ადგილობრივი მმართველობა თუ გამოეხმაურა ჩვენს სტატიას? დაინტერესდნენ თქვენი მდგომარეობით?
ნათია: აფზაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობიდან თქვენს პოსტს გია ბენიძე და შორენა გოგსაძე გამოეხმაურნენ. ერთჯერადი დახმარება მომცეს, 150 ლარის სახით. ჯერჯერობით, სხვა არაფერი...
- თქვენს ემოციებზე გვიამბეთ.
ნათია: ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია... სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ დაგვეხმარებოდნენ... რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩვენს შესახებ ინფორმაცია, ტელევიზიაშიც კი გავიდა სიუჟეტი ჩვენი ოჯახის შესახებ. მაგრამ ისეთი დახმარება, როგორც თქვენი ფონდისგან და მისი მეგობრებისგან მივიღეთ, არავისგან არ ყოფილა! თქვენ სასწაულებს ახდენთ! ჩემმა ემოციებმა ყველაფერს გადააჭარბა! ხალხს მთელი გულით მოჰქონდა საჩუქრები, ყველაფერი საუკეთესო, ჩემთვისაც კი არ დაენანათ ტანსაცმელი...
- პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
ნათია: ჩემში გაიღვიძა სურვილმა, თავად ვებრძოლო სირთულეებს , თითქოს საშინელი სიზმრისგან გამოვფხიზლდი... ახლა მიზანი მაქვს, რომლისთვისაც უნდა ვიცოცხლო და ვიბრძოლო - ჩემი შვილები! სტიმული მომეცა ვეძებო სამსახური, უკეთესი ცხოვრებისკენ ლტოლვა გამიჩნდა...
- დაგრჩათ ცხოვრებაში რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ...
ნათია: ჩემთვის ამდენი გააკეთეთ! თქვენი დამსახურებით ახალი მეგობრები შევიძინე და გავახსენდი ჩემს ძველ ნაცნობებსა და მეგობრებს... სათხოვნელი აღარაფერი მაქვს, ახლა თავი ხელში უნდა ავიყვანო და მხოლოდ წინ ვიარო...
მაგრამ ერთი თხოვნა მაინც მაქვს. თუ შეგიძლიათ, ხელი შემიწყოთ, რომ სულ პატარა, საკუთარი საცხოვრებელი ფართი გამომიყონ... მე ხომ ლტოლვილი ვარ, აფხაზეთიდან, 1992-93 წლებში, ჩემი მშობლები იძულებული გახდნენ, აფხაზეთიდან გამოქცეულიყვენენ და მშობლიური სახლი დაეტოვებინათ. ლტოლვილები ვართ საკუთარ სამშობლოში. მამაჩემი, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანია, ინვალიდი... ნუთუ არ შეიძლება საკუთარი კუთხე რომ გვქონდეს. ახლა სახელმწიფო ხომ ეხმარება ლტოლვილებს და ბინებს აძლევს... მეც მარტოხელა მრავალშვილიანი დედა ვარ... იქნებ მირჩიოთ მაინც სად და ვის მივმართო... არ მინდა ყოველდღე მეშინოდეს იმის, რომ ოთხი შვილით ქუჩაში დავრჩები...
- ნათია, ახლა ბიჭებს დაველაპარაკები, თუ შეიძლება... ლუკა, გვიამბე, შენს დაბადების დღეზე. დედიკომ გვითხრა, რომ ეს დღე შენთვის განსაკუთრებული იყო...
ლუკა(9 წლის): ასეთი დაბადების დღე ცხოვრებაში პირველად მქონდა! ამდენი ტკბილეული არასდროს გვიჭამია... დედიკოს შეეშინდა კიდეც, რომ მუცელი გვეტკინებოდა... არაფერი არ იცის, როგორ შეიძლება ტორტმა ვინმეს მუცელი ატკინოს? მუცელი შეიძლება აგტკივდეს წვნიანისგან...
- ლუკა, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
ლუკა(9 წლის): ახალი ბინა! ნათელია და ბევრი ადგილი გვაქვს, ბურთის და დამალობანას თამაშიც კი შეგვიძლია, ერეკლესთან და მათესთან ერთად. კიდევ სახლში დავდივართ ველოსიპედებით, რომელიც გვაჩუქეს... და კიდევ აქ თბილა...
ახლა ტელევიზორიც გვაქვს და სარეცხი მანქანაც... იცით რა მაგარია, მულტფილმების ყურება შეგვილია! სარეცხ მანქანაში კი, დამალვა შეიძლება, რა თქმა უნდა, თუ დედიკო არ რეცხავს(იცინის)
- ერეკლე, შენ რა მოგეწონა ყველაზე მეტად?
ერეკლე: იმდენი საჩუქრები მოგვიტანეს, რომ გამორჩევაც კი მიჭირს... ყველაფერი მომეწონა! მაკდონალდსიდან ჰამბურგერები და კარტოფილი ფრიც კი მოგვიტანეს! მაკდონალდსში დედიკოსთან ერთად არასდროს ვყოფილვართ... ალბათ იქ ყველაფერი ძალიან ძვირია, მაგრამ ადამიანებს ჩვენთვის არ დაენანათ, ესე იგი ვუყვარვართ...
იცი მათეს ყველაზე მეტად რა მოეწონა? ტოსტერი! ახლა იქ პურს თვითონ წვავს, დედიკო დაუჭრის, ის კი ჩადებს და ელოდება, როდის ამოხტება! ხომ სასაცილოა მათე, არა?
და კიდევ! დედიკო ახლა იღიმის! ისეთი ლამაზია, როცა იღიმის... მსოფლიოში საუკეთესო დედიკოა!
ნეტავ ასე სამუდამოდ გაგრძელდეს, ნათიამ გაუღიმოს მის შვილებს და აღასდროს იდარდოს...
-------
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უბრალოდ დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე - შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ნათია ჩალაძე)
ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/560-chaladze/
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან: OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
0901 200 270 – 1 ზარი სიცოცხლეს გადაარჩენს.
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 ივნ 1 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 340 | paid |
2020 მაი 27 | მტვერსასტუტი, ტოსტერი | 410 | transferred |
2020 მაი 8 | პროდუქტები | 149.91 | transferred |
2020 მაი 1 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,145 | transferred |
სულ ხარჯი: 2,044.91 ₾
დარჩა 0.19 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
09.05.2020 00:00:00 | მიხეილ თუთბერიძე | 20 | Transfer to account |
06.05.2020 00:00:00 | არჩვაძე მარიამ | 5 | Transfer to account |
06.05.2020 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | ვიტალი ღოღობერიძე | 5.4 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | აბრამიანი ედუარდ | 3 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | გურაშვილი ნინო | 3 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | შანშიაშვილი ეკატერინე | 30 | Transfer to account |
18.04.2020 00:00:00 | ნუცა ქისტაური | 50 | Transfer to account |
18.04.2020 00:00:00 | მარინე მამულია | 10 | Transfer to account |
17.04.2020 00:00:00 | არჩილ გიორგიძე | 10 | Transfer to account |
17.04.2020 00:00:00 | ნინო ჩივაძე | 10 | Transfer to account |
17.04.2020 00:00:00 | ირაკლი მელაძე | 10 | Transfer to account |
17.04.2020 00:00:00 | სოსო ჩიხლაძე | 14 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 15 | Transfer to account |
15.04.2020 00:00:00 | სტომადოვა სოფიო | 50 | Transfer to account |
15.04.2020 00:00:00 | ცალუღელაშვილი ილია | 10 | Transfer to account |
14.04.2020 00:00:00 | ფიცხელაური მელანო | 2.5 | Transfer to account |
13.04.2020 15:15:41 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
13.04.2020 00:00:00 | დავით მიქაძე | 50 | Transfer to account |
13.04.2020 00:00:00 | ჯელაძე თამთა | 4 | Transfer to account |
11.04.2020 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
11.04.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
10.04.2020 00:00:00 | ტერმინალი | 78.7 | Transfer to account |
10.04.2020 00:00:00 | კალმახელიძე ირაკლი | 30 | Transfer to account |
10.04.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
10.04.2020 00:00:00 | კოტორაშვილი მაია | 30 | Transfer to account |
10.04.2020 00:00:00 | ნათია გელანტია | 5 | Transfer to account |
09.04.2020 00:00:00 | სოფიო კირცხალია | 5 | Transfer to account |
08.04.2020 01:36:08 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
08.04.2020 00:00:00 | ფირცხალავა ნიკოლოზ | 25 | Transfer to account |
08.04.2020 00:00:00 | სულხან იმნაძე | 3 | Transfer to account |
08.04.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
08.04.2020 00:00:00 | სოსელია დავით | 10 | Transfer to account |
08.04.2020 00:00:00 | ვართანოვი გიორგი | 1 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | დიდებულიძე ელენე | 30 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | მერებაშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | ეკა შარაშიძე | 20 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 5 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | თამარ ციცქიშვილი | 10 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | ნესტანი მრელაშვილი | 15 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | მარიამ ბარნაველი | 2 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | დიდებულიძე ელენე | 30 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | მზია ვაშაკიძე | 20 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | გვანცა თაბუკაშვილი | 10 | Transfer to account |
05.04.2020 00:00:00 | სოფიკო ჯავახაძე | 10 | Transfer to account |
04.04.2020 00:00:00 | ლელა მჭედლიშვილი | 5 | Transfer to account |
04.04.2020 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 10 | Transfer to account |
04.04.2020 00:00:00 | ნინო შერვაშიძე | 5 | Transfer to account |
04.04.2020 00:00:00 | მაცაცო რუხაძე | 5 | Transfer to account |
03.04.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
03.04.2020 00:00:00 | ნინო გაგნიძე | 20 | Transfer to account |
03.04.2020 00:00:00 | თამარი შათირიშვილი | 20 | Transfer to account |
03.04.2020 00:00:00 | ნიკა ექიზაშვილი | 5 | Transfer to account |
02.04.2020 00:00:00 | ლია კეიდია | 20 | Transfer to account |
02.04.2020 00:00:00 | ანა რაქვიაშვილი | 20 | Transfer to account |
01.04.2020 00:29:46 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
01.04.2020 00:00:00 | დიმიტრი ასანიშვილი | 100 | Transfer to account |
01.04.2020 00:00:00 | თამუნა წიკლაური | 15 | Transfer to account |
01.04.2020 00:00:00 | ირაკლი გალდავა | 10 | Transfer to account |
01.04.2020 00:00:00 | ი/მ ზურაბი ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
01.04.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 5 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | დვალიშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | გურაშვილი ნინო | 10 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
30.03.2020 12:54:22 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
30.03.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 1 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ათოშვილი ნინო | 20 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | მერებაშვილი მარიამ | 20 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ილურიძე ზაზა | 20 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ფენაშვილი ჯონი | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ესმა ქეშელაშვილი | 5 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | სოფიო ოძელაშვილი | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | გიორგი ბოჭორიშვილი | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 5 | Transfer to account |
29.03.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
28.03.2020 22:31:36 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
28.03.2020 00:00:00 | ანა გურგენიძე | 5 | Transfer to account |
28.03.2020 00:00:00 | ნინო გოგინაშვილი | 10 | Transfer to account |
27.03.2020 18:41:28 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
27.03.2020 09:10:30 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
27.03.2020 00:00:00 | რუსუდან ბერიშვილი | 3 | Transfer to account |
27.03.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
27.03.2020 00:00:00 | ნათია შაორშაძე | 5 | Transfer to account |
27.03.2020 00:00:00 | გურამ წიბლიაშვილი | 5 | Transfer to account |
27.03.2020 00:00:00 | გიორგი ცანკაშვილი | 6 | Transfer to account |
27.03.2020 00:00:00 | ანა გველესიანი | 5 | Transfer to account |
26.03.2020 00:00:00 | შორენა ფარსენაძე | 10 | Transfer to account |
26.03.2020 00:00:00 | თამარი აბულაძე | 5 | Transfer to account |
26.03.2020 00:00:00 | გობრონიძე ეკა | 5 | Transfer to account |
25.03.2020 22:54:50 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
25.03.2020 21:03:20 | ანონიმი | 30 | VISA, MasterCard (Geopay) |
25.03.2020 00:00:00 | გავაშელი ბაქარ | 1 | Transfer to account |
25.03.2020 00:00:00 | გიორგაძე მარიამი | 10 | Transfer to account |
25.03.2020 00:00:00 | თამარ მაღლაფერიძე | 20 | Transfer to account |
24.03.2020 12:37:19 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
24.03.2020 00:00:00 | ნანა ქობალიანი | 50 | Transfer to account |
24.03.2020 00:00:00 | თამარ გურგენიძე | 5 | Transfer to account |
24.03.2020 00:00:00 | მექვაბიძე გვანცა | 5 | Transfer to account |
24.03.2020 00:00:00 | კაკაშვილი მარიამ | 20 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | სულხან ხაბაზი | 5 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | თამთა მათითაიშვილი | 5 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | სოფიკო ჩოგაძე | 2 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | ბაია ჩომახაშვილი | 1 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | გიორგი დეისაძე | 2 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | თეიმურაზ სამადაშვილი | 50 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | კაცაძე თამთა | 1 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | ჩალაძე ამირან | 1 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | ბერიშვილი ფიქრია | 5 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | კარმანოვი ლევან | 10 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | ბანცაძე ნათია | 20 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | ტერმინალი | 1.5 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | დვალაძე ქრისტინე | 1 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | ბილიხოძე-გოგოტიშვ ლარისა | 5 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | ტერმინალი | 9.5 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | ტერმინალი | 0.5 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | ახვლედიანი გიორგი | 5 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | კვანჭიანი ირაკლი | 20 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | მაჭარაშვილი ეკატერინე | 50 | Transfer to account |
23.03.2020 00:00:00 | ჩოფლიანი ირინა | 10 | Transfer to account |
22.03.2020 00:00:00 | დავით გაროზაშვილი | 1 | Transfer to account |
22.03.2020 00:00:00 | დავით გაროზაშვილი | 1 | Transfer to account |
21.03.2020 00:00:00 | ია ჩაფიძე | 5 | Transfer to account |
21.03.2020 00:00:00 | ნიკა ტატიშვილი | 7 | Transfer to account |
21.03.2020 00:00:00 | გიორგი ქავთარაძე | 5 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | ქებურია თორნიკე | 1 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | ტერმინალი | 19.5 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | ადეიშვილი ნინო | 5 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | ტერმინალი | 0.5 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | გიორგი ბოჭორიშვილი | 10 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | ანი ქებულაძე | 10 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | ლაშა თოფურია | 10 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | ანა ფანცულაია | 2 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | ინგა ფატიმი | 5 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | თამარ თალაკვაძე | 5 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | მონიკა ელიავა | 20 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | ხუციშვილი გიორგი | 3 | Transfer to account |
20.03.2020 00:00:00 | ხარაშვილი თინათინ | 10 | Transfer to account |
19.03.2020 07:25:52 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
19.03.2020 00:00:00 | კირვალიძე დავით | 1 | Transfer to account |
19.03.2020 00:00:00 | ტერმინალი | 8 | Transfer to account |
18.03.2020 23:06:54 | ანონიმი | 30 | VISA, MasterCard (Geopay) |
18.03.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
18.03.2020 00:00:00 | დავით მახარაშვილი | 5 | Transfer to account |
18.03.2020 00:00:00 | ირაკლი ახრახაძე | 100 | Transfer to account |
18.03.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 15 | Transfer to account |
16.03.2020 17:45:13 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
16.03.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
16.03.2020 00:00:00 | მაჩაიძე გოდერძი | 5 | Transfer to account |
16.03.2020 00:00:00 | ქორიძე თამთა | 5 | Transfer to account |
15.03.2020 00:00:00 | ნატო კიპაროიძე | 20 | Transfer to account |
15.03.2020 00:00:00 | ლევანი ჩარბაძე | 5 | Transfer to account |
14.03.2020 00:00:00 | ნიკა ნოზაძე | 1 | Transfer to account |
14.03.2020 00:00:00 | ნელი ღვინეფაძე | 10 | Transfer to account |
14.03.2020 00:00:00 | ნინო ჯამაგიძე | 3 | Transfer to account |
13.03.2020 10:15:36 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
13.03.2020 09:32:09 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
13.03.2020 00:00:00 | კილაძე-ღვინაძე ეკა | 20 | Transfer to account |
12.03.2020 21:58:28 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
12.03.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
12.03.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,045.1 ₾
დარჩა 0.19 ₾
მსგავსი პროექტები:
|